გურიის ეკლესია-მონასტრების მონახულება
Posted: 16 ივნ 2008, 13:57
ამ კვირას ქართლისა და იმერეთის ეკლესია-მონასტრების მონახულების შემდეგ, კარველებმა ერთსულოვნად აღნიშნეს რომ ეს იყო "კარვის" პირველი გადასვლა ლიხს იქით საქართველოში (ყოველშემთხვევაში ასეთი ჯგუფური გასვლა სხვა ვერ გავიხსენეთ). არადა დასავლეთი ხომ განთქმულია თავისი სიწმინდეებით და ულამაზესი ბუნებით და სულ ტყუილად გვაქვს უგულვებელყოფილი. წამსვე გაჩნდა იდეა, უახლოეს პერიოდში მოგვენახულებინა გურია (მერე სამეგრელოს ჯერი დადგება ალბათ). სავარაუდო თარიღად 28-29 ივნისს ვფიქრობთ, ქალაქიდან საღმოს 27 ივნისს გასვლით, თუმცა რადგან თარიღი დაზუსტებული არ არის, მაინც იდეების კიდობანში ვწერ, სამომავლო გეგმების ნაცვლად. მითუმეტეს, რომ მარშრუტიც შესათანხმებელია. მე იდეებს დავდებ, რისი მონახულება იქნებოდა სასურველი და რადგან უმეტეს შემთხვევაში მათი ცენტრალური გზიდან დაშორება არ ვიცი და ვერ ვხვდები, შეიძლება თუ არა იმ ორი დღის განმავლობაში ყველა ქვემოთჩამოთვლილი ძეგლის ნახვა, თქვენს რჩევებს და მოსაზრებას ველოდები, რომელი ტაძრების ნახვა იქნებოდა მიზანშეწონილი ამ ჯერზე. აქვე გაქვდით ნეტში მოძიებულ ცნობებს ამ ძეგლების შესახებ, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, რომლის ნახვა უფრო საინტერესო იქნებოდა. ამის გამო ეს პოსტიც საკმაოდ გრძელი გამოვიდა, მომიტევეთ.... იაქტიურეთ , ველი თქვენს შენიშვნებს:) ...
მოკლედ კარგი იქნებოდა გვენახა:
1. უდაბნოს მონასტერი, რომელიც მდებარეობს ჩოხატაურის რაიონში. სოფელ შუა განახლების მახლობლად, 2კმ. დაშორებით. იგი ამაღლების მთის ფერდობზეა აღმართუილი. (ძველად სოფელსაც ამაღლება ერქვა). უდაბნო იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული ეკლესიაა. ზოგი მეცნიერი მას VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, თუმცა ბოლო ცნობებით ის გარდამავალი ხანის ბოლო პერიოდში IX ს. ან უშუალოდ მის მომდევნო ხანაში, X საუკუნის დასაწყისშია აგებული.
2.სამება -ჯიხეთის დედათა მონასტერი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯიხეთში - ნიგოითის მთაზე მდებარეობს და აგებულია მე-19 საუკუნის ბოლოს.
3. ერკეთის ეკლესია, რომელიც გურული ერისთავების მამული იყო, მდინარე გუბაზეულის მარჯვენა ნაპირზე დგას. აქედან მოჩანს ერთ მხარეზე აჭარა-ახალციხის ქედი, მეორე მხარეზე კავკასიონის მთები. უფრო ახლოს გადაჭიმულია ჩოხატაურის დაბალი ქედი და მის ქვემოთ მდინარე კვეთს სუფსის ხეობას. ერკეთის ეკლესია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზეა აგებული. სავარაუდოდ მონასტერი თარიღდება 10- 11 საუკუნით. აგების წესითა და ჩუქურთმებით, ნაწილობრივ, ლიხაურის ეკლესიას ჩამოგავს.
4. ჯუმათის მონასტერი გახლდათ გურიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ამავე სახელწოდების საეპისკოპოსოს კათედრალური ცენტრი. იგი ოზურგეთიდან ჩრდილ-დასავლეთით მდებარეობს დაახლოებით 15 კმ-ის დაშორებით. ტაძარი აღმართულია ჩოხატაურის ქედის ერთ-ერთ თხემზე, კერძოდ ჯუმათის მთაზე, რაც შესანიშნავ პანორამას უქმნის მონასტერს.ჯუმათის ტაძარი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახლზეა აგებული. იგი ჯუმათის სამრევლო ეკლესიაა. ჯუმათის მონასტერი მდიდარი იყო ძვირფასი ხატებით.არის ვარაუდი, რომ ჯუმათის მონასტერი შემოქმედის მონასტერზე ძველია. ჯუმათის მონასტერი მძლავრ კულტურულ-მწიგნობრულ კერას წარმოადგენდა. აქ გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
5.ლიხაურის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (მე-14 საუკუნის). მდებარეობს სოფელ ლიხაურში.
6. ლიხაურის აჭის წმ. გიორგის მონასტერი. აჭის წმინდა გიორგის ეკლესია მდინარე აჭისწყლის პირას განაპირა მხარეზე, ოდნავშემაღლებულ ბორცვზე დგას. ტაძრის ეზოში თლილი ქვის კიბის ასასვლელია, ეკლესია პატარა კვადრატული ფორმის ნაგებობაა. ის აუგიათ XIII საუკუნეში. ეს ის ტაძარია, რომლის შესახებაც ქვევრი წერდა მისი გურული მივლინების თემაში. მაშინვე მოვიხიბლეთ გიოს მიერ დადებული ჩუქურთმებით და ულამაზესი ფრესკებით. ამიტომ, ვფიქრობ, უნდა დაგაინტერესოთ.
7. შემოქმედის (მაცხოვრის) ეკლესია–მონასტერი .შემოქმედის მაცხოვრის სახელობის ეკლესია–მონასტერი მდინარე ბჟეჟის მარცხენა ნაპირზე დაბალ მთაზეა აშენებული. იყო დრო, როცა ეკლესია წარმოადგენდა გურია–სამეგრელოს ეპარქიას, ერთი პერიოდი კი, ქუთაისთანაც იყო შეერთებული.შემოქმედის ეკლესია–მონასტერი ელენე დედოფლისა და მამია გურიელის ინიციატივით აიგო. ეკლესია ორი ტაძრისაგან მაცხოვრისა და ზარზმისაგან შედგება, ეკლესიის აგების თარიღი სავარაუდოდ XIII-XIV საუკუნეებს ეკუთვნის. რაც შეეხება შემოქმედის ზარზმას ის 1572 წელს აშენდა. ზარზმის ფერისცვალების ღვთისმშობლის ეკლესიაში იყო დაბრძანებული ღვთისმშობლის ძვირფასი ხატი, რომელიც ახალციხიდან ხარზე დაუკრავთ და თურმე ხატი იქ უნდა დაებრძანებინათ, სადაც ხარი გაჩერდებოდა. აი, ასე მოხდა ეს ხატი ამ მონასტერში, XVI-XVII საუკუნეებში შემოქმედში თავი მოიყარა მესხეთის ზარზმის ძვირფასმა ნივთებმა. მათგან აღსანიშნავია ფერისცვალების ხატი. იგი დღემდე შემორჩენილ ქართულ ხატებს შორის უძველესია და 886 წლით თარიღდება.შემოქმედის ჯვარ-ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები მრავლად იყო ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადატანილ ქართულ საგანძურში.
9. შემოქმედის დედათა მონასტერი . 1990 წლამდე აქ იყო დუმბაძეების სახლ-კარი, სადც ცხოვრობდა ცნობილი პიროვნება დიმიტრი დუმბაძე.
ამ ადგილს ახშირად ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი სტუმრობდნენ. წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტერს მფარველობს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. მისი მობრძანების ისტორია ასეთია, ერთ ჩვეულებრივ კაცს გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა, დამხატე და შემოქმედის დედათა მონასტერში დამასვენეო. კაცმა დახატა ღვთისმშობლის ხატი და შემოქმედის ეკლესიაში დაასვენა. მოგვიანებით, როცა ხატს ყვავილები დაადეს, მას სისხლი წარმოდინდა. ამჟამად ხატი მონასტერში ასვენია. მონასტრის რვა წმინდანი ტაძრის კედელზე ლაშა კინწურაშვილმა მოხატა.
მოქმედ ტაძრებთან ერთად, გურიაში რამდენიმე რამდენიმე ისეთი მონასტერიცაა, რომელთა ნაწილი მთლიანად დაანგრიეს ბოლშევიკებმა, ან მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ესენია:ექადია, ბასილეთი, ვანისქედი, მელიქედური, ოქროსქედი, მთისპირი, ფამფალეთი, ბახვი, ვაკისჯვარი, სტეფანწმინდა, უჩხობი, კოტიზეთი, კარისყურე, წითელი მთა, დუაბზუ, ბოხვაური, ჭალა, მაკვანეთი, ქაქუთი, გურიამთა, პატარა ბიალეთი, კახური, მონასტერი, ზედობანი, ვაკე, ხრიალეთი, მიქელგაბრიელი, სამღთო, გოგორეთი, ახალსოფელი, კონჭკათი, გომი, სურები.
ჭანიეთი - მთავარანგელოზთა ეკლესია, ნაგები ხით. აქ ინახებოდა ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი, რომელსაც, როგორც მისი წარწერა მოგვითხრობს, ამაგრებდნენ ტარზე და დროშის სახედ იყენებდნენ. წარწერაში მოხსენიებულია დედოფალი რუსუდანი, რომელიც სავარაუდოდ, მეფე გიორგი III-ის და და თამარ მეფის მამიდა იყო.
გორისფერდი - წმ. გიორგის ეკლესია, ნაგები ხით, თუმცა ძველად ის ქვით იყო აშენებული. XX საუკუნის დასაწყისში აქ შემორჩენილი იყო ძველი ეკლესიის ნანგრევები, მათზე დაკვირვებით ე. თაყაიშვილი ასკვნიდა, რომ ტაძარი თავის დროზე გუმბათიანი უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, შემორჩენილი ყოფილა კანკელის ფრაგმენტები, რომელშიც გამოსახული იყო სახარების სცენა. გორისფერდში დარჩენილი ქვების მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ გორისფერდის ეკლესია საუკეთესო ყოფილა გურიაში.
კვირიკე - წმ. კვირიკეს ეკლესია ნაგები ქვით. მოთარეშე ოსმალებს გუმბათი და ეკვდრები დაუნგრევიათ. დღეისაითვის ეს ეკლესია აღსდგა.
მაგრამ ამ ეკლესიების მდებარეობა არ ვიცი.