Page 1 of 6
ჯუთა, ჭაუხი, მწვერვალი
Posted: 05 აგვ 2008, 23:31
by Tamusia
ე.ი. ამდენი მწვერვალებისკენ მაცქერალი კარაველის შემყურეს, აზრად მომივიდა მარტივ მწვერვალზე ასვლის იდეა შემოგთავაზოთ. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, თიკანაძის სახელობის მწვერვალი ჭაუხში.
სავარაუდოდ საჭირო იქნება 4 დღე:
1. ჩასვლა, დაბანაკება.
2. აკლიმატიზაცია.
3. მწვერვალზე ასვლა.
4. უკან გამომგზავრება.
თუმცა ჯერ თქვენი აზრი მაინტერესებს, ხალხო, და კონკრეტული გეგმები მერე იყოს.
აბა, გისმენთ
ჯუთა, ჭაუხი, მწვერვალი
Posted: 05 აგვ 2008, 23:41
by გვალდა
ჩემი ჰაზრი ისაა რომა ზუსტად თიკანაძეზე ასვლაზე ვლაპარაკობ ეს რამოდენიმე დღეა. მაგრამ აგვისტოში 13-ის მერე ალბათ აღარ მცალია. მერე 22 სექტემბრამდე მცალია. მგონი სექტემბერში ასვლა არ უნდა იყოს ურიგო.
ჯუთა, ჭაუხი, მწვერვალი
Posted: 05 აგვ 2008, 23:48
by Tamusia
13 აგვისტომდე, როგორც მე მგონია, ვერ მოხერხდება, სექტემბერზე კი ვერაფერს გეტყვი, მაგრამ შენ არ იდარდო, ამ ეტაპზე მთავარია გავალპინისტდეთ და მერე ალბათ გასვლები ისე გახშირდება, ყველა მოასწრებს. თანაც, ალბათ აღარ მცალია, აღარ მცალიას არ ნიშნავს.
ჯუთა, ჭაუხი, მწვერვალი
Posted: 06 აგვ 2008, 01:38
by bela
Tamusia
ვამაყობ შენით! ალპინიადები გაგახსენდა?
ალბათ კუჭავაც იამაყებდა!
~ერთი შვილ მაინც გაგზარდე ვეფხვებთან მეომარია~
ისე სექტემბერში ცოტა ცივა, აგვისტოს ბოლოს უნდა მოხერხდეს!
გავიხსენოთ სტუდენტობა?
ჯუთა, ჭაუხი, მწვერვალი
Posted: 06 აგვ 2008, 09:25
by Naia
Tamusia
იდეა მომწონს. ახლა მთავარია თარიღმაც მომაწყოს. აგვისტოში ფიქრობთ?
ჯუთა, ჭაუხი, მწვერვალი
Posted: 06 აგვ 2008, 17:08
by Tamusia
კი აგვისტოში, თუმცა ზუსტ თარიღს ჯერ ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, თვის მეორე ნახევარში.
ჯუთა, ჭაუხი, მწვერვალი
Posted: 06 აგვ 2008, 17:11
by namcecuna
15 სექტემბრამდე არანაირი შანსი არ მაქვს, სურვილი-დიდი.
თუ სექტემბრისთვის გადაიდება, იმედია შევძლებ.
(შემოდგომის რაჭის დაგეგმვას ვაპირებ და ეგეცაა

)
მოკლედ, თვალს ვადევნებ ამ თემას

ჯუთა, ჭაუხი, მწვერვალი
Posted: 15 აგვ 2008, 23:08
by Tamusia
მართალია, დღესდღეობით სულ სხვა რამეები გაგვიხდა აქტუალური და პრობლემატური, მაგრამ არ შემიძლია თავი შევიკავო და არ გაცნობოთ, რომ ჩემმა მეგობარმა მთასვლელმა მითხრა, თიკანაძეზე წამოგყვებით, თუ მეცლებაო.(ისე მაგას ძირითადად ცალია

). ასე რომ გიდი გვყვავს. ახლა მთავარია დანარჩენი...
ჯუთა, ჭაუხი, მწვერვალი
Posted: 16 აგვ 2008, 01:10
by bela
ARCHIL_i
იცი რას ვფიქრობ?
ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობთ ისევ, ძალიან ყოჩაღები ვართ, იმიტომ რომ სასოწარკვეთა ყველაზე დიდი ცოდვაა...
ჰოდა, ვთქვათ, რომ ყველაფერი დალაგდება და მერე რატომაც არ წავალთ?
Tamusia
მეამაყები, დე...
ჯუთა, ჭაუხი, მწვერვალი
Posted: 16 აგვ 2008, 01:15
by ARCHILI
bela იმ კვირასვე წავიდოდი თუ ამის საშუალება იქნება... ჩვენც ადამიენბი ვართ
ჯუთა, ჭაუხი, მწვერვალი
Posted: 16 აგვ 2008, 02:33
by Archil
ჯუთა, ჭაუხი, მწვერვალი
Posted: 16 აგვ 2008, 04:28
by Int3lig3nt
აუ 4 დღე

ჯუთა, ჭაუხი, მწვერვალი
Posted: 16 აგვ 2008, 10:40
by Tamusia
თიკანაძის მწვერვალი სხვა მხარეს არის, არა აბუდელაურის ტბებისკენ. ასე, რომ თიკანაძის გავლით აბუდელაურზე არამიზანშეწონილია გადასვლა.
ინტელ
მწვერვალზეწასვლა-მოსვლის მბავი 4 დღეში ესწრება. შენ თუ სურვილი გექნება, კიდევ დარჩი, მაგრამ მგონი წამოხვალ: საბანაკე ადგილი ალპურ ზონაშია, ხეები საერთოდ არ არის და მთელი დღე მზე გაჭერს. თუმცა რა ვიცი...
ჯუთა, ჭაუხი, მწვერვალი
Posted: 16 აგვ 2008, 13:15
by Int3lig3nt
Tamusia
არა, პირიქით, მებევრება.
სამსახურს რა ვუყო
