Page 1 of 5
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური
Posted: 20 აპრ 2009, 23:34
by ARCHILI
ამ გასვლის იდეა კარაველ GAMARJOBA SAKARTVELO-ს ეკუთვნის (იდეაზე საავტორო უფლება დაცულია):
ამონარიდი:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი-კაცხისვეტი. გასვლა 2 დღიანი, ღამისთევით კაცხისვეტის ძირას.
ივნისის მეორე ნახევარში ან ივლისში ხომ არ დაგვეგეგმა?.. მანამდე გადაგეგმილიც მაქვს ყველაფერი და მგონი ამისათვის ცოტა ეციება კიდეც...
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური
Posted: 20 აპრ 2009, 23:35
by ARCHILI
imerkhevli-მ მოგვაწოდა ფოტც და საინტერესო საიტებიც:
ესეც ინფორმაცია კაცხის მიმდებარე ტერიტორიის ძეგლების შესახებ:
http://lemill.net/content/webpages/10d9 ... 145.947970
imerkhevli wrote: თუ ჩემს შვებულებას დაემთხვევა სიამოვნებით გიმეგზურებთ

და როდის აპირებ შვებულებას?
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური
Posted: 20 აპრ 2009, 23:39
by ARCHILI
burdula-მ მოგვაწოდა დამატებითი ინფორმაცია
კაცხის სვეტი
კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო ქინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია, თუმცა უკვე მიმდინარეობს ასასვლელის მშენებლობა, რაც უახლოეს მომავალში ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას უფრო ახლოს გაეცნოს ამ იდუმალ ისტორიულ ძეგლს.
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური
Posted: 20 აპრ 2009, 23:41
by burdula
ძალიან ძალიან ძალიან მინდა აქ ასვლა

ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური
Posted: 20 აპრ 2009, 23:42
by ARCHILI
burdula wrote:ძალიან ძალიან ძალიან მინდა აქ ასვლა

მეც მინდა.
ნელ-ნელა დავიწყოთ ფიქრი, როგორ წავიდეტ იქ და რაც მთავარია საინტერესოდ.
ჯერ სად უნდა მივიდეთ, მერე კიდევ სად და ა.შ.
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური
Posted: 21 აპრ 2009, 00:10
by Tamari-ch.
ARCHILI
ყველაზე კარგი ვარიანტია თუ მიდის ღამის მატარებელი
შაბათ საღამოს წავალთ და მეორე დღეს დავბრუნდებით
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური
Posted: 21 აპრ 2009, 12:52
by saskva
მინდა მინდა მინდა მინდაააააააააააააააააა
ოღონდ ივნისშიიიიიიიიიიიიიიიიი და არანაირად ივლისში

ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური
Posted: 21 აპრ 2009, 13:48
by nusa
აუუ, მანდ მეც ძაააალინ მინდააააააა და უფრო მაისისკენ ვაპირებდი წასვლას.. მაგრმა თქვენთან ერთად მირჩევნია რაღათქმაუნდა, ხოოოდა გელოდებით სამომავლო გეგმებში 2 ნომრად ჰავტორის მერე
http://www.boke.ge/forum/?img=117011
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური
Posted: 21 აპრ 2009, 13:58
by Monadire
აუ რა მრისხანედ ჩანს.მომინდა ასვლა.
კიბის მაგვარს ვხედავ მარჯვენა მხარეს.იმედია თვალი არ მატყუებს და შევძლებთ ასვლას

ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური
Posted: 21 აპრ 2009, 14:16
by okulone
აუ რა მაგარი ადგილია
Monadire
კიბის მაგვარს ვხედავ მარჯვენა მხარეს
ჰო კიბეა, რამდენად გამძლეა მაგდენი აღარ ჩანს

)
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური
Posted: 21 აპრ 2009, 14:26
by Georgian Rabbit
Monadire wrote:აუ რა მრისხანედ ჩანს.მომინდა ასვლა.
კიბის მაგვარს ვხედავ მარჯვენა მხარეს.იმედია თვალი არ მატყუებს და შევძლებთ ასვლას

მანდ ასვლა არ შეიძლება მგონი, ერთი ბერი ცხოვრობს მარტო ზევით.
ისე თუ წახვალთ შეიძლება ჩემი ძმაც ნახოთ, დათა, მანდ არი ხოლმე. და კიდე მღვიმევის მონასტერიც შეგიძლიათ ნახოთ გზად

ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური
Posted: 21 აპრ 2009, 15:08
by pauna
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური
Posted: 21 აპრ 2009, 15:35
by MIRANDA
მეც ძალიან მინდა კაცხის სვეტის ნახვა..
ამ გასვლაში შევეცდები შემოგიერთდეთ ..
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური
Posted: 21 აპრ 2009, 18:37
by Naia
nusa wrote:აუუ, მანდ მეც ძაააალინ მინდააააააა და უფრო მაისისკენ ვაპირებდი წასვლას.. მაგრმა თქვენთან ერთად მირჩევნია რაღათქმაუნდა, ხოოოდა გელოდებით სამომავლო გეგმებში 2 ნომრად ჰავტორის მერე
http://www.boke.ge/forum/?img=117011
აუ, რა მაგარი ფოტოა!!!
აუცილებლად მოვინახულებ მაგ ადგილს!
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური
Posted: 21 აპრ 2009, 19:00
by ARCHILI
მატარებელი ნომერი 644 თბილისი - ქუთაისი გადის 21:05 და ჩადის 02:35
ღირს 10 ლარი და არის კუპირებული არამოდერნიზებული
დღეს რკინიგზაში მითხრეს, რომ ქუთაისიდან 07:00 გადის საჩხერეში "ელექტრიჩკა" და 3-4 ლარი ეღირება ალბათ.
თუ მატარებლით მოვინდომოთ გამგზავრება (უფრო უპრიანია, ადრევე ჩავალთ საჩხერეში), ეს ინფორმაცია გამოგვადგება.
სავარაუდოდ, უნდა გავიდეთ პარასკევ ღამეს და იქიდანა ეგრე - კვირას წამოვალთ.
ქუთაისი I:0:35 თბილისი-სამგ: 05:45
