Page 1 of 1
ძამას ხეობა
Posted: 24 ოქტ 2008, 13:22
by Tamari-ch.
ეს დაფა ძამას ხეობის ეკლესიებს გვიჩვენებს-
აქ ალბათ ჯიპები თუ მივა..
ვის გაქვთ ინფრომაცია -
სად როგორ უნდა მივიდეთ?
თუ ამ წელს ვერ მოხერხდა
მომავალ წელს აუცილებლად წავალთ...
ძამას ხეობა
Posted: 24 ოქტ 2008, 13:26
by Tamari-ch.
აი კიდევ რუქა -

ძამას ხეობა
Posted: 24 ოქტ 2008, 13:32
by Mta Mkvarebia
Tamari-ch.
ჯიპები საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ ჯიპი რად გინდა, როცა ანზორი გვყავს?
ორჯერ ვარ ნამყოფი, ორჯერვე მინიბუსით.
პირველად ანზორმა წაგვიყვანა, უპრობლემოდ მივედით ქოზიფაში. მაგ გასვლაზე მხოლოდ ორთუბნის დედატა მონასტერი და ქოზიფა და ყინწვისი ვნახეთ. მეორედ საპატრიარქოს მინიბუსით ვიყავით. ამ გასვლაზე ვნახეთ: ქოზიფა, ბერთუბნის მარიამ მეგვიპტელს სახელობის ტაძარი, კოდმანი და მუხილეთი. ერთი დღის განმავლობაში წელიწადის ამ დროს მეტს ვერ მოასწრებთ. (შეგიძლიათ ორთუბანის დედათა მონასტერი დაამატოთ, ოღონდ დილით, მერე უკვე გვიან დაბრუნდებით უკან). აი მაგ გასვლის ლინკი:
ძამას ხეობა: ქოზიფა, ბერთუბანი, მუხილეთი, კოდმანი 20.10.2007
მიმართეთ ანზორს, კმაყოფილი დარჩებით. მთავარია წვიმა და ტალახი არ იყოს. ბერთუბანი და ორთუბანი გზაზევეა. კოდმანსა და მუხილეთში გზიდანაა გადასახვევი. კოდმანში ფეხითვე ახვალთ. ერთი დიდი აღმართია 300 მეტრიანი და მისი ავლის მერე მონასტერსაც მიადგებით. ტყუილად არ აწვალოთ მინიბუსი. მუხილეთი კი გზიდან 2.5 კილომეტრშია. სადამდეც მივა მინიბუსი მიხვალთ და დანარჩენ გზას ფეხით გაივლით. უუუუუუუულამაზესია ქოზიფა და ძამის ხეობა შემოდგომით. გამაოგნა. თუ თემას გადაათვალერებთ ადვილად დარწმუნდებით ამაში

(ზუსტად ერთი წლის წინ ვიყავით).
ძამას ხეობა
Posted: 24 ოქტ 2008, 15:19
by namcecuna
კარგი აზრია, წამოვიდოდი

ძამას ხეობა
Posted: 24 ოქტ 2008, 17:28
by ნინი_85
Tamari-ch.
მშვენიერი იდეაა, დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით

ძამას ხეობა
Posted: 24 ოქტ 2008, 18:30
by Mta Mkvarebia
აბუხალოში ქალებს არ უშვებენ. მგონი ტბეთშიც

. ქვათეთრამდე ვიცი რომ ტრანსპორტი ვერ ადის, ფეხით უნდა ახვიდეთ. კოდმანიდან დაგვანახა მამაომ, მთაზე დგას თეთრად.
ძამას ხეობა
Posted: 24 ოქტ 2008, 19:52
by Tamari-ch.
ვნახოთ რა ამინდები იქნება ნოემბერში -
ბორჯომის ხეობაც ჩამივარდა გულში....
თუ არ იქნა ხელშეწყობა ამინდების მხრივ -
მომავალ სეზონზე აუცილებლად....