Page 1 of 3
გავასეირნოთ likakoo
Posted: 14 აპრ 2009, 22:31
by Tamusia
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი likakoo თითქმის მთელ დღეებს სახლში ატარებს. იგი ჯერჯერობით ისევ ყავარჯნებით გადაადგილდება.
ხომ არ მოვაწყოთ სპეც-გასვლა მისთვის. სასურველია, თბილისიდან ახლო მანძილზე, რათა არ გაწვალდეს მგზავრობით.
მგონია, ერთ დღიანი გასეირნება ნამეტანი გაახალისებს.
რას იტყვით?
გავასეირნოთ likakoo
Posted: 14 აპრ 2009, 22:46
by nusa
მშვენიერია, მეც მინდა თქვენთAნ ერთAდ ძალიან, ძალიან

გავასეირნოთ likakoo
Posted: 14 აპრ 2009, 23:57
by Naia
გადასარევი აზრია
გავასეირნოთ likakoo
Posted: 15 აპრ 2009, 01:21
by GAMARJOBA SAKARTVELO
გუშინწინ , ტაოდან ჩამოსვლის შემდეგ ველაპარაკე ლიკაკოს.
ვცდილობ, ვიარო, ხოლმეო.
მოტეხილ ფეხზე ტკივილი არ აქვს, მაგრამ საკმარისად ჯერ კიდევ ვერ ხრის.
მოდით, ვკითხოთ, თუ თბილისიდან გასვლის სურვილი აქვს, გავასეირნოთ.
მართლაც კგ საქმეს გავუკეთებთ.
ყოჩაღ, თამუსია ამ მშვენიერი აზრის შემოთავაზებისთვის
გავასეირნოთ likakoo
Posted: 15 აპრ 2009, 09:52
by legenda
Tamusia
არაჩვეულებრივი აზრია, სულ წუწუნებს ამ 4 კედელშუა გამომწყვდეული ვარო..
მოენატრა ბუნება და ხალხი... თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ მალე იღლება სიარულის მერე და უჭირს დიდი ხანი ფეხზე დგომა.
აღდგომებისთვის გურიაში აპირებს წასვლას და იქ დარჩება გარკვეული პერიოდი, ასე მირჩევნიაოო...
მოგიკითხათ ყველა... მენატრებითო

გავასეირნოთ likakoo
Posted: 15 აპრ 2009, 10:03
by GAMARJOBA SAKARTVELO
legenda
გურიაში როდის მიდის?
ეგებ მანამდე ავიდეთ და ვინახულოთ.
გასეირნება კი სამომავლოდ გადავიტანოთ
გავასეირნოთ likakoo
Posted: 15 აპრ 2009, 10:07
by legenda
GAMARJOBA SAKARTVELO
ზუსტად არ ვიცი, ალბათ შაბათს.
რომ გაიღვიძებს დავურეკავს და ვკითხავ...
გავასეირნოთ likakoo
Posted: 15 აპრ 2009, 10:36
by guruli
მართლაც კარგი იდეაა.
გავასეირნოთ likakoo
Posted: 15 აპრ 2009, 15:42
by likakoo
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ჩემი ნამდვილი მეგობრები ხართ!
ხანდახან გული და თვალი ისე შორს გამირბის რომ სულ მავიწყდება საკუთარი პრობლემები...
გურიაში მე თვითონ არ ვიცი როდის წავალ. შაბათს ექიმთან ვარ მისასვლელი
თუ მდგომარეობა მოითხოვს დავრჩები. კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვი.
ისე კი ძალიან დავიღალე, ერთ ადგილზე ყოფნით და უსაქმურობით...
გავასეირნოთ likakoo
Posted: 15 აპრ 2009, 16:37
by Mta Mkvarebia
likakoo
გენაცვალეეეე შენა!!

:***
როგორ მომენატრა შენი ნიკის ნახვა კარვის თემებში. და ახლა შენთან ერთად ლაშქრობა როგორ მომენატრა!
მალეე, სულ მალე იქნება!

გავასეირნოთ likakoo
Posted: 15 აპრ 2009, 16:48
by ლეონტი
ვა ლიკაკო დაბრუნებულააა.
აბა კეთილი იყოს შენიდაბრუნება კარავზე.
მშვიდობიანი, ჯანმრთელი საინტერესო ლაშქრობიანი.
გავასეირნოთ likakoo
Posted: 01 მაი 2009, 14:33
by likakoo
ძააალიან მაგრა მომენატრა თქვენთან ერთად ყოფნა!!!!
მზად ვარ გამოვისეირნო.
სულაც არ ვუგდებ ყურს ექიმებს!
ვივლი იმდენს რამდენსაც შევძლებ. თქვენთან ერთად ყოფნით მე არ დავიღლები

გავასეირნოთ likakoo
Posted: 01 მაი 2009, 15:52
by namcecuna
likakoo
ჩემი ოლიმპიელი დათვი

:*
ქალაქგარეთ გირჩევნია თუ ჯერ ქალაქში გავაკეთოთ მოთელვა?
ეთნოგრაფიულში ასეირნებაზე რას იტყვი?

(მოკრძალებული შემოთავაზება

)
გავასეირნოთ likakoo
Posted: 02 მაი 2009, 14:10
by likakoo
namcecuna
თანახმა ვარ, ავისეირნოთ!:))
მთავარია თქვენ გამონახოთ თავისუფალი დრო:))
გავასეირნოთ likakoo
Posted: 02 მაი 2009, 14:28
by Truli
მე ახლა თავისუფალი ვარ.....