Page 1 of 51

ახალი წელი-2009 1ად

Posted: 02 დეკ 2008, 00:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
აბა, მოვიდა ქრისტეშობისთვე.
ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე საახალწლოდ მზადება უნდა დავიწყოთ.
შარშან აწლის 1ად შეხვედრამ ძნ გაამართლა.
25მდე ადამიანი ბაკურიანში შევიკრიბეთ და 1 დიდი და დაუვიწყარი ზღაპარი მოვაწყეთ.
ამდენი სიგიჟე, სილამაზე, სიკეთე, სითბო, პატივისცემა, სილაღე, სიყვარული, მგონი, აქამდე არსად არავის გვინახავს.

გავიმე2ოთ ზღაპარი.
მხოლოდ, იმ განსხვავებით, რომ ბაკურიანის ნაცვლად სხვაგან შევხვდეთ 2009 წლის მობრძანებას.

ბაკურიანის ზღაპარი დარჩეს ჩვენს მოგონებებში ტკბილად და ბედნიერად...

ახალი წელი-2009 1ად

Posted: 02 დეკ 2008, 00:30
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia wrote:მეც მიყვარს ფაფუკი თოვლი, მისი სიმძიმით მოხრილი ხეები ტყეში, იქვე ჩადგმული პატარა ხის სახლი, ბუხარში ცეცხლი რომ გიზგიზებს. ასეთი ახალი წელი მინდა წელს. თქვენ? :roll:
აი ასეთი ახალი წელი მინდა, მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება :D

ახალი წელი-2009 1ად

Posted: 02 დეკ 2008, 00:31
by Naia
შარშანდელი ახალი წელი მართლაც რომ დაუვიწყარი იყო ჩემთვის და დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი 2009 წელსაც კარაველებთან ერთად. ოღონდ გოგას თქმის არ იყოს, ბაკურიანში აღარ გვინდა :) იქნებ სადმე სხვაგან მოვიფიქროთ?

(პს. შარშანდელი ახალი წლის თემის ბმული: http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1825&start=0)

ახალი წელი-2009 1ად

Posted: 02 დეკ 2008, 00:33
by Int3lig3nt
მე მინდა!

სადმე, ნებისმიერ ადგილას, მთავარია თქვენთან ერთად ვიყო, კარაველებო :).

ახალი წელი-2009 1ად

Posted: 02 დეკ 2008, 00:34
by konstantine
უკვე არჩეული ხომ არ არის ის ადგილი?

ახალი წელი-2009 1ად

Posted: 02 დეკ 2008, 00:35
by Naia
ხალხ, იქნებ თქვენი აზრიც გაგვიზიაროთ სად ჯობია ახალი წლის აღნიშვნა?

ახალი წელი-2009 1ად

Posted: 02 დეკ 2008, 00:39
by Int3lig3nt
Naia
მე არ მინდა ხალხმრავალ და ხმაურიან ადგილას...
არც ბაკურიანი, არც გუდაური და ა.შ.

მთავარია იყოს თოვლი, პატარა ქოხი (სახლი) და ბუხარი.

არ ვიცი რამდენად შესაძლებელია, მაგრამ დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი ახალ წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რომელიმე ქოხში :).
მართალია იქ ბუხარი არ არის, მაგრამ მაინც...

უბრალოდ ქოხამდე მისვლა იქნება ალბათ პრობლემა :).

ახალი წელი-2009 1ად

Posted: 02 დეკ 2008, 00:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
პიარადად მე, 2 ვარიანტი მაქვს - დედოფლისწყაროსა და ყაზბეგში.
დედოფლის წყაროში, შესძლოა, თოვლი არ იყოს, მაგრამ არაჩვეულებრივი საახალწლო განწყობის შექმნა შეიძლება.
შეგვიძლია, 1 დღეს მოვიაროთ ულამაზესი "არწივის ხეობა", რომელიც 2ოდე ფეხის ნაბიჯზეა, მე2 დღეს ხორნაბუჯზე ავიდეთ.
რაც შეეხება ყაზბეგს, ბატონი გელოდი საკუთარ სახლს გორიძირში უსასყიდლოდ გვთავაზობს.
თოვლის გამო, საახალწლო განწობა ნამდვილად გვექნება.
გუნდაობა, ციგაობა, თოვლისპაპაობა იქ უნდა ნახოთ.
არც სოფელია შორს ყაზბეგიდან.

დედოფლისწაროშიც და ყაზბეგშიც გათბობა გაზის იქნება.
დეტალებს მოგვიანებით დავდებ

ახალი წელი-2009 1ად

Posted: 02 დეკ 2008, 00:45
by namcecuna
შარშანდელ დაუვიწყარ ახალწელს ვუმადლი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო წელს... კარგად დავცადეთ მგონი... უამრავი ლამაზი წუთი და საათი, ბევრი კარგი ადამიანი შეგვძინანა მართლაც...

სადმე თოვლიან ადგილას, თოვლის ბაბუა რომ გავაკეთოთ და ღამე ისევ გარეთ ავაფეთქოთ მაშხალები, მერე გაყინულები თბილ სახლში შევცვივდეთ და კარგად მოვილხინოთ :D

ძალიან შორს თუ არ იქნება-ზანგი მონებისთვის-ვინც 31-ში მუშაობს-საღამოს შემოერთების შანსი გაიზრდება და შარშანდელივით დაგედევნებით :D

წინ დიდი ბედნიერება გველის!!!

ახალი წელი-2009 1ად

Posted: 02 დეკ 2008, 00:45
by GAMARJOBA SAKARTVELO
ადგილი ისეთი უნდა იყოს, რომ ბუხარი თუ არა, ღუმელი მაინც იყოს.
თუ 3 დღე სიცივეში იყავი, ნამდვილად არ მოგეწონება ეგეთი აწელი.

ჰო, რომ არ დამავიწყდეს:
ლაპარაკი გვაქვს 31დეკემბერი-3 იანვრის 1ად ყოფნაზე.
სულ 3 ღამე გამოდის. 3ში დილით, შუა დღით თუ საღამოს დავუბრუნდებით დედაქალაქს

ახალი წელი-2009 1ად

Posted: 02 დეკ 2008, 00:48
by namcecuna
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: რაც შეეხება ყაზბეგს, ბატონი გელოდი საკუთარ სახლს გორიძირში უსასყიდლოდ გვთავაზობს.
თოვლის გამო, საახალწლო განწობა ნამდვილად გვექნება.
გუნდაობა, ციგაობა, თოვლისპაპაობა იქ უნდა ნახოთ.
არც სოფელია შორს ყაზბეგიდან.
+1

:roll:

ახალი წელი-2009 1ად

Posted: 02 დეკ 2008, 00:50
by teo-
მე გუდაურში მინდა ძააალიან.. ყაზბეგზეც თანახმა ვარ..და საერთოდ კარანავალის პონტი მინდა))

ახალი წელი-2009 1ად

Posted: 02 დეკ 2008, 00:54
by MIRANDA
ადგილთან დაკავშირებით არ მაქვს ამჯერად იდეები.. რაც შენ დაწერე, გოგა, ორივე ძალიან მომწონს. ისე, წელს კი მინდა თოვლიანი ახალი წელი მქონდეს და თუ დედოფლისწყაროში თოვლი არ იქნება შეიძლება ამით გადაიწონოს ყაზბეგისკენ არჩევანი...

ახალ წელს ვისვენებ და ვნახოთ, დიდი სურვილი მაქვს, რომ შევძლო შემოერთება.

ახალი წელი-2009 1ად

Posted: 02 დეკ 2008, 00:58
by teo-
MIRANDA
სამაგიეროდ გზის პრობლემაა, გზები ხშირად იკეტება გუდაურის იქეთ

ახალი წელი-2009 1ად

Posted: 02 დეკ 2008, 01:01
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ადგილი ისეთი უნდა იყოს, რომ ბუხარი თუ არა, ღუმელი მაინც იყოს.
თუ 3 დღე სიცივეში იყავი, ნამდვილად არ მოგეწონება ეგეთი აწელი.

ჰო, რომ არ დამავიწყდეს:
ლაპარაკი გვაქვს 31დეკემბერი-3 იანვრის 1ად ყოფნაზე.
სულ 3 ღამე გამოდის. 3ში დილით, შუა დღით თუ საღამოს დავუბრუნდებით დედაქალაქს
გოგა, ისე 4 იანვარი კვირაა. ჰოდა ხომ არ გავაგრძელოთ ერთი დღით ჩვენი არდადეგები?