Page 1 of 2

= ბ ა ვ შ ვ ე ბ ი =

Posted: 21 ივნ 2008, 15:32
by masai11
ხალხებო, ცოტა თუ ვინმეა ამ ქვეყანში კარველებისნაირად გულიანად, ორგანიზებულად, და ეფექტურად რომ შეეძლოს ჯანსაღი ცოვრების წესის, ეკოლოგიური და პატრიოტლი ცნობიერების პროპაგანდა საჭირო მიმართულებით.
რათქმაუნდა ძალინა კარგია, რომ პერმაენტულად, ყოველ შაბათ-კვირას, კარველების რამოდენიმე ჯგუფი სხვადასხვა მიმართულებით საინტრესო გასვლებს აწყობს და შემდეგ, არანაკლებ საინტერესო, რეპორტაჟებს სთავაზობს საიტის დათვალიერებლებს (ალბათ ამის წყალობითაა, რომ კარველების რაოდენობა და კარვულობის ეშხი სულ იზრდება და იზრდება).

მაგრამ ამ ყველაფერზე კიდევ უფრო კარგი იქნებოდა ალბათ თუ თვეში 1 ჯერ მაინც, რომელიმე უპატრონო ბავშვთა აღსაზრდელებს მოვუწყობდით საინტერესო ექსკურია-ლაშქობებს. ამისათვის ყველა საჭირო ხარჯებს უპრობლემოდ "გავუმკლავდებით" თუ ერთი ჩვენი გასვლისათვის საჭირო თანხებს ამ საქმეზე გდავდებთ (იმ დღეს სადმე აქვე, ვთქვათ ბოტანიკურში "ვილაშქროთ" :-) ).
მგონი გიდობასაც უპრობლემოდ, უფრ მეტიც - მშვენივრედ მოახერხებდა არაერთი კარველი :)
მოკლედ, თუ თქვენც დათანხმებულიები იქნებით ამ აზრებს და კიდევ უფრო მეტსაც მოისურვებთ (ბავშვებისათვის რათქმაუნდა) ძალინ კარგი იქნება .... მადლი მადლად, სიხარული სიხარულად და შესაბამისად საქმეც სასახელო :)

= ბ ა ვ შ ვ ე ბ ი =

Posted: 22 ივნ 2008, 11:14
by guruli
masai11, ძალიან კარგი იდეაა. ეს თემა მხოლოდ ბავშვებს ეხება და აქ ამაზე ვილაპარაკოთ. უბრალოდ, ამ თემას რაღაცით ეხმიანება (კერძოდ, კარაველებს რა სასიკეთო საქმის გაკეთება შეგვიძლია) და ამიტომ ვწერ - მომავალში ფერეიდნელების თაობაზე მინდა თეის გახსნა... მათაც სჭირდებათ დახმარება, გვერდში დგომა და, უბრალოდ, თანადგომა ჩვენგან. ბევრა არ იცის, ისინი საქართველოში რა გაჭირვებაში ცხოვრობენ და აქ ეკონომიკურს არ ვგულისხმობ. ამ მხრივაც უჭირთ - მათ უმეტესობას იქიდან ინახავენ მშობლები, რადგან სამსახურის შოვნას ერთეულები თუ ახერხებენ, მაგრამ ყველაზე მეტად ის უჭირთ, საქართველოში თავს სამშობლოში რომ ვერ გრძნობენ - საქართველომ, შეიძლება ითქვას, არც იცის მათი არსებობა და არც არანაირ ყურადღებას არ აქცევს. არადა, ეს ის ხალხია, რომლებიც 400 წელიწადი მოდიოდნენ საქართველოში, სიცოცხლის რისკის ფასად ქართველობას ინარჩუნებდნენ, როგორც იქნა, ჩამოაღწიეს აქამდე და რა დახვდათ აქ!!! სრული გაუცხოება და გულგრილობა იმ ხალხის, იმ საზოგადოებისგან, რომელზედაც ასე ოცნებობდნენ... ალბათ, მოვალენი ვართ, მივიდეთ მათთან და ვუთხრათ, რომ ქართველებად, ჩვენივე სისხლ-ხორცად მივიჩნევთ. ელემენტარულად, სადმე ახლო-მახლო ლაშქრობაში რომ დავპატიჟოთ, ესეც დიდი საქმეა. ვიცი, რომ ერთი მათგანი რამდენჯერმე დაპატიჟეს კიდეც, მაგრამ არ წამოვიდა... მე ვიცოდი, რომ არ წამოვიდოდა და ამაში ნაია დამეთანხმება. არ წამოვიდოდა არა იმიტომ, რომ არ უნდოდა. პირიქით - ძალიანაც ენდომებოდა, მაგრამ ფინანსური საკითხის გამო ვერ წამოვიდოდა...
მოკლედ, თემას ძაან რომ არ გადავუხვიო, ესეც ერთი კარგი საქმე იქნება, რაც შეიძლება, კარავმა ოგანიზებულად გააკეთოს. ამავე კონტექსტში შეგვიძლია თურქეთის ქართველებთან და ჰერებთან კონტაქტების დამყარებაც, რასაც მე ისედაც ვაკეთებ. უბრალოდ, ამ საქმეში რაც უფრო ბევრნი ჩავებმებით, მით უკეთესი. ბოდიში, რომ ცოტა გადავუხვიე თემას, მაგრამ იდეა ორივე საკითხისა ერთი და იგივეა და ამიტომ დავწერე.

= ბ ა ვ შ ვ ე ბ ი =

Posted: 23 ივნ 2008, 09:29
by Naia
masai11
მაგარი იდეაა!!!

გავაკეთოთ აუცილებლად

= ბ ა ვ შ ვ ე ბ ი =

Posted: 23 ივნ 2008, 11:10
by saskva
masai11
იდეა ძალიან კარგია, სწორედ ეგეთივე იდეა იყო როდესაც საქველმოქმედო აქცია ჩავატარეთ

თუმცა ბავშვთა სახლში რომ წავედი და ეს შევთავაზე წარმოიქმნა პრობლემა რა ჩაიცვან ფეხზე, რომელი წამოვიდეს და რომელი არა (ასაკის გამო და არა რაოდენობის) და ესეთი სხვადასხვა პრობლემები.

ასე რომ ეს საკითხი კარგად მოსაფიქრებელია, ისე კი ყველანაირად მომწონს ეს იდეა და მაქსიმალურად დაგეხმარებით :)

= ბ ა ვ შ ვ ე ბ ი =

Posted: 30 ივლ 2008, 11:51
by masai11
თბილისში არის ერთი ორგანიზაცია რომელიც მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს თავისთან უყრის თავს და ეხმარება.
ეს ტრადიციული "პრიუტის" ტიპის დაწესებულება არაა. აქ ისეთი ბავშვებსიც არიან რომელთაც მშობლები ჰყვათ,მაგრამ მაინც, რასაც ქვია ქუჩაში უწევთ გამოსვლა. ჩვეულებრი სკოლაში დაჰყავთ ორგანიზაციის აღმზრდელებს, ასმევენ, აჭმევენ და მოკლედ....ზრუნავენ.
რიცხვით არც ისე ბევრნი სულ 30 მდე არიან.
არ იქნება პრობლემე არც ჯგუფის შერჩევა ასაკის მიხედვით და არც ჩასაცმელ-დასახურის უქნოლობა გახდება დაბრკოლება (და რა იმიტომ რომ ბევრი დ აკარგი აქვთ). თანაც თავიანთი აღმზრდელი-საბავშო ფსიქოლოგიც თან გამოჰყვება "დაზღვევისათვის". ასე რომ პირველი ჯერისათვის მგონი კარგი "ნაკოლია". :)
ეხლა ზაფხულში აქ არ უნდა იყვნენ, უმრავლესოაბა წასულია. შემოდგომისათვის ისევ შეიკრიბებიან და თუ გამოვჩნდებით მსურველები მოვახერხებთ რამეს ალბათ.

= ბ ა ვ შ ვ ე ბ ი =

Posted: 30 ივლ 2008, 15:43
by zika
აუ რა კარგი აზრია. :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

= ბ ა ვ შ ვ ე ბ ი =

Posted: 09 სექ 2008, 10:45
by chuna
ამ იდეას რატომ არ მოჰყვა გამოხმაურება და გაგრძელება?

მე ერთ ასეთ დაწესებულებაში ვმუშაობდი!

ჩემი დაც ხანდახან მუშაობს ხოლმე გიდად და დაყავთ ასეთი ბავშვები ექსკურსიაეზე! მისი ჩართვაც შეიძლება ამ ღონისძიენაში! უარს არ იტყვის!

აი მაგალითად ასეთი გასვლა იყო სიღნაღში:

Image
Image

= ბ ა ვ შ ვ ე ბ ი =

Posted: 09 სექ 2008, 10:59
by chuna
masai11

მე პირადად, ვუერთდები შენს წინადადებას და მიმაჩნია, რომ კარგი საქმე იქნება, ეს თუ წესად ვაქციეთ!

ვისაც გვეცლება, ისინი ჩავერთვებითხოლმე! თვეში ერთხელ არ უნდა იყოს ძნელი!

= ბ ა ვ შ ვ ე ბ ი =

Posted: 09 სექ 2008, 11:04
by Naia
chuna wrote:masai11

მე პირადად, ვუერთდები შენს წინადადებას და მიმაჩნია, რომ კარგი საქმე იქნება, ეს თუ წესად ვაქციეთ!

ვისაც გვეცლება, ისინი ჩავერთვებითხოლმე! თვეში ერთხელ არ უნდა იყოს ძნელი!
მეც ვუერთდები მასაის წინადადებას.

აუცილებლად გავაკეთოთ ასეთი გასვლები

= ბ ა ვ შ ვ ე ბ ი =

Posted: 09 სექ 2008, 12:00
by Makena
masai11
კარგი იდეაა ! მხარს ვუჭერ და აქტიურ მონაწილეობას მივიღებ ამ იდეის განხორციელებაში.

= ბ ა ვ შ ვ ე ბ ი =

Posted: 12 სექ 2008, 10:45
by masai11
კარგია რომ უკვე 6 იდეამომწონებელი ფორუმელი მოგროვდა :)

ესიგი კონკრეტულ გეგმებზეც შეიძლება საუბარი.

აბა რას ფიქრობთ, რომელი მარშრუტი სჯობს ამ პირველ ჯერზე, სეზონისა და სხვა სპეციფიკის გათვალისწინებით :roll: :?:

= ბ ა ვ შ ვ ე ბ ი =

Posted: 12 სექ 2008, 11:15
by Naia
masai11
რამე მსუბუქი საფეხოსნო, ძალიან რომ არ გადავღალოთ ბავშვები

რომელი ბავშვთა სახლის აღსაზრდელები წავიყვანოთ? თბილისში დიღომშია ერთი, ისინი მეტ-ნაკლებად 'მიხედილები' არიან. ფეხსაცმელიც ექნებათ და შესაბამისი ტანსაცმელიც.

დავით გარეჯზე რას იტყვით?

ან კახეთში რამდენიმე ძეგლი შეგვიძლია გავაკეთოთ ერთდროულად (მაგ.: ალავერდი, იყალთო, შუამთები და გრემი)

= ბ ა ვ შ ვ ე ბ ი =

Posted: 12 სექ 2008, 11:31
by Na-tia
ძალიან კარგი აზრია, სიამოვნებით შემოგიერთდებით მეც, გიდობას რა გითხრათ, მაგრამ თუ რამით შემიძლია, სიამოვნებით ჩავერთვები.

= ბ ა ვ შ ვ ე ბ ი =

Posted: 12 სექ 2008, 12:57
by ნინი_85
თქვენთან ვარ :)


Naia

კახეთის იდეა ძაან მომწონს,

ეგ კიარა და შეიძლება რთველშიც მივაღებინოთ მონაწილეობა,
გაერთობიან მგონი :D

= ბ ა ვ შ ვ ე ბ ი =

Posted: 12 სექ 2008, 13:35
by SHORENA
masai11

ძალიან კარგი აზრია, ამ ბავშვებს ალბათ ყველაზე მთავარი-საზოგადოების სითბო აკლიათ და ჩვენ კი შეგვიზლია ეს ვაჩუქოთ.

სადაც არ უნდა წავიდეთ, შეძლებისდაგვარად მეც თქვენთან ვარ.