Page 1 of 2

კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Posted: 19 თებ 2009, 11:22
by ARCHILI
ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ, რომ კარავს არა მხოლოდ კალენდრის, მაისურების და ა.შ. გამოცემა შეუძლია, არამედ რაღაც უფრო ფასეულისაც...

ხშირად მისაუბრია და ახლა კიდევ მეტად ჩამოვყალიბდი, ჩვენ უნდა გამოვცეთ ძალიან საინტერესო კრებული, წიგნი კარავი.ჯის სახელით, ის კი არა, ჯნოსის სიგნაჩური ("მოიარე-მოუარე") სახელადაც ან სლენგადაც კი ვივარაუდე, თუ ავტორი (ჯნოსი) მოგვცემდა უფლებას...

ეს იქნება წიგნი კარავის ლაშქრობების შესახებ... საქართველოს კუთხეები, ფოტორეპორტაჟები და ა.შ. თითოეული დასრულებული ისტორია თავიდან ბოლომდე...

წიგნი უნდა იყოს მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის.

ანუ... ლაშქრობების დღიურების კრებული...

თითოეული ლაშქრობა თავისი დასაწყისით და დაასრულით... ასევე იმ ინფორმაციით, რომელიც აგერ ლაშქრობის წესით არის (ან უნდა იყოს) გათვალისწინებული...

მთელი საქართველო ერთ კრებულში ვერ მოთავსდება, ცხადია, ამიტომ, სამომავლოდ ეს შეიძლება გახდეს კრებულების სერიაც კი...

კარგი ფოტორეპორტიორები კარავზე გვყავს.
კარგი დამწერებიც გვყავს.
რედაქტორებიც.
კომუნიკაციათმცოდნეებიც.

და ა.შ.

საწყის ეტაპზე ქართულად შეგვიძლია, ან უფრო თუ გავირჯებით, მაშინ ინგლისურადაც, კარავზე არაერთი ადამიანია, ვინც მთარგმნელი ან თარჯიმანია და ერთობლივი მუშაობით, ვფიქრპბ, სასურველ შედეგს მივიღებთ...

კონკრეტულად ეს საკითხი შეგვიძლია ვაქციოთ, ცოტა არ იყოს და სამეწარმო საქმედაც და ძალიან საჭირო და სერიოზული პროდუქტი დავდოთ....

წიგნის სქემა დაახლოებით ასე მაქვს წარმოდგენილი:

კარავი.ჯი-ს დღიურები

1. ეს იქნება დღიურების სტილში დაწერილი ლაშქრობების კრებული.

2. რეპორტაჟები უნდა შეიცავდეს:


X ლაშქრობის რეგიონის აღწერას, საჭირო და საინტერესო ინფორმაციას (რაც ლაშქრობების რეპორტაჟებშია გათვალისწინებული) ანუ წასვლის მსურველის, ტურისტისთვის საინტერესო ინფორმაციას.

X ცოცხალ ადამიანურ ისტორიებს, საინტერესოს, ამბავს, თავგადასავლებს (ანუ მხატვრულ პროზაში გადაწყვეტილი ამბები).

X ცხადია, სიუჟეტურად აგებულ უხვ ფოტომასალას.

X იმ ხალხისა და წესცვეულების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მოცემული ლაშქრობის რეგიონს განეკუთვნება.

X საინტერესო სამოგზაურო ამბებს,რომელიც შეიძლება გამოქვეყნებული არ იყოს (მაგალითად, აბოს ისტორია ცალკე მიმართულებაა და ძალიან საინტერესო)

X ინსტრუქციებს და ინფორმაციას, როგორ უნდა "ვისწავლოთ ლაშქრობა" (პირობითად) და ა.შ.

X სხვა დამატებით ინფორმაციას.

3. მე დაახლოებით ამგვარად წარმოვიდგინე პირველი კრებული მთლიანობაში:

+ ინფორმაცია განვლილი ლაშქრობების შესახებ, რომელსაც დღევანდელი საქართველო წარმოადგენს (ასე ვთქვათ).

+ ისტორიული საქართველო.

+ "უქართველო საქართველო" (პირობითად, ანუ აფხაზეთი და სამაჩაბლო)

ვფიქრობ, ეს არის ძალიან დროუალი და საჭირო რამ, იქნება ძალიან საინტერესო და აბსოლუტურად გამკლავებადი კარავი.ჯი-ს პირობებში. იმისათვის, რომ არ შეიქმნას ქაოსი და სწორად იყოს წარმოდგენილი თითოეული ადამიანის სურვილი მოქმედებად, ალბათ, სასურველია შეიქმნას ადმინისტრაციული და სარედაქციო ჯგუფი და ჩვეულებრივ, სამუშაო რეჟიმში გაკეთდეს ეს საქმე. თუ ეს იდეა თქვენ მოგეწონებათ, საკუთარ თავზე ვიტოვებ იდეის ავტორის ფუნქციას და ვივალდებულებ ჩემი პროფესიული შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურ ჩართულობას.

დანარჩენზე კი ერთად ჩამოვყალიბდეთ...

:)

კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Posted: 19 თებ 2009, 13:42
by saskva
ეს იდეა მეც ძალიან დიდი ხანია მაქვს მაგრამ არა წიგნის ან კრებულის არამედ ჯურნალის სახით. აი 6თვეში ერთხელ რომ გამოდიოდეს მაგალითად და ტურიზმზე ვინც სწავლობს იმათ აინტერესებდეთ და სასარგებლო ინფორმაციასაც აწვდიდეს.
მე მაგალითად ესეთ გამოცემებს (ჩემი სპეციალობის ოღონდ) უკრაინიდან ვიწერდი, ან მამაჩემს ცამოქონდა. ჩემი და ტურიზმზე სწავლობს და საქართველოზე და ტურის დაგეგმვაზე მემგონი საგანი ჯერ არ ქონიათ, აქედან მომივიდა ეს იდეა და ვფიქრობ ყველა ამ სფროთი დაინტერესებული ადამიანისთვისაც საინტერესო იქნებოდა

კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Posted: 19 თებ 2009, 13:49
by saskva
აი მაგალითად გადაცემა "ჩაალაგე ჩემოდანი" რომ გადის პირველ არხზე, იდეა კარგია მაგრამ მიუხედავად იმისა რომ იდეა ჩემს ნათლიას ეკუთვნის მაინც არ მომწონს. რატომ? იმიტომ რომ კონკრეტულ რჩევებს არ მაძლევს. ანუ ესეთმა გამოცემამ ადამიანს რომელიც გზებში დიდად ვერ ერკვევა იმდენი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს რომ თავისუფლად შეძლოს წასვლა. ანუ გარდა იმისა რაც უკვე დაწერე ინფორმაცია ასევე უნდა იყოს ტრანსპორტზე რითი შეიძლება წასვლა, რუკა დანიშნულების ადგილამდე, სავარაუდო ხარჯები. ტუ ღამის გათენებაა საჭირო რა და როგორ და ა.შ.

კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Posted: 19 თებ 2009, 14:05
by ARCHILI
saskva


სასკვა, პერიოდული გამოცემა სულ სხვა სამუშაოა და სხვა რეჟიმი, ამის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ... ეს ფორმატი, ჩემი აზრით, ბევრად უფრო უპრიანი და საინტერესოც არის...

ამის შემდეგ უკვე შეიძლება ფიქრო პერიოდულ გამოცემაზეც...

კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Posted: 19 თებ 2009, 14:42
by ZVIOSULI
საავტორო უფლებების დაცვის მხრივ საკმაოდ შრომატევადი საქმე მელის
ჯანდაბას
დიდი ხონორარს არ გამოგართმევთ

იდეას ვიწონებ,
გამყრელიძეს კი შეუძლია .......... :twisted:

კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Posted: 19 თებ 2009, 14:47
by Nini_A
ეს ისეა დიდი ხანია მაქვს და ძალიან მიხარია აქ რომ გაჟღერდა, მითუმეტეს
ARCHILI wrote: კარგი ფოტორეპორტიორები კარავზე გვყავს.
კარგი დამწერებიც გვყავს.
რედაქტორებიც.
კომუნიკაციათმცოდნეებიც.

და ა.შ.

ვფიქრობ, ეს არის ძალიან დროუალი და საჭირო რამ, იქნება ძალიან საინტერესო და აბსოლუტურად გამკლავებადი კარავი.ჯი-ს პირობებში. იმისათვის, რომ არ შეიქმნას ქაოსი და სწორად იყოს წარმოდგენილი თითოეული ადამიანის სურვილი მოქმედებად, ალბათ, სასურველია შეიქმნას ადმინისტრაციული და სარედაქციო ჯგუფი და ჩვეულებრივ, სამუშაო რეჟიმში გაკეთდეს ეს საქმე. თუ ეს იდეა თქვენ მოგეწონებათ, საკუთარ თავზე ვიტოვებ იდეის ავტორის ფუნქციას და ვივალდებულებ ჩემი პროფესიული შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურ ჩართულობას.

დანარჩენზე კი ერთად ჩამოვყალიბდეთ...

:)
საბოლოოდ მართლაც ღირებული პროდუქტის დადება შეიძლება

კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Posted: 19 თებ 2009, 14:55
by Nini_A
saskva wrote:ჩემი და ტურიზმზე სწავლობს და საქართველოზე და ტურის დაგეგმვაზე მემგონი საგანი ჯერ არ ქონიათ, აქედან მომივიდა ეს იდეა და ვფიქრობ ყველა ამ სფროთი დაინტერესებული ადამიანისთვისაც საინტერესო იქნებოდა
სად სწავლობს შენი და? აი ჭავჭავაძეში ნამდვილად ასწავლიან და ძალიან კარგადაც :wink: და + ყველა რეგიონის პასპორტიზაციას აკეთებს თითოეული კურსი :)

კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Posted: 19 თებ 2009, 16:12
by ნიმფა
ეს მართლაც და არაჩვეულებრივი იდეაა!

კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Posted: 19 თებ 2009, 17:10
by lama
ARCHILI
ძალიან კარგი იდეაა

ამას უნდა განხორციელება

და მე ჩემი გამოცდილებითა და კომპეტენციით ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს საქმე კარგად აეწყოს

სპონსორის შოვნაც დაგვჭირდება
და იმედი მაქვს მოვიძიებთ
არ იქნება რთული
ეს საქმე საჭირო და აუცილებელია

ასე, რომ

გვალვასი არ იყოს:

"თან საქმე" ;)

კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Posted: 19 თებ 2009, 23:49
by Druides
ისე ამდაგვარი პრდუქტი მესაქართველოში არ მინახავს, თუმცა რამდენად გაიყიდება აი ეგ არის საკითხავი.......................და ისე მაგას ჯობია კარავის სახელით მეგზურები გამოუშვათ რგორც ქართულად ისე უცხო ენებზე თუნდაც ინგლისურად უფრო მეტი შანსია გაყიდვის თან დარწმუნებულივარ ამდენი ადამიანი თუ იმუშავებს 1 მეგზურზე ძAლინ კარგი გამოვა......... მე ერთად ერთი მეგზური ვნახე საქართვე;ო აზერბაიჯანი, სასომხეთი და თურქეთი იყო მოთავსებული საკმაოდ კარგი ნამუშევარი ჩანდა თუმცა იზრაელის გამომცემლობა იყო.......რაღაცა ტურიზმის დეპარტამენტმაც გამოსცა და ძირითად საზღვარგარეთ სარეკლამო ბკლეტებივით ტურ-ოპერატორებს ურიგდედებათ........
ARCHILI
ბიზნესისთვის უკეთესია მეგზური ვიდრე დღიური პრაქტიკაშიც კი დამტკიცებულია

კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Posted: 19 თებ 2009, 23:53
by ARCHILI
Druides wrote:ისე ამდაგვარი პრდუქტი მესაქართველოში არ მინახავს, თუმცა რამდენად გაიყიდება აი ეგ არის საკითხავი.......................და ისე მაგას ჯობია კარავის სახელით მეგზურები გამოუშვათ რგორც ქართულად ისე უცხო ენებზე თუნდაც ინგლისურად უფრო მეტი შანსია გაყიდვის თან დარწმუნებულივარ ამდენი ადამიანი თუ იმუშავებს 1 მეგზურზე ძAლინ კარგი გამოვა......... მე ერთად ერთი მეგზური ვნახე საქართვე;ო აზერბაიჯანი, სასომხეთი და თურქეთი იყო მოთავსებული საკმაოდ კარგი ნამუშევარი ჩანდა თუმცა იზრაელის გამომცემლობა იყო.......რაღაცა ტურიზმის დეპარტამენტმაც გამოსცა და ძირითად საზღვარგარეთ სარეკლამო ბკლეტებივით ტურ-ოპერატორებს ურიგდედებათ........
ARCHILI
ბიზნესისთვის უკეთესია მეგზური ვიდრე დღიური პრაქტიკაშიც კი დამტკიცებულია
ეგ სულ სხვა რამეა ვაჟა და არაფერი აქვს საერთო ამასთან..

მერე კიდევ ბიზნესი რა შუაშია, კარავი შპს კი არაა...

საქმე აწარმოო სამეწარმეო თფავლსაზრისით, სრულიად სხვა რამეა...

ამიტომ... ჩემი თხოვნაა, რომ კონკრეტულად ამ იდეაზე ვიმსჯელოთ, რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს...

ეს მეტად მნიშვნელოვანი გამოცემა იქნება ძალიან ბევრი თვალსაზრისით:

1. კარავის საიმიჯო
2. სატავგადასავლო საინტერესო ამბები
3. ფოტორეპორტაჯები
4. სხვა - ცვენი თვალით დანახული საქართველო

და ა.შ.

ამიტომ, ეგ სრულიად სხვა რამეა, ვაჟა...

თუმცა, დიდი მადლობა ჩართვისათვის, აქ რომ იყო, გამოგვადგებოდი... :)

კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Posted: 19 თებ 2009, 23:58
by Druides
ARCHILI
თუ რამეა სკაიპი და მისი ჯანი ეხლა ის დრო აღარააა დესპანები და მდევარები აააფრინო და 2 კვირის მერეე ჩამოვიდს ფაილი :D :D :D :D ხო იცი სკაიპით გვერდში გიდგევარ :D :D :D :D

კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Posted: 20 თებ 2009, 00:00
by ARCHILI
Druides wrote:ARCHILI
თუ რამეა სკაიპი და მისი ჯანი ეხლა ის დრო აღარააა დესპანები და მდევარები აააფრინო და 2 კვირის მერეე ჩამოვიდს ფაილი :D :D :D :D ხო იცი სკაიპით გვერდში გიდგევარ :D :D :D :D

კი ძმა, ვიცი, აუცილებლად გამოგვადგები...

:)

კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Posted: 20 თებ 2009, 00:03
by burdula
მშვენიერი აზრია,რითიც შემეძლება თქვენს გვერდით ვარ...

კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Posted: 20 თებ 2009, 00:08
by pataputina
და მერე პრესის მიმოხილვაში მაგის მიმოხილვის დაწერაც მომიწევს?


არ მაწყობს!

:?