Page 1 of 2
კონფერენც
Posted: 21 თებ 2009, 13:43
by ARCHILI
მოკლედ, სანამ ჩემს ჩაქოლვას დაიწყებთ, მანამდე ერთ რამეს გეტყვით:
ეს იდეა, "ელკანას" მოღვაწეობამ შთამაგონა... ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართულ ტრადიციულ კულტურას აქცევენ ყურადღებას.
ჩემი დიდი სურვილია მეტად გავიცნოთ ჩვენი კულტურები და არა მარტო, ახლა თან გამახსენდა ელკანაში გამართული ქვევრის პრეზენტაცია, ძალიან საინტერესო და საჭირო...
ვიფიქრე, იქნება ერთი კარგი კონფერენც-გასვლა მოგვეწყო ზაფხულში სადმე და ჩვენვე სხვადასხვა პროფილით კარავის ეგიდით ამ და სხვა თემებზეც გვესაუბრა...
ვიფიქროთ, რა შეიძლება, როგორ შეიძლება ლაშქრობა-კონფერენციის, თუნდაც გამოფენის მოწყობა და ა.შ.
მე მგონი, მთლად ურიგო იდეა არ უნდა იყოს და ჯერ კარგად დაფიქრდით, სანამ ჩამქოლავდეთ...

კონფერენც
Posted: 21 თებ 2009, 15:37
by ARCHILI
მოკლედ...
უნდა ავიღოთ თემა და ამ თემას მივუძღვნათ გასვლა... თემები შევარჩიოთ ჩვენი შეხედულებისამებრ...
უნდა იყოს რამდენიმე პრეზენტატორი... მოვიფიქროთ ფორმატი, თუ როგორ შეიძლება გაკეთდეს ამგვარი კარავული კონფერენცია...
რაც შეეხება კონფერენციის ჩატარებას:
1. ყოველი კონფერენციისათვის უნდა შეირჩეს ერთი კონკრეტული თემა. თემა, სასურველია, შეეხებოდეს ისეთ თემატიკას, რაც კარავს და კარავულ საქმიანობას ენათესავება.
2. თემას უნდა ჰყავდეს მთავარი პრეზენტატორ(ებ)ი.
3. კარაველების სურვილის შემთხევვაში - თემის გარშემო ამა თუ იმ სპეციალისტს შეუძლია თავისი ნაშრომის წარდგენა (თუ კი მოამზადებს, ცხადია).
4. პრეზენტაციის ეტაპის დასრულების შემდეგ ჩატარდება დისკუსია.
გამოფენა:
კონფერენციის მზადების პერიოდში, სანამ ავეწყობ-დავეწყობით და ა.შ. მოხერხდება თემატური გამოფენების ჩატარებაც.
ამ ყველაფრის მომზადებას დიდი დრო არ მოუნდება და თუ კი დღის პირველი ნახევარი მოვუნდებით ადგილზე ჩასვლას, მონახულებას, დაბანაკებას, დღის მეორე ნახევრისათვის, მაგ. 15/16:00-თვის უკვე შეგვიძლია ჩავატაროთ კონფერენციაც და გამოფენაც.
კონფერენც
Posted: 21 თებ 2009, 16:33
by ნიმფა
აუ, არჩილ........... ნუ.... სლოვ ნეტ.......... უმაგრესია!!!!
ძალიან მაგარი იდეაა!!!!!!!!!!!!
კონფერენც
Posted: 21 თებ 2009, 16:36
by ნიმფა
თან თარირIც კარგია, ივნისია, უფრო შევძლებ, თან უკეთესად მოვემზადებით!!! ძAლიან საინტერესო იქნება.... გავავარჯიშებთ გონებას

კონფერენც
Posted: 21 თებ 2009, 16:47
by ZVIOSULI
ჩაქოლეთ

კონფერენც
Posted: 21 თებ 2009, 16:50
by ნიმფა
კონფერენც
Posted: 21 თებ 2009, 17:09
by lama
ARCHILI
თემა იყოს ასეთი
"მონარქიის აღდგენა ჩვენს ბედკრულ სამშობლოში"
ძალიან საინტერესო და ემოციური საუბრები გამოგვივა

:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
კონფერენც
Posted: 21 თებ 2009, 17:19
by ნიმფა
lama
თვითონ სისტემაზე თუვისაუბრებთ და პიროვნებებს არ შევეხებით ძალიან მშვიდი საუბარი იქნება:)
კონფერენც
Posted: 21 თებ 2009, 17:27
by lama
ნიმფა wrote:lama
თვითონ სისტემაზე თუვისაუბრებთ და პიროვნებებს არ შევეხებით ძალიან მშვიდი საუბარი იქნება:)
მართალი ხარ
და მართლაც ძალიან საინტერესო მსჯელობა გამოვა
მე კი ვიხუმრე მარა
სერიოზულად შეიძლება ამაზე დაფიქრება
კონფერენც
Posted: 21 თებ 2009, 17:39
by აცაბაცა
კონფერენც
Posted: 21 თებ 2009, 17:56
by ARCHILI
კონფერენც
Posted: 21 თებ 2009, 18:03
by lama
ARCHILI
ისე პრინციპში
ასეთი გასვლა სპეც. დაგეგმვას არ საჭიროებს, რადგანაც ეს "კონფერენცია" შეიძლება მოეწყოს სპონტანურადაც და ძალიან საინტერესო დისკუსიაც გაიმართოს ღია ცის ქვეშ ...
ამისი გამოიცდილება მაქვს, კერძოდ
კარლო ჭეჭელაშვილის ჯგუფთან, რომ დავდივართ იქ
ვისმენთ: პროფესორების, მომღერლების, უფოლოგების, ალპინისტებისა და სხვათა და სხვათა ძალიან საინტერესო მოხსენებებს
ასე, რომ ამას არ უნდა სპეც. (სპეციალური) დაგეგმვა
დამემოწმებიან
პაუნა, გვალვა, არჩილ დაკოტელი, რომ ეს მართლაც ასეა
მოკლედ სამიდან ორი მაინც დამემოწმება ჩემს სიმართლეში

კონფერენც
Posted: 21 თებ 2009, 18:06
by ARCHILI
კონფერენც
Posted: 21 თებ 2009, 18:07
by lama
კონფერენც
Posted: 21 თებ 2009, 18:08
by ARCHILI
თქვენ რა უნდა გასწავლოთ, ბატონო ლამა, რას ამბობთ...
(მაგრამ... აი, კარლოსთან ერთად ვინც არ დავდივართ, რაღაც არ მაგონდება მსგავსი რაღაცეები...

)