Page 1 of 4
გრანდ პიკნიკი 2 მაისს
Posted: 02 აპრ 2009, 17:53
by saskva
მოკლედ პირადად მე დიდი ხანია საგურამოს ბავშვთა სახლის ხშირი სტუმარი ვარ. უკვე იმაზეც კი მიდის დავა მე ანი მასწ ვარ თუ უბრალოდ ანი. ძალიან საყვარელი ბავშვები არიან და მათთან დროის გატარებაზე უკეთესი ჩემთვის არაფერია
ბავშვთა სახლში 40 ბავშვია, 5წლით დაწყებული და 16ით დამთავებული.
ერთ ერთი ესეთი ჩასვლისას საუბარში გაირკვა რომ ბავშვების საყვარელი საჭმელი მწვადია
მაშინ გამიჩნდა იდეა:
ერთ დღეს ავდგები, ბევრ სამწვადეს გამაგრილებელ სასმელებს და კიდევ რაღაც რუღაცეებს ვიყიდი და ერთ დიდ და კარგ პიკნიკს მოვუწყობთქო.
რას იტყვით ეს იდეა ერთად რომ განვახორციელოთ???
მე პირადად ძალიან მინდა ყველა მსურველმა მიიღოს ამაში მონაწილეობა
პს. იდეეები რა როგორ და რანაირად შეიძლება გაკეთდეს მიიღება. შეიძლება სხვა აქტივობებიც დავგეგმოთ, მაგალითად შედარებით დიდები ზედაზენზე ან ბებრის ციხეზე ავიყვანოთ ან რამე ესეთი. მოკლედ ყველანაირი იდეა მიიღება
გრანდ პიკნიკი 2 მაისს
Posted: 02 აპრ 2009, 17:56
by qvevri
საღი იდეაა. მოვდივარ.
გრანდ პიკნიკი 2 მაისს
Posted: 02 აპრ 2009, 18:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
სასკვა, საინტერესო აზრია.
ყოჩაღი გოგო ხარ
qvevri wrote:საღი იდეაა. მოვდივარ.
მწვადი მოგენატრა, არა?
გრანდ პიკნიკი 2 მაისს
Posted: 02 აპრ 2009, 18:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
ისე, ამ დღეს ხომ არ დაგვემთხვია "კარავის" იუბილეს აღნიშვნაც?
გრანდ პიკნიკი 2 მაისს
Posted: 02 აპრ 2009, 18:03
by saskva
GAMARJOBA SAKARTVELO
ყველაფერი შესაძლებელია, მე პირიქით მომხრე ვარ რადგან მაგ შემთხვევაში პიკნიკზე ტორტიც გვექნება
ცოტა ადრეც კი მინდოდა მაგრამ რავიცი 2ამდე სხვა დრო ვერ გამოვნახე. შუა კვირაში ვერ მოხერხდება და იმიტომ
გრანდ პიკნიკი 2 მაისს
Posted: 02 აპრ 2009, 18:29
by Naia
რა კარგია
გადასარევი იდეაა კარვის დაბდღის აღნიშვნაც
აუცილებლად შემოგიერთდებით
გრანდ პიკნიკი 2 მაისს
Posted: 02 აპრ 2009, 18:46
by guruli
saskva - ძალიან კარგი იდეაა. მივესალმები შემოერთების პერსპექტივით.
გრანდ პიკნიკი 2 მაისს
Posted: 02 აპრ 2009, 21:52
by GAMARJOBA SAKARTVELO
saskva
მოდი, დავაზუსტოთ, მწვადაობა ლაშქრობაში თუ ბავშვების თავშესაფარში?
ზედამხედველები რას ამბობენ?
მწვადაობას რამე სხვაც ჰომ არ დავუმატოთ?
ვთქვათ, წიგნებით დასაჩუქრება?
გრანდ პიკნიკი 2 მაისს
Posted: 02 აპრ 2009, 21:59
by saskva
GAMARJOBA SAKARTVELO
თავშესაფარში დიდი ეზოა და თავისუფლად შეიძლება იქ ვიმწვადაოთ. 40ბავშვის სადმე წაყვანა თან მაშინ როცა ასაკი რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან ცოტა რთულად მიმაჩნია.
ზედამხედველები მიესალმებიან ესეთ რაღაცეებს, დირექტორს ვესაუბრე და ძალიან გაუხარდა. უკეთესი იქნება ტერიტორიაზე თუ დავრჩებით და სხვაგან არ წავიყვანთ ამდენ ბავშვს. უბრალოდ შესაძლებელია ვთქვათ 10წლისები და უფრო დიდები წავიყვანოთ სადმე მაგრამ მწვადაობა აუცილებლად ყველასთან ერთად უნდა მოხდეს.
სხვა რაიმეს დამატება გადასარევია, უბრალოდ კონკრეტულად არ ჩამოვყალიბებულვარ რამეზე. წიგნები, სახატავი რვეულები, ფანქრები, ტანსაცმელი, ჩანთები ყველაფერი შესაძლებელია რომ ვაჩუქოთ.
ვფიქრობ ვინც რას შემოგვწირავს ის ჩავუტანოთ და მერე იქ თვითონ გადაინაწილებენ ან ვაჩუქებთ
გრანდ პიკნიკი 2 მაისს
Posted: 02 აპრ 2009, 22:12
by GAMARJOBA SAKARTVELO
saskva
გადასარევია.მეც ასე ვფიქრობდი, რომ მწვადაობა ყველასთვის უნდა იყოს და თანაც 1 გარემოში.
ვფიქრობ, რომ მწვადაობის დღეს ბავშვების ლაშქრობში წაყვანა ძნ მოუხერხებელი იქნება.
40-60 კაცზე მწვადის შეწვასაც ჰომ დიდი დრო უნდა?
ეგებ სხვა აქტივობით დავასაქმოთ?
ადგილზე ვეთამაშოთ ფეხბურთი, წრეში ბურთი და ა.შ.
ეგებ შენი დაიკოს გუნდმა მცირე კონცერტიც მოაწყოს?
გრანდ პიკნიკი 2 მაისს
Posted: 02 აპრ 2009, 22:16
by saskva
დაიკოს გუნდის კონცერტი რთული საკითხია, იმედნი აპარატურა უნდა იმას იქ რა წახიკავს, მარტო ელექტრონულ გიტარებზე უკრავენ
ვფიქრობ რომ ესე შეიძლება გავაკეთოთ
ძალიან დიდი ეზო აქვთ, ხოდა ცეცხლი ცოტა მოშორებით დავანთოთ, ბავშვების ნაწილი შეშის მოძიებაში ჩაერთვება, ნუ წინასწარაც დაგვახვედრებენ მაგრამ იქაც რომ მოვიძიოთ
ნაწილს ფეხბურთი შეიძლება რომ ვეთამაშოთ, ძალიან უყვართ ფეხბურთი ხშირად ვთამაშობთ ხოლმე
გოგოები სუფრის გაშლაში დაგვეხმარებიან, ბარგის გადმოტანაში და ა.შ.
მთავარი 60კაცზე ამ ყველაფრის ყიდვა და ჩატანაა და დამერწმუნე იმდენად უშუალო ბავშვები არიან არ გაგვიჭირდება არც ურთიერთობა და არც თამაში
გრანდ პიკნიკი 2 მაისს
Posted: 02 აპრ 2009, 22:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
saskva
ეგებ დავთვალოთ, მწვადაობაზე რა ოდენობის ხორცი დაგვჭირდება და რა ეღირება, რომ საჭირო ფული შევაგროვოთ.
გრანდ პიკნიკი 2 მაისს
Posted: 02 აპრ 2009, 22:29
by saskva
GAMARJOBA SAKARTVELO
კი ნამდვილად, ეგ აუცილებელია
ხვალიდან დავიწყებ ამ თემაზე ინფრომაციის მოძიებას. ჩასვლასაც ვაპირებ რომ კონკრეტულად დაველაპარაკო დირექტორს და მასწავლებლებს
გრანდ პიკნიკი 2 მაისს
Posted: 02 აპრ 2009, 22:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
saskva wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
კი ნამდვილად, ეგ აუცილებელია
ხვალიდან დავიწყებ ამ თემაზე ინფრომაციის მოძიებას. ჩასვლასაც ვაპირებ რომ კონკრეტულად დაველაპარაკო დირექტორს და მასწავლებლებს
თუ დღის მე2 ნახევარში წახვალ, გამოგყვებოდი
გრანდ პიკნიკი 2 მაისს
Posted: 02 აპრ 2009, 22:41
by burdula
მშვენიერი იდეააა,გიერთდებით რითიც შემიძლია
