Page 1 of 7

ჯიპტური სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშო

Posted: 07 იან 2009, 14:08
by Kakha
ხალხო, ეს გირას პოსტია, რომელიც გადმოვიტანე ქოზიფას გასვლის აღწერიდან. რაღაც ვერ მოვახერხე, რომ ავტორი ისევ გირა დარჩენილიყო. ამისთვის ბოდიში. მე რომ წავიკითხე მარშრუტის აღწერა ნერწყვები წამომივიდა. მოკლედ, რომ გამოზაფხულდება მე ჩემი ჯიპით მიგულეთ მაგ გასვლაში.

გირა, იმედია, როგორც გზების (თუ უგზოობის მცონე) კაცი გვიწინამძღვრებ მაგ გასვლაში. და კიდევ კითხვა სამ დღეში ჩავეტევით?

დიდი სიამოვნებით გავიჯიპტურებდი კარველებთან და ოფროუდერებთან ერთად რამოდენიმე დღიანზე(კარვებით) და ჯიპებით უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში. ანუ ზემოქედიდან დავეშვებოდი საბათლოსკენ, იქედან ალმალოს ჭალა, ღორისწყალი, შავი მთა და მისი მიდამოები( ულამაზესი კანიონებია). ამ კანიონებში მანქანებითაც შედიხარ და თავი სადღაც ზღაპარში გგონია თანაც სხვა ქვეყანაში ხარ თითქოს. შემდეგ ალაზნის მხარეს ბოლომდე დაუყვებ, გაივლი ვაშლოვანს, გადმოხვალ ივრისკენ და ამოუყვები იორს, გამოხვალ სადღაც იორმოღალოში თუ გინდა დედოფლისწყაროში და ტრასით უკან დაბრუნდები. ეს მარშრუტი რამოდენიმეჯერ მაქვს გავლილი წაღმა და უკუღმა მიმართულებით ნადირობა ნადირობით და საქონლის გადარეკვა გადმორეკვით მწყემსებთან ერთად. ადრე ფერმერობას მივდევდი რამოდენიმე წელი და ახალგორის მთებიდან შირაქისა და ელდარის საძოვრებზე ვერეკებოდით ხოლმე საქონელს გამოსაზამთრებლად.
აი ის ზემოთხსენებული მარშრუტი ჯიპებით მაგარი რამე გამოვა, მაგრამ რამოდენიმე დღე დაჭირდება მაგის გავლას. ამასთან ერთად საწვავის დიდი რაოდენობა დაჭირდება და კარგად მომზადებული მანქანები თავისი მოზადებული მძღოლებით. თუ გავერთიანდით კარველები და ჯიპერები დაძლევადი და საინტერესო ტური გამოვა ჩემი აზრით. ფოტოები კი მაქვს მაგ ადგილების, მაგრამ უხარისხოებია და თან ლენტზეა, ამიტომ აქ ვერ დავდებ

ალბათ ვერც კი წარმოგიდგენიათ რა სილამაზეზე გელაპარაკები!!!!!!
მე შეიძლება ვერ აღვწერე რაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ენით აუწერელია!!!

ჯიპტური სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშო

Posted: 07 იან 2009, 14:13
by Naia
Kakha
როგორც მივხვდი, გირა ვაშლოვანისა და ლაგოდეხის ნაკრძალებს შორის მდებარე ტერიტორიაზე ლაპარაკობს. კანიონებში კი ალბათ, მიჯრისყურისა და არწივის ხეობის კანიონები იგულისხმება.

სხვათაშორის, ამ შაბათ-კვირას მივდივართ არწივის ხეობაში. შავი კლდეებისა და იქ მდებარე ტბის (რომელსაც ზოგიერთი 'თამარის ტბას', ზოგი კი 'შავი კლდეების ტბას' ეძახის) მონახულება კი ამ ზაფხულს მაქვს დაგეგმილი.

მიუხედავად იმისა, რომ მაქეთ ნამყოფი ვარ, დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი ამ გასვლას გაზაფხულზე ან ზაფხულში.

ჯიპტური სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშო

Posted: 07 იან 2009, 14:17
by Kakha
Naia
როგორც ვხვდები არა მარტო ეგ კანიონები, არამედ ივრისპირებზეც საუბრობს, რომლის სილამაზესეც ლეგენდები გამიგია (ძირითადად მონადირეებისაგან)

ჯიპტური სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშო

Posted: 07 იან 2009, 14:49
by ლეონტი
გაზაფხულზე მანდ გიურზები იღვიძებენ და აგრესიულები არიანო.
:shock:

ჯიპტური სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშო

Posted: 07 იან 2009, 16:45
by Archil
ლეონტი wrote:გაზაფხულზე მანდ გიურზები იღვიძებენ და აგრესიულები არიანო.
:shock:
კარაველებზე აგრესიულები?

წაღვერის ტყეში მგლები აღარ გაჩერდნენ ამათი ხმაურის შემხედვარე და :)

ჰოდა მაგარი საინტერესოა და მინდა :)

ჯიპტური სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშო

Posted: 07 იან 2009, 16:46
by lama
სათაური შესასწორებელია :) ;)

დიდი სიამოვნებით წამოვალკ მეც და მე გიმასპინძლებთ

ზემო ქედი ჩემი სოფელია სადაც ბავშვობის ნაწილი მაქვს გატარებული და სადაც ცხოვრობს ბებიაჩემი ბიძაჩემი ბიცოლაჩემი და ბიძაშვილები

და რაც მთავარია ჩემი გვარის ხალხი :)

ჯიპტური სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშო

Posted: 07 იან 2009, 17:01
by Truli
მხარს ვუჭერ. არ ვარ მაქეთ ნამყოფი

ჯიპტური სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშო

Posted: 07 იან 2009, 17:06
by GIRA
Naia
ნაია, ჩემო კარგო ვაშლოვანის და ლაგოდეხის ნაკრძალებს შორის, ჩვენდა სამწუხაროდ აზერბაიჯანია უკვე.
მიჯრიყურე კი შედის მაგ მარშრუტში ასევე, ჩაკიდულა და ბეევრი საინტერესო ადგილები.
მაგ მარშრუტის გავლას თუ მოვინდომებთ სამი დღე გვეყოფა ალბათ. ადგილობრივი უნდა გამოგვყვეს აუცილებლად, ასე ჯობია დამიჯერეთ. ადგილობრივებში კი მყავს მე ადამიანი, ვინც ითავებს. დიდებული კაცია, მან მატარა მაგ ადგილებში, თითოეული ბილიკი და გუბე იცის. ადვილად დაიკარგები მანდ ისეთი ადგილებია. მაგრამ ჯპს-ით გამოაგნებ, უბრალოდ საწვალებელი იქნება იმ სილამაზეების მოძებნა არააბორიგენისთვის.
თუ მოხერხდა ცაფიქრებული მარშრუტის დაგეგმვა და გავლა, ტრეკს ჩავიწერთ ჯპს-ზე და შემდგომისთვის გამყოლიც აღარ დაგვჭირდება.

გიურზები კი ძალიან ბევრია, მაგრამ მე ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისშიც კი მინახია მანდ მოქმედებაში ეგ საძაგლები.
სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერ დროს.

ჯიპტური სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშო

Posted: 07 იან 2009, 17:07
by lama
გირას დავეთანხმები უუუუუულამაზესი ადგილებია :)

სავ მთაში სანადიროდ გავყევი ბიძაჩემს ტახზე

და ნადირობა კი არა და ბუნებას ვუყურებდი მხოლოდ

მართლაც გასაოცარია იქაურობა

ზემო ქედიდან, რომ ჩადიხარ ალაზანზე ულამაზესია შენს წინ გადაშლილი ალაზნის ველი

საოცარია

ჯიპტური სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშო

Posted: 07 იან 2009, 17:28
by GIRA
lama
გეთანხმები, მაგარი ადგილებია. მაგრამ წინ, ალაზნის გაღმა კახსა და ნუხს, რომ გაყურებ, ბოღმით ივსები და ორჯონიკიძის გინებით და სულის ტრიალით ვერ ძღები კაცი :evil:

ჯიპტური სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშო

Posted: 07 იან 2009, 17:35
by ლეონტი
რუკაზე ხომ არ გაქვთ ეგ მარსრ... უკაცრავად სვლაგეზი?

ჯიპტური სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშო

Posted: 07 იან 2009, 17:43
by GIRA
ლეონტი
არა, სამწუხაროდ.

ჯიპტური სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშო

Posted: 08 იან 2009, 06:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
Kakha
აი, მესმის საქმის დაწყება.
მეც მიგულეთ ამ გასვლაში.
გიურზები არაფერს დაგვაკლებენ
GIRA wrote:Naia

თუ მოხერხდა ცაფიქრებული მარშრუტის დაგეგმვა და გავლა, ტრეკს ჩავიწერთ ჯპს-ზე და შემდგომისთვის გამყოლიც აღარ დაგვჭირდება.

გიურზები კი ძალიან ბევრია, მაგრამ მე ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისშიც კი მინახია მანდ მოქმედებაში ეგ საძაგლები.
სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერ დროს.
ეგ კგ რამე ჩაგიფიქრებია.
ჯიპიესის მონაცემების მოძიებაში, შეიძლება მეც დაგეხმარო

ჯიპტური სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშო

Posted: 10 იან 2009, 11:48
by Kakha
GIRA
რას იტყვი თუ 26 მაისს დავუმიზნეთ ამ გასვლისთვის. 26 უქმეა, სამშაბათი. თუ ჩემნაირ სამსახურში გაჭედილ ხალხს ახლავე (ან საკმაოდ ადრე) ეცოდინებათ როდის არის გასვლა ერთდღიან შვებულებას ავიღებდი ორშაბათს 25 მაისს და მაშინ ოთხი დღით შევძლებდი წამოსვლას - 23, 24, 25 და 26 მაისს.

რაც ლეონტიმ გიურზებზე დაწერა მართალია, მაგრამ მათი აგრესია, მგონია, აპრილსა და მაისის პირველ ნახევარში აღწევს პიკს, ასე რომ მასის ბოლო შედარებით უსაფრთხო უნდა იყოს. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო კომპეტენტური ხალხი თუ გვეტყვის თუ როგორაა საქმე ალბათ უმჯობესი იქნება.

ჯიპტური სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშო

Posted: 10 იან 2009, 12:02
by lama
GIRA wrote:lama
გეთანხმები, მაგარი ადგილებია. მაგრამ წინ, ალაზნის გაღმა კახსა და ნუხს, რომ გაყურებ, ბოღმით ივსები და ორჯონიკიძის გინებით და სულის ტრიალით ვერ ძღები კაცი :evil:
საუკეთესო ჭალის ტყეები აზერბაიჯანის მხარესაა მოქცეული...

გული დაგეწვება ქართველ კაცს ამისი ყურებით