Page 1 of 2

სარო

Posted: 17 დეკ 2008, 16:16
by Truli
გთავაზობთ ასეთ გეგმას.
წავიდეთ ასპინძაში და იქედან ავიდეთ საროში, სადაც ძველი ციხესიმაგრის ნანგრევებია.
ნ67-ის რუქის თანახმად ასპინძიდან საროში 2 გზა მიდის
1. ასპინძა - ხიზაბავრა - სარო
2. ასპინძა - ახალქალაქის მაგისტრალიდან, სოფ. ნოჯგორიდან ადის საროს გზა
მოკლედ, ახალციხიდან რაიმეს შეიძლება გავყვეთ ახალქალაქის მიმართულებით, ნოჯგორაში ჩამოვიდეთ, აგიდეთ საროში ფეხით, დავათვალიეროთ ციხე, ვიზრუნოთ ღამის სათევზე.
სასიარულოა 4-5 კმ აღმართები. (ვერ ვიტან აღმართს)
სარო ზღვის დონიდან დაახ 1400 მეტრის სიმაღლეზეა.
უკან კი ხიზაბავრის გავლით დავეშვათ ასპინძიდან 2 კმ-ში ასპინძა ახალქალაქის მონაკვეთზე. ასპინძამდე ნიკას რუქის თანახმად დაახ 7-8 კმ არის. მერე კი ახალციხისკენ და თბილისისკენ ჰერი ჰერი.
სავარაუდოთ თოვს...და მაგრად ცივა.

სარო

Posted: 17 დეკ 2008, 16:17
by Naia
Truli
საროში ახლახანს არ ვიყავით? შენც ხომ იყავი იმ ჯიპ-ტურში?
სავარაუდოთ თოვს...და მაგრად ცივა.
სავარაუდოდ კი არადა, დანამდვილებით ვიცი, ძალიან ცივა :)

სარო

Posted: 17 დეკ 2008, 16:18
by Truli
Naia
ჰო და კიდე მინდა :lol: წესიერად ვნახოთ

სარო

Posted: 17 დეკ 2008, 16:19
by Naia
Truli
მე წელს უკვე 2-ჯერ ვნახე იქაურობა. ისე თოვლში ლამაზი იქნება, და ნაახალწლევს შეიძლება ფიქრი...

სარო

Posted: 17 დეკ 2008, 21:48
by Wanderer
საინტერესოა. :) მე დრო უფრო ნაახალწლევს მექნება...

სარო

Posted: 18 დეკ 2008, 00:00
by Truli
Wanderer
ოკ.... ნაახალწლევს იყოს... სავარაუდოთ 10-11 იანვარი...

სარო

Posted: 18 დეკ 2008, 00:36
by Wanderer
Truli
10-11 იანვარი
კაია. მთავარია გუდაურს არ დაემთხვეს. :D

სარო

Posted: 18 დეკ 2008, 10:45
by Truli
Wanderer
გუდაურს რა პონტში უნდა დაემთხვეს???

სარო

Posted: 21 დეკ 2008, 11:55
by Wanderer
Truli
გუდაურს რა პონტში უნდა დაემთხვეს???
იმ პონტში, რომ შაბათ-კვირაობით გუდაურში ხდება ხოლმე გასვლები და სასურველი იქნება თუ მასეთ გასვლას არ დაემთხვევა...

თუ დაემთხვევა სავარაუდოდ ამას ავირჩევ. :)

და რა მაინტერესებს: აქ თოვლასტები არ გამოგვადგება? :)

სარო

Posted: 21 დეკ 2008, 12:04
by z g a r b i
სასიარულო მომეჩვენა თუ არც ისე ბევრია?
ტრული ღამე სად ფიქრობ? რამე კოდეჯის მაგვარი არის იქ?
თუ.. კარავი და მისი ჯანი ? :?

სარო

Posted: 21 დეკ 2008, 22:52
by Truli
Wanderer
თოვლის საფარის სიდიდე არ ვიცი, იმის და გათვალისწინებით, რომ ჰავა მკაცრია, ზამთარი ცივი, მარამ მშრალი და სიმაღლე მაქს 1500მ თოვლი დიდი არ უნდა იყოს.
შაბათკვირის გარდა მე არ შემიძლია და...
z g a r b i
არაა ბევრი... ნიკას რუქებზეც ვამოწმე და... უ... 5 კმ არის ტრასიდან, ასპინძიდან კი 10-მდე.... კოტეჯები თეორიულად არის. თეორიულად ხიზაბავრაში ბევრს ვიცნობდი და შესაძლოა ვინმეს ვახსოვდე კიდეც :) ასე რომ კოტეჯის საკმაოდ დიდი შანსები არის.

სარო

Posted: 22 დეკ 2008, 11:08
by Wanderer
Truli
თოვლი დიდი არ უნდა იყოს.
და რომ იყოს რას ვშვრებით? დადგამ ერთ ფეხს - ჩავარდები. ამოათრევ ფეხს თოვლიდან და მეორეს გადადგამ დიდი გაჭირვებით - ისევ ჩავარდები და ა.შ.

თუმცა მაგასაც თავისი მუღამი აქვს მაგრამ მაინც... :)

სარო

Posted: 22 დეკ 2008, 13:00
by Truli
Wanderer
ნუ მაგხელის ალბათობა მცირეა, პლუს გაკვალული გზაა და უმეტესად მასზე ვივლით.

სარო

Posted: 22 დეკ 2008, 13:40
by Wanderer
Truli
ნუ მაგხელის ალბათობა მცირეა, პლუს გაკვალული გზაა და უმეტესად მასზე ვივლით.
გასაგებია. მოვდივარ! :)
ვიზრუნოთ ღამის სათევზე
ამაზე რას იტყვი? ისე 2 დღიანია ხომ?

სარო

Posted: 22 დეკ 2008, 14:28
by Truli
კი, 2 დღიანია :)