Page 1 of 11
თავკვეთილა - რა და როგორ
Posted: 21 ოქტ 2008, 02:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
19 ოქომბერს მერამდენედ ავედი ტაბაწყურის ტბაზე და მერამდენ დავინახე მთა, რომელსაც ზოგი1თა თქმით,
თავკვეთილას (ან თავკვეთულას) ეძახიან.
ძნ მინდა, მის ულამაზეს სათავეს მოვექცე.
კავკასიკა ამბობს, რომ ვულკანურ მოვლენასთან გვაქვს საქმე.
აბა, ვინ რა იცით მის შესახებ, როგორ მივიდეთ?
თვალსაჩინოებისთვის სოფელ ტაბაწყურიდან (ბორჯომის რ/ონი) გადაღებულ ფოტოებს დავდებ.
დამეთანხმებით, მშვენიერი მთაა და ზედ ასვლა ღირს.
საამისოდ კი 2009 წლის ზაფხული გამოვიყენოთ
თავკვეთილა - რა და როგორ
Posted: 21 ოქტ 2008, 10:35
by Tamari-ch.
ომის დროს ტაბაწყურით გადავედით და მოვიხიბლე იქაურობით.
ეგ მთა ალბათ ჩამქრალი ვულკანია
თავკვეთილა - რა და როგორ
Posted: 21 ოქტ 2008, 10:43
by Naia
Tamari-ch. wrote:ომის დროს ტაბაწყურით გადავედით და მოვიხიბლე იქაურობით.
ეგ მთა ალბათ ჩამქრალი ვულკანია
კავკასიკამაც ეგრე გვითხრა
იქნებ გაისად მართლა ავიდეთ და მოვინახულოთ ეს მთა
თავკვეთილა - რა და როგორ
Posted: 21 ოქტ 2008, 10:48
by Tamari-ch.
იქ გზაზე პატარა ეკლესია შევამჩნიე -
სანამ უღელტეხილზე ასვლას დაიწყებ..
საინტერესოა რა ეკლესიაა...
თავკვეთილა - რა და როგორ
Posted: 21 ოქტ 2008, 10:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
Tamari-ch. wrote:იქ გზაზე პატარა ეკლესია შევამჩნიე -
სანამ უღელტეხილზე ასვლას დაიწყებ..
საინტერესოა რა ეკლესიაა...
რომელ გზაზე?
უღელტეხილზე თუ ტაბაწყურიდან თავკვეთილას გზაზე?
თავკვეთილა - რა და როგორ
Posted: 22 ოქტ 2008, 19:16
by Gvalva
Tamari-ch. wrote:იქ გზაზე პატარა ეკლესია შევამჩნიე -
სანამ უღელტეხილზე ასვლას დაიწყებ..
საინტერესოა რა ეკლესიაა...
ამაზე ხომ არ ამბობ?
უღელტეხილია თუ არა ეგ არ მახსოვს მაგრამ იმ უკაცრიელ ადგილას ქვეფენილით მოკირწყლული გზა რომ იყო ნამდვილად მახსოვს და ისიც მახსოვს გაგვიკვირდა
სულ თავკვეთილას ვეძებდი მაგრამ ნისლიანი დღე იყო და არაფერი ჩანდა

ამის უკან რომ მთა იწყება ეგაა ვითომ?
ამ გზაზე იყო კიდევ ერთი ეკლესია, სომხებს რაღაც დღეობა ქონდათ, სოფელთან ახლოს იყო, გაპრანჭული ახჩიკები ფეხით დაიარებოდნენ გზაზე
გოგა, თავკვეთილაზე ლამა რომაა ნამყოფი ნამდვილად ვიცი და კიდევ ვინ იყვნენ მაშინ მაგასთან ერთად არ მახსოვს
თავკვეთილა - რა და როგორ
Posted: 22 ოქტ 2008, 23:27
by namcecuna
ეს ის თავკვეთულა არ იქნება-ვარძიის მოირდაპირე მხარეს რომაა, ცოტა მოშორებით, ხო?
თუ ისაა, რამედნიმე წელია მანდ ასვლაზე ვოცნებობ...
თავკვეთილა - რა და როგორ
Posted: 22 ოქტ 2008, 23:30
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO
მე ოთხი წლის წინ ავედი
ნარიანის ველიდან შევუდექით ჭაობიანი პლატოს გავლის მერე მივადექით თავკვეთილას ძირს და სულ 2 საათი მოგვინდა 30 კაცს ასასვლელად
მართლაც ულამაზესია
თავკვეთილა - რა და როგორ
Posted: 22 ოქტ 2008, 23:48
by ლეონტი
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ.
თავკვეთილა - რა და როგორ
Posted: 22 ოქტ 2008, 23:50
by ლეონტი
მაგ ტერიტორიებს რო მივტირით, სომხები რომ ადგნენ და თავის ისტორიულ სამსობლოს დაუბრუნდნენ თურქეთში, მანდ ნეტა 1 ქართველი არის წამსვლელი საცხოვრებლად?

თავკვეთილა - რა და როგორ
Posted: 23 ოქტ 2008, 00:16
by Tamari-ch.
Gvalva
კი ესაა -
ნეტა რა ჰქვია
და რომელი საუკუნისაა...

თავკვეთილა - რა და როგორ
Posted: 26 ოქტ 2008, 00:23
by GAMARJOBA SAKARTVELO
გვალვა ბატონო, გმადლობ
lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მე ოთხი წლის წინ ავედი
ნარიანის ველიდან შევუდექით ჭაობიანი პლატოს გავლის მერე მივადექით თავკვეთილას ძირს და სულ 2 საათი მოგვინდა 30 კაცს ასასვლელად
მართლაც ულამაზესია
მოდი, უფრო დამაკვალიანე რა და როგორ.
ნარიანი ველი არაფერს მაძლევს
თავკვეთილა - რა და როგორ
Posted: 26 ოქტ 2008, 00:25
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO
გამომყევი და დაგაკვალიანებ არ დაგკარგავ მერწმუნე
ტიმოთესუბნიდან უნდა ამოუყვე გუჯარეთის ხეობას სათავეებისკენ და შემდეგ გადმოხვიდე 2000 იანი უღელტეხილი და გადმოხვალ ნარიანის ველზე და მერე მიადგები თავკვეთილას მწვერვალს.... რის შემდეგაც შეგიძლია მიხვიდე სოფელ ტაბაწყურში საიდანაც უკვე შემდგომ ცხრაწყაროს უღელტეხილით გადახვალ ბაკურიანში

თავკვეთილა - რა და როგორ
Posted: 26 ოქტ 2008, 00:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გამომყევი და დაგაკვალიანებ არ დაგკარგავ მერწმუნე
ტიმოთესუბნიდან უნდა ამოუყვე გუჯარეთის ხეობას სათავეებისკენ და შემდეგ გადმოხვიდე 2000 იანი უღელტეხილი და გადმოხვალ ნარიანის ველზე და მერე მიადგები თავკვეთილას მწვერვალს.... რის შემდეგაც შეგიძლია მიხვიდე სოფელ ტაბაწყურში საიდანაც უკვე შემდგომ ცხრაწყაროს უღელტეხილით გადახვალ ბაკურიანში

კგ, ახლა ესეც მითხარი, ტიმოთესუბნიდან თავკვეთილმე რამდენი კმია?
ჩემი ვარაუდით, 20-22 და სულ აღმართი უნდა იყოს. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 დღეში ასვლა საკმაოდ გაჭირდება.
მთის ფოტოები თუ მოგეპოვება?
თავკვეთილა - რა და როგორ
Posted: 26 ოქტ 2008, 00:46
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO
ფოტოები კი მქონდა მარა არ ვიცი სად მაქვს

ვეღარ ვძებნი
კი ასე იქნება 20-22 კილომეტრი (ტიმოთესუბნიდან თავკვეთილის ზირამდე) სულ აღმართებია
ჩვენ 35 კაცი ვიყავით და სულ 2 დღე დაგვჭირდა ამ მანძილის გავლა