Page 1 of 4

რაჭა ჩემო საყვარულო...

Posted: 07 ივლ 2008, 10:29
by Tamari-ch.
მოკლედ ასე მეგობრებო -
უკვე გადაწყვეტილი ამბავია -

სავარაუდოდ 26-27- ში მივდივართ რაჭაში -

წავალთ პარასკევს სამსახურის მერე

რომ გზაზე დრო არ დაგვეხარჯოს -

დაახლოებით 6-ზე გავალთ

ჩავალთ ღამე და კარვებში გავათევთ ღამეს -

მეორე დილიდან შაბათს დავიწყებთ ძეგლების დათვალიერებას .-
და კვირას საღამოს წამოვალთ
2 დღე გვექნება.


ახლა თხოვნა მაქვს - ვინც იცნობთ მაგ მხარეს -
იქნებ დაგვეხმაროთ -
რისი ნახვა შეიძლება და იქნებ რუქა გქონდეთ ...

ბარაკონზე და ნიკორწმინდაზე საუბარი არაა -
აუცილებლად ვნახვთ -

კიდევ?

რაჭა ჩემო საყვარულო...

Posted: 07 ივლ 2008, 10:40
by Naia
Tamari-ch.
ეჰ

როგორ მინდა რაჭაში

მაგრამ მაგ დროისთვის კარწახის ტბის მონახულება იგეგმება :( იმედია კიდევ გავა კარავი რაჭისკენ

რაჭა ჩემო საყვარულო...

Posted: 07 ივლ 2008, 10:53
by ZVIOSULI
Naia wrote:Tamari-ch.
ეჰ

როგორ მინდა რაჭაში

მაგრამ მაგ დროისთვის კარწახის ტბის მონახულება იგეგმება :( იმედია კიდევ გავა კარავი რაჭისკენ
aba tema?

რაჭა ჩემო საყვარულო...

Posted: 08 ივლ 2008, 03:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
Tamari-ch.
გააჩნია, გეგმაში რას შეიტან და სად აპირებ დაბანაკებას, ეგებ კარწახის ტბა გადავდო კიდეც, მიუხედავად იმისა,
რომ გასვლის დეტალები მაკენასთან 1ად მუშავდება.
თუ გადარბენები არ იქნება და ეკლესიებთან 1ად ციხე თუ სხვა საკულტო ნაგებობის ნახვაც შევა
(ონში საინტერესო სინაგოგაა. ახლა, პრაკტიკულად, უმოქმედოდა), შემოგი1დები.
ასე თუ ისე, მაგ კუთხეს ვიცნობ. ბოლოს მაქეთ შარშან ივნისში ვიყავი.
ონის რაიონი უფრო მესიმპატიურება.
6ზე თუ გახვალ, იქ 12ზე ადრე ვერ ჩახვალ და თუ წინასწარ არ მონიშნე საბანაკე ადგილები, კარვებით დაბანაკება გაჭირდება.

რაჭა ჩემო საყვარულო...

Posted: 08 ივლ 2008, 07:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჰო, რაჭაში, კერძოდ კი ამბროლაურის რაიონშია რაჭის ერისთავების ციხე - მინდაციხე
სხვათა შორის, ნიკორწმინდის (წმინდა ნიკოლოზის სახელზე აგებული)უმშვენიერესი ტაძარი
ამბროლაურის რაიონშია. თუმცა, ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია ონშია. ამავე რაიონს
ეკუთვნის ბარაკონის (სოფელ წესთან) ეკლესია, ზემო კრიხის, პატარა ონის, ბუგეულის, ხოტევის, ძეგლები,
ციხეები თუ ეკლესიები, აგრეთვე, კარსტული მღვიმეები.
ჰო, კვარაციხეც, სადაც ამბოხებულმა რაჭველებმა მე19 საუკუნეში რუსებს დიდი ომი გაუმართეს, რის გამოც
რუსებმა შემდეგ მათ სოფლები გადაუწვეს.

ონის რაიონშია მრავალძალის წმინა გიორგის დარბაზული ეკლესია (სოფელ მთისკალთასთან). ქალაქშია
არქიტექტურულად 1-1 საინტერესო ნაგებობა - სინაგოგა, რომელიც, თუ სწორად ვიცი, ვარშავის
სინაგოგის ზუსტი ასლია. უნდა ინახოს ბრილი (რიონის ხეობაშია), ნასოფლარი ციხეკოშკითა და ეკლესიით,
სადაც არქეოლოგებმა უამრავი
ძვირფასი ნივთი აღმოაჩინეს, მათ შორის ანტიკური.

რაჭა ჩემო საყვარულო...

Posted: 08 ივლ 2008, 07:58
by GAMARJOBA SAKARTVELO
დიდ საცნობარო დახმარებას გაგიწევს მთაშენკა. რაჭას კანჭებიანად იცნობს, თავისი ხალებით
აბა, მაგასაც მოვუსმინოთ.
ისე, რა მაგის პასუხია და ეს პატარა რაჭა 3 ნაწილად იყოფა - ქვემო, ზემო და მთის რაჭად.

აბა, ამ ვებ-გვერდზე შეიხედე. მგონი, შენი თემის სათაურს ჰგავს
http://racha-chveni-siyvaruli.mylivepag ... ndex/first

რაჭა ჩემო საყვარულო...

Posted: 08 ივლ 2008, 08:27
by ჩიტუციო
ნიკორწმინდასთან აუცილებლად უნდა ვნახოთ ჭელიშის უდაბნო :roll:

რაჭა ჩემო საყვარულო...

Posted: 08 ივლ 2008, 09:35
by ჩიტუციო
მოკლედ მე რაც ვიცი დავწერ იმას...

ნიკორწმინდას რომ ვნახავთ, მერე მარცხნივ მიდის გზა ჭელიშის უდაბნოსკენ . მონასტერი შარეულას ხეობაში მდებარეობს. თამაზი თუ იქნება მარშრუტკით ჩავალთ ქვემომდე :D ჩვენ რომ ვიყავით ექსკურსიაც იყო მაგ დროს და იმათი მარშრუტკა ზემოთ ელოდებოდა ბავშვებს. ყოველ შემთხვევაში წყალსაცავამდე მაინც უნდა მივიდეთ ტრანსპორტით.
აი ბარემ ამ ორ სურათს დავდებ

Image

Image

მერე წავალთ ამბროლაურისკენ ამბროლაურამდე სადღაც 10-12 კილომეტრშია სოფელი ბუგეული , თავისი ეკლესიითა და მშვენიერი ხალხური მხატვრობით. მაგრამ ეს სოფელი ნიკორწმინდიდან ამბროლაურისკენ მიმავალ გზაზე არაა, როგორც მახსოვს, უნდა ვიკითხოთ საითაა გადასახვევი და დავადგებით ბუგეულის გზას.... მერე ამბროლაურიდან ზემოთ სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრის დაშორებით არის ზემო კრიხის ტაძარი. მთაზეა სოფელი. მეეეერე.... ამბროლაურიდან გზა მიდის ბარაკონისკენ და სორისკენ . სორი დაახლოებით 8-9 კილომეტრითაა ამბროლაურს დაშორებული.

:roll: სხვა რისი დამატება შეიძლება? მე მეტი არაფერი არ მაქვს ამ მხარეში ნანახი....

რაჭა ჩემო საყვარულო...

Posted: 08 ივლ 2008, 10:05
by ჩიტუციო
აქ ჩამოვთვლი იმ ძეგლებს რომლის შესახებაც მსმენია... ყველა ამბროლაურის რაიონშია.

აგარის მონასტერი, ხოტევის ეკლესია... პატარა ონში არის ორი ეკლესია წმინდა გიორგის და წმინდა ნიკოლოზის სახელობისა. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას კიდე ''რაკეთის'' წმინდა ნიკოლოზს ეძახიან... კვირიკეწმინდა, ლეკნარის წმინდა გიორგის ეკლესია. თლუღის წმინდა გიორგის ეკლესია. ველტყევის ეკლესია....

ვინმემ იცით ამ ეკლესიების ზუსტი მდებარეობა?

ჩემს დიდი რუქაზე ვნახე და სოფლები ხოტევი და თლუღი ნიკორწმინდასთან ახლოსაა....

ბოჭორიძეს აქვს რაჭის ეკლესიებზე წიგნი და იქაც ვნახავ :roll:

რაჭა ჩემო საყვარულო...

Posted: 08 ივლ 2008, 10:11
by Tamari-ch.
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:Tamari-ch.
გააჩნია, გეგმაში რას შეიტან და სად აპირებ დაბანაკებას, ეგებ კარწახის ტბა გადავდო კიდეც, მიუხედავად იმისა,
რომ გასვლის დეტალები მაკენასთან 1ად მუშავდება.
თუ გადარბენები არ იქნება და ეკლესიებთან 1ად ციხე თუ სხვა საკულტო ნაგებობის ნახვაც შევა
(ონში საინტერესო სინაგოგაა. ახლა, პრაკტიკულად, უმოქმედოდა), შემოგი1დები.
ასე თუ ისე, მაგ კუთხეს ვიცნობ. ბოლოს მაქეთ შარშან ივნისში ვიყავი.
ონის რაიონი უფრო მესიმპატიურება.
6ზე თუ გახვალ, იქ 12ზე ადრე ვერ ჩახვალ და თუ წინასწარ არ მონიშნე საბანაკე ადგილები, კარვებით დაბანაკება გაჭირდება.
რაჭში წასვლა არაა ადვილი -
და მაგ მხარეს ქსანივით ორჯერ და სამჯერ წასვლას ვერ მოვახერხებთ -
ამიტომ ჩვენი მიზანია ვნახოთ უძველესი და ყველლაზე მნიშვნელოვანი ძეგლები... - გასაკუთრებით ადრეული ხანის და შემორჩენილი ფრესკები...
არ ვიც ითქვენ არასოდეს ყოფილხართ ჩვენთან ერთად -
და რატომ გექმნებათ შთაბეჭდილება რომ გადარბენებით დავდივართ -
ვნახულობთ ისე, რომ ფოტოები გადავიღოთ - დავტკბეთ სილამაზით და ზედმეტ დროს აღარ ვხარჯავთ ხოლმე..
ხოფაში 1 საათი მქონდა გათვლილი დასათვალიერებლად და ხალხმა თვითონ მითხრა უფრო ადრე - ახლა წავიდეთო.. ჩვენი მიზანი არა დროის ტარება - არამედ ძეგლების დათვალიერება - შესწავლაა...

თუ დროის სატარაებლად მიდიხარ - ასე შეიძლება მთელი დღე მარტო ნიკორწმინდაში დარჩე...
:)

მადლობა რჩევებისათVის -
რუქა ხომ არ გაქვთ ვინმეს?
საერთოდ არ ვიცნობ მაგ მხარეს.

რაჭა ჩემო საყვარულო...

Posted: 08 ივლ 2008, 10:23
by ჩიტუციო
ისე გადარბენებზე ნამდვილად არ ვართ. მე მშვენივრად ვასწრებ ხოლმე ყველაფრის ფოტოაპარატით დაფიქსირებას, დათვალიერებას. მიმდებარე ტერიტორიის მომიხილვასაც. კარგი ტემპია :)

* * *

აი გეოფაინდერიდან ამოღებული რუქა....

Image

რაჭა ჩემო საყვარულო...

Posted: 08 ივლ 2008, 10:35
by GAMARJOBA SAKARTVELO
Tamari-ch. wrote:[

რაჭში წასვლა არაა ადვილი -
და მაგ მხარეს ქსანივით ორჯერ და სამჯერ წასვლას ვერ მოვახერხებთ -
ამიტომ ჩვენი მიზანია ვნახოთ უძველესი და ყველლაზე მნიშვნელოვანი ძეგლები... - გასაკუთრებით ადრეული ხანის და შემორჩენილი ფრესკები...
არ ვიც ითქვენ არასოდეს ყოფილხართ ჩვენთან ერთად -
და რატომ გექმნებათ შთაბეჭდილება რომ გადარბენებით დავდივართ -
ვნახულობთ ისე, რომ ფოტოები გადავიღოთ - დავტკბეთ სილამაზით და ზედმეტ დროს აღარ ვხარჯავთ ხოლმე..
ხოფაში 1 საათი მქონდა გათვლილი დასათვალიერებლად და ხალხმა თვითონ მითხრა უფრო ადრე - ახლა წავიდეთო.. ჩვენი მიზანი არა დროის ტარება - არამედ ძეგლების დათვალიერება - შესწავლაა...

თუ დროის სატარაებლად მიდიხარ - ასე შეიძლება მთელი დღე მარტო ნიკორწმინდაში დარჩე...
:)
თამარიჩ,
დროის ტარებას, არ ვიცი, რას უწოდებ, მაგრამ როდესაც სადმე მივდივარ, იქ იმის გულიანად ნახვა მინდა
და არა დაკაკუნებით, რომ "ვიყავი აქ".
თქვენს გეგმებს რომ ვკითხულობ, თავბრუ მესხმის ხოლმე. 1 დღეში ასეთი გადარბენა მხოლოდ
იმ შემხვეაში შემიძლია ავიტანო, თუ მოსანახულებელი ღირსშესანიშნაობების ნაწილი ადრე მაინც მაქვს
ნანახი და ამის გამო, ამოსუნთქვის საშუალება მეძლება.
მკდ, ველი თქვენს მიერ შემოთავაზებულ მიმართულებას. ზევით უკვე ბევრი ძეგლი დევს.
გაითვალისწინეთ, რომ რაჭის შიდა გზები ძნ ცუდ მდგომარეობაშია.

რაჭა ჩემო საყვარულო...

Posted: 08 ივლ 2008, 10:48
by ლეონტი
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:, ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია ონშია.
ნიკორწმინდის ეპარქია (ქ. ამბროლაური, ქ. ონი, ონისა და ამბროლაურის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე). კათედრა ნიკორწმინდაში, რეზიდენცია ამბროლაურსა და ონში.
ძირითადად ამბროლაურში იმყოფება მეუფე.

რაჭა ჩემო საყვარულო...

Posted: 08 ივლ 2008, 11:02
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:დიდ საცნობარო დახმარებას გაგიწევს მთაშენკა. რაჭას კანჭებიანად იცნობს, თავისი ხალებით
ჩიტუციო
კანჭების და ხალების რა გითხრათ, ჩემი მშობლიური მხარის ასეთი საფუძვლიანი ცოდნით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს მანდ ვისვენებ, მამისონის და სხვა საინტერესო ადგილების ნახვა ვერ მოვახერხე. ორი დღის განმავლობაში არა მგონია შოვი, უწერა და მითუმეტეს მამისონის უღელტეხილის მონახულება მოასწროთ, მაგრამ თუ იყოჩაღებთ, აქედან ძალიან ადრე გახვალთ და გზაში დროს არ დაკარგავთ, მთისკალთის, მრავალძლის ეკლესიისა (ზღ. დონიდან 2000 მეტრი) და იქიდან 2 კილომეტრში მდებარე ლამაზი ტბის (ზღ. დონიდან 2200 მ) მონახულებას მოახერხებთ. მრავალძლის ეზოდან (ოდნავ მოშორებით, ქედიდან) კარგ ამინდში თითქმის მთელი რაჭა მოჩანს, ტბიდან კიდევ კავკასიონის დიდი ნაწილი, უშბისა და სვანეთის სხვა ამაყი ლამაზმანების ჩათვლით. დილით როცა ადიხარ ნისლისა და ღრუბლების ფთილებს ქვემოთ ტოვებ, ძალიან ლამაზია დღის მაგ მონაკვეთში. აი სურათებიც:
წმ. გიორგის სახელობის მე-11 საუკუნის ეკლესია მიწისძვრამ დაანგრია, ახლა აღადგენენ. ერტერთი უძლიერესი სალოცავი ყოფილა რაჭაში.
Image

Image

Image

Image

მთისკალთა ცენტრალური გზიდან მუხლის ხიდის გადასახვევიდან (ბარაკონს და მინდა ციხეს რომ გასცდები ნახევარ კილომეტრშია მარჯვნივ) 18 კილომეტრში მდებარეობს, მაგრამ იქ თამაზის "ვეზდეხოდით" ვერანაირად ახვალთ, არც ეცადოთ, თორემ შეიძლება გზაში დარჩეთ, სულ ნაშალი კლდის ქანების გზაა.ადგილობრივი ვილისი ან რაფი უნდა დაიქირავოთ. თუ სურვილი გექნებათ, შემიძლია დაგაკვალიანოთ და იმ ადამიანის ტელეფონი გაგიგოთ, ვინც ასეთი მანქანით ემსახურება მაღლა მდებარე სოფლებში ხალხს და პროდუქტით და სხვა საჭირო ნივთებით ამარაგებს. მაგრამ არ ვიცი კონკრეტულ სიტუაციაში ტურისტებისთვის ეცლება თუ არა, 5 სოფელი მის იმედზეა. ისეთივე მანქანა ყავს, როგორიც შოთა წიკლაურს როშკაში, გვერდებზე რომ აქვს ხის სკამები მხოლოდ (მგონი რაფი ჰქვია), იქ მხოლოდ 12 ადამიანი ჩაეტევა, ქვემოთ ზურგანთებზე თუ დაჯდება დანარჩენი არ ვიცი, მაგრამ ისე კი ძალიან გაწვალდებით, და ასვლა-ჩამოსვლა სულ მცირე ნახევარ დღეს წაგართმევთ.

ბუგეული ამბროლაურიდან დასავლეთით ლეჩხუმისკენაა (იმ მხარეს სდადაც სოფლები ხვანჭკარა ტოლა და ა.შ) მაგრამ ამბროლაურიდან ახლოსაა (მის შემდეგ პირველი სოფელია) და დიდ დროს არ წაგართმევთ. ჩემოთვლილთაგან ერთადერთი მრავალძალი დაგაკარგვინებთ დროს და თქვენი გადასაწყვეტია ნახოთ თუ არა.
კიდევ ძალიან ლამაზია სხვა მარალმთიანი სოფლებიც.

რაჭა ჩემო საყვარულო...

Posted: 08 ივლ 2008, 11:55
by guruli
ჩიტუციო
ჩემს დიდი რუქაზე ვნახე და სოფლები ხოტევი და თლუღი ნიკორწმინდასთან ახლოსაა....
აგარაც იქვეა. ეგ კი არა, ნიკორწმინდასთან ყველაზე ახლოს ეგაა. ნიკორწმინდადან რომ გადაეშებით, ჯერ ჭელიაღელეა, რომელსაც აგარა მოსდევს - ზედაა მიბმული. თლუღი და ხოტევი მაგის გაღმა-გამოღმაა - საპირისპირო მხარეებზე.