Page 1 of 4

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 08 აპრ 2009, 19:58
by Tamari-ch.
ახმატას რაიონში ყოფნისას ბევრი კარგი იდეა დაიბადა -

და ჩამოვყალიბდეთ რისი ნახვა შეიძლება იმ მიდამოებში -
რა დრო დაგვჭირდება

მერე დავგეგმავთ როდის....

1) პანკისის ხეობა
2) ზემო ხოდაშენთან ხეობა
3) მატანის გარშემო

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 08 აპრ 2009, 20:08
by ლეონტი
მანდვ იეტი იჩითება ჟამი ჟამ და აბა ფრთხილად იყავით.
ერთხელ მე ვაცნობე ცხონებულ თალეს შონიას და რომ ნახეს მეტყევის ნაჩვენები ადგილი, დაადასტურეს.

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 08 აპრ 2009, 20:16
by Tamari-ch.
ლეონტი
რაიო?
:shock:

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 08 აპრ 2009, 20:38
by qvevri
Tamari-ch.
ლეონტი
მანდ მე სამწუხაროდ ვერ წამოვალ უდროობის გამო და თუ შემთხვევით იეტი ნახოტ მომიკითხეთ პირზე კოცნითა და დიდი სიყვარულით.

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 08 აპრ 2009, 20:40
by ლეონტი
qvevri
პირი მყრალი აქვს, მაგას რას აკოცებ 10 მეტრში სუნი გირტყავს.
სიყვარულის რა გითხრა, იეტთან დამოყვრება რაც არის ფოლკლორში იკითხე.

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 08 აპრ 2009, 20:41
by qvevri
ლეონტი wrote:qvevri
პირი მყრალი აქვს, მაგას რას აკოცებ 10 მეტრში სუნი გირტყავს.
მერე შენც რეზინის ხელთათმანებით აკოცე... (თუ მოიცა ეს რა შუაშია?) ხოდა შენც აირწინაღით აკოცე :wink:

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 08 აპრ 2009, 20:49
by ლეონტი
qvevri
აი ეხხხლააა ...მმმჰჰჰ.

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 08 აპრ 2009, 20:55
by Tamari-ch.
qvevri
ჯერ არ ვიცი როდის წავალთ -
და უკვე უდროობაო -
:lol:

უბრალოდ გადავხედავთ სიტუეიშენს...
:D

ლეონტი
იეტი მითოლოგიურ ლექსიკონში ვერ ვნახე

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 08 აპრ 2009, 20:59
by VANO
Tamari-ch. wrote: ლეონტი
იეტი მითოლოგიურ ლექსიკონში ვერ ვნახე

მთასვლელოლოგიურ ლექსიკონში ეძებე და იპოვი :D


ახმეტაში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ნეკრესზე ვერ ავედი ვერასოდეს, ამის სურვილი მაქ და კიდე მინდა ახალი შუამთა ვნახო, რაღაც არ მახსოვს. თუ ესენი შევა ახმეტის შემოვლაში კარგი იქნება :wink:

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 08 აპრ 2009, 21:00
by qvevri
ისე ახმეტური ლექსიკონიც არსებობს და იქნებ იქ მაინც იყოს?

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 08 აპრ 2009, 21:05
by Tamari-ch.
თავად ახმეტასთან არის სამნავიანი ბაზილიკა "ღვთაება"
თარიღდება VI საუკუნით - წერილობის წყაროებში ეს ადგილი მოხსენებულია ,როგორც ასურელი მამის ანტონ მარტყოფელის დროებითი ადგილსამყოფელი

ქალაქის დასავლეთით მდ ორვილის მარცხენა ნაპირზე ჩოლოყაშვილების რეზიდენციააო - წერია
იქაა XVIII ს ეკლესა და ციხე
ახმეტის დასავლეთით მდ ორვილის მარჯვენა ნაპირზე XVIII - IX სს წმ ბარბარეს და წმ კვირიკეს ერთნავიანი ეკლესიებია


ახმეტდან 4 კმ ზე თიანეთისაკენ გზის პირას ერელაანთ ეკელსიააო -

აი ეს ამოვიკიტხე ახლა წიგნებში

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 08 აპრ 2009, 21:15
by Tamari-ch.
გიორგი ბაგრატიონის დისკზე ვნახე ახლა -

თავად ახმეტაშია:
ღვტაების ეკლესია
კვრიკეს სახ კლსია
ჯვარიპატიოსანი
კვეტერასკენ გზაზეა ერელაანთ საყდარი


მატანში გარდა ცხრაკარას ეკლესიებისა
რუქაზე აღნიშნულია ჩოლოყაშვილების რეზიდენცია - ციხე და ეკლესია
ასევე წმ ნინოს ეკლესია არის მატანში

იქვეა სოფ ხორბლის ჩოხისჯვრის ეკლესია

რუქაზე ახმეტადან აღმოსავლეთის გზაზე
არის ორხევის ცხრაკარა სასახლე
და ქვემო ალვანის კვირაცხოვლობის ეკლესია


ახლა მაინტერესებს პანკისის ხეობაში რომელი მდინარე ჩამოდის -
რომ რუქაზე მერე ვიპოვო ძეგლები

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 08 აპრ 2009, 21:30
by guruli
ახმეტისკენ სანახავი მართლაც ბევრია - სიძველეებიც და ბუნებაც. ამდენად, თავისუფლად შეიძლება დაიგეგმოს როგორც ერთი, ისე- მეორე სახის გასვლები. ან - სულაც შერეული ტიპისა. მაგალითად, მე ძალიან მინდა ბაწარას ნაკრძალი-ტბათანა მოვაწყო ერთხელ, ამ გაზაფხულზევე. ბუნების მხრივ ძალიან კარგია სტორის ხეობა - თუშეთის გზაზე, ხადორი, ილტოს ხეობა (სხვები თითქმის ყველა დაგიწერიათ)... მანდ ქვემო ალვანთან ახლოს არის ერთი ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები, თუ არ ვცდები, ჩოლოყაშვილების კუთვნილება. იკა-თუში უკეთ აგვიხსნის მაგას და ზედ გზაზევეა, ლამის მდინარის კალაპოტში. ალვანსა და ლალისყურს შორისაა, თუ ლალისყურსა და ფშაველს შორის, ზუსტად არ მახსოვს. :oops: :oops: მაგის თავზე, პატარა გორაკზე ახალი ეკლესიაცაა - ისისც პატარა. მაგასთან ერთად ზემო ალვნის თავზე (მგონი, ისიც ცხარკარაა) შეიძლება ასვლა... მგონი, მანდ ორდღიანი ტურით ძალიან ბევრ რამეს მოასწრებ კაცი.

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 08 აპრ 2009, 21:36
by Tamari-ch.
guruli
არა აუცილებელი ერთ გასვლაში დაიგეგმოს ყველაფერი

ერთ დღეს შეიძლება მატანში წავიდეთ -
მეორე გასვლაზე პანკისი

მესამეზე კი ზემო ხოდაშენი...

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 08 აპრ 2009, 21:49
by Tamari-ch.
ახლა დავათვალიერე ზემო ხოდაშენის მიდამოები

ბაგრატიონის დისკზე ამ არემარეში არის:

რუისპირი წმ თევდორეს ეკლესია
აწყურის ღვთისმშობლის ეკლესია
აწყურის თეთრი გიორგი

ის დედათა მონასტერი რომელზეც გვეუბნებოდა ჩემი პაციენტი იმ რუქაზე აღნიშნული არაა...

მოპირდაპირე მხარეს არის ოჟიოს ციხე
და ოჟიოს ანდრონიკაშვილების ეკლესია


მერე კიდევ ერთხელ დავდებ ბატ. გელას ხელით დახატულ რუქას
(რომელიც საკმაოდ ზუსტი აღმჩნდა კვეტერაში ლაშქრობის მიხედვით)