Page 1 of 1

დავათის სტელის ასლი დავათში

Posted: 15 იან 2009, 15:21
by Gvalva
ეს იდეა კოტე ტბელის არის, მე უბრალოდ გაგაცნობთ საქმის მსვლელობას

ხო, არანაკლები წვლილი აქვს Kakha-ს

მოკლედ, დავათის ცნობილი სტელა არქეოლოგების მიერ წამოღებულია დავათიდან და იქ მისული ადამიანი ვერაფერ კვალს ვერ ნახულობს იმისა თუ რა მნიშვნელოვან ადგილას იმყოფება.

ის კი არა ადგილობრივებმაც ბევრმა არ იცის ამის შესახებ

დაიბადა იდეა, სტელას ფოტოები გადავუღოთ, ნატურალურ ზომაზე დავბეჭდოთ და დავათის ღვთიშობელში ასეთი ასლები მაინც დავდოთ თუ მულიაჟი არ არის.

კახასგან ვიცოდი რომ სტელა დუშეთში ერისთავების მუზეუმში იყო და უკვე მზად ვიყავით დუშეთში წასასვლელად (უკან გზაზე ხინკალი სად უნდა გვეჭამა ისიც ვიცოდით) რომ ისევ კახამ გაარკვია რომ აგერ თბილისში ჯანაშიას მუზეუმში ყოფილა

ეხლა ისევ კახა თავის ისტორიკოს მეგობრებთან გაარკვევს როდის და როგორ შეიძლება მისვლა და გადაღება. მუზეუმს თავისი წესები აქვს და ვნახოთ რას გვეტყვიან.

კოტეს შტატივი მზად აქვს და უმაგრეს ხარისხს გვპირდება. ასევე მისი პროფოტოს ნაცნობობით ფოტოს უსწრაფესად დაგვიბეჭდავენ იმ ზომებში რასაც ვეტყვით.

ასევე კოტე ამზადებს ისტორიულ მასალას (ტექსტს) რომელიც ფოტოს თან დაერთვება დავათში, რომელსაც ვანახებთ მუზეუმის თანამშრომლებს და ისინი თავის მხრივ დაადასტურებენ ან შეასწორებენ თუ რამე შესაცვლელია.

მოკლედ, კვირამდე ალბათ მოვასწრებთ და ჩვენი მეორე ჯგუფი რომ წავა დავათში გავატანთ

დავათის სტელის ასლი დავათში

Posted: 15 იან 2009, 15:28
by qvevri
დიდი ვრაფერი დახმარება შემიძლია, მაგრამ თუ რაიმეთი შეგეწევით თქვენ გვერდში ვარ ყველანაირად. თუ ამ ეტაპზე ვერ ესწრება(ჯობია არ ვიჩქაროთ) დაწყნარებულად გავაკეთოთ ეს საქმე, ტაძრის მოძღვისგანაც ავიღოთ კურთხევა, სტელას რეპროდუქცია ფიცარზე დავაკრათ და ერთი კაი გასვლაც მივუძღვნათ ამ ფრიად კეთილშობილ საქმეს.

დავათის სტელის ასლი დავათში

Posted: 15 იან 2009, 15:33
by Gvalva
ფიცარი არა, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიები აქვთ პროფოტოში და იმის გაკეთებას ვფიქრობ

რომ არ ვიჩქაროთ დაგვავიწყდება, გადაიდება, გაჯანჯლდება... აქ ერთი თვის სამუშაო არაა, როცა უნდა გავაკეთოთ მაინც ერთი შებერვით უნდა გავაკეთოთ და ბარემ ეხლა ვქნათ

დავათის სტელის ასლი დავათში

Posted: 15 იან 2009, 15:36
by qvevri
Gvalva wrote:ფიცარი არა, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიები აქვთ პროფოტოში და იმის გაკეთებას ვფიქრობ

რომ არ ვიჩქაროთ დაგვავიწყდება, გადაიდება, გაჯანჯლდება... აქ ერთი თვის სამუშაო არაა, როცა უნდა გავაკეთოთ მაინც ერთი შებერვით უნდა გავაკეთოთ და ბარემ ეხლა ვქნათ
თუ ასეა მაშ წინ :!: :)

დავათის სტელის ასლი დავათში

Posted: 15 იან 2009, 15:48
by Kakha
ხალხო,

ახლა როგორ განვითარდა მოვლენები - დილიდან, მას მერე რაც გვალვა დამიკავშირდა, ველაპარაკე ჯერ დუშეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ერთ წევრს, რომელსაც კარგად ვიცნობ, რადგან მათ ბაზაზე, დუშეთში, მეგულებოდა სტელა. მან მითხრა, რომ სტელა რაღაცა დროის წინ გადაიტანეს თბილისში. ამის მერე ველაპარაკე ჩემს მეგობარს, რომელიც ხელოვნების მუზეუმის საგანძურის მთავარი მცველია, ვისგანაც გავიგე, რომ სტელა ამჟამად ინახება სახელმწიფო მუზეუმის (ჯანაშიას მუზეუმის) ქვის ფონდში. ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე დახმარება. რამდენიმე წუთის წინ ისევ ველაპარაკე ამ ჩემს მეგობარს, საგანძურის მთავარ მცველს, რომელიც თავის მხრივ დაელაპარაკა სახელმწიფო მუზეუმის ქვის ფონდის მცველს.

აღმოჩნდა, რომ გუშინ, დავათის ტაძრის მოძღვარმა ააღებინა ასლი სტელიდან და ასევე გადააღებინა ფოტოები. როგორც მოძღვარს უთქვამს, მას უნდა რომ სტელის ასლი დააბრძანონ ტაძარში.

ახლა, როცა გავარკვიეთ რა ვითარებაა, მგონია, რომ უხერხული იქნება ჩვენი ჩარევა.

შეიძლება უახლოეს დავათში ასვლაზე, რომელიც დაგეგმილია, ამ კვირას, 18 იანვარს, ასლი დავათში არ იყოს აბრძანებული, მაგრამ ალბათ რაღაც მომენტში მიამბრძანებენ.

ყველას და განსაკუთრებით ადმინს დიდი მადლობა, მაგრამ ალბათ ჯობია რომ დავხუროთ ეს თემა.

ყოველთვის ასეთი კარგი ამბები გაგვეგოს - მე კარგა მაგრა გამეხარდა რომ ამდენი ადამიანი - უცნობი და ნაცნობი ერთი მიმართულებით ფიქროს და მოქმედებს.

დავათის სტელის ასლი დავათში

Posted: 15 იან 2009, 15:51
by qvevri
აგაშენათ ღმერთმა :!:

დავათის სტელის ასლი დავათში

Posted: 15 იან 2009, 16:13
by Gvalva
ძალიან მაგარი დამთხვევაა და გასახარია რომ იმაზე უკეთესად აკეთებენ ამას ვიდრე ჩვენ ვაპირებდით.

რა თქმა უნდა ჩვენი ჩარევა საჭირო აღარ არის, არადა როგორი დამთხვევაა! მე რომ მონაწილე არ ვყოფილიყავი როგორ დაიბადა და განვითარდა იდეა-მოვლენები ვიტყოდი ასეთი დამთხვევები მხოლოდ ფილმებში ხდება მეთქი...

თემა იყოს აზრების და ემოციების გამოსახატად ცოტა ხანს და მერე დავხუროთ

დავათის სტელის ასლი დავათში

Posted: 15 იან 2009, 16:21
by ლეონტი
ეხლა რა ემოცია მქონდა, თუ კეთდება მეტქი ვიფიქრე რაღა ქარალდები ვაფრიალოთ წვიმაში, ბარემ ნამდვილი სტელის ასლი გავაკეთებიოთ და სევწიროთ ტქვა.
მაგრამ არ დავწერე ეს აზრი , რადგან გიჟის რეპუტაცია უსარგებლოა, ხანდისხან.
ეხლა თემა კი არ უნდა დაიხუროს, უნდა ვკიტხოთ იმ კაცს, კი იდეაში აკეთებს მარა გამოსდის თუ არა , Fინანსურად ან სხვა მხრივ, და ხომ არ შეუამხანაგდეთ საქმეში.
ჰა?

დავათის სტელის ასლი დავათში

Posted: 15 იან 2009, 16:39
by Gvalva
ლეონტი

ხო, კახასაც ქონდა ასლის იდეა, მაგრამ ეს იმდენად სპონტანურად იყო და მზადდებოდა ამ კვირისთვის რომ ფოტოზე შევჩერდით...

რაც შეეხება შეამხანაგებას იმ კაცმა ჩვენი არსებობა სულ არ იცოდა და აკეთებდა, ეხლა რომ მივეჭრათ ვერც დავაჯერებთ რომ ეს დამთხვევაა და მიტმასნება არ გამოგვივიდეს, რა ვიცი...

დავათის სტელის ასლი დავათში

Posted: 15 იან 2009, 16:48
by ლეონტი
მაშინ ჩვენ რომელიმე ადრე ქრისტიანული პერიოდის სტელის ასლი დავამზადებიოთ და თავის ორიგინალ ადგილზე დავდგათ.

დავათის სტელის ასლი დავათში

Posted: 15 იან 2009, 18:28
by kotetbeli
ჩვენ ჩვენ სიკეთეში უკვე ჩაგვეთვალა, ღმერთმა უწყის ჩვენი ნდომა და სურვილი. მადლობა ღმერთს ასეთ საქმეზე თურმე უფრო ბევრი ფიქრობს, ვიდრე მეგონა, ეს უკვე კარგია! :wink: :wink: :wink:

საკეთებელი საქმე ძალიან ბევრია, ასე, რომ წინ კარგი საქმის კეთების კიდევ დიდი ბედნიერება გვაქვს :wink:

დავათის სტელის ასლი დავათში

Posted: 17 იან 2009, 13:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
ლეონტის აზრი სტელას ასლის დამზადებაზე, მომეწონა.
ელი-ელი-კოტეტბელს ვეთანხმები, რომ სხვაც ბევრია გასაკეთებელი და იმას მივხედოთ.
თუ ზემოთხსენებულ საქმეს ბოლომდე მიყვანა გაუჭირდა, შევეხმიანოთ და ეგებ ჩვენც გამოვადგეთ