Page 1 of 2

რა შევთავაზოთ კარველ კორტსა და ლიტველ სიძეს

Posted: 10 მაი 2009, 02:30
by zvare
მ/ წლის ივნისში კორტი მეუღლითურთ ჩამოდის საქართველოში.

მეუღლე ლიტველია, ტბების ქვეყნიდან.
თევზაობის დიდი მოყვარული.
საქართველო ძალიან უყვარს.
სად შეიძლება გავაკეთოთ კარვული გასვლა, (განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩემი აზრით ჩანჩქერი, ტბა, სათევზაო ადგილი და. ა.შ), კარველებთან ერთად, (ჩემი სურვილია ერთ ორ ადგილას ძველი კარველი ლიკაკოც წავიყვანოთ, სანამდეც მანქანა მიდის (გასაგებია რატომაც), ის ჩვენი წყვილის მეჯვარე და უახლოესი ადამიანია).
ველი ძველი და გამოცდილი კარველების მათ შორის GAMARJOBA SAKARTVELO-ს წინადადებებს.

დიდი მადლობა.

რა შევთავაზოთ კარველ კორტსა და ლიტველ სიძეს

Posted: 10 მაი 2009, 10:41
by ARCHILI
zvare


ტრამდენიმე სიამოვნებაა ერთად არის, მაგალითად, ნოქალაქევში.

1. ნოქალაქევის არქეოპოლისი - ციხეგოჯი - ისტორიული ძეგლები.
2. ტეხურას ხეობა.
3. შესანიშნავი პეიზაჟები და თევზაობა.

სავარაუდოდ, მანქანით იქნებით და მაგის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ მარტვილში (იქვეა) და ნახოთ :

4. ულამაზესი ჩანჩქერები გაჭედილში.
5. ასევე მარტვილის მონასტერი.

თუ გადახვალთ იქიდან სალხინოში, მაშინ (6) დადიანების სასახლესაც ნახავთ და საინტერესო და ლამაზ ბუნებას.


ესენიც ნახე:

1. მეგრული ტური 1

მოსამზადებელი: http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2975&start=0

განხორციელებული: http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=3059&start=0

2. მეგრული ტური 2

მოსამზადებელი: http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3069&start=0

განხორციელებული: http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=32 ... sc&start=0





თუ ეს მიმართულება დაგაინტერესებთ, რითიც შემეძლება, დაგაკვალიანებთ.

:)

ამ მარშრუტში ლიკაკოს წაყვანის პრობლემაც არაა, ყველაფერი იქვეა (როგორც იტყვიან) და ფეხით გასეირნებები სწორ და მარტივ ადგილებზე შეეძლება ლიკაკოს, რაც მისთვის სასურველიცაა.

რა შევთავაზოთ კარველ კორტსა და ლიტველ სიძეს

Posted: 10 მაი 2009, 14:25
by Jnosy
zvare
კაკრაზ ზვარეში უნდა გავიაროთ და წამოიყვანე :)

(არჩილს თუ არ გაუტყდება)

რა შევთავაზოთ კარველ კორტსა და ლიტველ სიძეს

Posted: 10 მაი 2009, 21:45
by Archil
Jnosy

რატო უნდა გამიტყდეს?

აუ, მე ალბათ გამოგეთიშებით დედაბერის პონტში....

არმაზზე რომ ვიყავი, მაშინ კინწრისტეხვით გამოვიქეცი თბილისში - ახსოვთ მაშინ მოლაშქრეებს.. მაგარი მიზეზი მქონდა... დისშვილი შემეძინა იმ დღეს და... თავპირისმტვრევით გავეშურე თბილისისკენ, მადლონა ლეონტის, მშვიდობით ჩამიყვანა თბილისამდე...

ჰოდა...

მაისის ბოლოსკენ კიდო ... ბიჭს ველოდებით :)

ჰოდა.. რა გულით უნდა დავტოვო თბილისი, ...
ძმები ხართ და გამიგებთ...

რა შევთავაზოთ კარველ კორტსა და ლიტველ სიძეს

Posted: 11 მაი 2009, 01:02
by zvare
Archil

Jnosy



დიდი მადლობა გავითვალისწინებ

რა შევთავაზოთ კარველ კორტსა და ლიტველ სიძეს

Posted: 12 მაი 2009, 00:25
by GAMARJOBA SAKARTVELO
zvare wrote:მ/ წლის ივნისში კორტი მეუღლითურთ ჩამოდის საქართველოში.

მეუღლე ლიტველია, ტბების ქვეყნიდან.
თევზაობის დიდი მოყვარული.
საქართველო ძალიან უყვარს.
სად შეიძლება გავაკეთოთ კარვული გასვლა, (განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩემი აზრით ჩანჩქერი, ტბა, სათევზაო ადგილი და. ა.შ), კარველებთან ერთად, (ჩემი სურვილია ერთ ორ ადგილას ძველი კარველი ლიკაკოც წავიყვანოთ, სანამდეც მანქანა მიდის (გასაგებია რატომაც), ის ჩვენი წყვილის მეჯვარე და უახლოესი ადამიანია).
ველი ძველი და გამოცდილი კარველების მათ შორის GAMARJOBA SAKARTVELO-ს წინადადებებს.

დიდი მადლობა.
აი, მეც გამოვჩნდი.
სიამოვნებით გიმეგზურებთ.
შემიძლია, მრავალი წინადადება შემოგთავაზო და მათ შორის, ის ადგილები, სადაც მანქანას არც გაუვლია.
შეგიძლია, კონკრეტულად მითხრა, ტბების ნახვა სათევზაოდ უნდა თუ დასასვენებლად?
კიდევ, კულტურული გასვლა გინდათ თუ ცოტა უფრო, ველური, სათავგადასავლო გასვლა კარვებით?
მანქანაც ბოლომდე უნდა მიდიოდეს, ჰო, რადგან ლიკაკოს
წაყვანაც გინდათ?

რა შევთავაზოთ კარველ კორტსა და ლიტველ სიძეს

Posted: 12 მაი 2009, 00:42
by Tamari-ch.
კახეთი - (ალავერდი-იყალთო - გრემი - ნეკრესი - მარტყოფი)
ცალკე გარეჯი -

ქართლი - (შიომღვიმე - ზედაზენი - უფლისციხე-ქვახვრელი - ატენი -
გორის ციხე - რუისი - ყინწვისი - რავი ქვეყანაა!!! სანახავი)

ბეთანია -

ანანური -

მესხეთი - ვარძია - თმოგვი საფარა - ზარზმა - ხერთვისი -
ბორჯომის ხეობა საერთოდ ცალკე შეიძლება)

მცხეთა - ჯვარი - სვეტიცხოველი - ანტიოქია
?
ანუ რამდენი დღით ჩამოვიდნენ?

რა შევთავაზოთ კარველ კორტსა და ლიტველ სიძეს

Posted: 13 მაი 2009, 00:45
by GAMARJOBA SAKARTVELO
zvare
აბა, სად ხარ?
ლიტვა ტბებით უმდიდრესი ქვეყანაა.
თანაც, მრავალი ლამაზი ტბა აქვს.
ლიტველ სიძეს ჩვენც ისეთი ტბა ვანახოთ, რომ გავა20ოთ

რა შევთავაზოთ კარველ კორტსა და ლიტველ სიძეს

Posted: 13 მაი 2009, 11:03
by zvare
Tamari-ch. wrote: ქართლი - (შიომღვიმე - ზედაზენი -


ანანური -



მცხეთა - ჯვარი - სვეტიცხოველი - ანტიოქია
ეგ იცის
Tamari-ch. wrote:კახეთი - (ალავერდი-იყალთო - გრემი - ნეკრესი - მარტყოფი)
ცალკე გარეჯი -




მესხეთი - ვარძია - თმოგვი საფარა - ზარზმა - ხერთვისი -
ბორჯომის ხეობა საერთოდ ცალკე შეიძლება)

?
ანუ რამდენი დღით ჩამოვიდნენ?

კარგია მაგრამ ერთი გასვლისათვის ძალიან დიდი.
სამი კვირით ჩამოდიან.


კახეთს ალბათ არ გამოვტოვებთ. მადლობა

რა შევთავაზოთ კარველ კორტსა და ლიტველ სიძეს

Posted: 13 მაი 2009, 11:04
by zvare
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:zvare
აბა, სად ხარ?
ლიტვა ტბებით უმდიდრესი ქვეყანაა.
თანაც, მრავალი ლამაზი ტბა აქვს.
ლიტველ სიძეს ჩვენც ისეთი ტბა ვანახოთ, რომ გავა20ოთ
რომელს მირჩევ?

რა შევთავაზოთ კარველ კორტსა და ლიტველ სიძეს

Posted: 13 მაი 2009, 13:37
by lama
zvare
სვანეთის ულამაზეს ტბებს:

ქორულდს

მეზერს

და უდიდეს ჩანჩქერს სახელად: შდგრას

მეგზურობას მე გაგიწევთ

რა შევთავაზოთ კარველ კორტსა და ლიტველ სიძეს

Posted: 13 მაი 2009, 15:55
by likakoo
ვაა, ეს რა თემა აგორებულა 8) 8)

თქვენ ვარიანტები განიხილეთ მე ყველგან წამოვალ!

(ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება)



:

რა შევთავაზოთ კარველ კორტსა და ლიტველ სიძეს

Posted: 13 მაი 2009, 15:57
by Naia
ჯავახეთის ტბები?

განსაკუთრებით ტაბაწყური... არც ისე შორია და თან ძალიან ლამაზია

რა შევთავაზოთ კარველ კორტსა და ლიტველ სიძეს

Posted: 14 მაი 2009, 02:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
Naia wrote:ჯავახეთის ტბები?

განსაკუთრებით ტაბაწყური... არც ისე შორია და თან ძალიან ლამაზია
თუ წასვლაა, ტაბაწყური მართლაც მისწრებაა.
თან, გზად დაბისა და ტიმოთესუბნის ეკლესიას, ბაკურიანის ბოტანიკურ ბაღს ნახავენ.

რა შევთავაზოთ კარველ კორტსა და ლიტველ სიძეს

Posted: 14 მაი 2009, 02:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
zvare wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:zvare
აბა, სად ხარ?
ლიტვა ტბებით უმდიდრესი ქვეყანაა.
თანაც, მრავალი ლამაზი ტბა აქვს.
ლიტველ სიძეს ჩვენც ისეთი ტბა ვანახოთ, რომ გავა20ოთ
რომელს მირჩევ?
დევდორაკის ტბა ყაზბეგთან, გერგეტის სამება, სნო.
1 დღეში მოესწრება და მარტივი გასვლაა.
გერგეტზე ასასვლელად, სასურვლია, მაღალი გამავლობის მანქანა - ჯიპი, ნივა და ა.შ.
ამასტანავე, ყაზბეგში 30-40 ლარად შესაძლებელია ცხენის დაქირავება და გერგეტზე ასვლა.
თუ 2 დღით დარჩებით, დამატებით სხვა რამესაც შემოგთავაზებდით.

თუ სტუმარს თევზაობა უნდა, კუმისის ან ნადარბაზევის ტბაზე წასვლას გირჩევთ.
კუმისზე თევზაობაში 4 ლარია გადასახდელი.
დასაბანაკებლად მშვენიერი ადგილია.
ახლოს არის შავნაბადა და თელეთი და მათი ნახვაც შეიძლება.
თუ ნადარბაზევის ტბაზე წახვალთ, უფლისციხეც ნახეთ და ატენის სიონიც.
აქვე, გაითვალისწინე, რომ ხსენებული ტბები ცურვისთვის მოუხერხებელია.
თუ ძნ კუკტურული ტბა-გასვლა გინდა, აგერ, ლოპოტას გირჩევ, სადაც ღამისთევისთვის
მშვენიერ სასტუმრო-Nებია და ფასიანი თევზაობის პირობებიც არის.