Page 1 of 1
კარვული თემატიკა
Posted: 07 იან 2009, 14:06
by Gvalva
არ ვიცოდი ეს სად მეთქვა ან სად დამეწერა და ისევ თემის გახსნა ვარჩიე, და იდეებში იმიტომ რომ სწორედ იდეებს ეხება
კარავი თავის არსებობის მანძილზე და ბოლო ხანებში განსაკუთრებით (გამარჯობა საქართველოს შემო1ების

შემდეგ) ბევრ სასიკეთო და მადლიან საქმეს აკეთებს. ამით ყველა კარაველს სამართლიანად შეუძლია იამაყოს!
მე მინდა ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით გთხოვოთ რომ მეტი ვიფიქროთ იმაზე რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პროფილით ანუ ჩვენი სასიკეთო მადლიანი საქმეები იქნებ მივმართოთ გაჯანსაღება, საქართველოს მოვლა-მონახულება, აქტივობის ახალი სახეობების ზიარება-დანერგვის და სხვა ამგვარი მიმართულებით.
მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგალითად, ექიმი რომ მიდის დანგრეულ სახლთან, მან შეიძლება ნიჩბით გადაყაროს ნანგრევები, მაგრამ რადგან ის ექიმია, მან ჯობია ნანგრევებით დაზარალებულებს პირველადი დახმარება აღმოუჩინოს.
მოდით ამ წელში თუ რამეს დავგეგმავთ ეს ამბავი მხედველობაში ვიქონიოთ, უფრო კარგი და საინტერესო ღონისძიებები გამოგვივა მე მგონი
კარვული თემატიკა
Posted: 07 იან 2009, 19:10
by saskva
დიდი ხანია ერთი იდეა მაქვს
აი ოFF როუდერები ხომ აკეთებენ შეჯიბრებს? ჩვენც რამე ჩვენი პროფილით რომ მოვიფიქროთ წარმოიდგინეთ რამდენი ხალხი ჩაერთვება, რამდენიც გაკარაველდება, რამდენს შეუყვარდება საქართველო უფრო მეტად, რამდენი გაითავისებს იმ აზრს რომ სამშობლოს დანაგვიანება არ შეიძლება
აბა რას იტყვით?
კარვული თემატიკა
Posted: 07 იან 2009, 19:21
by Archil
saskva
მაგაზე იყო იდეები, მაგრამ რატომღაც ვერ განვიტარდა მაშინ...
კავკასიკას უნდოდა რაღაცეები მაგდაგვარი და...
ისე, ბევრი არ ჩაერთვება მგონია. კარავზე უფრო მეტი ექსკურსიანტებია, ვიდრე მოლაშქრეები და მათი უმეტესობაც სიამოვნებისთვის დადის ლაშქრობაში და არა შეჯიბრებისათვის. თუმცა რამოდენიმე ადამიანისაგან შემდგარი რამოდენიმე ჯგუფი კი შეიძლება შედგეს და რაიმე მარშუტით გაიარონ.
ბუნებრივია გიჟების ჯგუფი გაიმარჯვებს, აი ისეთი, რომ არ ჩერდებიან და სულ რომ მიდიან
აბა ეგეთები ვინა გვყავს კარავზე, გადახედე და მიხვდები ვინ იქნება.
კარვული თემატიკა
Posted: 07 იან 2009, 20:29
by saskva
Archil
მე რაღაც სასწაულის მოფიქრება არ მიგულისხმია, არც ის არის ჩემი იდეა რომ 10 დღიან ლაშქრობებში შევეჯიბროდ ერთმანეთს. როგორც ვიცი ისევ იგივე ოFF როუდერები სხვადასხვა კატეგორიებში ატარებენ შეჯიბრებებს. გამოუცდელ ხალხსაც კი, ვისაც მიაჩნია რომ ამის ძალა შესწევთ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება
რაიმე საინტერესოს თუ მოვიფიქრებთ როგორიც არის მაგალითად კარავის გაშლა, ცეცხლის დანთება, კომპასით გზის გაგნება, კეშის პოვნა და ა.შ. ბევრი ჩაერთვება
არ მეთანხმები?
P.S. მე უბრალოდ ჩემი იდეა ვთქვი რომელიც დიდი ხანია მაწუხებს, აუცილებელი არ არის გაიზიაროთ

კარვული თემატიკა
Posted: 07 იან 2009, 23:20
by Gvalva
Archil
მიდი რა აქ გვინდა ეს შეფასებები, ესენი ექსკურსანტები არიან ისინი ექსტრემალები, რა საჭიროა იარლიყები? შესაბამის სიტუაციაში ექსკურსანტი ჩაიდენს რამე ექსტრემალურს და ექსტრემალიც წავა ექსკურსიაზე, ასე რომ დაყოფა და ახანჯვლა საჭირო არაა, მით უმეტეს ახანჯვლის პროვოცირება
კარვული თემატიკა
Posted: 07 იან 2009, 23:26
by Gio-horus
კარვული თემატიკა
Posted: 07 იან 2009, 23:28
by kotetbeli
კარგი და ცუდი მოლაშქრე ძალიან პირობითია, ნაკლებად ექსტრემალი შესაძლოა ყველაზე მზრუნველი თანამოლაშქრე აღმოჩნდეს და პირიქით-მაგარი ექსტრემალი შეიძლება ძალიან ცუდი მეწყვილე იყოს... ლაშქრობისას მთავარია ერთმანეთთან მიმართება და მოსანახულებელი ძეგლის სხვებთან ურთიერთმიმართებაში აღქმა.
კარვული თემატიკის შეჯიბრი ძალიან კარგი რამეა, აქედანვე ეტყობა... მსხმოიარე თემაა და ფანტაზიის ფრთების გაშლაც შეიძლება

კარვული თემატიკა
Posted: 08 იან 2009, 04:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
Gvalva wrote:არ ვიცოდი ეს სად მეთქვა ან სად დამეწერა და ისევ თემის გახსნა ვარჩიე, და იდეებში იმიტომ რომ სწორედ იდეებს ეხება
კარავი თავის არსებობის მანძილზე და ბოლო ხანებში განსაკუთრებით (გამარჯობა საქართველოს შემო1ების

შემდეგ) ბევრ სასიკეთო და მადლიან საქმეს აკეთებს. ამით ყველა კარაველს სამართლიანად შეუძლია იამაყოს!
მე მინდა ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით გთხოვოთ რომ მეტი ვიფიქროთ იმაზე რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პროფილით ანუ ჩვენი სასიკეთო მადლიანი საქმეები იქნებ მივმართოთ გაჯანსაღება, საქართველოს მოვლა-მონახულება, აქტივობის ახალი სახეობების ზიარება-დანერგვის და სხვა ამგვარი მიმართულებით.
მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგალითად, ექიმი რომ მიდის დანგრეულ სახლთან, მან შეიძლება ნიჩბით გადაყაროს ნანგრევები, მაგრამ რადგან ის ექიმია, მან ჯობია ნანგრევებით დაზარალებულებს პირველადი დახმარება აღმოუჩინოს.
მოდით ამ წელში თუ რამეს დავგეგმავთ ეს ამბავი მხედველობაში ვიქონიოთ, უფრო კარგი და საინტერესო ღონისძიებები გამოგვივა მე მგონი
100ანი ხარ.
ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ.
პრინციპში, უცხოეთში გასვლების გაკეთებაც ჩემი ჩანაფიქრის 1 მცირე ნაწილია.
იდეები იქნება.
ყველაზე საინტერესო იდეად ამ ეტაპზე მოუვლელი და მიყრუებული ბილიკების მონიშვნა მიმაჩნია.
რამდენიმე საინტერესო ძეგლის, ტბის თუ სხვა რამ ღირსშესანიშნავის მიგნება გამყოლის გარეშე წარმოუდეგენელია.
ძნ მინდა, ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები-როშკა-კორშის ხიდის მონაკვეთის, აგრეთვე, საგურამოს
ნაკრძალი-ზედაზნის ბილიკის მონიშვნა არა აბრებით,
არამედ ქვაზე, ხეზე, სხვა თვალსაჩინო საგანზე დადებული საღებავით.
ამაზე ნაფიქირ მაქვს და სა2განიზაციო დეტალებს შესაბამის დროს დავდებ.
აბრების ხარჯსა და მათ თრევას, ალბათ, ვერ მოვერევით.
ნიშნის დადება კი მარტივია
კარვული თემატიკა
Posted: 08 იან 2009, 04:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
kotetbeli wrote:კარგი და ცუდი მოლაშქრე ძალიან პირობითია, ნაკლებად ექსტრემალი შესაძლოა ყველაზე მზრუნველი თანამოლაშქრე აღმოჩნდეს და პირიქით-მაგარი ექსტრემალი შეიძლება ძალიან ცუდი მეწყვილე იყოს... ლაშქრობისას მთავარია ერთმანეთთან მიმართება და მოსანახულებელი ძეგლის სხვებთან ურთიერთმიმართებაში აღქმა.
კარვული თემატიკის შეჯიბრი ძალიან კარგი რამეა, აქედანვე ეტყობა... მსხმოიარე თემაა და ფანტაზიის ფრთების გაშლაც შეიძლება

ნაღდი ხარ
ელი-ელი-კოტეტბელი
კარვული თემატიკა
Posted: 08 იან 2009, 05:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
saskva wrote:დიდი ხანია ერთი იდეა მაქვს
აი ოFF როუდერები ხომ აკეთებენ შეჯიბრებს? ჩვენც რამე ჩვენი პროფილით რომ მოვიფიქროთ წარმოიდგინეთ რამდენი ხალხი ჩაერთვება, რამდენიც გაკარაველდება, რამდენს შეუყვარდება საქართველო უფრო მეტად, რამდენი გაითავისებს იმ აზრს რომ სამშობლოს დანაგვიანება არ შეიძლება
აბა რას იტყვით?
არაჩვეულებრივი აზრია.
უამრავი რამის მოფიქრება შეიძლება.
მაგალითად, დანიშნულ ადგილზე ფეხით ვინ 1ლი მივა და ნიშანს ჩამოიტანს.
ან, ვთქვათ, ვინ ყველაზე მეტ დამალულ საგანს იპოვნის 1 შეჯიბრში
(ამის თამაში შატილი-მუცოში მინდოდა, მაგრამ აღარ გავახორციელე.
ანდაც, ვინ 1ლი ააწყობს სხვის კუთვნილ კარავს (საკუთარის აწყობა დაზეპირებული ექნება და ა.შ)
ყოჩაღ,
სასკვა. ცეცხლის სწრაფად ანთების აზრიც მომეწონა და ძნ კგ იქნება, ცეცხლის უასანთოდ ანთებაში შეჯიბრიც