Page 1 of 4

ბორჯომის ხეობა

Posted: 22 ოქტ 2008, 15:22
by Tamari-ch.
ნოემბერში ერთი კვირადღეს კარგი ამინდი გამოვიჭიროთ და
ბორჯომის ხეობაში წავიდეთ -

რამდენი ხანია ვოცნებობ ტიმოთესუბნის და ქვაბისხევის ნახვაზე -

კიდევ ჩავრთოთ ყვიბისი -
ფაფა -
კიდევ?

2 ნოემბრის მერე გავხსნი თემას სამომავლო გეგმებში -
მანამდე პროგნოზი გაირკვევა..
2 ნოემბერს ალბათ წავალთ ქართლის ასურელი მამების საფლავებზე
(26 ოქტომბერს თუ არ გამოიდარა)
და მერე ბორჯომის ხეობაში

1) მე...
2) ... :arrow:

ბორჯომის ხეობა

Posted: 22 ოქტ 2008, 15:23
by saskva
1) მე...
2) ... :arrow:
3) saskva (მანამდე დიდი დროა მაგრამ მაინც ეგებ გამომივიდეს :P)

ბორჯომის ხეობა

Posted: 22 ოქტ 2008, 15:24
by amigo
მეც :)

ბორჯომის ხეობა

Posted: 22 ოქტ 2008, 15:24
by ჩიტუციო
2) ჩიტუციო :)

ბორჯომის ხეობა

Posted: 22 ოქტ 2008, 15:24
by ჩიტუციო
უი 2 არა... ნუ მერამდეც გამოვდივარ ის :)))

ბორჯომის ხეობა

Posted: 22 ოქტ 2008, 15:25
by Tamari-ch.
1) Tamari-ch.
2) Tamari-ch.+
3) saskva
4) amigo
5) ჩიტუციო
6) მეგზური

ნატალი - კიდევ რა ძეგლებია იქ?

ბორჯომშია კიდევ დიდი ციხე...

ბორჯომის ხეობა

Posted: 22 ოქტ 2008, 15:28
by amigo
კიდევ ოკუპაციის კადრებია მანდ გადასაღები აუცილებლად - გადამწვარი ტყე

ბორჯომის ხეობა

Posted: 22 ოქტ 2008, 15:34
by Tamari-ch.
amigo wrote:კიდევ ოკუპაციის კადრებია მანდ გადასაღები აუცილებლად - გადამწვარი ტყე
ეგ ბაკურიანთანაა - მაღლა - ტაბაწყურისკენ....
:cry:

ბორჯომის ხეობა

Posted: 22 ოქტ 2008, 15:40
by ZVIOSULI
1 დღეში ამდენი - მარათონელები ხართ და მძღოლად შუმახერი?



სიჩქარეშე შეგრძნების კაიფს ვერ ვიჭერ

ბორჯომის ხეობა

Posted: 22 ოქტ 2008, 15:42
by Tamari-ch.
ZVIOSULI
ქვაბისხევი - სოფელი, გზის პირასაა ფაქტიურად
ყვიბისიც.
ტიმოთესუბანთანაც არაა პრობლემა მისვლა.

სამაგიეროდ დახუნძლული მოდიხარ ამდენი ემოციებისგან.
:wink:

ბორჯომის ხეობა

Posted: 22 ოქტ 2008, 15:42
by ჩიტუციო
ტიმოთესუბნის და ქვაბისხევის გარდა, მაგ ხეობაში ვიცი მე...მმმ....

სოფელია დაბა და იქაა რამდენიმე ეკლესია. ერთია მარიამწმინდა და მეორეა კიდევ, ოღონდ ვისი სახელობისაა არ ვიცი. მხატვრობა არც ერთ ეკლესიაში არაა, მეორე ეკლესია უხვადაა შემკული ორნამენტებით.....

მერე სადგერია კიდევ სოფელი და იქაა წმინდა გიორგის ეკლესია XIV საუკუნის....

ახალდაბასთან არის ნეძვის დედათა მონასტერი. აი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში რომაა მოხსენიებული...

ქვაბისხევთან არის საკვირიკე- წმინდა კვირიკეს მონასტერი. ტაძარი მოხატულია.

რავი თუ გამახსენდა კიდევ რამე დავწერ :roll:

ბორჯომის ხეობა

Posted: 22 ოქტ 2008, 15:53
by Tamari-ch.
Image

თბილისიდან ხაშურამდე 105 – 110 კმ ია
ხაშურიდან ბორჯომამდე 22 კმ.

2 საათის გზაა -
ადრე გავიდეთ.

ბორჯომის ხეობა

Posted: 22 ოქტ 2008, 16:01
by ჩიტუციო
აი ბორჯომთან რომაა სოფელი ჩითახევი იქაა კიდევ ერთი ეკლესია IX საუკუნის II ნახევრის.

ბორჯომის ხეობა

Posted: 22 ოქტ 2008, 16:10
by Tamari-ch.
Image

აი კიდევ კარგი რუქა –
ბორჯომის ხეობის

ბორჯომის ხეობა

Posted: 22 ოქტ 2008, 16:16
by ჩიტუციო
Image