Page 1 of 2

დუხაბორები..

Posted: 25 იან 2009, 02:12
by Truli
ჩემი აზრით საქართველოს ერთერთი ხიბლი არის ამ პატარა ქვეყანაში კულტურების სიმრავლე.
დღეს ლაივჯორნალში წავაწყდი საინტერესო ფოტოებს
http://community.livejournal.com/fotosa ... 33685.html
Image

Image

როგორც ფოტოების ავტორმა მითხრა, ეს ადგილი არის ნინოწმინდა - გიუმრის გზაზე, არლოვკასთან... თან დუხაბორები ძალიან ცოტა არიან და მალე ალბათ აღარ დარჩებიან და მინდა ვნახოთ მათი კულტურული მემკვიდრეობა სანამ შესაძლებელია... თან ეს ჯავახეთია და სხვა რაღაცეების ნახვაც შეგვიძლია...
რას იტყვით?

დუხაბორები..

Posted: 25 იან 2009, 02:25
by perwkli
შეგვიშვებენ ასე თავიანთ დასახლებაში?

დუხაბორები..

Posted: 25 იან 2009, 02:26
by lama
"დუხობორები"

ქართულად მათ სულთმბრძოლებს უწოდებენ

ეს ერთ-ერთი სექტაა ქრისტიანული სარწმუნოებისა

ერთ დროს

ამ სექტის სერიოზული მიმდევარი თვით ლევ ტოლსტოი გახლდათ :)

დუხაბორები..

Posted: 25 იან 2009, 02:36
by ARCHILI
როგორც ვიცი, სწორედ ომის პერიოდში გადაასახლეს დარჩენილი ოჯახების უმრავლესობა კვლავ რუსეთში...

მე ყოველთვის მაინტერესებდადა მხიბლავდა ამ ხალხის თვითმყოფადი კულტურა და ახლაც, რომ გავიგე მათი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება, ისე ვიგრძენი თავი, თითქოს ვიღაც საკუთარი წასულიყოს...

ამიტომ, ახლა მართლაა გასარკვევი, თუ დარჩა ვინმე კიდევ მათგანი აქ და როგორ არიან...

დუხაბორები..

Posted: 25 იან 2009, 02:58
by Truli
maikomaiko
რატომაც აარა? რამდენადაც ვიცი პაცეფისტები არიან. თავის დროზე, მეფის დროს, როდესაც მეფემ მათ ჯარში წასვლა უბრძანა, მათ დაწვეს ყველანაერი იარაღი რაც ჰქონდათ... მშვიდობიანი ხალხია... ვინც ეს სურათები გადაიღო ქართველი სტუდენტია...
ARCHILI
რომელ ომს გულისხმობ?

დუხაბორები..

Posted: 25 იან 2009, 02:59
by Varvara
Truli

ალბათ არლოვკის ნაცვლად გორელოვკას გულისხმობდა მაგ ფოტოს ავტორი. ივლისში რომ ვიყავით ჯავახეთში ტბებზე, ვიყავით მაგ სოფელში. თემა გაათვალიერე და მასეთი სახლების სურათებს ნახხავ

დუხაბორები..

Posted: 25 იან 2009, 03:00
by Truli
Varvara
ოკ, და დუხაბორები იყვნენ?

დუხაბორები..

Posted: 25 იან 2009, 03:15
by Varvara
Truli

თუ არ ვცდები ამ სოფლისკენ გზაზე მიდიოდა თეთრ თავსაფრიანი ერთი მოხუცი ქალი, და ჩემი ვარაუდით დუხაბორი უნდა ყოფილიყო.

დუხაბორები..

Posted: 25 იან 2009, 07:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
Truli wrote:ჩროგორც ფოტოების ავტორმა მითხრა, ეს ადგილი არის ნინოწმინდა - გიუმრის გზაზე, არლოვკასთან... თან დუხაბორები ძალიან ცოტა არიან და მალე ალბათ აღარ დარჩებიან და მინდა ვნახოთ მათი კულტურული მემკვიდრეობა სანამ შესაძლებელია... თან ეს ჯავახეთია და სხვა რაღაცეების ნახვაც შეგვიძლია...
რას იტყვით?
სოფელს ორლოვკა ჰქვია. არლოვკა არ არის სწორი და ნინოწმინდის რაიონშია.
ვარვარა გორელოვკას ახსენებს და ეგეთი სოფელიც არის, ასევე, ნინოწმინდის რაიონში.
ძნ საინტერესო ხალხია.

არ ვიცი, ტრული, მათ კულტურულ მემკვიდრეობაში რას გულისხმობ. ყოფით კულტურას უფრო ნახავ, ეზოს, ყაისნაღით
ნაქსოვს, სტუმრის ოთახის მოწყობის რუსულ სტილს და ა.შ.
ცალკე თუ წახვალ, მიგიღებენ, მაგრამ კარავულად იმათთან წასვლა, სწორი არ მგონია.
ჯავახეთში წასვლა კი კგია.
გიორგობისთვის ჯიპ-ტურში ხანჩალის ტბიდან აბულის ციხის გზამდე დუხაბორთა (მგონი, "დოხობორი" უფრო სწორია)
არა1სოფელი გაიარე და გზად ბევრი რამეს ისედაც ნახავდი.
როგორც ჩანს, ამ განსხვავებულ სახლებს ან ყურადღება არ მიაქციე ან არ გიფიქრია, რომ სწორედ ისინი იყო დუხაბორთა საცხოვრებელი.

ჰო, შარშან ჯავახეთში 3-4 კარავული გასვლა გვქონდა და გზაზე დუხაბორები რამდენჯერმე შემოგვხდნენ.
ეს მშვიდობის მოყვარული ადამიანები ჯერ კიდევ არის საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტავდებიან.
გამსახურდიას მმართველობის დროს, დიდი ნაწილი რუსეთში გადასახლდა.

დუხაბორები..

Posted: 25 იან 2009, 11:16
by popins
ძალიან კაი ხალხია..მაგათ სახლშიც ვარ ნამყოფი და რაღაც დღესასწაული აქვთ..ტბასთან შლიან გრძელ თეთრ სუფრას.. იმდენად დიდი ხნის წინ ვიყავი მანდ რომ აღარ მახსოვს როდისაა ეგ დღესასწაული..თავი რუსულ ზღპარში გეგონება..უმაგრესი ხალხია რა..ძალიან თბილი.

დუხაბორები..

Posted: 25 იან 2009, 11:16
by Truli
GAMARJOBA SAKARTVELO
გმადლობ ინფოსთვის...
სიმართლე გითხრა ჯიპ ტურისას მაგდაგვარი სახლები ნამდვილად არ შემხვედრია. უმეტეს წილად ვაკვირდებოდი სოფლებს და ყველა სოფე;ლი ერთნაერი იყო და სომხური... ასეთი ტიპის შენობა რომ დამენახა ყურადღებას მივაქცევდი...

დუხაბორები..

Posted: 25 იან 2009, 11:25
by paata_
90-იანი წლების ბოლოს ვიყავი მანდ, რამდენიმე დღე მოგვიწია დარჩენა და კაი სტუმართმოყვარე ხალხია

დუხაბორები..

Posted: 25 იან 2009, 12:46
by ARCHILI
Truli wrote:
ARCHILI
რომელ ომს გულისხმობ?
ამ აგვისტოს ომს ვგულისხმობ, დასაზუსტებელი ინფორმაციაა, ცხადია, მაგრამ კარგად მახსოვს ამ მოლაპარაკების პროცესი და მერე ინფორმაციასაც გავეცანი, რომ დააბრუნესო ...

რა ვიცი, მაინც გადაამოწმეთ, თუ არის კიდევ ვინმე დარჩენილი და წახვალთ, დიდი სიამოვნებით გამოგყვებით მეც...

დუხაბორები..

Posted: 25 იან 2009, 12:54
by Truli
ARCHILI
და აგვისტოს ომი მაგათთან რა შუაშია? თუ სწორად მივხვდი ეგ ხალხი სრულიად აპოლიტიკურია.
თუ წავალთ რაღა სათქმელია... რაიმე ტური მოვაწყოთ ჯავახეთისკენ... ცოტა დროის და მანძილის პრობლემაა თორე...

დუხაბორები..

Posted: 25 იან 2009, 12:58
by ARCHILI
Truli wrote:ARCHILI
და აგვისტოს ომი მაგათთან რა შუაშია? თუ სწორად მივხვდი ეგ ხალხი სრულიად აპოლიტიკურია.
თუ წავალთ რაღა სათქმელია... რაიმე ტური მოვაწყოთ ჯავახეთისკენ... ცოტა დროის და მანძილის პრობლემაა თორე...
აგვისტოს ომიმათთან არაფერ შუაშია, ადგილობრივ დუხობორებს დიდი ხანია მიმართული ქონდათ რუსეთის ხელისუფლებისადმი თავიანთი დაბრუნების თაობაზე... რაც, ამ პერიოდში დაუკმაყოფილეს და ქართულ მხარეს ხელი არ შეუშლია, მეტიც, თუ სწორად მახსოვს, რუსეთისე ხელისუფლების რომელიღაც რიგითი წევრიც ჩამოვიდა აქ, მათთან და რუსული პასპორტები გადასცა...