Page 1 of 1
ყველაფერი სამომავლოებში ხომ არ გადმოვიტანოთ?
Posted: 03 თებ 2009, 13:08
by Gvalva
დიდი ხანია ეს საკითხი გადასაწყვეტია:
ხომ არ ჯობია, ყველა ღონისძიება რაც ტარდება თავისი თარიღით "სამომავლო გეგმებში" დავაანონსოთ, რომ ადამიანს რომ აინტერესებს რა ტარდება, ერთგან შევიდეს და ყველაფერი ნახოს.
თორემ ზოგჯერ ყველა განყოფილების ჩამოვლის დრო არ არის და შეიძლება რაიმეში მონაწილეობა ვერ მიიღო იმიტომ რომ გამოგრჩა.
მოდით ვცადოთ, ველოტურებია, სხვა აქტივობები თუ რა, თუ რამე ღონისძიება ტარდება, როგორც კი თარიღი გაირკვევა თემა გავხსნათ სამომავლოებში, ოღონდ
თემის სათაურში ღონისძიების თარიღი აუცილებლად ეწეროს
ეს აქამდე იმიტომ არ გაკეთდა რომ ვიღაც შეიძლება მხოლოდ თხილამურებში შედიოდეს, სხვა განყოფილებებს არ ათვალიერებდეს, მაგრამ მოდი ასეთმა ადამიანებმა თხილამურები და სამომავლოები დაათვალიერონ ხოლმე.
შეიძლება თავის განყოფილებაში გახსნილი თემა მოდერატორმა გადაიტანოს სამომავლოებში ისე რომ ჩრდილი დარჩეს თემატურ განყოფილებაში. ეს ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტია.
სამომავლოებში ერთად ეწერება თუ რამ ღონისძიებებია, ფეხბურთი იქნება ეს თუ თევზაობა თუ რა
აბა რას იტყვით? ივარგებს? რაღაცა უკვე მომწონს, თუ საწვალებელი არაა

ყველაფერი სამომავლოებში ხომ არ გადმოვიტანოთ?
Posted: 03 თებ 2009, 13:12
by KINALOKO
Gvalva
მე ჩემდათავად გეთანხმები
უფრო დალაგებულად იქნება და მოსახერხებლად............
აიიი, სამომავლო გეგმებიც რომ დაიყოს განყოფილებებად???
ლაშქრობები, აქტივობები ღია ცის ქვეშ, ღია ცის ქვეშ, თხილამურები, თევზაობა და ა. შ. არა??

ყველაფერი სამომავლოებში ხომ არ გადმოვიტანოთ?
Posted: 03 თებ 2009, 13:21
by Gvalva
განყოფილებებად არა მგონია მაგრამ, სათაურში რომ ჩანდეს ეს რა სახეობაა, ვთქვათ თევზაობა, და აუცილებლად თარიღი.
ვთქვათ, 15 თებერვალს სცალია ადამიანს, შევა სამომავლოებში და ნახავს რა ხდება შეუერთდება თუ დააინტერესებს, ახლა ისეა რომ 15 თებერვალს რომ სცალია, უნდა ჩამოიაროს ყველა განყოფილება სადმე რამე ხომ არ ხდებაო...
ყველაფერი სამომავლოებში ხომ არ გადმოვიტანოთ?
Posted: 03 თებ 2009, 13:34
by Mta Mkvarebia
Gvalva
მეც მაგ აზრი მაწუხებდა სულ. ბევრ კარაველს დაწყვეტია გული რომ ისეთი ღონისძიება გამოუტოვებია, რომელიც ლაშქრობის სპეციფიკისგან განსხვავდებოდა და მისი ანონსი შესაბამისად სხვა განყოფილებაში იყო გახსნილი. სამომავლო გეგმებში არაფერი ეწერა და აბა როდის დაიგეგმაო, უთქვამთ.
ყველაფერი სამომავლოებში ხომ არ გადმოვიტანოთ?
Posted: 03 თებ 2009, 14:08
by saskva
პირადად მე მივესალმები
სამწუხაროდ ხშირად გამომიტოვებია ისეთი აქტივობა რომელზე თემაც სხვადასხვაში იყო გახსნილი
ყველაფერი სამომავლოებში ხომ არ გადმოვიტანოთ?
Posted: 03 თებ 2009, 14:43
by Wanderer
Gvalva
შეიძლება თავის განყოფილებაში გახსნილი თემა მოდერატორმა გადაიტანოს სამომავლოებში ისე რომ ჩრდილი დარჩეს თემატურ განყოფილებაში. ეს ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტია.
კი. მგონი ასე სჯობს.
პირიქით რომ იყოს ანუ ჩრდილი სამომავლოებში და თემა თემატურში უკეთესი იქნებოდა ალბათ, მაგრამ მგონი მაგი არ გამოვა...
ყველაფერი სამომავლოებში ხომ არ გადმოვიტანოთ?
Posted: 03 თებ 2009, 15:29
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვფიქრობ, რომ სხვა და სხვა აქტივობების განყოფილება უნდა ამოვიდეს "სამომამვლო გეგმების" განყოფილებასთან.
ან გაკეთდეს "სხვა და სხვა აქტივობების სამომავლო გეგმები"
და გასვლების "სამომავლო გეგმები" არსებულის სახით დარჩეს, სადაც გასვლების გარდა, სხვა არაფერზე იწერება.
ყველაფერი სამომავლოებში ხომ არ გადმოვიტანოთ?
Posted: 05 თებ 2009, 13:56
by Gvalva
მოდით ყველა ღონისძიების შესახებ ანონსი გავაკეთოთ სამომავლო გეგმებში
სათაურის ფორმატი: თარიღი, ღონისძიების დასახელება
თარიღი იყოს ფორმატით dd.mm.yy
ღონისძიების დასახელება მაქსიმალურად ინფორმატიული
მაგ. "
27.08.09, ველოტური ბაზალეთზე" - ჯერ თარიღი, მერე დასახელება
ვთხოვ ყველა განყოფილების მოდერატორს, მიაქციოს ყურადღება რომ მის განყოფილებაში დაგეგმილი ღონისძიება დაანონსდეს სამომავლოებში.
თუ თემაში საუბარი მიდიოდა ზოგადად პარაპლანით ფრენაზე და დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიება,
საჭიროების შემთხვევაში დროებით დახურეთ პარაპლანის თემა, რომ ორგან არ გაგრძელდეს ღონისძიებისთვის მზადება. კარგი იქნება თუ დახურვისას მოდერატორი გააკეთებს ჩანაწერს: თემა დროებით დახურულია ღონისძიების ჩატარებამდე და ბმული სამომავლოების თემაზე.
განსაკუთრებული თხოვნა ყველასადმი: ღონისძიების დაგეგმვისას პროფილი იყოს კარვული, ანუ რისთვისაც შეიქმნა ეს პატარა ფორუმი.
ხომ შეიძლება ეს ერთი ფორუმი მარტო ერთი პროფილის საკითხებს ჭრიდეს?
კონსერვატორიაში სტუდენტი რომ ჩააბარებს თუ მას დახვდება ლექციები კანალიზაციაზე, სასმელი წყლის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად, მუსიკის სასწავლად მისული ადამიანი კონსერვატორიიდან წავა.

იდეა გადმოტანილი კინოს თემიდან:
თუ მაინცდამაინც ვერ ვითმენთ და რაიმე არაპროფილის ღონისძიების ჩატარება გვინდა, მაგალითად კინოში ერთად წასვლა, (ეს მეც მინდა), გავიღოთ "ხარკი" კარავის წინაშე, ყველა მონაწილისგან 1 ლარის ოდენობით და შევიტანოთ კარავის ფონდში.
"ხარკის" გაღების და კარავის ფონდის საკითხებს მიხედავს xruxuna
ყველაფერი სამომავლოებში ხომ არ გადმოვიტანოთ?
Posted: 05 თებ 2009, 14:39
by lama
Gvalva
და ეს განყოფილებაც დარჩება მხოლოდ
სხვადასხვა იდეების ამარა

ყველაფერი სამომავლოებში ხომ არ გადმოვიტანოთ?
Posted: 05 თებ 2009, 14:54
by Katy
მეც ხშირად გამომიტოვებია ღონისძიებები, რომლებიც სხვა განყოფილებებში იყო გახსნილი.. ყველაფერი შევაერთოთ და როდესაც უკვე ჩატარდება ეს ღონისძიება, უკვე გადახარისხდეს შესაბამის თემებში
ყველაფერი სამომავლოებში ხომ არ გადმოვიტანოთ?
Posted: 05 თებ 2009, 15:01
by Gvalva
lama
აუ, ვერ გავიგე რა თქვი, სორი
Katy
კი, ზუსტად ასე ვაპირებთ

, და დაგემვის და ღონისძებების თემებში იქნება ერთმანეთის ბმულები, გადასაბმელად
ყველაფერი სამომავლოებში ხომ არ გადმოვიტანოთ?
Posted: 05 თებ 2009, 15:20
by lama
Gvalva wrote:lama
აუ, ვერ გავიგე რა თქვი, სორი
ანუ ამ განყოფილებაში რაღა დარჩება????
ყველაფერი სამომავლოებში ხომ არ გადმოვიტანოთ?
Posted: 05 თებ 2009, 16:28
by Katy
Gvalva
ძალიან მოსახერხებელია ნამდვილად!
