Page 1 of 31

კალენდარი 2009 "საქართველოს ტბები"

Posted: 13 ნოე 2008, 18:19
by Gvalva
ეს იდეა შარშანდელია

მე ვფიქრობ, კარავს შეუძლია პოპულარიზაცია გაუკეთოს იმ ულამაზეს, მაგრამ ნაკლებად ცნობილი ტბებს, რომელიც კარვული გასვლების დროს ვნახეთ.

გამოვცეთ 2009 წლის კალენდარი "საქართველოს ტბები"

კალენდრისთვის ფოტოების შერჩევის კრიტერიუმები:

1. ტბა უნდა იყოს ნაკლებადცნობილი და ძალიან ლამაზი, მაგრამ ძალიან პაწიაც არ იყოს – ტბა უნდა იყოს
2. ფოტო მნახველში უნდა იწვევდეს სურვილს "აუ, აქ მინდა წასვლა!"
3. ფოტოების ავტორები უნდა იყვნენ კარაველები და განსხვავებულები. ანუ, სულ ერთიდაიგივე ავტორის ფოტოები არ უნდა იყოს.
4. ამ ტბაზე ლაშქრობა აღწერილი უნდა იყოს კარავზე
5. ფოტოს ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს პოლიგრაფიულ მოთხოვნებს.

რადგან კარაველების დიდ ნაწილს არ აქვს პროფესიონალური აპარატები, არადა მინდოდა ფოტოები იყოს რაც შეიძლება წარმომადგენლობითი, კალენდრის დიზაინი შევარჩიე ამის გათვალისწინებით:

თითოეულ ტბაზე იქნება ორი ტიპის ფოტო, მთავარი ფოტო, რომელიც დაიბეჭდება დიდად, და პატარა ზომის ფოტოები, რომლებიც ამავე ტბას აღწერენ სხვა რაკურსით, სხვა სეზონზე ან სხვა განათებით (დილა,საღამო). მთავარი ფოტო გადაღებული უნდა იყოს არანაკლებ 5მპ კამერით, პატარა ფოტოები მისაღები იქნება მობილურით ან დაბალი ხარისხის ციფრული კამერითაც.

რადგან საქართველოს ტბების რაოდენობა ბევრად აჭარბებს წელიწადში თვეების რაოდენობას :), შერჩევა უნდა მოვახერხოთ ისე რომ ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმები რაც შეიძლება მეტად გავითვალისწინოთ და საბოლოო შედეგი – კალენდარი – რომელსაც გამოვცემთ, რაც შეიძლება მეტს აძლევდეს საზოგადოებას.

ტბები

აბუდელაური (მწვანე, ცისფერი, თეთრი)
ბატეთი
ბუყბუყა ტბა თრუსოში
კახისი
წერო
უძირო რაჭაში
ყელიწადი, ყელი, არჩვები
ორეთი თუშეთში
საღამო
ხანჩალი
კარწახი
მადათაფი
ტაბაწყური
ფარავანი
ტობევორჩხილი
თამარის ტბა ლაგოდეხის ნაკრძალში
მეზერის ტბა სვანეთში
ჭილის ტბა
ტანიეს ტბა
პალიასტომი
ბარეთი
დევდორაკი
კუმისი


საუბარი იმაზე რომ ფოტოს ვინც წარმოადგენს ნამდვილად მისი გადაღებული უნდა იყოს მგონი ზედმეტია...

რადგან ტბები ბევრია, შეიძლება ერთად მდებარე ტბები ერთ გვერდზე გავაკეთოთ, როგორც მაგალითად, აბუდელაურის სამი ტბა ერთად დავწერე.

ბევრი რამ გაირკვევა ფოტოების განხილვის შემდეგ.

საქმე საკმაოდ საჩქაროა, მონახეთ ფოტოები და გადაეცით თქვენთან ერთად ტბებზე ნამყოფ მეგობარს ეს ამბავი.

თუ თქვენ ფოტო უკვე დადებული გაქვთ კარავზე, იპოვეთ ეს ფოტო თემაში, დააწკაპუნეთ მაუსის მარჯვენა ღილაკი შეარჩიეთ Properties, გამოსულ ფანჯარაში მონიშნეთ ფოტოს მისამართი და ის გამოიყენეთ, ახლიდან სადმე ატვირთვა აღარ იქნება საჭირო.

მაგრამ თუ ფოტო შეირჩევა, ავტორს უნდა შეეძლოს დიდი ზომის ფოტოს წარმოდგენა.

კალენდარი 2009 "საქართველოს ტბები"

Posted: 13 ნოე 2008, 18:25
by Gvalva
ერთ ადამიანს შეუძლია რამდენიმე ტბაზე წარმოადგინოს ფოტოები, ოღონდ თუ შეიძლება თვითონ გადაარჩიეთ და ერთ ტბაზე წარმოადგინეთ არაუმეტეს სამი ფოტოსი, ერთი ადამიანისგან.

კალენდარი 2009 "საქართველოს ტბები"

Posted: 13 ნოე 2008, 19:02
by lama
Gvalva
ძალიან კარგია ეს :)

მე მეზერის ტბა მაქვს გადაღებული, რომელიც დაიბეჭდა ღია ბარათად და??????

რა ვქნა? :wink:

ანუ მინდა კალენდარზეც დაიბეჭდოს :)

კალენდარი 2009 "საქართველოს ტბები"

Posted: 13 ნოე 2008, 19:41
by Bernar
Gvalva
ანუ აქვე ავტვირთოთ გამოსაგზავნი სურათები?

კალენდარი 2009 "საქართველოს ტბები"

Posted: 13 ნოე 2008, 19:48
by Bernar
ესეც აბუდელაურის თეთრი ტბის ფოტო:
http://img183.imageshack.us/img183/3453 ... okexw5.jpg

კალენდარი 2009 "საქართველოს ტბები"

Posted: 13 ნოე 2008, 19:52
by Bernar
ეს კი იგივე ტბის ფოტო, ოღონს სხვა რაკურსით:
http://img384.imageshack.us/img384/66/t ... karjm0.jpg

კალენდარი 2009 "საქართველოს ტბები"

Posted: 13 ნოე 2008, 20:34
by N67
axla mainc shevasruleb dzvel pirobas :)

marto tbebi?

mokled, tobavarchxilis albat 2 kardi ivargebs chemtan.
rame sheidzleba abudelaurisac movqeqo.

da bazaletis tbis :roll: ivargebs?

zomebi rogori? minimum ramdeni piqseli ramdenze?

P.S.
potojopi kargad vici da tviton shemidzlia davamushavo potoebi da cota xarisxic gavuumjobeso (zogjer shesadzlebelia.) :wink:

კალენდარი 2009 "საქართველოს ტბები"

Posted: 13 ნოე 2008, 20:46
by Bernar
N67 მართალია, რა ზომის ფოტოები უნდა იყოს?

კალენდარი 2009 "საქართველოს ტბები"

Posted: 13 ნოე 2008, 23:21
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვფიქრობ, კალენდრისთვის წარდგენილი ფოტო სხვა მსგავს გამოცემებში არ უნდა იყოს გამოქვეყნებული

კალენდარი 2009 "საქართველოს ტბები"

Posted: 14 ნოე 2008, 09:41
by Gvalva
დიდი ფოტო 3000x2000 პიქსელზე მაინც უნდა იყოს, პატარა ფოტო 2მპ გადაგებულიც რომ იყოს გამოდგება

ეხლა გამოიკვეთა რომ ჯობია ჯერ დიდი, მთავარი ფოტოებით განვსაზღვროთ რომელ ტბებს ვირჩევთ და მერე მისი შესაბამისი პატარა ფოტოები შევარჩიოთ...

ამიტომ ვისაც კარგი ხარისხის აპარატები გაქვთ იაქტიურეთ, გადაავლეთ თვალი თქვენს ფოტოებს და ლაშქრობების ანბანური საძიებლით ადვილად იპოვით სად გაქვთ დადებული ეს ფოტო.

თუ მე რომელიმე ტბა გამომრჩა და ღირებულია თქვით და დადეთ ფოტო.

ცოტა გამოცოცხლდით, ფოტოების შერჩევა 20 ნოემბერს დასრულებული უნდა იყოს და ისე ნუ იზამთ სულ სამი ადამიანის ფოტოები იყოს კალენდარში

კალენდარი 2009 "საქართველოს ტბები"

Posted: 14 ნოე 2008, 09:54
by meore monadire
უკენახოს უძირო და შავქვიშის ტბების ფოტოები შეიძლება რომ მოგაწოო ლელ?

კალენდარი 2009 "საქართველოს ტბები"

Posted: 14 ნოე 2008, 10:20
by tiko_r
სამწუხაროდ ვერაფერი შევარჩიე :( ტბები თითქმის არ მაქვს გადაღებული
ერთადერთი აბუდელაური, რომელიც სეტყვის და წვიმის გამო სულ მიგრეხილ-მოგრეხილი და უღიმღამოა..ლამას ბრალია ყველაფერი

:(

კალენდარი 2009 "საქართველოს ტბები"

Posted: 14 ნოე 2008, 10:29
by paata_
შემიძლია დაგეხმაროთ კალენდრის პოლიგრაფიულად გამართვაში და ფოტოების დამუშავებაში

კალენდარი 2009 "საქართველოს ტბები"

Posted: 14 ნოე 2008, 11:16
by Mta Mkvarebia
BioHazard-ის მიერ გადაღებული ორეთის ტბის ( თუშეთში) პირველი და მეორე ფოტო მომწონს ძალიან. მეეჭვება 20 ნოემბრამდე აქ შემოიხედოს ამიტომ მე დავდებ ამ ფოტოების ბმულა აქ. არა მგონია, საერთო მოწონების შემთხევაში, კალენდარში ამ ფოტოთაგან ერთერთის გამოყენებაზე უარი გვითხრას, რა თქმა უნდა საავტორო უფლებების დაცვით.

კალენდარი 2009 "საქართველოს ტბები"

Posted: 14 ნოე 2008, 12:36
by ZVIOSULI
es wava?
wero:
Image