Page 1 of 2

ფუძნარი და მის გარშემო

Posted: 26 აპრ 2009, 16:38
by Tamari-ch.
ძალიან მინდა ამ სილამაზის ნახვა -

Image

მის გარშემო რამდენიმე ძეგლია -
დავგეგმოთ და მოვიფიქროთ როდის და რა...

http://www.karavi.caucasus.net/viewtopi ... b6d7fff308

კახა წერდა:

ფუძნარი თბილისიდან ასე 60-65 კილომეტრშია. ჟინვალთან ხევსურეთის გზაზე უნდა გადაუხვიოთ, როგორც კი გაცდებით სოფელ ჩინთს, არმისული ჟინვალის წყლასაცავამდე გზა იყოფა (ნიშანიც დგას) პირდაპირ მიდის ბარისახო-შატილისკენ, მარჯვნივ კი უხვევს თიანეთისკენ.

ამ გზით დღესაც თიანეთის მარშრუტკები დადაინ თიანეთში. გზაში რამდენიმე ვნახე მიმავალიც და მომავალიც. ასე რომ წასვლა-წამოსვლა წესით არ უნდა გაჭირდეს.

გადასახვევიდან ფუძნარი 9 კილომეტრშია (სპიდომეტრზე დავინიშნე). რომ გადაუხვევთ დაახლოებით შვიდ კილომეტრში არის პატარა სოფელი ბოდავი, იმის შემდეგ ორიოდე კილომეტრში კი, ზედ გზის პირას (ალბათ გზიდან სულ რაღაც 30-50 მეტრშია) დგას ფუძნარის ეკლესია.

ფუძნარი მეთერთმეტე-მეცამეტე საუკუნმეების ძეგლია, გუმბათიანი ტაძარი. დღეს ძლიერ დაზიანებული - ნახევარი გუმბათი ჩამოქცეულია, ასევე დანარჩენი გადახრუვის დიდი ნაწილი. თუმცა ნანგრევებს თავისი ხიბლი აქვს ხოლმე.

უფრო მეტი ფუძნარის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხოთ გიორგი ბაგრატიონის გამოცემულ კომპაქტ დისკზე - ”აღმოსავლეთ საქართველოს ტურისტული რესურსები” და ასევე საქართველოს ძეგლთა ნუსხის მეორე ტომში.

აი ასეთია ფუძნარი გზიდან (ოღონდ ახლა, როცა ტყე გაფოთლილი არაა, ზაფხულიში შეიძლება ვერც კი დაინახოთ, როგორც ვხდები, ყოველ შემთხვევაში ყურადღბით უნდა დააკვირდეთ). ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან


Image


ესეც ბაგრატიონის რუქა
და მასზე აღნიშნული სხვა ძეგლებიც -

Image

Image

ფუძნარი და მის გარშემო

Posted: 26 აპრ 2009, 16:54
by qvevri
მე პირადად მაისში ვაპირებდი წასვლას. ხოდა რაღა მარტო წავიდე? ბარემ ერთად გავწიოთ.

ფუძნარი და მის გარშემო

Posted: 26 აპრ 2009, 16:57
by Tamari-ch.
qvevri
:shock:
ჩემი და შენი აზრები რაცხა ნამეტანი ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს..
ტელეპატები ვართ?

:lol:

17 - გაწყობს?
10 - ხაშმისაა...

ფუძნარი და მის გარშემო

Posted: 26 აპრ 2009, 16:59
by qvevri
Tamari-ch. wrote:qvevri
:shock:
ჩემი და შენი აზრები რაცხა ნამეტანი ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს..
ტელეპატები ვართ?

:lol:

17 - გაწყობს?
10 - ხაშმისაა...
დავაი :!:

ფუძნარი და მის გარშემო

Posted: 26 აპრ 2009, 17:05
by Tamari-ch.
qvevri
ჯიგარი ხარ!

ახლა ვნახოთ კიდევ რისი ნახვა შეიძლება ახლო მახლო...

რუქაზე აღნიშნულია რამდენიმე ძეგლი -

ჟებოტას ეკლესია -
ზარიძეების წმ გიორგი-
ტუშურების ღვთისმშობლის ეკლესია -

ამათი ნახვა ღირს ნეტა?

ფუძნარის ზემოთ აღნიშნულია მარიამწმინდა -
ნეტა ის ეკლსიაა თუ რაა?

ფუძნარი და მის გარშემო

Posted: 26 აპრ 2009, 17:08
by okulone
Tamari-ch. wrote: Image


რა საოცარი ძეგლია! ძალიან დაზიანებული ჩანს... :(

ფუძნარი და მის გარშემო

Posted: 26 აპრ 2009, 17:10
by burdula
ჰმ,უკვე დავინტერესდი,მალადეც ტამარიჩ,კაი იდეაა მომწონს ;)

ფუძნარი და მის გარშემო

Posted: 26 აპრ 2009, 17:11
by Tamari-ch.
აი კიდევ ერთი რუქა -


ან გზადაა აღნიშნული კიდევ რამდენიმე ძეგლი -


Image

ფუძნარი და მის გარშემო

Posted: 26 აპრ 2009, 17:14
by Tamari-ch.
ბოდორნას ღვთისმშობლის ეკლესია გზადაა -
ბულაჩაურის კოშკი

ჩინთის კოშკი -

ჟინვალთანაა კიდევ რაღაც კოშკი და ეკლესია
:roll:

იქნებ მოვიძიოთ ინფორმაცია -
ამ ძეგლების შესახებ -

და ყველაზე საინეტერესო ამოვარჩოთ მათ შორის..

ფუძნარი და მის გარშემო

Posted: 26 აპრ 2009, 17:41
by paata_
Tamari-ch. wrote:
ჩინთის კოშკი -
ჩინთის კოშკი იქვეა ხიდზე რო დაგადიხარ, ადგილობრივები თამარის კოშკსაც უწოდებენ

Image

ფუძნარი და მის გარშემო

Posted: 26 აპრ 2009, 17:56
by Tamari-ch.
paata_
გაიხარე -

ბოდორნას ეკლესიაზე მეც ვნახე რაღაცეები -

Image


XV - XVIII სს -ში ბოდორნაში ყოფილა მონასტერი რომელიც წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდა -
დღეისათვის შემონახულიაო ღვთისმშობლის ეკლესია - XVIII საუკუნის -
გუმბათოვანი ნაგებობის -
წარწერაა - სადაც იუწყებიან, რომ 1717 წელს ის განუახლებიათ -
ხელმეორედ აუგიათ -
არაგვის ერისთავის შვილს, ნინოწმინდელ მიტროფანეს და სახლთუხუცესს ქაიყუბათ კობიაშვილს -
XVIII საუკუნეში ქაიყუბათის ძემ ზალიამ ეკლესიას მიაშენა ეგვტერი (ის აღარააო)

იქვეა ბოდორნას სვეტი - 15 სიმაღლის
რომლს ძირში ორი სათავსისგან შემდგარი თახჩიანი გამოქავბულიაო.
დამოთქმულია მოსაზრება, რომ სვეტი გამოკვეთილია საგანგებოდ
მესვეტეს საცხოვრებლადო ადრეულ ქრისტანულ ხანაში - V-VI საუკნეშიო!
:shock:

http://en.wikipedia.org/wiki/Bodorna

ფუძნარი და მის გარშემო

Posted: 26 აპრ 2009, 18:07
by qvevri
paata_
უცნაური ფორმისაა, აუცილებლად ავითვისებთ.

ფუძნარი და მის გარშემო

Posted: 26 აპრ 2009, 18:24
by paata_
qvevri

ე, ეგ როგორ არ იცოდით, ხიდთანაა იქვე

აი, ბოდორნა, ვერტმფრენიდან

Image

ფუძნარი და მის გარშემო

Posted: 26 აპრ 2009, 18:25
by Tamari-ch.
ჟებოტაზე
2007 წლის 19 ივლისს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა (იორამაშვილი) აკურთხა სოფელ ჟებოტის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია.
http://www.orthodoxy.ge/info/2007-07-29.htm



თიანეთის რაიონი
კულტურის ძეგლები:
ჟალეთის უძველესი ქალაქის ნანგრევები, სამნავიანი ბაზილიკა IXს.
ნადოკრას არჩილის მონასტერი (XIV-XVIII სს.).
ცხრაკარის ციხე დარბაზის სასახლის კომპლექსი.
ბოჭორმის ციხე და წმ. გიორგის ეკლესია (X ს.).
ოჩანის ციხე.
ჟებოტის ციხე და ეკლესია (XI-XIII სს.).
იხინჭა. (ჟებოტის მიდამოებში, ხუროთმოძღვრული კომპლექსი)
კვერნაულას ციხე (XIV-XVIII სს.)
გოჯიანების სამონასტრო კომპლექსი (XI-XIII სს.)
ყვარას გუმბათოვანი ეკლესია და დარბაზული ეკლესია (XI-XIII სს.).
http://mtskheta-mtianeti.gov.ge/page9.html

ფუძნარი და მის გარშემო

Posted: 26 აპრ 2009, 23:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
qvevri wrote:
Tamari-ch. wrote:qvevri
:shock:
ჩემი და შენი აზრები რაცხა ნამეტანი ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს..
ტელეპატები ვართ?

:lol:

17 - გაწყობს?
10 - ხაშმისაა...
დავაი :!:
მოდი.


ისე, მოდერმა კახამ რა კგდ იცის გეზის ახსნა.
წავიდეთ, წავიდეთ.
იქაურობას ჯიპ-ტური მოუხდება და +, თვალივიც დავამატოთ.
ცოტა სხვა მხარესაა, მაგრამ ახლოსაა