Page 1 of 3
კარავის ტრანსპორტი
Posted: 15 სექ 2008, 12:52
by Gamge
სავარაუდოდ ეს აზრი ბევრს გასჩენია (მათ შორის ლამასგანაც გავიგე გუშინ), შესაძლოა ბევრიც გიმსჯელიათ ამ თემაზე, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა ვიკითხო, რატომ არ ყიდულობს კარავი ერთ მიკროავტობუსს>? ამდენ ფულს ვიხდით ტრანსპორტში და თან სულ საძებარი და საჩალიჩოა...
ფული რომ აგვეგროვებინა და გვეყიდა ერთი საზიარო მიკროავტობუსი და ხარჯებისთვის კიდევ პატარა ფონდი გამოგვეყო, საწვავსი ხარჯი გასვლის მონაწილეებს დაედოთ...
შეიძლება ისეთი სისტემის გაკეთებაც, რომ ვინც მეტს დადის იმან შესაბამისად მეტი იხადოს ამ "ფონდში" და ა.შ.
თუმცა 1 მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა, C კატეგორიის მართვის მოწმობა უნდა, მაგრამ მგონი მაგის აღებაც შეიძლება თუ მოვინდომეთ
კარავის ტრანსპორტი
Posted: 15 სექ 2008, 14:56
by lama
Gamge
ძალიან სწორი აზრია
მე მომხრე ვარ გავაკეთოთ ასეთი შენაძენი
ეს წაადგება ჩვენს საერთო საქმეს :
კარავის ტრანსპორტი
Posted: 15 სექ 2008, 15:06
by saskva
და ერთ შაბათ-კვირას რამოდენიმე გასვლა რომ არის ხოლმე მაშინ????
რამოდენიმე მიკროავტობუსი ვიყიდოთ???
და ვინც მძღოლი იქნება ის გამოდის რომ დიდად ვერ ისიამოვნებს რადგან გზა ძალიან დაღლის და არამგონია c კატეგორიის მართვის მოწმობა ბევრს აღმოაჩნდეს
კარავის ტრანსპორტი
Posted: 15 სექ 2008, 15:46
by Gamge
და ერთ შაბათ-კვირას რამოდენიმე გასვლა რომ არის ხოლმე მაშინ????
ამ შემთხვევაში გაკეთდება ასეთი რამ: თუ იქნება 2 ან მეტი გასვლა, იმის გამო რომ 1 მიკროავტობუსი იქნება მხოლოდ, მეორე მიკროავტობუსის ფული შესაბამისად გადანაწილდება ორივე მიკროავტობუსის ხალხზე (თუ ვინმეს მიკროავტობუსის ფული არ ექნება დადებული, ისინი ჩვეულებრივ გადაიხდიან რაც ჯდება იმის შესაბამისად).
მთავარი სირთულე ჩემის აზრით Cკატეგორიის მოწმობაა. ვინმემ იცის როგორ უნდა აიღოს კაცმა ეს მოწმობა? თეორიაა თავიდან ჩასაბარებელი თუ მარტო პრაქტიკა თუ ორივე ერთად?
უბრალოდ წარმოიდგინეთ რამდენი თანხის დაზოგვას შეძლებს კარავის ყველა წევრი ამ შემთხვევაში მაშინ როდესაც ღმერთის ნებით კიდევ ბევრს ვივლით და იმედია უფრო მეტსაც...
კარავის ტრანსპორტი
Posted: 15 სექ 2008, 15:54
by Mta Mkvarebia
არა მგონია, ეს იდეა განხორციელებადი იყოს

, მიკროავტობუსის შენახვას ეხუმრებით?, ნაწილების გამოცვლა, ტექდათვალიერება... მაისურების ფულის აკრება გამიჭირდა, ისეთ უინიციატივობას შევეჯახე (მიუხედავად იმისა რომ მაისური ყველას უნდოდა) და კარვის აფთიაქისთვის ეზარება ხალხს ლარ-ლარის დადება და მიკროავტობუსის ფულს შეკრებენ და მერე მაგას შეინახავენ?

ღმერთმა ქნას, მაგრამ მეეჭვება. თან სასკვა მართალია, რამოდენიმე გასვლა როცაა, რა უნდა ქნას ხალხმა? და რამდენი მძღოლი უნდა გვყავდეს C კატეგორიის მოწმობით, თუ ერთიდაიგივეს ვატარებთ ყველა ლაშაქრობაში?
კარავის ტრანსპორტი
Posted: 15 სექ 2008, 16:09
by Int3lig3nt
არ გამოვა მაი საქმე

კარავის ტრანსპორტი
Posted: 15 სექ 2008, 16:20
by GOGONA
Int3lig3nt wrote:არ გამოვა მაი საქმე

და არც ღირს

კარავის ტრანსპორტი
Posted: 16 სექ 2008, 00:56
by Wanderer
Gamge
მოდი დავიწყოთ ამით: რა ღირს მიკროავტობუსი მიახლოებით?

:):)
კარავის ტრანსპორტი
Posted: 16 სექ 2008, 12:42
by Gamge
8000-12000 ლარი ღირს ისეთი, როგორითაც დავდივართხოლმე საერთოდ...
კარავის ტრანსპორტი
Posted: 16 სექ 2008, 13:02
by tiko_r
ნუ ეხლა მძღოლის პრობლემა არ იქნება გული მიგრძნობს...
C-ს მარკერით შემოვხაზავთ მართვის მოწმობებზე.
მაგრამ მანქანის (თან ძველი, მორყეული მიკროავტობუსის) შენახვა - არც ისე იოლია.
მოხალისეებსაც დაეზარებათ 1 თვის მერე მაგის სახელოსნოებში ტარება... გარეცხვა, დასუფთავება... ელიავაზე ნაწილების ყიდვა
კარავის ტრანსპორტი
Posted: 16 სექ 2008, 18:19
by zura N.
ეჭვი მეპარება ეს საქმე გამოვიდეს...
Gamge wrote:
თუმცა 1 მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა, C კატეგორიის მართვის მოწმობა უნდა, მაგრამ მგონი მაგის აღებაც შეიძლება თუ მოვინდომეთ
მიკროავტობუსს D კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება, C სატვირთოებისთვისაა..

კარავის ტრანსპორტი
Posted: 16 სექ 2008, 18:37
by Int3lig3nt
zura N.
მიკროავტობუსს D კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება, C სატვირთოებისთვისაა..
არა, თიკო მართალია.
C კატეგორიის მოწმობა უნდა.
D უკვე ავტობუსია.
კარავის ტრანსპორტი
Posted: 16 სექ 2008, 20:55
by Wanderer
Gamge
8000-12000 ლარი ღირს ისეთი, როგორითაც დავდივართხოლმე საერთოდ...
ხოდა აქ დამთავრდა ეს ამბავი: ამდენი ფულის შემგროვებლები ჩვენ აშკარად არა ვართ.

100-100 ლარი მაინც მოუწევს თითო კაცს, რასაც ვერ და არ დადებენ.

კარავის ტრანსპორტი
Posted: 16 სექ 2008, 21:00
by tiko_r
A - მოტოციკლეტი
B - მსუბუქი, მინ. 3500 კგ და მინ. 8-9 ადგილიანი
C - სატვირთო 3500კგ-ზე მეტი წონის
D - სამგზავრო ტრანსპორტი, რომელსაც გადაყჰავს 8-9-ზე მეტი მგზავრი
E - ??? ვერ გავიგე რა წერია და ... არც გვჭირდება

კარავის ტრანსპორტი
Posted: 16 სექ 2008, 21:19
by Linda
Wanderer wrote:Gamge
8000-12000 ლარი ღირს ისეთი, როგორითაც დავდივართხოლმე საერთოდ...
ხოდა აქ დამთავრდა ეს ამბავი: ამდენი ფულის შემგროვებლები ჩვენ აშკარად არა ვართ.

100-100 ლარი მაინც მოუწევს თითო კაცს, რასაც ვერ და არ დადებენ.

tan zogi karaveli ishviarad dadis lashkrobashi, amitom survilic ar ekneba fulis dadebis, aktiuri kidev romelic yovel shabat-kviras kalakgaretaa arc tu ise bevria