Page 1 of 6
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Posted: 18 მარ 2009, 02:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
აი, ეს პატარა სტროფი ვიპოვე:
„რა ვქნისა“ ციხე ავაგე,
ჯავრი შევაბი კარადა,
საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა.
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა,
მემრე თქვეს: დრო რომ მოალის,
კარ გაიღების თავადა
არ ვიცი, რა ციხეა და სად არის.
ლექსის ავტორიც უცნობია.
ჩანს, რომ ხალხურია.
მსგავი სახელის ციხეები იმერეთსა და ლეჩხუმშია.
არ არის გამორიცხული, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც იყოს.
თუ ვინმემ რამე იცით, გაგვიზიარდით, დავგეგმოთ გასვლა და გავეშუროთ.
დარწმუნებული ვარ, მრავლისმნახველი კარაველები მანდ ნამყოფები იქნებიან.
ეგაა, რომ ლაშქრობათა საძიებელში მსგავსი სახელის ციხე არ შემხვდა.
ეგებ, სხვა სახელიც ჰქვია?
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Posted: 18 მარ 2009, 02:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
ლექსს თუ კგდ ჩავუღრმავდებით, სტილითა და ბოლო ხმოვნის
მოკლებით ვნახავთ, რომ საქმე ხევსურულ-მოხევურ
სიტყვა-თქმასთან გვაქვს
აგერ, ნახეთ 2 ტაეპი:
კარ ვერ გატეხეს ძალადა,
ან
კარ გაიღების თავადა
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Posted: 18 მარ 2009, 09:47
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO
და შესაძლოა, გუდამაყრულ პოეზიასთანაც გვქონდეს საქმე
ანუ მთიულურთან

"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Posted: 18 მარ 2009, 09:49
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ჯავრი შევაბი კარადა,
შავაბი უნდა იყოს წესით 
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Posted: 18 მარ 2009, 09:51
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:.
მსგავი სახელის ციხეები იმერეთსა და ლეჩხუმშია.
?
მსგავსი სახელების?
ანუ სახელად
"რა ვქნისა"? თუ რას გულისხმობ? საინტერესოა

"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Posted: 18 მარ 2009, 10:00
by გვალდა
მე მგონია, რომ ეს მეტაფორაა და ადამიანის გუნება-გამწყობილებას უფრო გამოხატავს, ვიდრე რეალურ ციხის აგებას... გაჯავრებული ადამიანი თავის თავში ჩაიკეტა...და ეს ციხე რომელსაც რა ვქნისა ეწოდება, უნდა იყოს დამწერის გული
მემრე თქვეს: დრო რომ მოალის,
კარ გაიღების თავადა
ანუ, დრო თავისას იზამს და ბრაზი-ჯავრი გაივლის, წყენაც დაგავიწყდება...
ეს არის ჩემი მოკრძალებული ჰაზრი მოცემულ "ციხეზედ"

"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Posted: 18 მარ 2009, 10:05
by lama
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Posted: 18 მარ 2009, 10:08
by გვალდა
lama
ლექსი ხალხურია...

"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Posted: 18 მარ 2009, 10:09
by lama
გვალდა wrote:lama
ლექსი ხალხურია...

სიუჟეტის წარმოშობას ვგულისხმობ
თორე ხალხური, რომაა ვიცით

:D:D:D
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Posted: 18 მარ 2009, 10:12
by გვალდა
მომიტევეთ

"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Posted: 18 მარ 2009, 10:32
by Naia
რა საინტერესოა
იქნებ ვინმემ იცოდეს ამ ციხის ადგილმდებარეობა
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Posted: 18 მარ 2009, 10:38
by lama
Naia wrote:რა საინტერესოა
იქნებ ვინმემ იცოდეს ამ ციხის ადგილმდებარეობა
ხო რაღაც საეჭვოა ეს ციხე ნამდვილად არსებობდეს?
როგორც გვალდამ თქვა ამ ციხის სახელი მეტაფორაა მხოლოდ
და მეც ასე მგონია???
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Posted: 18 მარ 2009, 10:44
by Naia
lama
არ გამიკვირდება რომ არსებობდეს
სადაც 'მოდინახეს' ციხე არსებობს...
(და კიდევ სხვა მსგავსი)
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Posted: 18 მარ 2009, 11:23
by lama
Naia
ხო მოკლედ საინტერესოა
ნამდვილად მეც მაინტერესებს, მაგრამ მე მაინც უფო მეტაფორა მგონია

"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Posted: 18 მარ 2009, 11:43
by zura N.
გვალდა wrote:მე მგონია, რომ ეს მეტაფორაა და ადამიანის გუნება-გამწყობილებას უფრო გამოხატავს, ვიდრე რეალურ ციხის აგებას... გაჯავრებული ადამიანი თავის თავში ჩაიკეტა...და ეს ციხე რომელსაც რა ვქნისა ეწოდება, უნდა იყოს დამწერის გული
მემრე თქვეს: დრო რომ მოალის,
კარ გაიღების თავადა
ანუ, დრო თავისას იზამს და ბრაზი-ჯავრი გაივლის, წყენაც დაგავიწყდება...
ეს არის ჩემი მოკრძალებული ჰაზრი მოცემულ "ციხეზედ"

+1
მგონი მომისმენია ეს ლექსი... თუ არ ვცდები ხევსურებში...
