ფესვებტური
Posted: 03 აპრ 2009, 11:41
რამდენიმე ხნის წინ მოცემული საიტის ადმინისტრატორმა გახსნა თემა: "კარაველების ფესვები",
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2974&start=0.
ვვარაუდობ, რომ თემის ავტორის ჩანაფიქრი შედარებით სხვა იყო (რეგიონებში კონტაქტების შესაძლებლობა), თუმცა, თემამ მაინც საინტერესო სახე მიიღო.
მე მაშინ აღმოვაჩინე, რომ არსად ვყოფილვარ, საიდანაც კი ფესვები მაქვს (სამეგრელო, აბაშის რ-ნ, სოფ. სუჯუნა; ლეჩხუმი, ცაგერის რ-ნ, სოფ. ოფიტარა და კახეთი, ახმეტის რ-ნ, სოფ. ალვანი).
გამიჩნდა სურვილი, რომ კარაველებმა შევქმნათ სპეციალური ტური: "ფესვებ-ტური", რომლის საშუალებითაც ჩვენ მოვახერხებთ ჩვენი ფესვების მონახულებას ჩვენს კარაველ (და არა მარტო) მეგობრებთან ერთად, კარავულად, კარვებით და ა.შ.
ასე, ნელ-ნელა შეგვიძლია საკუთარი თავიცა და მეგობრებიც მივიპატიჟოთ იქ, საიდანაც მოვდივართ და არ ვყოფილვართ, ან ვინც ყოფილა, თუ აქვს სურვილი, შესაბამისად იქაც.
ამ თემაშივე შეუძლია დაგეგმოს ნებისმიერმა კარაველმა საკუთარი "ფესვებ-ტური".
დიდი მადლობა.
=====================================================
პირველ რიგში, მე მსურს მოვინახულო ჩემი მთავარი ფესვები, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ, აბაშის რაიონის სოფელი სუჯუნა, საიდანაც ჩემი გვარია წარმოშობით.
სოფელი საინტერესოა კულტურული ძეგლებითა და ბუნებითაც, მათ შესახებაც დავდებ აუცილებლად ინფორმაციას, რომელიც ინტერნეტით მოვიძიე.
ჩემი სავარაუდო ხედვა გასვლისა ამგვარია:
I დღე პარასკევი-შაბათი
პარასკევს ღამით გამგზავრება მატარებლით და ჩასვლა აბაშაში შაბათ დილით. იქიდან ფეხით გადასვლა (4-5 კილომეტრია სულ სავალი) სუჯუნაში.
დაბანაკება.
სუჯუნის წმიდა გიორგის ტაძრის ნახვა, ასევე შუა საუკუნეების ტაძრის. ხალხის გაცნობა და ფეხვების ადგილსამყოფელის გარკვევა.
ამ სოფლიდან იყო ცნობილი პოეტი, რომელიც დუტუ მეგრელის სახელითაა ცნობილი.
საღამოს კი ავღნიშნავთ ჩვენებურად.
II დღე კვირა
კვირას შეგვიძლია ვითევზაოთ აბაშისწყალზე და ალბათ ბანაობაც მოხერხდება. ასევე მოვიძIე ინფორმაცია, რომ აქ მდებარეობს აბაშა - ანტიკური ხანის ნაქალაქარი,კეთილარის თემი და საინტერესო იქნება მისი მონახულება.
ღამით კი გამოვყვებით კვლავ მატარებელს და ორშაბათ გამთენიისას ჩამოვალთ თბილისში.
თუ ვინმესათვის საინტერესო იქნება ჩემთან ერთად გაეცნოს ჩემს ფესვებს, ძალიან სასიხარულო იქნება.
რაც შეეხება გასვლის სავარაუდო თარიღს, მაისი-ივნისის ჩათვლით თითქმის მთელი პერიოდი დავჯავშნე, თუმცა, მაისში 15/16/17 მაქვს გამოთავისუფლებული (თუ გურულ ტურს 22/23/24-ში დავთქვამ ანდაც პირიქით). ჯერ დრო გვაქვს დაზასუზუსტებლად.
===================================================
რითია საინტერესო სუჯუნა და აბაშა?
„სუჯუნის წმ. გიორგი“ ძველ სამეგრელოში ძლიერ ხატად ითვლებოდა. სუჯუნა ოთხი კილომეტრით არის დაშორებული სადგურ აბაშიდან. სუჯუნა ჭყონდიდელების საზამთრო სადგური იყო და მას მარტვილის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა. სუჯუნის ეკლესია მდიდარი იყო, ჰყავდა მრავალი ყმა და შემოსავალიც დიდი ჰქონდა. სუჯუნის ეკლესიაში დაცული ყოფილა ძვირფასი ხატ-ჯვრები. აქ ესვენა „სასწაულმოქმედი“ სუჯუნის წმ. გიორგის ხატი, რომლის ხატობა იმართებოდა 23 აპრილს. ამ დღეს იქ დიდძალი მლოცველი მოდიოდა. ვისაც შეპირებული ჰქონდა, ისინი ღამეს ათევდნენ, საკლავს ხოცავდნენ, მუხლის მოყრით ეკლესიას გარშემო უვლიდნენ და სხვა. სუჯუნის წმ. გიორგი ითვლებოდა სულით ავადმყოფების მკურნალად. ისინი ხატობა დღეს იქ მიჰყავდათ და ალოცებდნენ. სუჯუნაში იცოდნენ ხატზე გადაცემაც. მაწყევარი დადგებოდა სუჯუნის წმ. გიორგის ხატის წინ, სანთლებს აანთებდა და შესთხოვდა მას გამოეჩინა ძალა და გაენადგურებინა მტერი და მავნებელი.
ამას გარდა, მოვიძIე სხვა საინტერესო მასალაც ჩემი ფესვების შესახებ, რომელსაც ასევე დავდებ.