Page 1 of 1
კარაველებს გვჭირდება...
Posted: 12 ნოე 2008, 19:28
by Gvalva
caucasica-ს დაუზარელმა პოსტებმა ეს იდეა მომაწოდა:
როგორც კი რაიმე ფრინველს, მწერს, მღოღავ-მცოცავს ვნახავთ, გიო მაშინვე ენციკლოპედიურ ცოდნას მოგავწვდის ხოლმე რა ვნახეთ გაგვაგებინებს ხოლმე
იქნებ ვინმე ისტორიკოსმა, ისტორიკოსებთან დაახლოებულმა პირმა ითავოს და ისტორიულ ძეგლებს, კერძოდ კი ციხეებს რომ მოვინახულებთ, ციხის გეგმა და მოკლე ისტორიული ცნობები მოგვაწოდოს.
უფრო კარგი იქნება ეს ინფორმაცია წასვლამდე რომ მოვიპოვოთ, რომ იქ ყოფნისას ყურადღება მივაქციოთ რას ვნახულობთ.
კარაველებს გვჭირდება...
Posted: 13 ნოე 2008, 23:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეგეთი ცნობები კულტურის სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ ძეგლთა დაცვის სამსახურის ს მოეპოვებათ
კარაველებს გვჭირდება...
Posted: 13 ნოე 2008, 23:29
by ლეონტი
ეგეთი ცნობები წიგნებშია.
წიგნები ბიბლიოთეკებში.
იმ გამოთქმისა არ იყოს " ხალხი ციხეშია".
კარაველებს გვჭირდება...
Posted: 12 დეკ 2008, 16:49
by Truli
ბიოლოგიური ცნობებიც წიგნებშია..
ისე კი ბატონ ძალო გვალვას ვეთანხმები...
კარაველებს გვჭირდება...
Posted: 12 დეკ 2008, 21:32
by Sarajistka
მართალია ადმინი, კარგი იქნება თუ დაიდება ხოლმე წინასწარ ინფრომაცია.
თუ ვინმე იქნება ისეთი ვისაც რაიმე ეცოდინება მოსანახულებელი ადგილის შესახებ, დადოს ხოლმე ინფორმაცია, ისე რომ ბევრი ძებნა არ დაჭირდეს. ანა არად ეძებოს რა, მე პირადად ისე მიყვარს წიგნებში ქექვაააააააააა. . . ხოდა მე ვეცდები ხოლმე რამე ინფო მაინც დავდო. ბოტანიკა-ზოოლოგია-. . . -ში ვერ შეგპირდებით ვერაფერს, მაგერამ ისტ. ძეგლებზე ვეცდებიი. . . იამს მაინც გეტყვით როდის გაუკეთეს რესტავრაცია

კარაველებს გვჭირდება...
Posted: 12 დეკ 2008, 21:34
by Truli
Sarajistka
ბოტანიკოსი, ზოოლოგი და შეთავსებით კავკასიკა ერთად გვყავს. ისტორიკოსი გვინდა

კარაველებს გვჭირდება...
Posted: 12 დეკ 2008, 21:57
by Gvalva
Sarajistka
ძალიან მიხარია რომ წიგნებში ქექვა გიყვარს!
მომავალი 2009 წელი ციხე-კოშკების წელი იქნება კარავზე. ის კი არა რომ სხვა ადგილებში არ ვივლით, ვისაც სად უნდა იქ ივლის, მაგრამ წლის ბოლოს "ანგარიშს" კალენდრის სახით გავაკეთებთ ციხე-კოშკებზე, ამიტომ ბევრი ასეთი გასვლა დაიგეგმება.
მოდი ეგ წიგნები ახლოს დაიდე კომპიუტერთან, და სამომავლოებში რომ თემა გამოჩნდება, ამ-და-ამ ციხეზე მივდივართო, უცებ იპოვი შესაბამის მასალას და მოგვაწოდე.
შენ თუ მაგას იზამ, ჩვენი უსაყვარლესი კარველი გახდები!!
კარაველებს გვჭირდება...
Posted: 12 დეკ 2008, 23:15
by Truli
Sarajistka
მაშინ შეუპოვარაზე, დედაციხეზე (ბირთვისები)
და საროზე ინფო შეგიძლია მოგვცე?>
კარაველებს გვჭირდება...
Posted: 24 დეკ 2008, 15:52
by Archil
ბირთვისებზე აქ შეგიძლია ნახო
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=16560#16560
ანბანურ საძიებელში რომ შეხვიდე, ბირთვისები აარჩიო, შეიძლება სხვასაც ჰქონდეს ინფორმაცია დადებული. მე ჩემი მახსოვდა და ...
მთლიანობაში მომწონს ეს იდეა. კარგი იქნება ცალკე განყოფილება გაიხსნას, სადაც ასეთი სახის ინფორმაცია დაგროვდება. შეიძლება იყოს ქვეყანყოფილება ტბები, ციხეები, ეკლესიები, ნასახლარები, მარშუტები ან კიდევ რაიმე ნიშნის მიხედვით, რაც აქტუალური გახდება და დაემატება და შიგნით ვწეროთ ინფორმაციები. ადამიანი შევა და სად მიდის, უკეთესად ეცოდინება

კარაველებს გვჭირდება...
Posted: 13 იან 2009, 02:55
by Ode_Rock
გამარჯობათ.
მე ახალი ვარ ამ ფორუმზე ასე რომ ვთქვათ და მინდა ვაგიარო რომ ძაან მაგარია, როდესაც ასეთი რამით არის ხალხი დაინტერესებული და ასეთი რაგაცეები უფრო მეტი რომ კეთდებოდეს და იგეგმებოდეს უფრო კარგი იქნებოდა რადგან საქართველოში სანახავ ადგილებს ვერავინ ამოლევს.
ისტორიკოსზე რაგაც გაინტერესებდათ როგორც მივხვდი. რა გაინტერესებთ კონკრეტულად და შემიძლია რაგაც რაგაცეები ადვილად მოვიპოვო. გამიხარდება თუ რამით დაგეხმარებით