Page 1 of 2

უძო იგლუთმშენებლობა 2009

Posted: 29 დეკ 2008, 09:52
by mendes masieli
ხალხოო!!1
შარშან ჩემ პირველ და იმედია არა უკანასკნელ გასვლაზე ვიყავით უძოზე იგლუს ასაშენებლად!!!
ამ წელსაც იგივე გავიმეოროთ.. თღუ რა თქმა უნდა მსურველები იქნებით!!!!

უძო იგლუთმშენებლობა 2009

Posted: 29 დეკ 2008, 09:53
by mendes masieli

უძო იგლუთმშენებლობა 2009

Posted: 29 დეკ 2008, 10:04
by ele
mendes masieli




+1


:)

უძო იგლუთმშენებლობა 2009

Posted: 30 დეკ 2008, 14:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
სურვილი მაქვს.
აბა, უფრო დაზუსტებულად გვითხარი, რა და როგორ წარმოგიდეგნია.
ვფიქრობ, ეგ საქმე ნავიგატორის გარეშე არ გამოვა

უძო იგლუთმშენებლობა 2009

Posted: 30 დეკ 2008, 14:30
by Truli
მეც თქვენთან ერთად ვარ :))
იმედია უკეთესად გამოგვივა

უძო იგლუთმშენებლობა 2009

Posted: 30 დეკ 2008, 14:31
by Truli
იპოთეკური კრიზისის მიუხედავად ვაშენოთ იგლუები!!!

უძო იგლუთმშენებლობა 2009

Posted: 30 დეკ 2008, 15:15
by Gvalva
იგლუ-აგურების ყალიბი მაქვს, ხელთათმანებს ჩაიკვნეტთ!!

ეხლა უძოზე თოვლი ისევ დევს? ის ადგილები მინდა ვნახო სადაც შარშან ნავიგატორმა ფოტოები გადაიღო, ძაან დამამახსოვრდა.

იგლუს აშენებას უნდა ერტი თავისუფალი დღე, 1 წყვილი დამატებითი ხელთათმანი, დამატებითი წინდები, დამატებითი ფეხსაცმელი. თავისუფალი დღის გარდა, ყველაფერს მანქანაში დავტოვებთ და დაბრუნებისას გამოვიცვლით.

იუთუბის ვიდეოების კიდევ ერთხელ ნახვა გვინდა და ყალიბი როგორც ზემოთ ავღნიშნე მაქვს.

თოვლის ხარისხის შესამოწმებლად დესანტის საუკეთესო კანდიდატია არჩილ დაკოტელი, შარშან იგლუობდა, დაკოტაში ნამყოფია, უძოზე სარეკორდო დროში არბის, საბაგიროზე ნაცნობი ყავს... მეტი რა თვისება უნდა ქონდეს დესანტს?

უძო იგლუთმშენებლობა 2009

Posted: 30 დეკ 2008, 16:37
by nusa
ლელ, არამგონია მანდ ეხლა თოვლი იყოს... ნუ წყნეთში არაა და.... :D
როგორც გამოცდილი მშენებელი ( :P ) მეც მინდა მონაწილეობა მივიღო 2009tსის იგლუთმშენებლობაში! :D



შპს "იგლუმშენი" გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის 1 ოთახიან ბინებს!
მხოლოდ შედით და იცხოვრეთ! :lol: :lol:

უძო იგლუთმშენებლობა 2009

Posted: 31 დეკ 2008, 01:58
by GAMARJOBA SAKARTVELO
Gvalva wrote:იგლუ-აგურების ყალიბი მაქვს, ხელთათმანებს ჩაიკვნეტთ!!

შენა, აბა, რომ მოიცლი, მაგ ყალიბს ფოტო გადაუღე და გვაჩვენე.
ხელთათმანების ჩაკვნეტამდე ეგებ თითები ჩავიკვნიტო

უძო იგლუთმშენებლობა 2009

Posted: 31 დეკ 2008, 02:18
by Gvalva
ძველი იგლუ თემები ისედაც მოსაძებნი იყო, რომ გადაგვეხედა

ასე შემოიტანა იგლუს იდეა ნავიგატორმა კარავში ამ თემაში ბევრი მადისაღმძვრელი ბმულია, დაათვალიერეთ და თქვენ ძალიან მოგინდებათ იგლუს აშენება!(სხვათაშორის ჩვენი ფორუმის შაბლონსაც Igloo ქვია :))

შემდეგ იყო მზადება

აქვეა ჩემი ყალიბი და დამზადებული თოვლაგურები :)

ვისაც ბმულზე გადასვლა ეზარება აი ერთი ფოტკათაგანი

Image

უძო იგლუთმშენებლობა 2009

Posted: 31 დეკ 2008, 02:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
Gvalva
3-4 ც ვარცლი მაინც უნდა წავიღოთ, რომ იგლუ მალე ავაშენოთ.ნუ, 1 ცს ვიყიდი. 2 ც თუ, თუ გინდათ, სა1ო ფულით ვიყიდოთ

უძო იგლუთმშენებლობა 2009

Posted: 31 დეკ 2008, 02:36
by Gvalva
ვარცლი კარგად არ ვიცი რა არის მაგრამ რომ აჯობებს ყალიბები თანაბარი ზომის აგურებს ამზადებდნენ ეგ აშკარაა

თუ შეეცდები რომ ვარცლი ის იყოს რაც ერთი ცალი უკვე გვაქვს საქმე გაადვილდებოდა :)

უძო იგლუთმშენებლობა 2009

Posted: 31 დეკ 2008, 02:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
Gvalva wrote:ვარცლი კარგად არ ვიცი რა არის მაგრამ რომ აჯობებს ყალიბები თანაბარი ზომის აგურებს ამზადებდნენ ეგ აშკარაა

თუ შეეცდები რომ ვარცლი ის იყოს რაც ერთი ცალი უკვე გვაქვს საქმე გაადვილდებოდა :)
შენ თითქმის ახლოს ხარ ვარცლის განმარტებასთან.
ვარცლს 2 სახის ჭურჭელს ეძახიან.
1-1 სწორედ ე.წ "ტაშტია" (ეუფ, როგორ მეხამუშა ეს ბარბარიზმი).
ჰოდა, 1 ზომის ვარცლები ვიყიდოთ, რომ თოვლის აგურებმა იგლუს მშენებლობაში არ აგვრიოს

უძო იგლუთმშენებლობა 2009

Posted: 31 დეკ 2008, 08:32
by Truli
ეგებ ანანურში ავაშენოთ? რადგან უძოზე თოვლი ჭირს.. ჩვენ კი მაღალი ხარისხის მასალა გვინდა

უძო იგლუთმშენებლობა 2009

Posted: 31 დეკ 2008, 10:59
by Kavtaradze
Truli
და ანანურში არის თოვლი? :D ჩემი ბოლო მონაცემებით ფასანაურში არ არის და ანანურში ? :) :roll: