Page 1 of 2

მესხეთი მიხმობს, მესხეთი მელის...

Posted: 09 თებ 2009, 23:33
by Sarajistka
მესხეთის მოვლისა და მესხეთის შესწავლის ასეთი განსაკუთრებული სურივლი რატომ მაქვს, არ ვიცი... ალბათ ყველაფერი მესხეთის სიყვარულს უნდა დავბრალო.
მესხეთის ასეთი სიყვარული რატომ მაქვს? ეს ალბათ ჩემს ნახევრად მესხობას უნდა დავაბრალო...
ალბათ ამ ყველაფრის ბრალია ტაო-კლარჯეთიც და ყველაფერი სხვა მესხეთთან დაკავშირებულიც.

და მაინც რატომ გავხსენი ეს თემა?
უკვე ძალიან დიდი ხანია მესხეთის ფეხით შემოვლის სურვილი მაქვს. ეგ არაფერი განსაკუთრებული სურვილი არ არისო, იფიქრებთ. მართალნიც იქნებით. არაფერი განსაკუთრებული არაა, მაგრამ მაინც... როცა ამ ჭიამ დამიწყო ღრღნა, მაშინ დავიწყე მომზადება, რაგაცეები მოვიძიე (ცოტა, მაგრამ მაინც) და ენთუზიაზმით წავედი აბასთუმანში, რომ იქიდან დამეწყო და შემომევლო. მაგრამ სამწუხაროდ, ყველა ცუდად შეხვდა ჩემ გადაწყვეტილებას და არავინ გამომყვა, არც გამიშვეს, გიჟად შემრაცხეს და ჩემი სურვილი ოქროს ციხეზე ასვლით (აბასთუმნიდან გადავედი, სასიამოვნოდ დავიღალე და უბედნიერესი ვიყავი) სულ რამოდენიმე დღით მოვიკალი. მის მერე ვეძებ ვინმეს, ვინც წამომყვება, მაგრამ . . . :cry: :cry: :cry: მერე ხელი ჩავიქნია და ყველაფერი სადღაც მივკარგე. ახლა, კი, შემოკარვების შემდეგ მესხეთის ჭია ისევ გააქტიურდა ჩემში. მინდა მესხეთი მოვიარო, ფეხით... ერთ გასვლაზე მოვიარო მთელი მესხეთი, წავიდე დიდი ხნით და დავიკარგო მესხეთში, ვიცხოვრო მესხის ცხოვრებით, რათა უფრო კარგად შევიგრძნო.

ეს ყველაფერი 2009 წლის სავარაუდო გასვლებში ვიცი რომ აღნიშნულია, მაგრამ ერთ გასვლაზეც ხომ შეიძლება ყველაფრის ერთად ნახვა?

ჩემი სავარუდო მარშრუტს დავწერ. თუმცა ბევრისგან დაწუნებული და აბუჩად აგდებულია, ეგრე ხომ შეგჭამს რამეო და ცოცხალი აღარ დაბრუნდებიო, მაგრამ მაინც დავწერ. ბევრი რამე შეიძლება მართლაც ძალიან სასაცილოც კი იყოს და წარმოუდგენელი. მე სიარულის ძალიან ცოტა გამოცდილება მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს დამეხმარებით წესიერი მარშრუტის შედგენაში და იმედი მაქვს სურვილიც გექნებათ წამოხვიდეთ.

აი ასეთია ჩემი დაახლოებითი და ძალინ ზოგადი მარშრუტი: დავიწყოთ თორით - ბორჯომი და მისი შემოგარენი, შემდეგ ბაკურიანის გავლით გადავიდეთ ჯავახეთში - ტბები, ნინოწმინდისა და ახალქალაქის შემოგარენი, შემდეგ სამცხე - ასპინძა, ახალციხე და ბოლოს ადიგენი-აბასთუმნით დავამთვაროთ.

მე ძალიან ცუდად ვიცნობ ამ ადგილებს და შეიძლება მართლაც ძალიან საშინელი და შეუსრულებელი მარშრუუტია :(

მოკლედ, მთავარია ერთ გასვლაზე მთელი მესხეთის (ნუ რაც ჩვენს შემადგენლობაშია, ან რატომ არა იქითა მხარეც) ნახვა.

სულ ესაა, რაც მინდოდა მეთქვა. იმედია დამეხმარებით.

მესხეთი მიხმობს, მესხეთი მელის...

Posted: 09 თებ 2009, 23:42
by Sarajistka
კიდევ იცით რისი სურვილი მაქვს?
სამხრეთიდან მტერი რომ გვიტევდა (და სულ არ გვიტევდა :cry: ), ხომ იყო ციხეების ჯაჭვი მტრის დასაცავად. და ამ ციხეების მოვლა მინდა, ყველასი ერთად, თანმიმდევრობით. არტაანიდან რომ დავიწყოთ თუნდაც და ბორჯომამდე რომ ჩამოვიდეთ. მაგრამ საზღვარი რომ ვალეშია და არა ამ ზოლზე? :(

მოკლედ ჩემი საქმე იმ კახელივითაა რა, წვერს კი მოვიპარსავ მაგრამ იდეებს რა ვუყოო, რომ თქვა. :wink:

მესხეთი მიხმობს, მესხეთი მელის...

Posted: 09 თებ 2009, 23:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
Sarajistka
ძნ მომწონს შენი სურვილიც, გადაწყვეტილებაც, განწყობაც.
მესხეთი ისეთი დიდია, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ფეხით გადაადგილება მოსახერხებელი არ არის.
და ამისთვის არც მხოლოდ 1 ზაფხული გეყოფა.
მცირე-მცირე ტურების დაგეგმვა შეიძლება, რომელსაც მეც სიამოვნებით შევუ1დებოდი.
აი, ოქროს ციხე და გადაღმა ტბები, რომლებზც ამასწ წინათ მარიშკა ლაპარაკობდა, ფეხით სავალია.
ვთქვათ ნინოწმინდიდან ვარძიამდე ფეხით ჩამოსვლა, ცოტა არ იყოს, დროის ფუჭად ხარჯვაა. 60 კმს ისე გაივლი, ბევრს არაფერს ნახავ.
თუ სხვაგან გადაუხვ-გადმოუხვიე, კიდევ არაფერი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, 60 კმ 2ჯერ მეტად გაიზრდება.

მესხეთი მიხმობს, მესხეთი მელის...

Posted: 10 თებ 2009, 00:00
by GAMARJOBA SAKARTVELO
მაკენას სამცხე-ჯავახეთის რუკა აქვს, ამასთან, მაქაურობაზე ბევრი იცის და ვფიქრობ, რომ მისი დახმარება ძნ გამოგვადგება

მესხეთი მიხმობს, მესხეთი მელის...

Posted: 10 თებ 2009, 00:14
by paata_
მეც მიხმობს

მესხეთი მიხმობს, მესხეთი მელის...

Posted: 10 თებ 2009, 00:21
by Sarajistka
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:Sarajistka
ძნ მომწონს შენი სურვილიც, გადაწყვეტილებაც, განწყობაც.
მესხეთი ისეთი დიდია, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ფეხით გადაადგილება მოსახერხებელი არ არის.
და ამისთვის არც მხოლოდ 1 ზაფხული გეყოფა.
მცირე-მცირე ტურების დაგეგმვა შეიძლება, რომელსაც მეც სიამოვნებით შევუ1დებოდი.
აი, ოქროს ციხე და გადაღმა ტბები, რომლებზც ამასწ წინათ მარიშკა ლაპარაკობდა, ფეხით სავალია.
ვთქვათ ნინოწმინდიდან ვარძიამდე ფეხით ჩამოსვლა, ცოტა არ იყოს, დროის ფუჭად ხარჯვაა. 60 კმს ისე გაივლი, ბევრს არაფერს ნახავ.
თუ სხვაგან გადაუხვ-გადმოუხვიე, კიდევ არაფერი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, 60 კმ 2ჯერ მეტად გაიზრდება.
ხო, მე ცუდად დავწერე და ნამდვილად ვერ ავხსენი კარგად. ანუ ფეხით სიარულში ის ვიგულისხმე, რომ ფეხით იარო უმეტესი ნაწილი და რაც მართლა დროის ფუჭად კარგვაა, როგორც აღნიშნე, იქ ტრანსპორტით. ანუ არ იყოს ისე, რომ აქედანვე წახვიდე ტრანსპორტით და ეკლესიის კარამდე მიგიყვანოს იმან თუნდაც.

მესხეთი მიხმობს, მესხეთი მელის...

Posted: 10 თებ 2009, 01:01
by Makena
Sarajistka
GAMARJOBA SAKARTVELO
paata_
როგორც კი გაზაფხულდება და დათბება, მესხეთში რამდენიმე სერიოზულ გასვლას განვახორციელებთ, ჯავახეთში ისეთ ადგილებს მოვინახულებთ სადაც ადამიანების ფეხი უკვე ათეული წლებია არ დადგმულა - თუნდაც აბულის და შაორის ციკლოპური ციხეებით დავიწყოთ და სამსარის ქედს და მონასტერსაც გადავსწვდეთ, ასერომ ეს სიამოვნება წინ გვაქვს :wink: 8)

მესხეთი მიხმობს, მესხეთი მელის...

Posted: 10 თებ 2009, 01:05
by lama
Makena
და კარვებით წავიდეთ კაი?

მაგარი იქნება

5 დღიანი გასვლა მოვაწყოთ

მესხეთი მიხმობს, მესხეთი მელის...

Posted: 10 თებ 2009, 01:12
by GAMARJOBA SAKARTVELO
Makena wrote:თუნდაც აბულის და შაორის ციკლოპური ციხეებით დავიწყოთ და სამსარის ქედს და მონასტერსაც გადავსწვდეთ, ასერომ ეს სიამოვნება წინ გვაქვს :wink: 8)
1 სული მაქვს, აბულის ციხესა და სამსარის ქედზე ფეხს როდის დავდგამ

მესხეთი მიხმობს, მესხეთი მელის...

Posted: 10 თებ 2009, 01:30
by paata_
Makena

რო ვერ შევძლო წამოსვლა, რაც არ უნდა საპატიო მიზეზი მოვიგონო, დამაბი და ისე წამიყვანე :)

მესხეთი მიხმობს, მესხეთი მელის...

Posted: 10 თებ 2009, 10:15
by Sarajistka
მაგარიაააააააააააა... :wink:

მესხეთი მიხმობს, მესხეთი მელის...

Posted: 10 თებ 2009, 10:57
by ნინი_85
იფ იფ, ნერწყვი მომადგა :D

მესხეთი მიხმობს, მესხეთი მელის...

Posted: 10 თებ 2009, 11:14
by Naia
მეც მთელი ზამთარია მიხმობს და მიხმობს :)

ერთი სული მაქვს როდის გამოზაფხულდება, რომ გავმესხეთდეთ :)

პს. კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით მოვინახულებდი კარწახის ტბასაც

მესხეთი მიხმობს, მესხეთი მელის...

Posted: 10 თებ 2009, 12:07
by lama
ნინი_85 wrote:იფ იფ, ნერწყვი მომადგა :D
ვაშლი კი არაა

ან
ატამი
ან
ზღმარტლი

მესხეთია

:roll: :roll: :roll: :roll:

მესხეთი მიხმობს, მესხეთი მელის...

Posted: 10 თებ 2009, 12:59
by Truli
Sarajistka
ჩემნაერო, მეც მაგ კუთხეზე ვგიჟდები...