Page 1 of 3

ჭეხილას ციხე - ცნობები და გასვლის დაგეგმვა

Posted: 06 მარ 2009, 14:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
წარმოგიდგენთ 1 ძნ საინტერესო ლექსს:

ჩვენ ვიყავით ცხრანი ძმანი
ჩარჯონიძე ჭეხილანი:
გივი, ქავთარ, ნიკოლოზი –
ოთხნი ქვეყნად მებრძოლანი,
არსენ, პეტრე, ზაქარია
მტერთა რიცხვად მომზირალნი,
ძმანი ჩვენნი, სამნი ბერნი,
იყვნენ ქრისტეს კარგი ყმანი.
ჩვენ გვიჭირავს მიმსვლელთ-მომსვლელთ.
ოთხავ კუთხის ვიწრო გზანი,
ჭეხილაში სიმაგრე გვაქვს
და გვიჭირავს ხიდის კარნი,
საიქიოს სანეტარო,
სააქაოს მაგრად მდგარი,
ოქრო-ვერცხლის მიწაზე ვართ,
სიმდიდრე გვაქვს, ვითა წყალი.
მე ქავთარა ჩარჯონაძემ
ვმუსრე მტერი, ვით აფთარნი.
ქართულ მიწას ზედ გადავეგე,
არ დავაგდე ჩემი გვარი,
ვინც ეს ლექსი წაიკითხოს,
მცირე ბრძანოს შენდობანი.


ალბათ, ხალხურია, ყოველ შემთხვევაში, ავტორი ცნობილი არ უნა იყოს.
თუ ყურადღება მიაქცევთ
ტაეპს - "ჭეხილაში სიმაგრე გვაქვს", ნიშნავს, რომ საქმე გვაქს ჭეხილას ციხესთან.
ჩემთვის ეს აღმოჩენა იყო, რადგან არც არასოდეს გამეგო, არც "კარავზეა" ცნობები,
რაც მაფიქრებინებს, რომ აქეთ კარავული გასვლები არ გვქონია.
მოდით, შევკრიბოთ ცნობები და წავიდეთ.
თან, ლექსიდან ჩანს, რომ მისი დამცველები საქართველოზე შეყვარებული გმირები იყვნენ.
ჩემ მიერ მოპოვებული მწირი ცნობებით, ჭეხილას ციხე ივრის ხეობაშია.
ვფიქრობ, რომ არც თუ შორს უნდა იყოს უჯარმა-ბოჭორმასთან.
გამოდის, რომ საგარეჯოს რაიონშია.

ველი თქვენს ცნობებსაც, ავკინძოთ და გავემართოთ

ჭეხილას ციხე - ცნობები და გასვლის დაგეგმვა

Posted: 06 მარ 2009, 14:20
by Mta Mkvarebia

ჭეხილას ციხე - ცნობები და გასვლის დაგეგმვა

Posted: 06 მარ 2009, 14:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia
ვნახე ბმული.
იეტი ვარდანაული ყოფილა მანდ. მისი ფოტოები დავათვალიერე.
კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, 2 წლის წინათ ყოფილა მანდ.

მართლა, რა საინტერესო ციხე-კოშკია.
გვერდზე ფოტოების გარდა, სხვა ცნობები არ უდევს.
ახლა უკვე მალე ჩამოვა ირანიდან და იმედია, მოგვაწვდის მანდ მისასვლელად სასარგებლო ცნობებს.

ჭეხილას ციხე - ცნობები და გასვლის დაგეგმვა

Posted: 06 მარ 2009, 14:36
by Katy
Mta Mkvarebia

ნუ მართლა მარგალიტი ხარ რა! :)

რა ლამაზი ციხე ჩანს ფოტოებით..

ჭეხილას ციხე - ცნობები და გასვლის დაგეგმვა

Posted: 06 მარ 2009, 15:04
by burdula
ჭეხილას ციხე სტრატეგიულ ადგილზე, ივრის ხეობაში ყველაზე ვიწრო კდოვან სანაპიროზე იყო აშენებული, ივრის ხიდს კეტავდა და მისი დანიშნულება ისიც იყო – არ გაეშვა და არც შემოეშვა მტერი ამ ხეობაში. ჭეხილას ციხე ხელს უწვდიდა მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე კილმატის ციხეს და ეს ორივე ციხე გზას უკეტავდა გომბორისაკენ ან თიანეთისაკენ მიმავალ მტერს... როგორც ხანდაზმული კოჭბაანელები გადმოგვცემენ, ციხის ერთ-ერთ ვეებერთელა ლოდზე, ხუცური წარწერა ყოფილა ამოტვიფრული: “ცხრანი ძმანი ჭეხილანი, ვიწრო ხიდის ყარაულნი”. მეფის რუსეთის არმიის გენერალ ხაზაროვს XIX საუკუნის დასაწყისში ციხის გალავანი და აღნიშნული ქვაც დაუნგრევია და გაუნადგურებია.
ჭეხილას ციხე შედგება ორი კარგა მოზრდილი ოთხკუთხა კოშკისაგან და კარის ეკლესიისაგან, რომელსაც გარშემო შემოვლებული ჰქონდა გალავანი. ციხე აგებულია,როგორც სიპი, ისე მრგვალი რიყის ქვით. კოშკები ოთხსართულიანია, თითოეულ სართულს აქვს ორ-ორი სარკმელი და თითო კარები. კოშკებს სახურავი თაღით აქვს გადახურული. თითოეული კოშკის სიმაღლე ოც მეტრს უდრის, კედლების სისქე – ორი მეტრია. კოშკების თაღები ღარიანი კრამიტით ყოფილა გადახურული, რომელთა ნამტვრევები მრავლად არის მიმოფანტული გალავნის ეზოში. ციხეში თავის დროზე გაყვანილი ყოფილა წყალსადენი თიხის მილებით, რომლებიც მოსახლეობას ამოუყრია, მაგრამ გადარჩა ნაწილი, რომელიც ისევ მიწაშია. თითოეული მილის სიგრძე სამოცდაათი სანტიმეტრია და ერთ-მეორესთან ისეა დაკავშირებული, წყალი ვერ გაჟონავს.
ციხის მახლობლად, 500 მეტრში, იმ ეკლესიის ნანგრევები მდებარეობს, რომელიც ისეთივე კრამიტით ყოფილა გადახურული, როგორითაც ციხე და კარის ეკლესია. ციხიდან ერთი კილომეტრის მოშორებით არის კიდევ ერთი ნაშთები ეკლესიისა, რომელიც წმინდა კვირიკეს სახელს ატარებს.


როგორც ხანდაზმული კოჭბაანელები გადმოგვცემენ, ციხის ერთ-ერთ ვეებერთელა ლოდზე ხუცური წარწერა ყოფილა ამოტვიფრული: “ცხრანი ძმანი ჭეხილანი, ვიწრო ხიდის ყარაულნი”. მეფის რუსეთის არმიის გენერალ ხაზაროვს XIX საუკუნის დასაწყისში ციხის გალავანი და აღნიშნული ქვაც დაუნგრევია და გაუნადგურებია.

ჭეხილას ციხე - ცნობები და გასვლის დაგეგმვა

Posted: 06 მარ 2009, 15:12
by burdula
ესეც ფოტო ლემილიდან

Image
Image

ჭეხილას ციხე - ცნობები და გასვლის დაგეგმვა

Posted: 06 მარ 2009, 15:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
ესე იგი, სოფელ კოჭბაანთან არის.
ახლა ამ სოფელზე მოვიძიოთ რამე.
ნახსენებია კილმატის ციხეც.
აგრეთვე, ჭეხილას ცხესთან 500 მეტრსა და 1 კმში ეკლესიებიც ყოფილა, რაც გასვლას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს

ჭეხილას ციხე - ცნობები და გასვლის დაგეგმვა

Posted: 06 მარ 2009, 15:55
by Naia
GAMARJOBA SAKARTVELO

ამ ციხეზე კარაველები შემთხვევით აღმოჩნდნენ

უჯარმის თუ ბოჭორმის ციხის სანახავად წავიდნენ, გზა არ იცოდნენ:) თბილისში რომ ჩამოვიდნენ მერე გაიგეს რომ მათ მიერ მონახულებული ციხე თურმე სინამდვილეში ჭეხილას ციხე ყოფილა :D

აი თემაც:)

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=11 ... sc&start=0

ჭეხილას ციხე - ცნობები და გასვლის დაგეგმვა

Posted: 06 მარ 2009, 16:00
by Mta Mkvarebia
Naia
GAMARJOBA SAKARTVELO

მეტიც, თუ გახსოვთ, ჩვენც გვინდოდა მაგ ციხის მონახულება უჯარმა-ბოჭორმის მიმართულებით რომ გავაკეთეთ გასვლა თავსხმა წვიმაში, მაგრამ ციხემდე მისასვლელი გზა ვერ გავარკვიეთ, თუმცა შორიდან დავინახეთ :) .

ჭეხილას ციხე - ცნობები და გასვლის დაგეგმვა

Posted: 06 მარ 2009, 16:05
by Naia
Mta Mkvarebia
უი, ეგ აღარ მახსოვდა :) ბოჭორმიდან დავინახეთ?

ჭეხილას ციხე - ცნობები და გასვლის დაგეგმვა

Posted: 06 მარ 2009, 16:07
by Mta Mkvarebia
Naia
ჰო, ივნისში რომ ვიყავით იმ გასვლაში (სიონში რომ გავუარეთ ჩვენებს) :) .

ჭეხილას ციხე - ცნობები და გასვლის დაგეგმვა

Posted: 07 მარ 2009, 03:21
by GAMARJOBA SAKARTVELO
Naia wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

ამ ციხეზე კარაველები შემთხვევით აღმოჩნდნენ

უჯარმის თუ ბოჭორმის ციხის სანახავად წავიდნენ, გზა არ იცოდნენ:) თბილისში რომ ჩამოვიდნენ მერე გაიგეს რომ მათ მიერ მონახულებული ციხე თურმე სინამდვილეში ჭეხილას ციხე ყოფილა :D

აი თემაც:)

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=11 ... sc&start=0
უი, კარაველები ბოჭორმის საძებნელად წასულან და შემთხვევით მოხვედრილან ჭეხილას ციხეზე.
კგ იქნებოდა, ის სათაურშიც ყოფილიყო ნახსენები.
თურმე, რა ხლოს ყოფილა ეს ჭეხილა

ჭეხილას ციხე - ცნობები და გასვლის დაგეგმვა

Posted: 07 მარ 2009, 03:23
by GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia wrote:Naia
GAMARJOBA SAKARTVELO

მეტიც, თუ გახსოვთ, ჩვენც გვინდოდა მაგ ციხის მონახულება უჯარმა-ბოჭორმის მიმართულებით რომ გავაკეთეთ გასვლა თავსხმა წვიმაში, მაგრამ ციხემდე მისასვლელი გზა ვერ გავარკვიეთ, თუმცა შორიდან დავინახეთ :) .
მართლა?
მაგ გასვლიდან მსგავს რამეს ვერ ვიხსენებ.
არც სოფელი კოჭბაანი ვიცი.
არადა, თურმე რა საინტერესო საიროციხესთან გვქონია საქმე.
მკდ, 1 კგ გასვნდა გავაკეთოთ

ჭეხილას ციხე - ცნობები და გასვლის დაგეგმვა

Posted: 08 მარ 2009, 18:57
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO
ჩემთვის ეს აღმოჩენა იყო, რადგან არც არასოდეს გამეგო, არც "კარავზეა" ცნობები,
რაც მაფიქრებინებს, რომ აქეთ კარავული გასვლები არ გვქონია.
შენ ახლა ცოტა მორიდება იქონიე და შეურაცხყოფას ნუ გვაყენებ ჭეხილას ციხეზე დაკარგულ პატიოსან კარაველებს. ვააახ! :D :D ხალხი ბოჭორმაში წავედით, შეცდომით მანდ მოვხვდით და თბილისში დაბრუნებულებს, ვიდრე გიორგი ბაგრატიონმა არ გაგვარკვია, კიდევ გვეგონა, ბოჭორმა ვინახულეთ. :D
თუმცა, იმ სახალისო გასვლის მონაწილეებს საამაყოდ ნამდვილად გვაქვს, რომ ეგ ციხე კარავს ჩვენ აღმოვუჩინეთ - მანამ მართლა არ ყოფილა აქ მაგის ხსენება. :) ვინ იცის, მაშინ ბოჭორმაში რომ არ აგვრეოდა, კიდევ სანამ არ ვახსენებდით კარავზე.
საქმე კი ასე იყო, რომ უჯარმა-ბოჭორმის გასვლაში "ჩაინიკები" შევიკრიბეთ, თითქოს განგებ შეგვკრიბა ვინმემ - უჯარმა კი ვიცოდით და ადვილადაც მივედით, მაგრამ ბოჭორმაში ნამყოფი არ იყო არც ერთი. :) არც მძღოლმა იცოდა ბოჭორმა და ამიტომ როგორც კი შემაღლებულზე ციხე გამოჩნდა, ვიხუვლეთ მიკროავტობუსიდან და კალიებივით შევესიეთ. :) იეტი ვარდანაული კი იძახდა, არაა ეგ ბოჭორმაო, მაგრამ ვინ დაუჯერა. :) უფრო იმიტომ, რომ მანამ უჯარმაზე ლამას ატყუებდა, ეს არაა უჯარმა, სხვაგან მოვედითო. ამაზე მეც ავუბი მხარი და ლამა მართლა დავაჯერეთ, რომ უჯარმაში არ იყო. :D სამაგიეროდ, მერე იქ არ დაუჯერა ვარდანაულს არავინ - ეგ ახლა ყველას გვატყუებსო. :D
ჭეხილას ციხე ლამაზ ადგილზეა. მაგასთან ერთად ბევრი რამის ნახვა შეიძლება.

ჭეხილას ციხე - ცნობები და გასვლის დაგეგმვა

Posted: 08 მარ 2009, 23:37
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
მტერთა რიცხვად მომზირალნი,
რიცხვად

თუ

რისხვად?

ძალიან ლამაზია ჭეხილას ციხე

ახლაც მახსოვს რამდენი ვიცინეთ გიორგის, რომ დავურეკეთ და რომ გავიგეთ - ბოჭორმა არა ზღმარტლი

ჩვენ თურმე ჭეხილას ციხეზე ვიყავით

ისე ჭეხილა ხევსურული თუ გუდამაყრული სახელია

ჩემს სოფელში ბევრს ქვია ეს, ერთი შეხედვით უცნაური სახელი :)


ულამაზესი ადგილია, ულამაზეს ტყეშია ჩასმული

უჯარმიდან დაახ. 5 კილომეტრია