Page 1 of 5

ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Posted: 06 მარ 2009, 16:47
by ARCHILI
მოკლედ...

ნელ-ნელა ვიწყებთ მუშაობას მე და ლამა ლეჩხუმ-სვანეთის ტურზე.

ვიცით, რომ ლეჩხუმიდან შესაძლებელია გადასვლა ზემო სვანეთში - კერძოდ კი უშგულში...

დეტალების გარკვევას ნელ-ნელა მოვახერხებთ...

ეს იქნება,ასე ვთქვათ, "მცოცავი ტური" :lol:

წავალთ ლეჩხუმში შესაბამისი ტრაექტორიის მიხედვით, იქიდან გადავალთ უშგულში, მერე მესტია, ბეჩო, მაზერი, მეზერი, ეცერი, ქურაში, მესტია და ბოლოს თბილისი.

ეს იქნება, სავარაუდოდ, 10-14 დღიანი ტური ზაფხულისათვის - ივლისის ბოლოს, საშვებულებო სეზონი...

და ყველამ გავითვალისწინოთ...

დავიწყოთ მუშაობა ამ იდეაზე ახლავე და მივიღებთ ძალიან მაგარ პროდუქტს :)

ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Posted: 06 მარ 2009, 16:48
by KSOVRELI
აი, მესმის ლაშქრობა!

ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Posted: 06 მარ 2009, 17:31
by nusa
WooooooooW :shock:


მაგარია :!:

ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Posted: 06 მარ 2009, 17:37
by Ninukala
ARCHILI
მამილო... ასე ადრე თემების გახსნა რა არის...
მაშინ ბარემ ყველა მარშუტით გავხსნათ თემა.... :D :D :D

ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Posted: 06 მარ 2009, 17:43
by ARCHILI
Ninukala wrote:ARCHILI
მამილო... ასე ადრე თემების გახსნა რა არის...
მაშინ ბარემ ყველა მარშუტით გავხსნათ თემა.... :D :D :D
მამილოს სიხარულო, მე რამდენიმე თვით ადრე თუ არ დავგეგმე, ისე არფერი გამომივა, სხვა ბევრიც ჩემსავითაა და მეორეც კიდევ, დროის მენეჯმენტის მაქსიმალური გამოყენების თვალსაზრისით, ასე ჯობია... მითუმეტეს თუ მარშრუტებში შემოქმედებითობაა საჭირო...

დროული დაგეგმვით, როგორც წესი, არაფერი ფუჭდება, პირიქით, ქმნის იმის საფუძველს, ასჯერ გაზომო და ერთხელ გაჭრა, რაც უკეთესი შედეგის გარანტია :)

ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Posted: 06 მარ 2009, 17:50
by Ninukala
ARCHILI
კარგი :დამჯერიშვილსისმაილიკი:

პრინციპში კარგია დაგეგმეთ იმსჯელეთ და მერე იქნებ მეც წამოვიდე ;)

ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Posted: 06 მარ 2009, 18:36
by ნიმფა
არასდროს მეგონა , ლეჩხუმიდნა თუ შეიძLებოდა ზემო სვანეთში გადასვლა...

დიდებული გასვლა იქნება :!:

კარგია ასე ადრე რომ დაიწყო მსჯელობა, დავგეგმავ შვებულებას

ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Posted: 06 მარ 2009, 19:57
by lama
მთელი ღამე არ მეძინა ამ ამბის გაგების მერე....

ძალიან მხიბლავს ეს იდეა

უძლიერესი გასვლა იქნება :)

აილამასაც ვნახავ, რაც ძალიან გამახარებს

ჩემი ღამეების გათენება და ოცნება ამ ტურზე ივლისის ბოლომდე გაგრძელდება :)

ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Posted: 07 მარ 2009, 03:28
by GAMARJOBA SAKARTVELO
თუ გასვლაა, გასვლა იყოს და ლეჩხუმიდან ზემო სვანეთში კი არა, ქვემო სვანეთში უნდა გაგრძელდეს ლაშქრობა.

გარდა იმისა, რომ ეს გზა გადმოკიდებული კლდეებით არის დახატული, თავად ლენტეხის რაიონი და მისი ძეგლებია საინტერესო.
ამასთან, ლენტეხიდან მესტიაში ასვლა გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე ლეჩხუმიდან

ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Posted: 07 მარ 2009, 10:05
by ARCHILI
ანუ, ლეჩხუმიდან ქვემო სვანეთში რომ გადავიდეთ, ქვემო სვანეთიდან, კერძოდ კი ლენტეხიდან - ზემო სვანეთში?

მოხერხდება ასე?

:roll:

ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Posted: 07 მარ 2009, 22:38
by ნინი_85
აუ, უმაგრესი გამოვა გული მიგრძნობს, სასწაული უნდა მოხდეს რომ არ წამოვიდე :)

ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Posted: 07 მარ 2009, 22:45
by ARCHILI
ნინი_85 wrote:აუ, უმაგრესი გამოვა გული მიგრძნობს, სასწაული უნდა მოხდეს რომ არ წამოვიდე :)
"მეგრულ ტურ 2"-ში წამოსულებს უკონკურსოდ ვიღებ :wink:

ანუ...'

მიმიხვდი, ხომ?

:wink:

მოკლედ...

ეს მარშრუტი ძალიან სერიოზული სამუშაოა...

უნდა დავადგინოთ, საიდან ვიწყებთ მგზავრობას, რას ვნახულობთ, მერე სად მივდივართ, მერე რით და როგორ გადავდივართ და ასე შემდეგ... ზემო სვანეთში ჩემი თავი შემოგევლიოთ, ლამაზე ნაკლებად არ ვიცი :D

ანუ...

კონტურების ხაზვას ასე ვიწყებ:

(1) ლეჩხუმი - ცაგერი

მერე . . . . . . . /რაღაცეები/

(2) ქვემო სვანეთი - ლენტეხი

მერე . . . . . . . /რაღაცეები/

ცაგერიდან ლენტეხამდე გზა მიდის, რამდენი კილომეტრია, ეგ არ ვიცი ჯერ... და როგორ ღირს წასვლა - არც ეგ...

:D

თუ ცოტანი ვიქნებით, წავუავტოსოპებთ კიდეც და თან ვივლით, მაგალითად... თუ არა და რაღაც ტრანსპორტიც უნდა იყოს... ამასაც დროტა განმავლობაში გავარკვევთ...

(3) ზემო სვანეთი - უშგულიდან ქვემოთ მესტია, ლატალი-ბეჩოს მიმართულება, მეზერი, შდგრა, მაზერი, ეცერი, ქურაში, ბეჩო ან მესტია.

ლენტეხიდან ზემო სვანეთში როგორ მივდივართ - ჯერ არ ვიცი... :D მაგასაც გავარკვევთ, ნელ-ნელა...

ახლა... უნდა დავიწყოთ გეოგრაფიულად და სანახაობრივად ამ კონტურების ერთმანეთთან დაკავშირება...

ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Posted: 07 მარ 2009, 22:57
by ნინი_85
ARCHILI wrote:
ნინი_85 wrote:აუ, უმაგრესი გამოვა გული მიგრძნობს, სასწაული უნდა მოხდეს რომ არ წამოვიდე :)
"მეგრულ ტურ 2"-ში წამოსულებს უკონკურსოდ ვიღებ :wink:

ანუ...'

მიმიხვდი, ხომ?

:wink:

:D

ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Posted: 07 მარ 2009, 23:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
ARCHILI wrote:ანუ, ლეჩხუმიდან ქვემო სვანეთში რომ გადავიდეთ, ქვემო სვანეთიდან, კერძოდ კი ლენტეხიდან - ზემო სვანეთში?

მოხერხდება ასე?

:roll:
იმისთვის, რომ 8იანებით სიარული არ გამოვიდეს, მოხერხებულია, ასეთი გეზი:
თბილისი-ქუთაისი-ცაგერი (ლეჩხუმი)-ლენტეხი (ქვემო სვანეთი)-მესტია-უშგული-მესტია (ზემო სვანეთი)-ჯვარი-ზუგდიდი-თბილისი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, აი, ასეთი გეზი:
თბილისი-ქუთაისი-ცაგერი (ლეჩხუმი)-ქუთაისი-სამტრედია-ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-უშგული-
მესტია (ზემო სვანეთი)
-ჯვარი-ზუგდიდი-თბილისი.
ბოლო მიმართულება, ვფიქრობ, რომ დროისა და ფულის უსარგებლო ხარჯვაა.

ისედაც, ცაგერი-ლენტეხი-მესტია უფრო საინტერესო მიმართულებაა.
ძნ მენატრება ხოლმე ლეჩხუმიდან ქვემო სვანეთში გადასასვლელი გზის სილამაზე.
ძნ დიდი ხნის წინათ
ვიარე მანდ. წელს კი, აცას თანამშრომელთან 1ად მაქაურობას მხოლოდ გადავუფრინე,
რაც, ცხადია, მის საფუძვლიანად ნახვას არ ნიშნავს.

ვფიქრობ, რომ როდესაც მოგზაურობის მიმართულება შეირჩევა, მას შემდეგ უფრო ადვილი იქნება
სანახავ ადგილების დადგენა

ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Posted: 07 მარ 2009, 23:53
by burdula
მაგარი გეგმაა ძალიან,ყველანაირად ვეცდები წამოვიდე (ძალიან მაგარია სმაილი)