Page 1 of 2
1 დღით თბილისიდან გასვლა
Posted: 23 ივლ 2008, 11:53
by Gamge
იმის გამო, რომ ბევრი მუშაობს, ზოგი შაბათსაც. კარგი იქნება მათთვის თუ ჩამოვწერთ სად შეიძლება მანქანით ან სარეისო ტრანსპორტით გასვლა თბილისიდან 10-130 კმ-ის რადიუსში და რისი ნახვა შეიძლება, როგორი გზებია, გზად რისი ნახვა შეიძლება და სხვა რჩევები.
ასეთი ადგილი საკმაოდ ბევრია, მაგრამ ბევრს არ ახსოვს, ან არ იცის მათი არსებობის შესახებ. ასე რომ მგონი მათთვის და მათ შორის ჩემთვისაც საინტერესო იქნება.
აბა დავიწყეთ...
პ.ს. მსგავსი თემა ვერ ვნახე, თუ არის შეუერთეთ..
1 დღით თბილისიდან გასვლა
Posted: 23 ივლ 2008, 11:56
by Tamari-ch.
Gamge
თბილისის გარშემო 50 კმ-ის რადიუსით -
400 მდე ღისშესანიშნავი ძეგლია...
+ ტბები, მდინარეები, ტყეები, მთები და მდელოები....

1 დღით თბილისიდან გასვლა
Posted: 23 ივლ 2008, 11:59
by Gamge
400 თუ არის და ყველგან ნამყოფი ხარ, ჩვენც გაგვიზიარე, მაგდენი მე ნამდვილად არ ვიცოდი...
1 დღით თბილისიდან გასვლა
Posted: 23 ივლ 2008, 12:03
by Tamari-ch.
ყველგან არ ვარ ნამყოფი-
მაგრამ შიომღვიმე-
ზედაზენი -
წილკანი -
საგურამოს გარშემო სოფლები -
დიდგორი -
მარტყოფი -
და ა.შ.
მარტო ეგ გეყოფათ 1- 2 თვე...
1 დღით თბილისიდან გასვლა
Posted: 23 ივლ 2008, 12:18
by Naia
Gamge
არჩილ, 1 დღიანი გასვლებისთვის ძალიან დიდი არჩევანი გაქვს.
თამარიჩის ვარიანტების გარდა შეგიძლია მოინახულო ანანური, ვაჟა-ფშაველას სოფელი (სახელი ამ წუთას არ მახსენდება

) ფშავში, ახვიდე ყაზბეგში (1 დღეში მანქანით ასვლა-ჩამოსვლა და სამების მონახულება მოესწრება), დაათვალიერო კახეთი: სიღნაღი, ყვარელი თავისი გრემით, ნეკრესით, თელავი - აქ შეგიძლია ნახო ალავერდი, იყალთო, ძველი და ახალი შუამთა, უკანა გზაზე წამოხვიდე გომბორით და ნახო უჯარმის და ბოჭორმის ციხეები.
ბევრი საინტერესო ძეგლია ქართლშიც. თუ არ გეზარება შეგიძლია ერთი დღით იმერეთშიც ჩახვიდე და გელათი, ბაგრატი და მოწამეთა ნახო.
აქ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან გზები თითქმის ყველგან კარგია. შენი მანქანით შეიძლება გაგიჭირდეს შიომღვიმეში, ზედაზენზე ასვლა, აგრეთვე გომბორზე გადმოსვლა და ჩარგალში ასვლა. ამ ადგილებში გრუნტის გზაა და უბრალოდ, ნელა მოგიწევთ სიარული.
მოკლედ, არჩევანი დიდია. შეგიძლია უკვე შემდგარ ლაშქრობებშიც შეხვიდე და იქიდან აიღო ინფორმაცია (სანამ კარაველი გავხდებოდი, მე ასე ვიქცეოდი

)
1 დღით თბილისიდან გასვლა
Posted: 23 ივლ 2008, 12:21
by Mta Mkvarebia
Naia wrote:Gamge
ვაჟა-ფშაველას სოფელი (სახელი ამ წუთას არ მახსენდება

) ფშავში, )
ჩარგალი

1 დღით თბილისიდან გასვლა
Posted: 23 ივლ 2008, 12:22
by Naia
Mta Mkvarebia wrote:Naia wrote:Gamge
ვაჟა-ფშაველას სოფელი (სახელი ამ წუთას არ მახსენდება

) ფშავში, )
ჩარგალი

აგაშენა ღმერთმა

1 დღით თბილისიდან გასვლა
Posted: 23 ივლ 2008, 13:11
by Nika
Naia
გომბორის გზა ისევ ჩაინგრაო გავიგე
1 დღით თბილისიდან გასვლა
Posted: 23 ივლ 2008, 13:16
by Naia
Nika wrote:Naia
გომბორის გზა ისევ ჩაინგრაო გავიგე
უი, არ ვიცი
ჩვენ ბოჭორმაში ვიყავით ივნისში და მაშინ ნორმალურად იყო. თუმცა, მას შემდეგ რამდენჯერმე კოკისპირულად იწვიმა კახეთში და დიდი შანსია დანგრეული იყოს
1 დღით თბილისიდან გასვლა
Posted: 23 ივლ 2008, 13:46
by Gamge
გომბორის გზა ისევ ჩაინგრაო გავიგე
მაგ გზას თუ ოდესმე ეშველა, ძალიან კარგი იქნება თელავში ჩახვალ 1 საათში...
1 დღით თბილისიდან გასვლა
Posted: 23 ივლ 2008, 15:46
by popins
ბაზალეთის ტბაზე წავიდოდი კარვებით..
ერთი დღით და ერთი ღამით ანუ
1 დღით თბილისიდან გასვლა
Posted: 23 ივლ 2008, 16:20
by Ninukala
popins
გახსოვს შარშან რა კარგი იყო ბაზალეთზე

1 დღით თბილისიდან გასვლა
Posted: 23 ივლ 2008, 16:32
by popins
Ninukala
მახსოვს საყვარელო მახსოვს..მართლა რა კარგი გასვლა იყოო.და წელს რომ კარვებით გავიმეოროთ ?
1 დღით თბილისიდან გასვლა
Posted: 23 ივლ 2008, 16:39
by Ninukala
popins
ეგეც შეიძლება

1 დღით თბილისიდან გასვლა
Posted: 24 ივლ 2008, 09:10
by Gamge
-შესაძლებელია ასევე ბოლნისისკენ წასვლა: ბოლნისის სიონი, მშვენიერი გზაა დაგებული და ადვლად ჩავა კაცი, იქვე რამოდენიმე კილომეტრში წუღრუღაშენი, თუმცა იქამდე მოხრეშილი გზაა 2-3 კმ.
-ბეთანია, გზა არის უბრალოდ გადასახვევიდან ძალიან ცუდი, ბოლომდე იშვიათად რომელიმე მანქანა რომ ჩავიდეს და ადვილად ამოვიდეს.
-ანანური-ფასანაური საბანაოდ მშვენიერი ადგილია გინდ ჟინვალის წყალსაცავზე და გინდ არაგვზე. გზა ძალიან კარგია და სულ 40-50 კმც არ არის.
?? მაინტერესებს ჭოპორტის წყალსაცავებზე თუ მოხვედრილა ვინმე ბოლო დროს? როგორი გზაა და ბანაობის საშუალება თუ არის ?