Page 1 of 10

ქართული ჩანჩქერები

Posted: 22 ივლ 2008, 02:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, დავინტერესდი დიდი ქართული ჩანჩქერების ნახვით.
შეგვიძლია, კარავული ლაშქრობებისა და თუ ჯიპ-ტურების მოწყობაც.
ვის სად რა ისეთი
ჩანჩქერი გეგულებათ, რომლის ნახვაცა და გადაღებაც 1 სიამოვნება იქნებოდა, გთხოვთ, რომ დაწეროთ.
1 ასეთი ჩანჩქერი ლაგოდეხის ნაკრძალშია.
ულამაზესმშვენიერია.
მე2 ცანჩქერი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე4 ბილიკზეა. და სა1ოდ, ეს ბილიკი მრავალი
პატარა ჩანჩქერითაცა გამორჩეული.

ქართული ჩანჩქერები

Posted: 22 ივლ 2008, 04:59
by MIRANDA
ძალიან კარგი აზრია.. იდეა მომეწონა !!

მე ლაგოდეხის ნაკრძალში, გურგენიანის ჩანჩქერს დავწერდი (რომელიც სულ რაღაც 2 დღის წინ ვნახე), მაგრამ უკვე გიწერია... სხვა (დიდი) ჩანჩქერი მე არ მაქვს ნანახი, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვნახავდი და (ფოტოაპარატის თან ქონის შემთხვევაში) გადავიღებდი კიდეც :)

ქართული ჩანჩქერები

Posted: 22 ივლ 2008, 10:17
by Kakha
საქართველოში ყველაზე მაღალი ერთვარდნილიანი ანუ ისეთი რომელიც კასკადებად არ ეშვება ჩანჩქერი იმერეთში ცხენისყლის შენაკად ოკაცეზეა, სოფელ გორდს ზემოთ.

ნახეთ ამ ჩანჩქერზე ოკაცე-გორდის კანიონის გასვლის თემაში.

ქართული ჩანჩქერები

Posted: 22 ივლ 2008, 11:13
by teo-
me yazbegshi vici bevri chanchqeri, mag. gveletshi, arshashi.. au rogor vnaxavdi kidee :oops:

ქართული ჩანჩქერები

Posted: 22 ივლ 2008, 12:14
by Naia
teo- wrote:me yazbegshi vici bevri chanchqeri, mag. gveletshi, arshashi.. au rogor vnaxavdi kidee :oops:
გველეთის ჩანჩქერის ფოტო სადღაც უნდა მქონდეს. საღამოს მივალ სახლში და დავდებ.

ქართული ჩანჩქერები

Posted: 22 ივლ 2008, 12:26
by Mta Mkvarebia
ძალიან კარგი იდეაა, მიყვარს ჩანჩქერები :)

ქართული ჩანჩქერები

Posted: 22 ივლ 2008, 12:51
by TuTa
საქართველოს ყოფილი ტერიტორია, საინგილო. ამჟამად აზრბაიჯანს ეკუთვნის.

კახთან არის უდიდესი და ულამაზესი ჩანჩქერი. სიამოვნებით წავიდოდი კვლავ მის სანახავად

ქართული ჩანჩქერები

Posted: 22 ივლ 2008, 19:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
Kakha wrote:საქართველოში ყველაზე მაღალი ერთვარდნილიანი ანუ ისეთი რომელიც კასკადებად არ ეშვება ჩანჩქერი იმერეთში ცხენისყლის შენაკად ოკაცეზეა, სოფელ გორდს ზემოთ.

ნახეთ ამ ჩანჩქერზე ოკაცე-გორდის კანიონის გასვლის თემაში.
დავინტერესდი ამ ჩანჩქერით.
დაგეკითხები კიდეც, მაქამდე როგორ მივიდეთ

ქართული ჩანჩქერები

Posted: 22 ივლ 2008, 21:26
by Bernar
ხალხნო მე როგორც ვიცი (რუკებზე დაკვირვებიდან გამომდინარე), ბაღდათის რაიონში, სოფელ ხანთან ჩამოდის მდინარე ქერშავეთი. ამ მდინარეზე კიდე არის (ალბათ საკმაოდ დიდი) ჩანჩქერი. მის სიდედეს იმიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩანჩქერი საქართველოს ერთიან რუკაზეცაა აღნიშნული (!).

ქართული ჩანჩქერები

Posted: 22 ივლ 2008, 21:36
by GAMARJOBA SAKARTVELO
Bernar
რა საინტერესოა.
მაგის გარკვევა შეიძლება.
რუკაზე წერტილები მხოლოდ მასშტაბების გამო არ დააქვთ, მიზეზი შეიძლება ისტორიული ან სხვა ფასეულობაც იყოს,
ანდაც, სა2ენტაციო, საგზამკვლევო დანიშნულება ჰქონდეს

ქართული ჩანჩქერები

Posted: 22 ივლ 2008, 21:42
by Gio-horus
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=60

მარტვილის რაიონი .. სოფელი აბგესი...
მდინარე აბაშისწყალი

ქართული ჩანჩქერები

Posted: 22 ივლ 2008, 21:53
by Bernar
GAMARJOBA SAKARTVELO
არა მგონია გზამკვლევის დანიშნულება ჰქონდეს, იმიტომ, რომ მდინარე ქერშავეთის ხეობაში ერთადერთი სერიოზული გზა მიდის ზეკარის უღელტეხილისაკენ, რომელიც თვითონ ქერშავეთს მიუყვება.

მის ისტორიულ ფასეულობაზე ნამდვილად არაფერი არ მსმენია :)

ქართული ჩანჩქერები

Posted: 23 ივლ 2008, 10:23
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO
აბა ეს ნახე, მაკენას მიერ დადებული, ჭულეს მონასტერთან ახლოს მდებარე ჩანჩქერი. გრანდიოზული არ არის მაგრამ, მაინც საინტერესოა:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1559

ქართული ჩანჩქერები

Posted: 23 ივლ 2008, 12:44
by Bernar
ისე ჩანჩქერები არხოტშია ბევრი: როგორც თვითონ ასაზე, ასევე მის შენაკადებზეც.


ისე არმაზის ციხის ქვემოთ მდინარე არმაზისხევზე არის ასე ხუთმეტრიანი ჩანჩქერი. ვინმეს გექნებათ ნანახი.

ქართული ჩანჩქერები

Posted: 23 ივლ 2008, 17:41
by გვალდა
Bernar
არმაზისხევის გაყინულ ჩანჩქერზე დეკემბერში ვიბობღეთ. :)

Image
საქართველოში ყველაზე მაღალი ერთვარდნილიანი ანუ ისეთი რომელიც კასკადებად არ ეშვება ჩანჩქერი იმერეთში ცხენისყლის შენაკად ოკაცეზეა, სოფელ გორდს ზემოთ.

ნახეთ ამ ჩანჩქერზე ოკაცე-გორდის კანიონის გასვლის თემაში.
მაინტერესებს ძალიან.