Page 1 of 2

აგვისტოში ფიტარეთში

Posted: 10 ივლ 2008, 12:48
by Tamari-ch.
აგვისტოში - რომელიმე კვირას დღეს - წავიდეთ ფიტარეთში -
მაგ დროს მდინარეც დაწეული იქნება და არ გაგვიჭირდება მისი გადასვლა...

ორი ვარიანტია-
1) მოვუაროთ ზევიდან - თეთრიწყაროდან და ამ შემთხვევაში ფიტარეთტან ერთად ვნახოთ გუდარეხი და სამშვილდეც
2) წავიდეთ ქვემოდან - გადავიდეთ ხრამზე და ვნახოთ ჯერ ტანძია (+ ცურტავი-დარეჯანის კოშკი) და მერე ფიტარეთში..

ან კიდევ ერთი ვარიანტი - წავიდეთ ლაშქრობით და მაშინ 2 დღე ვიაროთ და ორივე ვარიანტი გავაერთიანოთ - გადავდეთ თეთრიწყაროდან და დავბრუნდეთ ბოლნისით... წრეზე-

რა რჩევებს მოგვცემდით?

აგვისტოში ფიტარეთში

Posted: 10 ივლ 2008, 12:52
by Wanderer
Tamari-ch.
ან კიდევ ერთი ვარიანტი - წავიდეთ ლაშქრობით და მაშინ 2 დღე ვიაროთ და ორივე ვარიანტი გავაერთიანოთ - გადავდეთ თეთრიწყაროდან და დავბრუნდეთ ბოლნისით... წრეზე-
ეს ვარიანტი მომწონს. :) თუმცა თუ სწორად მახსოვს ეგ ყველაფერი 2 დღეში მემგონი ვერ მოესწრება...

აგვისტოში ფიტარეთში

Posted: 10 ივლ 2008, 12:57
by Naia
Tamari-ch.
ფიტარეთს დიდი ხანია ვგეგმავ. 2-ვე ვარიანტი მაწყობს. თუ სხვა უფრო დიდი ხნის ნანატრი გასვლა არ გამოჩნდა მოვდივარ

აგვისტოში ფიტარეთში

Posted: 10 ივლ 2008, 13:03
by Tamari-ch.
Wanderer wrote:Tamari-ch.
ან კიდევ ერთი ვარიანტი - წავიდეთ ლაშქრობით და მაშინ 2 დღე ვიაროთ და ორივე ვარიანტი გავაერთიანოთ - გადავდეთ თეთრიწყაროდან და დავბრუნდეთ ბოლნისით... წრეზე-
ეს ვარიანტი მომწონს. :) თუმცა თუ სწორად მახსოვს ეგ ყველაფერი 2 დღეში მემგონი ვერ მოესწრება...
იცი რა ვიფიქრე?
შაბათს რომ ვიაროთ მარშრუტკით ბოლნისის ეპარქიაში და ვნახოთ იქ რაღაცეები -

მერე საღამოსკენ მარშრუტკა გავუშვათ და ჩვენ გადავიდეთ ტანძიაში ხრამზე -
და კვირას ვიაროთ ფეხით ფიტარეთი - სამშვილდე- გუდარეხთან...
ამ შემთხვევაში უკან რითი დავბრუნდეთ -
ისევ მარშრუტკა დავიბაროთ?

აგვისტოში ფიტარეთში

Posted: 10 ივლ 2008, 13:30
by Wanderer
Tamari-ch.
ისევ მარშრუტკა დავიბაროთ?
მოგვიწევს... ისე მე ფეხით და უფრო დიდი ხნიათ სიარულის მომხრე უფრო ვარ... 3-4 დღეს რომ იყოს ჩემთვის არ იქნება პრობლემა სავარაუდოდ.

აგვისტოში ფიტარეთში

Posted: 10 ივლ 2008, 13:36
by Tamari-ch.
3-4 დღე მე ვერა -
ვმუშაობ -
და პურსა მაგი მაჭმევს..
:lol:

შაბათსაც უნდა ვითხოვო...

აგვისტოში ფიტარეთში

Posted: 10 ივლ 2008, 14:03
by Naia
Wanderer
1 დღეში გუდარეხი-ფიტარეთი ვერ მოესწრება?

აგვისტოში ფიტარეთში

Posted: 10 ივლ 2008, 14:54
by Wanderer
Naia
1 დღეში გუდარეხი-ფიტარეთი ვერ მოესწრება?
ზუსტად არ მახსოვს. მგონი მაგარი გადარბენა უნდა, რომ მოესწროს...

აგვისტოში ფიტარეთში

Posted: 10 ივლ 2008, 15:06
by lama
Naia wrote:Wanderer
1 დღეში გუდარეხი-ფიტარეთი ვერ მოესწრება?
შანსი არაა :)

აგვისტოში ფიტარეთში

Posted: 10 ივლ 2008, 17:14
by Tamari-ch.
მაშინ ასე შეიძლება გაკეთდეს-
მეორე დღეს დავიბაროთ მარშრუტკა სადმე
და წაგვიყვანოს გუდარეხში მანქანით
სამშვილდეში ჩვენ თვითონ ავიდეთ
ასე მოესწრება?...

აგვისტოში ფიტარეთში

Posted: 10 ივლ 2008, 19:59
by buzguna
Tamari-ch.


გამარჯობათ, რა ფიტარეთიო??? არ გამომპაროთ.[/quote]

აგვისტოში ფიტარეთში

Posted: 10 ივლ 2008, 22:49
by Tamari-ch.
ეს არის ერთ ერთი ვარიანტი - მისასვლელი ფიტარეთთან -

Image

ტანძიიდან - ხრამზე გადასვლით

აგვისტოში ფიტარეთში

Posted: 10 ივლ 2008, 23:11
by Tamari-ch.
აი კიდევ რუქა -

გუდარეხი არაა არსად...
და არც ვიცი ზუსტად სადაა

Image

აგვისტოში ფიტარეთში

Posted: 10 ივლ 2008, 23:13
by Tamari-ch.
აქ ბოლნისის რაიონია -
და სადაც წითელი ხაზია -
იქ ძეგლებია..

Image

აგვისტოში ფიტარეთში

Posted: 11 ივლ 2008, 09:52
by Tamari-ch.
გუდარეხი, სოფელი თეთრი წყაროს რაიონში, ბედენის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე გუდარეხისწყლის (ალგეთის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1100 მ, თეთრი წყაროდან 8 კმ.

გუდარეხის მიდამოებში აღმოჩენილია ძეგლი — სამოსახლო, რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან: თლილი ქვით ნაგები ბურჯებიანი მაღალი ზღუდით შემოფარგლული სამონასტრო კომპლექსისაგან და ზღუდის ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნასოფლარისაგან. 1938—1939 გაითხარა (ხელმძღვანელი ლ. მუსხელიშვილი) სამონასტრო კომპლექსი. გამოვლინდა ნაგებობათა 2 ქრონოლოგიური ჯგუფი: სასახლე, სენაკები, მარანი, პილასტრებიანი ნაგებობა, საჯინიბო, ჩუქურთმიანი შენობის კომპლექსი (XII-XIII სს.) და მინაშენები პილასტრებიანი შენობის ჩრდილო-დასავლეთით და სხვა (XVI—XVII სს.). ორ ჯგუფად იყოფა განათხარი კერამიკაც. კერამიკის წარმოების ნაშთებისა და ნახევარფაბრიკატების აღმოცენა გვიჩვენებს, რომ გუდარეხში საკუთარი კერამიკული წარმოება იყო. აღმოჩენილია 18 ქართული (გიორგი III-ის, თამარის, რუსუდანის, ლაშა გიორგის) და 1 მონღოლური მონერა, რაც მიუთითებს გუდარეხის ინტენსიურ ცხოვრებაზე XIII საუკუნეში.

სამონასტრო კომპლექსში შედის ერთნავიანი ეკლესია და სამრეკლო. ეკლესია რუსუდანის მეფობის დროს — 1222—1245 წლებში აუგია ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორისძეს. ნაშენია კარგად გათლილი კვადრებით, მოპირკეთებული ფასადები მდიდრულად არის მოჩუქურთმებული. შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის ფასადს ამკობს ორი სამკუთხა ნიში; სარკმლის თავზე დიდი მოჩუქურთმებული ჯვარია, ქვემოთ კი — მოჩუქურთმებული კვადრატები. გარედან ეკლესიას ორი მინაშენი ჰქონია — სამხრეთით კარიბჭე, ჩრდილოეთით ეგვტერი (ამჟამად ორივე დანგრეულია). ორსართულიანი სამრეკლო აგებულია 1278 წელს დიმიტრი თავდადებულის ხანაში. ეს ყველაზე ადრინდელი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში. სამრეკლოს ქვედა სართული ღიაა, ზემოთ რვამალიანი ფანჩატურია, ხოლო მათ შუა — სადგომი. გუდარეხის ეკლესიის მოჩუქურთმებული კანკელის ფრაგმენტები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.


ლიტერატურა
ბერიძე ვ., ძველი ქართული ოსტატობა, თბ., 1967;
მუსხელიშვილი ლ., ხიდაშელი შ., ჯაფარიძე ვ., გუდარეხის პირველი და მეორე (1938 და 1939 წწ.) არქეოლოგიური კამპანიის ანგარიში, თბ., 1954;
Такайшвили Е. С., Археологиыеские экскурсии, разыскания и заметки, в. 2, Тфл., 1905;
ჯაფარიძე ვ., ანდღულაძე ნ., ქსე, ტ. 3, გვ. 291, თბ., 1978
მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92% ... 83%98"-დან