Page 1 of 1

წავიდეთ ბეთანიაში................

Posted: 11 მარ 2009, 00:29
by imerkhevli
ბეთანიაში წასვლაზე რას იტყვით? :)
ვფიქრობ, მარტის ბოლო კარგი დროა....[/b]

წავიდეთ ბეთანიაში................

Posted: 11 მარ 2009, 00:31
by ARCHILI
imerkhevli wrote:ბეთანიაში წასვლაზე რას იტყვით? :)
ვფიქრობ, მარტის ბოლო კარგი დროა....
ლამას დაუკვეთე ეგ ამბავი...

:)

სპეციალისტია...

წავიდეთ ბეთანიაში................

Posted: 11 მარ 2009, 00:34
by imerkhevli
ძალიან კარგი, სიამოვნებით!
აბა .....
კახა ველი შენს დახმარებას..... :) :) :)

წავიდეთ ბეთანიაში................

Posted: 11 მარ 2009, 00:44
by imerkhevli
Image
თბილისის სამხრეთ-დასავლეთით, ოციოდ კილომეტრზე მდებარეობს ბეთანიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი. „ბეთანია“ ებრაული სიტყვაა და ქართულად „სიგლახაკის სახლს“ ნიშნავს.
:) :) :)

მონასტრის დაარსებასთან დაკავშირებით ასეთი გადმოცემა არსებობს: თავდაპირველად მონასტრის აგება მდინარის მეორე მხარეს, მაღალ მთაზე ჰქონიათ განზრახული. იმ მწვერვალზე მშენებლებს ქვებიც აუზიდავთ, მაგრამ მეორე დღეს ის ქვები იქ აღარ დახვედრიათ. დაუწყიათ ძებნა და ბოლოს საკმაოდ ქვემოთ, მთის ძირში უპოვიათ მინდორზე ერთად დაწყობილი. გულისხმაჰყვეს, რომ ეს ღვთის განგებით მოხდა და მონასტერი უფლისაგან მინიშნებულ ადგილას ააშენეს.
................................................

Image

მონასტერი უკვე არსებობდა XI საუკუნეში. ბეთანიას ორბელთა გვარი მეურვეობდა. აქ იყო მათი საგვარეულო საძვალეც. ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ტაძარი, სავარაუდოდ, XII საუკუნეში უნდა აგებულიყო იმ ადგილას, სადაც უწინ X-XI სს-ის პატარა აგურის ეკლესია იდგა. ტაძრის სამხრეთ კედელზე გამოსახულია ქტიტორის პორტრეტი ბერის სამოსითა და ტაძრის მოდელით ხელში. მის ზემოთ მოთავსებული წარწერა გვამცნობს: „დიდი სუმბატ მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი“.
მთავარი ტაძრის გვერდით დგას წმიდა გიორგის სახელობის მცირე ზომის ეკლესია, რომელიც იოანე ორბელის მეუღლეს - რუსუდანს აუგია 1196 წელს. XIII საუკუნიდან კი ბეთანიის მონასტერი სამეფო კუთვნილებას წარმოადგენდა.
მთავარი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, გუმბათის სიმაღლე 27 მეტრია. ტაძრის მოხატულობა სანახევროდაა შემორჩენილი. ადგილ-ადგილ, შემორჩენილია ძველ ოსტატთა ავტოგრაფები.
მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე გიორგი III, თამარისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებია გამოსახული. გადმოცემით, თამარ მეფე ზაფხულობით ხშირად ჩადიოდა ბეთანიაში, რათა დაესვენა, განმარტოებულიყო და ელოცა.
თავის დროზე ბეთანიის მონასტერი მდიდრულად იყო შემკული და გამოირჩეოდა თავისი მშვენიერებით. მაგრამ შემდგომ საუკუნეებში იგი მრავალჯერ დანგრეულა და აღდგენილა, ზოგჯერ დიდი ხნით დავიწყებასაც მისცემია. ამ პერიოდში ტაძარი სულ გავერანებულა: გუმბათი ჩამოქცეულა, ჩამონგრეულა თითქმის ყველა თაღი, კედლის მოხატულობაც ძლიერ დაზიანებულა. და მხოლოდ 1851 წელს აღმოაჩინეს ეს დაკარგული ადგილი, როცა აქ მხატვარი გ. გაგარინი მოვიდა, ტაძარი ქვათა გროვისაგან გაათავისუფლა და თამარ მეფის ფრესკაც გამოაჩინა.

წავიდეთ ბეთანიაში................

Posted: 11 მარ 2009, 01:04
by Nini_A
ვეცდები წამოვიდე, ორი წელია ბეთანიაში აღარ ვყოფილვარ :wink:

წავიდეთ ბეთანიაში................

Posted: 11 მარ 2009, 16:08
by kiki
ბეთანია... ბეთანიაააა :roll: :roll: :roll: :roll:


ლამას დამიძახეთ :D :D :D :D :D

წავიდეთ ბეთანიაში................

Posted: 11 მარ 2009, 16:11
by pataputina
imerkhevli wrote:ბეთანიაში წასვლაზე რას იტყვით? :)
ვფიქრობ, მარტის ბოლო კარგი დროა....[/b]

მმმ





:roll:


კი არა და

მარტის ბოლოს თუ სიონია
მაშინ
ისა...
აპრილის დასაწყისში თუ იქნება
მაშინ
მმინდა
:oops:

წავიდეთ ბეთანიაში................

Posted: 11 მარ 2009, 16:13
by Naia
მეც მინდა ბეთანიაში

წელს ჯერ არ ვყოფილვარ

ცოტა ხანში ძალიან ლამაზი იქნება იქაურობა

პს. ბეთანიიდან წვერის წმ. გიორგიზე ვერ გადავალთ? თუ ძალიან დიდი მარშრუტი გამოგვივა?

წავიდეთ ბეთანიაში................

Posted: 11 მარ 2009, 16:14
by burdula
Naia wrote:მეც მინდა ბეთანიაში

წელს ჯერ არ ვყოფილვარ

ცოტა ხანში ძალიან ლამაზი იქნება იქაურობა

პს. ბეთანიიდან წვერის წმ. გიორგიზე ვერ გადავალთ? თუ ძალიან დიდი მარშრუტი გამოგვივა?
იყოს დიდი მარშუტი,ჩვენ მანძილი არ გვაშინებს...თანაც მე ნაიას საგმირო სააქმეები რომ გამიგიაააა.... :D

წავიდეთ ბეთანიაში................

Posted: 11 მარ 2009, 16:23
by Jimmy
წავიდეთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ :D

წავიდეთ ბეთანიაში................

Posted: 11 მარ 2009, 16:37
by Naia
burdula wrote:
Naia wrote:მეც მინდა ბეთანიაში

წელს ჯერ არ ვყოფილვარ

ცოტა ხანში ძალიან ლამაზი იქნება იქაურობა

პს. ბეთანიიდან წვერის წმ. გიორგიზე ვერ გადავალთ? თუ ძალიან დიდი მარშრუტი გამოგვივა?
იყოს დიდი მარშუტი,ჩვენ მანძილი არ გვაშინებს...თანაც მე ნაიას საგმირო სააქმეები რომ გამიგიაააა.... :D
:oops: :oops: :oops:

სიდიდეში მე უფრო დღეების რაოდენობას ვგულისხმობდი

თუ ბეთანიაშიც და წვერზეც ფეხით ავალთ, შეიძლება 1 დღე არ გვეყოს.

წავიდეთ ბეთანიაში................

Posted: 11 მარ 2009, 18:07
by burdula
Naia wrote:
burdula wrote:
Naia wrote:მეც მინდა ბეთანიაში

წელს ჯერ არ ვყოფილვარ

ცოტა ხანში ძალიან ლამაზი იქნება იქაურობა

პს. ბეთანიიდან წვერის წმ. გიორგიზე ვერ გადავალთ? თუ ძალიან დიდი მარშრუტი გამოგვივა?
იყოს დიდი მარშუტი,ჩვენ მანძილი არ გვაშინებს...თანაც მე ნაიას საგმირო სააქმეები რომ გამიგიაააა.... :D
:oops: :oops: :oops:

სიდიდეში მე უფრო დღეების რაოდენობას ვგულისხმობდი

თუ ბეთანიაშიც და წვერზეც ფეხით ავალთ, შეიძლება 1 დღე არ გვეყოს.
2 იყოს :D

წავიდეთ ბეთანიაში................

Posted: 11 მარ 2009, 18:21
by imerkhevli
ვინაიდან და რადგანაც სიონში წასვალს მეც ვაპირებ და ბევრი თქვენგანიც, (უკაცრავდ, რომ ეს ვერ გავითვალისწინე :) ) იყოს აპრილის დასაწყისში
4 ან 5 აპრილს :) :)

წავიდეთ ბეთანიაში................

Posted: 11 მარ 2009, 18:23
by burdula
imerkhevli wrote:ვინაიდან და რადგანაც სიონში წასვალს მეც ვაპირებ და ბევრი თგვენგანიც, (უკაცრავდ, რომ ეს ვერ გავითვალისწინე :) ) იყოს აპრილის დასაწყისში
4 ან 5 აპრილს :) :)
მშვენიერი დროა :wink:

წავიდეთ ბეთანიაში................

Posted: 12 მარ 2009, 14:47
by Wanderer
თუ შემთხვევით შუა კვირაში იქნება ეს გასვლა ძალიან გამიხარდება.:)

მე წელს ერთხელ უნდა წავიდე გაზაფხულზე ბეთანიაში. ოღონდ შუა კვირა უნდა იყოს აუცილებლად.