Page 1 of 2

იდეები სამომავლოდ

Posted: 26 ივნ 2008, 20:01
by Tamari-ch.
საქართველოში უამრავი ისტორიული ძეგლი და ეკლესიაა..

აქ გაგანდობთ ჩვენს სამომავლო იდეებს და
ჩამოვყალიბდეთ - ვის სად უნდა წამოსვლა...

1) ბორჯომის ხეობის ეკლესიები + მესხეთი - 2-დღიანი.
ანუ აქ აუცილებლად ვნახავთ ქვაბისხევს (სადაც შოთას ფრესკაა) + ტიმოთესუბანი +ყვიბისის ეკლესიები + ვარძია-ვანის ქვაბები -თავკვეთილა -კარნეთის ეკლესია- წუნდა- საბერეები - სამსარის ქვაბები-კუმურდო და კიდევ უამრავი საინტერესო

2) ქსანი2 - გავაზი (დარჩენილი) წირქოლი, ქსნის ციხე, წმ მარინე ოძისში (რომელიც ვერ ვნახეთ იმ დღეს) და კიდევ სხვ

3) ახმეტის რაიონის ეკლესიები - + ბახტრიონის ციხე
ზემო ალვანი-ალავერდი-ცხრაკარა-ერლაანთ საყდარი-მატანი - კვეტერა-

4) რაჭა - ნუ აქ ორდღიანი გვინდა იმდენია ნიკორწმინდა, ბარაკონი და ა.შ....


5) 13 ასურელი მამის კვალდაკვალ-
I დღე - კახეთში ასურელი მამების საფლავებზე (მარტყოფი, ალავერდი-ნეკრესი-იყალთო -გარეჯი - ხირსა)
დავით გარეჯი ცალკე შეიძლება -
II დღე - ქართლში ასურელი მამების საფლავებზე... (ზედაზენი - წილკანი-შიომღვიმე-სამთავისი-ბრეთა-+- ულუმბო)

6) ფიტარეთი - სამშვილდე - ტანძია -გუდარეხი

7) უჯარმა-ხაშმი (იქ 6 ეკლესიაა - ერთი უძველესი წმ მარინესი მაღლა მთაზეა) - - ბოჭორმა

8 ) ვანი - ნოქალაქევი

კიდევ რა იდეები იქნება?

იდეები სამომავლოდ

Posted: 26 ივნ 2008, 20:48
by Tamari-ch.
აქ უნდა წავიდეთ -

http://www.museum.ge/web_page/geo/index.php?id=123

2008 წლის 30 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გარეჯის კვლევის ცენტრი და აშშ-ს საელჩო აწყობენ პროექტის “VII-VII სს თეთრი უდაბნოს ფრესკები” პრეზენტაციას.
პროექტი გარეჯის უდაბნოს ადრე შუა საუკუნეების მონასტერში მოხსნილი მხატვრობის გამაგრება-რეაბილიტაციის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას გულისხმობდა.
თეთრი უდაბნოს მონასტრის ფრესკის ფრაგმენტები ადრეული ქართული ხატწერის შესანიშნავი ნიმუშია. ფრესკაზე გამოხატულია სამოთხის წიაღში წარმოდგენილი ჯვარი მანდორლაში, მის ქვემოთ კი მირქმის სცენა. მსგავს ხატწერას ვხვდებით ადრე შუა საუკუნეების აღმოსავლურ ქრისტიანულ ხატებსა და ფრესკებში წმინდა მიწაზე, სირიაში, იერუსალიმში, კაბადოკიაში, ეგვიპტეში და სინაიში.

პროექტის შედეგად შესაძლებელი გახდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის გადარჩენა. ჩატარდა თეთრი უდაბნოს მონასტრის ფრესკის გადაუდებელი გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები და გამაგრებული ფრესკის ფრაგმენტები მომზადდა შემდეგი ეტაპისათვის, რაც მათ აწყობასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ექსპონირებას გულისხმობს.

იდეები სამომავლოდ

Posted: 26 ივნ 2008, 23:36
by Tamari-ch.
http://www.mcs.gov.ge/index.php?m=static&s=146

ამ ჩამონათვალში მაინტერესებს მეგალითები საქართველოში -
აბულის ციხე - ავრანლის კარი მეგალითები თრიალეთში - ბეშთაშენი
სადაა ესენი - ხომ არ იცის ვინმემ?

კიდევ მაინტერესებს - ოლთისი (VI საუკუნის ძეგლი)
ზეგანი (VI საუკუნის ძეგლი) - იფრალი - აჭი - ნაკიფარი -
ნაბახტევის ეკლესია - ქორეთი - ბუგეული, მოქვი ,
სადაა და როგორ უნდა მივიდეთ -
იცით?
:roll:

იდეები სამომავლოდ

Posted: 27 ივნ 2008, 09:48
by Mta Mkvarebia
Tamari-ch.
აბულის ციხე სამცხეშია, სამცხის ათაბაგ მაკენას კითხე დეტალები, ზეპირად იცის იქაურობა :wink: .

აჭი გურიაშია, წმ. გიორგის პატარა ეკლესია ულამაზესი ფრესკებით. ქვევრმა დადო მის შესახებ თემა:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... D%E1%83%98

ზეგანი (ზეგაანი) კიდევ ეს არის. კვირას რომ ვიყავით :wink:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... highlight=

ბუგეული რაჭაშია, ამბროლაურის რ-ნის სოფელ ბუგეულში.

იდეები სამომავლოდ

Posted: 27 ივნ 2008, 09:50
by Tamari-ch.
Mta Mkvarebia
მადლობა...
:)
გურიაში თუ წავედით აჭი შევა სიაში?

იდეები სამომავლოდ

Posted: 27 ივნ 2008, 09:52
by legenda
Tamari-ch.

6) ფიტარეთი - სამშვილდე - ტანძია -გუდარეხი


ფიტარეთი ანუ ამ ტაძარს ვნახავთ?!

Image[/

თუ ხო, მაშინ მოვდივარ!

იდეები სამომავლოდ

Posted: 27 ივნ 2008, 09:55
by Mariam
ყველა მარშრუტი კარგია, მაგრამ რატომღაც ეს ჩამივარდა ახლა გულში:
4) რაჭა - ნუ აქ ორდღიანი გვინდა იმდენია ნიკორწმინდა, ბარაკონი და ა.შ....
1-დღიანი არ გამოვა? :?

იდეები სამომავლოდ

Posted: 27 ივნ 2008, 10:05
by Tamari-ch.
ფიტარეთი - ოცნებად მექცა -
აუცილებლად წავალთ...

ვიყავით 1 თვის წინ წასული ბოლნისის რაიონში და ვერ გადავედით ფიტარეთამდე...
ვერაფრით ვერ გავარკვიეთ - ტანძიიდან ჯობია გადასვლა თუ თეთრიწყაროდან...

Mariam
რაჭა შორსაა - თუ ერთდღიანს დავგეგმავთ -
მაშინ ალბათ წინა დღეს მეორე ნახევარში უნდა წავიდეთ ან ძალიან ადრე დილით -
არ ვიცი - არ ვყოფილვარ მაგ მხარეს და თამაზიმ მითხრა
1 დღე არ გეყოფათო -

იდეები სამომავლოდ

Posted: 27 ივნ 2008, 10:25
by Mariam
Tamari-ch. wrote:
Mariam
რაჭა შორსაა - თუ ერთდღიანს დავგეგმავთ -
მაშინ ალბათ წინა დღეს მეორე ნახევარში უნდა წავიდეთ ან ძალიან ადრე დილით -
არ ვიცი - არ ვყოფილვარ მაგ მხარეს და თამაზიმ მითხრა
1 დღე არ გეყოფათო -
2-დღიანის შემთხვევაში ღამე კარვებში? კარავი რომ არ მაქვს ჯერ :?

იდეები სამომავლოდ

Posted: 27 ივნ 2008, 10:28
by Tamari-ch.
Mariam wrote:
Tamari-ch. wrote:
Mariam
რაჭა შორსაა - თუ ერთდღიანს დავგეგმავთ -
მაშინ ალბათ წინა დღეს მეორე ნახევარში უნდა წავიდეთ ან ძალიან ადრე დილით -
არ ვიცი - არ ვყოფილვარ მაგ მხარეს და თამაზიმ მითხრა
1 დღე არ გეყოფათო -
2-დღიანის შემთხვევაში ღამე კარვებში? კარავი რომ არ მაქვს ჯერ :?
შენა ჩვენი "რაჭა" იცი?
ჩვენი ნიკა - რომ მღერის სულა -
ჰოდა მაგას დავესხმებით თავზე -
რაჭველია...
:lol:

იდეები სამომავლოდ

Posted: 27 ივნ 2008, 10:32
by Mariam
Tamari-ch. wrote: შენა ჩვენი "რაჭა" იცი?
ჩვენი ნიკა - რომ მღერის სულა -
ჰოდა მაგას დავესხმებით თავზე -
რაჭველია...
:lol:
რომელ სოფელში? მეც მაქვს ერთი მისასვლელი და დასარჩენი ადგილი რაჭაში, თუ ჩვენს გზაზე მოხვდა ;)

იდეები სამომავლოდ

Posted: 27 ივნ 2008, 10:37
by Tamari-ch.
ჯერ არ ვიცი მაგი...
მაგრამ გავიგებთ...
:wink:

იდეები სამომავლოდ

Posted: 27 ივნ 2008, 11:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჩემი ოცნებაა, 13 ასურელი მამის ყველა ტაძარი და საფლავი ვნახო.
ეს სურვილი ამას წინათ ბრეთში ყოფნისას კიდევ უფრო განმიმტკიცდა და ჩვენებს ვუთხარი კიდეც (მგონი, მთაშენკას).

ახლა მიმართულებებს ვამუშავებ, რომ გადარბენებით კი არა, განცდებით ვიყო თითოეულ ამ სიწმინდესთან.
ჩემი გათვლებით, 4 დღიანი გასვლა იქნება. ცოტა, კახეთი წაიღებს დიდ დროს, რადგან ბევრი მონასტერი
ნეკრესი (აბიბოს ნეკრესელი) და ვთქვათ ხირსა ტიბაანში (ხირსელის საფლავის) საკმაოდ დაშორებულია.

კახეთის გასვლა ნორიოთი (ანტონ მარტყოფელის საფლავი) მინდა დავიწყო,
ქართლის - წილკანით (ისე წილკნელის საფლავი).

მკდ, ჩემი გეგმა შეიძლება კარავული არ იყოს, მაგრამ მე აუცილებლად გავახორციელებ

იდეები სამომავლოდ

Posted: 27 ივნ 2008, 12:49
by Tamari-ch.
ჩემი ოცნებაა, 13 ასურელი მამის ყველა ტაძარი და საფლავი ვნახო.
ეს სურვილი ამას წინათ ბრეთში ყოფნისას კიდევ უფრო განმიმტკიცდა და ჩვენებს ვუთხარი კიდეც (მგონი, მთაშენკას).

ახლა მიმართულებებს ვამუშავებ, რომ გადარბენებით კი არა, განცდებით ვიყო თითოეულ ამ სიწმინდესთან.
თითოეულ საფლავთან დაუჯდომელი რომ წაიკითხოთ
და მინიმუმ ერთი საათი დაჰყოთ ყოველ ადგილას -
2 დღე საკმარისია...
მე ნამყოფი ვარ - მოვლილი მაქვს 11 ასურელი მამის საფლავი
და ახლა კვირას ბრეთას და ულუმბოს რომ მოვილოცავ -
კიდეც შესრულდება ცამეტივე -
(შიომღმიმეში, მატყოფში და გარეჯაში 2-3 ჯერ ვარ ნამყოფი)
:)

იდეები სამომავლოდ

Posted: 27 ივნ 2008, 13:39
by Toma
Tamari-ch.

http://www.orthodoxy.ge/tveni/maisi/07-13asureli.htm

ამ ლინკზე წერია 13 ასურელი მამის მოღვაწეობის და მათი სამუდამი განსასვენებლის შესახებ.

არ ვიცი სად არის კასპის რაიონში წლევი სადაც კლდეში დასვენებულია წმ. მამა თადეოზ სტეფანწმიდელი .

წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.

და მანდ ხარ ნამყოფი?