Page 1 of 4
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?
Posted: 02 აპრ 2009, 13:25
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვიცი, წარმართულია, მაგრამ მაინც, სახალისოა და ძნ ქართულია ჭიაკოკონობა, რომელიც
ვნების 4შაბათს, საღამოს იმართება, ხოლმე.
მოდით, ჩვენც ავანთოთ კოცონი. ვიხტუნაოთ მის ალზე, ცოტა სასმელიც მოვწრუპოთ, ვისაუბროთ,
1მანეთისა სიახლეც გავიგოთ.
2009 წელს ჭიაკოკონობა 8 იგრიკას არის.
მე2 დღეს, უფრო სწორად, გამთენიისას ტაო-კლარჯეთის გზას ნაწილი უნდა დავადგეთ და წასვლის წინ,
შეკრება და თქვენი ნახვა ჩვენც ძალიან გაგვახარებდა.
სად შევიკრიბოთ, სად ვიჭიაკოკონოთ?
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?
Posted: 02 აპრ 2009, 13:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
თუ ვინმემ ჭიკოკონობის ისტორია იცით, ისიც, რატომ არის
ეს ვნების 4შაბათს, გაგვიზიარდით
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?
Posted: 02 აპრ 2009, 13:30
by ARCHILI
სიონში გვქონდა:

ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?
Posted: 02 აპრ 2009, 13:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
ARCHILI wrote:სიონში გვქონდა:

ნუ გვატყუებ. ეგ ჭიაკოკონაბ არ იყო, ტრადიციული სალაშქრო კ20ონია
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?
Posted: 02 აპრ 2009, 13:32
by burdula
აქ მთავარი საკითხია ალბათ სად

ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?
Posted: 02 აპრ 2009, 16:27
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:თუ ვინმემ ჭიკოკონობის ისტორია იცით, ისიც, რატომ არის
ეს ვნების 4შაბათს, გაგვიზიარდით
ეკატერინე გაბაშვილის
"ქაჯანა"
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?
Posted: 02 აპრ 2009, 17:02
by Nini_A
GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა 8 თუ 15? მე როგორც ვიცი 15-შია

ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?
Posted: 02 აპრ 2009, 17:05
by Naia
Nini_A wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა 8 თუ 15? მე როგორც ვიცი 15-შია

მეც ვიცი რომ 15-შია
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?
Posted: 02 აპრ 2009, 17:05
by paata_
15-შია
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?
Posted: 02 აპრ 2009, 17:44
by Ninukala
GAMARJOBA SAKARTVELO
ეჰ... ყოველ წელს ჩემი ძმა ანთებდა ჩვენთან ეზოში ძალიან დიდი კოცონს...
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?
Posted: 02 აპრ 2009, 17:46
by qvevri
დღეს-დღეისობით ჭიაკოკონობის ერთობ დამახინჯებული ვერსიაა გავრცელებული ხალხში. უნდა აღინიშნოს, რომ ჭიაკოკონის არსი და მიზანი მთლიანად დავიწყებულია მოსახლეობაში და ალბათ 1%-მა თუ იცის მისი ნამდვილი მიზანი. საქმე იმაშია, რომ ჭიაკოკნა აღდგომის წინა პერიოდს ემთხვევა. ამის გარდა ეს ის პერიოდია, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით ვენახები უკვე გასხლულია. ზოგან ვენახებს შემოდგომით სხლავენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის ჭიაკოკონა ეს ის დროა, როდესაც ვაზი ყველა შემთხვევაში უკვე გასხლულია. ზოგადად ხალხში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ განასხლავ წალამს მოსახლეობა მხოლოდ მწვადების შესაწვავად ინახავდეს, უსაფუძვლო და მცდარია. მწვადის ვაზის წალამზე შეწვაზე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო და პირიქითაც, მაგრამ-- ვაააააააააააააააააააააა ახალი სავიზიტო ბარათები მომიტანეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეს რა მაგარიააააააააააააა, --- ხო ვაგრძელებ, მაგრამ ვაზის წალამაის ერთადერთი დანიშნულება არის არა მწვადის შეწვა არამედ ჭიაკოკონას ცეცხლში დაწვა. მოგეხსენებათ ვაზიცა და ბზაც წმინდა მცენარეებს წარმოადგენენ საქართველოში და არა მარტო. აქედან გამომდინარე, ისე, როგორც სხვა რომელიმე სიწმინდისა, მათი დაწვაც ყველგან არ შეიძლება და ამისათვის ჩვენი წინაპრები გამოყოფდნენ სპეციალურ ადგილს სადაც ენთებოდა ჭიაკოკონა. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს-დღეისობით "ძველ" ბზას არასწორად ექცევიან მავანნი, როდესაც მას ან ღუმელში წვავენ ან კიდევ ტაძრებში მიაქვთ იმ მოტივით, რომ "იქაურები" მოუვლიანო. ჭიაკოკონა სწორედ აისათვის არსებობდა, რომ დაეწვათ ბზისა და ვაზის წალმის ნარჩენები, რომლის დაწვა სხვაგან არ შეიძლებოდა. ჭიაკოკონა ყოველთვის ერთიდაიგივე ადგილას უნდა დანთებულიყო და ამისათვის ყველა სოფელს გამოყოფილი ჰქონდა განსაკუთრებული ადგილი სადაც არ შეიძლებოდა საქონლის მიშვება და სხვ. შესაბამისად ჭიაკოკონობას დანთებული ცეცხლი ითვლებოდა წმინდა ცეცხლათ, გამომდინარე იქიდან, რომ დასაწველად გამოიყენებოდა მხოლოდ წმინდა მცენარეები. ასევე აქედან მომდინარეობს ეგრეთწოდებული წმინდა ცეცხლზე გადახტომა, რომლის დროსაც გადამხტომმა უნდა დაიძახოს შემდეგი სიტყვები--"ალილუია კუდიანებსა". ეს გახლავთ ერთგვარი წინასააღდგომო "განწმენდა". ხოლო ახლო წარსულში კომუნისტური რეჟიმის დროს შეცვლილი და დამახინჯებული ეს ლამაზი რიტუალი, რომელიც ბზისა და წალამის მაგივრად საბურავების დანთებით შეიცვალა, ერთის მხრივ სწორედ, რომ სატანურ რიტუალს წარმოადგენს, ხოლო მეორეს მხრივ ამით იშხამება ათასობით ადამიანი(ერთ საბურავს შესწევს ძალა მოწამლოს ასობით ადამიანი). მე ვფიქრობ, რომ, რადგან ამ ყოველივეს წინააღმდეგ საქართველოს გამოსირებული მწვანეები და მთავრობა არ გამოდიან და არაფერს ამბობენს, ჩვენ მაინც უნდა აღვუდგეთ ამ ბინძურ ტრადიციათ ქცეულ წესს. აბა მოვემზადოთ და ვიფიქროდ არა იმაზე, თუ სად და "რამხელას" გადავახტედ ...........არამედ იმაზე, თუ როგორ აღვადგინოთ ძველი ქართული ადათ-წესი... ღმერთი შევგვეწიოს ამ საქმეში.ქვევრი. 2009 წელი ქრისტესშობიდგან.
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?
Posted: 02 აპრ 2009, 18:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
qvevri
ეგ ყევლაფერი კგ, შენ ამბობ, რომ ბზობის წინა დღეებში იყო ჭიაკოკონობა.
რაც თავი მახსოვს, კოცონს სულ აღდგომის კვირის 4შაბათს აჩაღებდნენ.
ანუ, თუ აღდგომა 19შია, ჭიაკოკონობა 15ში უნდა იყოს (მადლობა იმათ, ვინც ზემოთ ზუსტ თარიღზე მიმითითა)
რატომ გადმოინაცვლა ვნების 4შაბათს ამ ჩვეულებამ?
საბურავების დაწვას რაც შეეხება, ეგ საშინელებაა.
ფიჩხი და მაგის ჯანი
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?
Posted: 02 აპრ 2009, 18:10
by paata_
qvevri
გაიხარე, ძალიან საინტერესოა
მართლა არ ვიცოდი
ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?
Posted: 02 აპრ 2009, 18:14
by qvevri
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:qvevri
ეგ ყევლაფერი კგ, შენ ამბობ, რომ ბზობის წინა დღეებში იყო ჭიაკოკონობა.
რაც თავი მახსოვს, კოცონს სულ აღდგომის კვირის 4შაბათს აჩაღებდნენ.
ანუ, თუ აღდგომა 19შია, ჭიაკოკონობა 15ში უნდა იყოს (მადლობა იმათ, ვინც ზემოთ ზუსტ თარიღზე მიმითითა)
რატომ გადმოინაცვლა ვნების 4შაბათს ამ ჩვეულებამ?
საბურავების დაწვას რაც შეეხება, ეგ საშინელებაა.
ფიჩხი და მაგის ჯანი
დიდათ ვბოდიშობ, უნდა მეთქვა აღდგომის წინა დღეებში მეთქი დაააა....

ჭიაკოკონობა-2009, სად და როგორ?
Posted: 02 აპრ 2009, 18:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
qvevri wrote:
დიდათ ვბოდიშობ, უნდა მეთქვა აღრგომის წინა დღეებში მეთქი დაააა....

ესე იგი, მაგ დღეს წალამი და ძველი ბზა უნდა დავწვათ?