Page 1 of 3
აბუხალოს გამოქვაბულები
Posted: 01 ოქტ 2005, 21:26
by Mrs. Robinson
ქარელის რაიონში, მიახლოებით მდინარე ძამას ხეობაში არის აბუხალოს გამოქვაბულები. მშვენიერზე კიდევ უფრო მშვენიერი ადგილი.
თუ ხართ ვინმე ნამყოფი?
15 ოქტომბერს, შაბათს, მოვაწყოთ ავტოტური. ვიცი რომ გზა არ ვარგა და მხოლოდ ნივებით თუ წავალთ. სამწუხაროდ მე ადგილი არ მექნება.
გამოთქვით თქვენი აზრი, მე კი გემშვიდობებით რამოდენიმე დღით!!!!!
აბუხალოს გამოქვაბულები
Posted: 03 ოქტ 2005, 20:36
by Mrs. Robinson
დამავიწყდა მეთქვა, რომ გზად ვნახავთ მშვენიერ ორთუბანს, ძამას ხეობას თუ ავუყვებით არის ტყემლოვანას კომპლექსი, რომელიც მეც არ მინახავს, არადა ძალიან საინტერესო ყოფილა. გზადაგზა უამრავი პატარა და დიდი ეკლესიაა (ყინწვისიც მათ შორის), მე ჩემთვის საინტერესო ადგილები შევიტანე მარშუტში.
თუ დაინტერესდებით ორ-დღიანზე უნდა შემთანხმდეთ, ერთი დღეში გადარბენა გვექნება, იმიტომ რომ ფეხით სასიარულოც იქნება ორივე ადგილას.
მოიფიქრეთ...................
აბუხალოს გამოქვაბულები
Posted: 06 ოქტ 2005, 16:41
by Mrs. Robinson
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენი დუმილი, სამწუხაროდ, თანხმობის ნიშანი არააა!!!!
ორდღიანი ასეთ ამინდში უკვე არარეალურია, ერთ დღეში კი ვერ მოვასწრებთ... 15 ოქტომბრამდე ჯერ დროა!
აბუხალოს გამოქვაბულები
Posted: 07 ოქტ 2005, 08:58
by toga
იმიტომ დუმს ხალხი რომ წყალს მიაქვს საქართველო და თუ გამოვა სანამდე ამინდები დარწმუნებული ვარ მსურველები გამოჩნდებიან
აბუხალოს გამოქვაბულები
Posted: 07 ოქტ 2005, 11:47
by David
zura_wise wrote:იმიტომ დუმს ხალხი რომ წყალს მიაქვს საქართველო და თუ გამავა სანამდე ამინდები დარწმუნებული ვარ მსურველები გამოჩნდებიან
ვიზიარებ...
აბუხალოს გამოქვაბულები
Posted: 07 ოქტ 2005, 12:03
by Mrs. Robinson
ხო ძალიან ცუდი სურათია!!!
სასოწარკვეთილია ხალხი!
ერთხელ რაჭის მიწისძვრის დროს სამსახურისთვის ნაყიდი ახალთახალი კარვები, პარალონები და საძილეები გავაგზავნეთ, მაგრამ სამწუხაროდ გზაში გააქრეს ყველაფერი... ღვთის ანაბარა არიან...
აბუხალოს გამოქვაბულები
Posted: 07 ოქტ 2005, 16:47
by geosul

გაუმარჯოს კაი ხალხს!
ძალიან კაი იდეები გაწუხებთ მაგრამ ამ წარღვნას თუ გადავურჩით მერე კი წავალთ აბა რა იქნება!
ეხლა ვზივართ მე და ერთი გოგო რომელიც ჩვენთან ერთად იყო დმანისში თეკლას + ი (გახსოვთ?) ჰოდა აი მან მომიტანა დღეს დმანის-ბოლნისის ვიდეოები და სურათები და ძაან გამახარა!
თუ შევძელი მსურველებს გამოგიგზავნით
კაი აბა წავედი !
ცუდია რომ ხვალინდელი დღე გეგმების და კაი მეგობრობის გარეშე ჩაივლის !
კარგად!
აბუხალოს გამოქვაბულები
Posted: 10 ოქტ 2005, 15:24
by Mrs. Robinson
გთავაზობთ აბუხალოს
ახალ ვარიანტს.
მივდივართ ჩვენი მანქანებით,
მიგვაქვს საძილეები, კარვები - არა, რადგან ღამე ვრჩებით ერთ-ერთ სახლში.
მარშრუტი ზემოთ უკვე მივუთითე: მივდივართ აბუხალოში, მანქანებს ვტოვებთ და ფეხით ავდივართ გამოქვაბულებში, მეორე დღეს ტყემლანას კომპლექსს ვნახულობთ. ორთუბანი ჯობია უკანა გზაზე ვნახოთ.
მე ამ კვირას შუამთაში ვიყავი და ძალიან ციოდა, ამიტომ კარავში დაძინება უკვე მგონი გამორიცხულია. თუმცა ისეთი მშვენიერი დროა და ისეთი სილამაზეა ირგვლივ, აუცილებლად ზღაპრულ მოგონებად დაგვრჩება ეს ლაშქრობა!!!!!!!!!!!!!!
მე 14-ში არ ვიცი ვისვენებ თუ არა. მაშინ იქნებ სამი დღით მოვახერხოთ წასვლა.
აბუხალოს გამოქვაბულები
Posted: 10 ოქტ 2005, 15:44
by Mrs. Robinson
აბუხალოს გამოქვაბულები
Posted: 10 ოქტ 2005, 16:26
by Kakha
თუ შევძელი აიცილებლად წამოვალ, მაგრამ ისეთი პირი უჩანს რომ 15-ში მუშაობა მომიწევს - ხანდახან ხდება ხოლმე. საბოლოოდ ვმუშაობ თუ არა გავიგებ მხოლოდ ხუთშაბათს. თუ ყველაფერი კარგად იქნა შეიძლება ბოლო წამს შემოგიერთდეთ ნივაც მყავს და საძილეებიც მაქვს.
აბუხალოს გამოქვაბულები
Posted: 10 ოქტ 2005, 16:47
by zure
tanxa ra jdeba?
აბუხალოს გამოქვაბულები
Posted: 10 ოქტ 2005, 17:02
by Mrs. Robinson
ღამის გათევაში 10 ლარზე მეტს ნამდვილად არ მოგვთხოვენ. დანარჩენი გზის და საჭმლის ხარჯებია. შენი მანქანით მოდიხარ? თითოეული მანქანის ხალხი თვითონ დადებს ბენზინის ფულს. საჭმელზე მოვილაპარაკებთ.
აბუხალოს გამოქვაბულები
Posted: 10 ოქტ 2005, 17:09
by zure
tu samsaxurma ar shemishala xeli mashin ki
აბუხალოს გამოქვაბულები
Posted: 10 ოქტ 2005, 19:53
by Mrs. Robinson
Kakha
ნეტავ წამოხვიდეთ, ძალიან გამიხარდება.
ელისოს დიდი მადლობა - მისი რჩევით, ამ შაბათს წავედით კახეთში, გურჯაანის ყველაწმინდაში და ისე მომეწონა, კინაღამ იქ დავრჩი. (ეხ, ვინ დამტოვებდა!!!)
არ მეგონა თუ ასეთ შთაბეჭდილებას მოახდენდა....
აბუხალოს გამოქვაბულები
Posted: 11 ოქტ 2005, 12:27
by Kakha
დღს დილას დამირეკა ჩემმა მეგობარმა გიორგი ბაგრატიონმა. კარავში შემოუხედავს როგორც სტუმარს და ამ მარშრუტზე მითხრა - რაც იქ იეწერა ისეთი შთბეჭდილება დამრჩა რომ მეგზური კარგა ხანია აღარ ყოფილა მანდეთო. თვითონ გიორგი დაახლოებით ერთი თვის წინ იყო.
მოკლედ გიორგიმ როგორც თქვა თავად სოფელი აბუხალო აღარ არსებობს. შესაბამისად იქ სახლშჳ გაჩერა არ გამოვა. გადასახვევიდან აბუხალოსკენ ძალიან ცუდი გზაა და თუ ოდნავ ნაწვიმარი მაინც იქნა ნივებსაც კი გაუჭირდებათ გასვლაო.
ტყემლოვანისკენ უფრო მარტივია გასვლა.
ასევე გიორგის რჩევით თუ კარვებში ძილი არ გაშინებთ შეიძლება დაბანაკდეთ ბატეთის ტბასთან, რომელიც ტბეთის მონასტირდან სულ ორიოდე კილომეტრშია, არის ლამაზი და ბუნების ძეგლია, რადგან მან შემორჩენილან ბლომად ტრიტონები, რომლებიც წითლ წიგნშია შეტანილი.
ნამდვილად შემშურდება თქვენი თჲ წასვლა ვერ მოვახერხე არადა ეგეთი პირი უჩანს.