Page 1 of 6

19 ივლისიდან თუშეთში...

Posted: 05 ივლ 2008, 18:34
by guruli
ამაზე გუშინ ვსაუბრობდით სიონში და გადავწყვიტე თემის გახსნა... ზვიოსულმა კი გახსნა თემა, მაგრამ აგვისტოში თბილისიდან ფეხს ვერ გავადგამ და მანამ მინდა სადმე წასვლა. აღმოჩნდა, რომ ჩემს დღეში ბევრნი არიან და ამიტომ გადავწყვიტე ამ თემის გახსნა... თუშეთი თუ არ გამოვა, მაშინ სხვა ვარიანტს განვიხილავ, თორემ სამსახურის შეცვლის გამო წლეულს შვებულებაში ვეღარ მივდივარ და ამ ივლისში უნდა მოვასწრო სადმე წასვლა. ესეც რამდენიმე დღე დამრჩა და არა მთელი თვე.
გეგმა ასეთია - წავიდეთ 5 დღით - 19 ივლისიდან (შაბათია), მაგრამ თუ სურვილი იქნება, შეგვიძლია, 1 კვირა,მდე გავზარდოთ. ოღონდ ლაპარაკია ჯიპტურზე და თუ ვინმე თქვენი მანქანით წამოხვალთ, ან - ეგებ ოფროუდერებს დაველაპარაკოთ.
ახლა ცოტა უფრო დაწვრილებით. თბილისიდან გავალთ პარასკევ საღამოს, სამსახურის შემდეგ, და ღამეს გავათენებთ ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში... ამით შაბათს გასავლელ 200 კილომეტრს მოვიგებთ და შაბათს, დილიდანვე შევუყვებით მთისკენ მიმავალ გზას.
1 დღე: ალვანიდან ომალომდე 80 კილომეტრია (ცოტა ნაკლები) და ცუდი გზების მიუხედავად, იმავე დღეს მოვასწრებთ დიკლო-შენაქოს ნახვას. ცხადია, გავალთ დიკლოს ძველ ნაციხარზეც და გადავხედავთ ლეკთა სოფლებს, ე.წ. ბუფერულ ზონას... იმავე დღეს დავბრუნდებით და დავბანაკდებით ომალოში.
2 დღე: წავალთ პირიქითა თუშეთში, რომლის მოვლასაც დავიწყებთ ზემოდან - ჭეშო-ფარსმა-გირევიდან, სავარაუდოდ, ვნახავთ ულამაზეს ლაროვანის ტბასაც, შუადღეზე ჩამოვალთ დაბლა და ვნახავთ სოფლების მართლაც რომ ულამაზეს, ჯადოსნურ სამკუთხედს - დართლო-დანო-კვავლო... მეორე ღამეს დართლოში გავათევთ თუ ზევით, ომალოსკენ, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მესამე დღე ყველა ვარიანტში დაეთმობა გომეწრის ხეობას.
3 დღე: გომეწარში ადრიანად დავეცემით კიდევ ერთ სოფელ-სასწაულს - დოჭუს, რომელმაც შარშან გაოცებისგან ყველას პირები დაგვაღებინა, და მერე მანქანებით გავალთ ბოლომდე - ვერხოვანი-ჯვარბოსელამდე, მანქანებს დავტოვებთ ჯვარბოსელში, კარდლიძიანთ სასტუმროში და ფეხით გადავალთ წოვათაში... სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო წოვათის მხოლოდ ნაწილს ვნახავთ, მაგრამ თუ დამიჯერებთ, ესეც ერთი სიამოვნებაა. თუმცა დოჭუ იმდენად ლამაზია, ვეჭვობ, ბევრ დროს დავკარგავთ, მერე კი წოვათამდე გასასვლელი 16 (აქეთ-იქით) კილომეტრი მარშით უნდა ვიაროთ. მაგრამ მგონი, მოესწრება და იმავე საღამოს დავრბუნდებით ჯვარბოსელში და ღამესაც იქ გავათევთ.
4 დღე: ეს მთლიანად საფეხოსნო მარშრუტი იქნება, მაგრამ არა ძნელი. გზას დავიწყებთ ე.წ. თუშეთის პარლამენტიდან, საიდანაც გავყვებით გომეწარ-პირიქითის გამყოფ ქედს და გავალთ ნაყაიჩოზე. ამ ადგილიდან ხელის გულივით ჩანს თუშეთის ოთხივე ხეობა - ჩაღმა, გომეწარი, პირიქითი, და წოვათა... აქედან არც ისე შორია ალაზნის სათავეებამდე, რომელიც, თუშთა მტკიცებით, ულამაზესი ადგილია მთელს მთა-თუშეთში... იმავე ღამეს დავბრუნდებით ომალოში, მაგრამ თუ მოვასწრებთ, ომალოდან ქუმელაურთაში ჩავინაცვლებთ და მოვემზადებით ორეთის ტბაზე მარშისთვის.
მაგრამ ვიდრე მეხუთე დღის მარშრუტზე გადავალ, მანამ ორი სიტყვა თუშეთის პარლამენტზე. ეს ადგილი დართლო-ომალოს სამანქანე გზაზეა, გომეწარ-პირიქითის გამყოფი ქედის დასაწყისში... თურმე იქ სათათბიროდ იკრიბებოდნენ თუშეთის ოთხივე ზემოაღნიშნული ხეობის წარმომადგენლები - 3-3 კაცი ყოველი ხეობიდან და ბჭობდნენ საქვეყნო საქმეებზე. იქ ახლაცაა ამფითეატრის მსგავსი ჩაღრმავება - სათათბირო ადგილი, სადაც კერიის ნაშთებიც კი შეინიშნება. თურმე იქ ერეკლე II ყოფილა სათათბიროდ ასული. მოკლედ, საინტერესო ადგილია.
5 დღე: ადრიანად წავალთ ორეთის ტბაზე, სადამდეც 3 საათის სავალია. იქ ვიბანავებთ კიდეც და მაღლა მთაზეც ავალთ, მერე კი დავბრუნდებით ქუმელაურთაში, რომელიც სახალხო გმირის - შეთე გულუხაისძის სოფელია. იქ მისი კოშკის ნაშთებსაც ვნახავთ - ახლა საცხოვრებელ სახლადაა გადაკეთებული.
აი, ესაა ძირითადი მარშრუტი, 5-იანზე გათვლილი, თუმცა ცვლილებები დასაშვებია. თუ 1-კვირიანზე წავალთ, მთლად გადასარევი იქნება. მაგალითად, ძალიან მინდა ორეთის ტბიდან მწვერვალ "შავ კლდეზე" ავიდეთ - ამ ადგილას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მკვეთრად უხვევს და შორდება დაღესტანისას. 1 დღეშიც ადი-ჩამოდიან, მაგრამ თუ დრო გვექნება, შეგვიძლია, ღამე ორეთის ტბაზე (ეს იგივე უძიროს ტბაა, რომელიც ასე პოპულარულია თუშეთის თემებში) გავათენოთ, სადაც უკვე საპიკნიკეებია მოწყობილი საკარავე ადგილებით, გადახურული მაგიდა-სკამებით, ტუალეტით და სასმელი წყალითაც... ასევე ძალიან მინდა ომალოს მუზეუმის დათვალიერება მისი მოჭირნახულის - ნუგზარ იდოიძის მეგზურობით, მაგრამ წარმოდგენილ გეგმაში ვერც ეს ჩავატიე. თუმცა, ვიმედოვნებ, უამისოდ არ წამოვალთ იქიდან...
აი, ასეთია ეს გეგმა... ვისაც გაწყობთ, ჩაეწერეთ სიაში, მაგრამ, უპირველესად, მანქანები განვსაზღვროთ...
1). guruli
2).???

19 ივლისიდან თუშეთში...

Posted: 06 ივლ 2008, 23:15
by ლობო
guruli wrote:ორეთის ტბაზე გავათენოთ, სადაც უკვე საპიკნიკეებია მოწყობილი საკარავე ადგილებით, გადახურული მაგიდა-სკამებით, ტუალეტით და სასმელი წყალითაც...
memgoni oretis tbaze asvlis suyrvili damekarga :?

19 ივლისიდან თუშეთში...

Posted: 07 ივლ 2008, 12:01
by guruli
ლობო
memgoni oretis tbaze asvlis suyrvili damekarga
ლობო, საჭიროა ეგეთი ადგილები.

19 ივლისიდან თუშეთში...

Posted: 07 ივლ 2008, 12:17
by tiko_r
guruli
გურულ... თუ პარასკევს საღამოს გავედით, ე.ი. სამშაბათს საღამოს აქ ვიქნებით ჰო? და ოთხშაბათს შევძლებ სამსახურში გასვლას. ჰო?

19 ივლისიდან თუშეთში...

Posted: 07 ივლ 2008, 12:22
by bombora
19 ივლისი ადრეა ტუსჰეტისტვის

19 ივლისიდან თუშეთში...

Posted: 07 ივლ 2008, 12:27
by guruli
tiko_r
guruli
გურულ... თუ პარასკევს საღამოს გავედით, ე.ი. სამშაბათს საღამოს აქ ვიქნებით ჰო? და ოთხშაბათს შევძლებ სამსახურში გასვლას. ჰო?
ჰო. გაითვალისწინე - ეგ იმ შემთხვევაში, თუ 5 დღით წავალთ.
bombora
19 ივლისი ადრეა ტუსჰეტისტვის
:roll: :roll: საიდან ასკვნი? :roll: :roll:

19 ივლისიდან თუშეთში...

Posted: 07 ივლ 2008, 12:33
by Toma
bombora
მართალია, ცივა ჯერ კიდევ :(

19 ივლისიდან თუშეთში...

Posted: 07 ივლ 2008, 12:37
by bombora
guruli

კარგად ვიცი თუშეთი და იქიდან

ჯერ გზა არაა გახსნილი კარგად

ვიყავი და უღელტეხილიც კი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ომალომდეა თან მარტო გზა

19 ივლისიდან თუშეთში...

Posted: 07 ივლ 2008, 12:37
by guruli
19-მდე ჯერ კიდევ დროა და არც ისე ცივა...ეგრე სიცივით შარშან აგვისტოში რომ ვიყავით, მაშინაც საკმაოდ გრილოდა.

19 ივლისიდან თუშეთში...

Posted: 07 ივლ 2008, 12:40
by guruli
bombora - თუშეთი არც მე ვიცი ნაკლებად. ისიც ვიცი, გზები სანამდეა გახსნილი, სანამ - ჩაკეტილი და ისიც, რომ 19-მდე ჯერ კიდევ დროა. თან, ისიც ვიცი, რომ მაგ პერიოდისთვის დღეობები იწყება და გზებს უფრო კარგად გაწმენდენ.

19 ივლისიდან თუშეთში...

Posted: 07 ივლ 2008, 12:50
by paata_
25-tSvis mivdivar me 1 kviriT, gzebi iqbeva Tu ara arc mainteresebs

19 ივლისიდან თუშეთში...

Posted: 07 ივლ 2008, 12:56
by tiko_r
ჰო. გაითვალისწინე - ეგ იმ შემთხვევაში, თუ 5 დღით წავალთ.

guruli
მეტი რომ არ შეიძლება ისე მაწყობს.... ანუ მხოლოდ 3 დღის თხოვნა მომიწევს :D

19 ივლისიდან თუშეთში...

Posted: 07 ივლ 2008, 13:45
by Mta Mkvarebia
guruli
გზები მეც მაფიქრებს, თუ ეს პრობლემა არ იქნება, სავარაუდოდ მოვდივარ :) . შენზე კარგ მეგზურს თუშეთში სად ვიშოვით? :wink: მაგრამ ტრანსპორტირების საკითხიც მაფიქრებს :roll: რითი წავალთ? ნეტა ოფროუდერებს აქვ სურვილი გაგვიყოლიონ რამდენიმე კარველი? თუ უჩვენოდ ურჩევნიათ?

19 ივლისიდან თუშეთში...

Posted: 07 ივლ 2008, 14:27
by Int3lig3nt
აუ მე რომ 26-დან ვარ შვებულებაში :(...

19 ივლისიდან თუშეთში...

Posted: 07 ივლ 2008, 15:19
by Ninukala
მინდა მეც... თუმცა მანქანა ა მყავს.... :D
ერთი მანქანიანი და გავდივართ.... ;)
1. გურული
2. ნინუკალა
3....