წითელ პარასკევს გოლგოთის გზაზე
Posted: 23 მარ 2009, 23:50
როგორც ვიცით ვახტანგ მეფეს თბილისის დაგეგმარება იერუსალიმისდარად ჰქონდა ჩაფიქრებული და იერუსალიმის მიხედვითვე აგებდა ეკლესიებს ქალაქში - არქმევდა მათ იერუსალიმურ სახელებს (ბეთლემი, თაბორი და ა.შ.)
იერუსალიმის დარადვეა მიჩნეული მცხეთაც
მაგალითად, სვეტიცხოველის ტაძრიდან მცხეთის წმინდა ჯვრის ტაძარამდე ფეხით გასავლელი გზა წარმოადგენდა გოლგოთის გზას (გოლგოთად წმინდა ჯვრის ტაძრის მთა იგულისხმებოდა)...
ყოველი ქართველი ცდილობდა წელიწადში ერთხელ მაინც გაევლო ეს მანძილი ფეხით და განეცადა ქრისტეს უკანასკნელი გზის სიმძიმე...
კარგი იქნებოდა ამ ბრწყინვალე ტრადიციას კარაველები თუ აღვადგენთ...
წითელ პარასკევს, იმ დღეს როდესაც ქრისტემ გოლგოთის გზა განვლო შეგვიძლია სვეტიცხოველის ტაძრის გალავანში შევხვდეთ ერთმანეთს და კურთხევის მიღების შემდეგ ერთად დავიძრათ წმინდა ჯვირს ტაძრისაკენ ფეხით...
არაგვს ერთი პატარა, საფეხმავლო ხიდით გადავკვეთავთ, რომელიც დაახლოებით ბებრის ციხესთანაა...
კარგი იქნებოდა ამ დღისთვის დაგვემზადებინა საწინამძღვრო ხის ჯვარი (სიმბოლური გამოსახვა იმ ჯვრისა რომელზედაც ქრისტე აცვეს) - წინ წაგვიძღვებოდა ამ გზის გავლისას და წმინდა ჯვრის ტაძარს შევწირავდით...
იქნებ მართლა კარაველებმა აღვადგინოთ ეს ტრადიცია...