სადაა ხომლი?

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სადაა ხომლი?

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2008, 09:47

მოკლედ ნელ ნელა მწიფდება იდეა-
და ხალხიც ინტერესში ვარდება...
სექტემბერი არ ჯობია?
მთაში ოქტომბერში უკვე მაგრად ცივა.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სადაა ხომლი?

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 ივნ 2008, 09:57

შიგნით კიდევ იმდენი რამე აღმოჩნდება, რომ ნოეს კიდობანს აღმოვაჩენთ, ჰო ვიცი, არა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
სადაა ხომლი?

Post by Mariam » 20 ივნ 2008, 10:16

Tabo
მთის წვერზე ასვლა და იქიდან გადმოხედვა კი შეიძლება ჩვეულებრივ, მაგრამ ქვაბულებში ხომ ვერ მოხვდები, თუ ალპინისტი არ ხარ?
ლევან გოთუას ნარკვევი დავდე ამ თემაში და იქ როგორც წერია, საკმაოდ რთული ასასვლელი ყოფილა (თოკებით, თოკის კიბეებით და მთელი ალპინისტური აღჭურვილობით). რა თქმა უნდა, თუ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა :roll:

ისე მაგისთვის კი ვიყიდიდი საძილე ტომარას :D 1-დღიანი გამორიცხულია ხომ?
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით
Image

Tabo
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 28 მაი 2008, 20:11
Location: ქუთაისი & თბილისი
Contact:
სადაა ხომლი?

Post by Tabo » 20 ივნ 2008, 23:04

Mariam
ნუ ახლა მთის წვერზე ადვილიაო ვერ იტყვი ასვლა მარა ავა რა კაცი უბრალოდ მთაში მოგიწევს სიარული, მაგრამ რაც შეეხება ქვაბულებს ისინი კლიდს მხრიდანაა რა ანუ თვითონ რასაც კლდე ქვია აი რო უყურებ ციცაბო კლდეს აი იმ მხრიდანაა ანუ ფაქტიურად შეუძლებელია იქ ჩასვლა. :|

რაც შეეხება ასვლას ყველაზე კაი ვარიანტი აგვისტო-სექტემბერია რა :)

ნუ ახლა მთის წვერზე ადვილიაო ვერ იტყვი ასვლა მარა ავა რა კაცი უბრალოდ მთაში მოგიწევს სიარული, მაგრამ რაც შეეხება ქვაბულებს ისინი კლიდს მხრიდანაა რა ანუ თვითონ რასაც კლდე ქვია აი რო უყურებ ციცაბო კლდეს აი იმ მხრიდანაა ანუ ფაქტიურად შეუძლებელია იქ ჩასვლა. :|

რაც შეეხება ასვლას ყველაზე კაი ვარიანტი აგვისტო-სექტემბერია რა :)

1 დღიანი გამორიცხულია მე მაგალითად რო ვიყავი წასული პირველ დღეს შუამდე ავედით ეკლესიასთან გავჩერდით და დილით ადრე ასწორებს მანდ ასვლა 5-6 საათისთვის ავედით ღამე ვიარეთ მზის ამოსვლა საოცარი საყურებელია :)

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
სადაა ხომლი?

Post by Mariam » 20 ივნ 2008, 23:50

ხვამლისთვის საძილეს ვყიდულობ :) ვინმე თავის კარავში შემიფარებს, თუ ეგეც ვიყიდო? :roll:
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სადაა ხომლი?

Post by ლეონტი » 21 ივნ 2008, 21:58

Mariam wrote:ხვამლისთვის საძილეს ვყიდულობ :) ვინმე თავის კარავში შემიფარებს, თუ ეგეც ვიყიდო? :roll:
ღამით ხვრინავ?
უფრო სწორედ მინდოდა მეთქვა ადგილები მხოლოდ იმასთანაა ვინც ხვრინავს.
ანდა ზილში წამოხტომა და კარვიანად გაქცევა იცის ხოლმე.
:P

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სადაა ხომლი?

Post by qvevri » 21 ივნ 2008, 22:09

მე ჩემი კარავი მაქვს და ვინც ხვრინავს, ღამით წამოხტომა ან შემოხტონა იცის(ნუ თუ გოგოა კიდევ ავიტან :D ) გთხოვთ რომ ნურც იოცნებეთ ჩემს კარავში და მითუმეტეს საძილეში"შემოწოლაზე" :D

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სადაა ხომლი?

Post by ლეონტი » 21 ივნ 2008, 23:02

qvevri wrote:ნუ თუ გოგოა კიდევ ავიტან :D
აბა დათვი რომ შემოგიხტეს კარავში ბაბა დოუძახეო ნათქვამია.

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
სადაა ხომლი?

Post by Mariam » 21 ივნ 2008, 23:26

ლეონტი wrote:
Mariam wrote:ხვამლისთვის საძილეს ვყიდულობ :) ვინმე თავის კარავში შემიფარებს, თუ ეგეც ვიყიდო? :roll:
ღამით ხვრინავ?
უფრო სწორედ მინდოდა მეთქვა ადგილები მხოლოდ იმასთანაა ვინც ხვრინავს.
ანდა ზილში წამოხტომა და კარვიანად გაქცევა იცის ხოლმე.
:P
არ ვხვრინავ :D მაგრამ ხვრენიასთან დაძინება გამიჭირდება. აბა კარავიც ვიყიდო? :)
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სადაა ხომლი?

Post by Tamari-ch. » 21 ივნ 2008, 23:43

მაგრამ რაც შეეხება ქვაბულებს ისინი კლიდს მხრიდანაა რა ანუ თვითონ რასაც კლდე ქვია აი რო უყურებ ციცაბო კლდეს აი იმ მხრიდანაა ანუ ფაქტიურად შეუძლებელია იქ ჩასვლა
:( :evil: :roll:

ვეძებ ალპინისტს....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სადაა ხომლი?

Post by Tamari-ch. » 03 ივლ 2008, 02:37

http://www.xvamli.ge/

http://www.xvamli.ge/photo.htm

http://www.xvamli.ge/xomlip.pdf


პირველი ხანმოკლე გაცნობითი ხასიათის ექსპედიცია და მისი შედეგები
ჩვენმა ექსპედიციამ რომელიც სულ რამოდენიმე კვირა გაგრძელდა დააფიქსირა
უნიკალური აღმოჩენები:
1. ექსპედიციის მიერ ამავე მღვიმის შესწავლის შედეგად დაფიქსირდა 7 ოთახის
არსებობა. მღვიმეები ისე ამოშენებული, რომ უცხო თვალისათვის შეუმჩნეველია.
მე-7 ოთახის ბოლოს დადასტურდა ჩასასვლელი მღვიმის არსებობა, რომელიც
დღეს ქვაღორღით არის ამოვსებული.
• მღვიმის დასავლეთ ნაწილზე შემორჩენილია ძალზე საინტერესო, წითელი
საღებავით შესრულებული მეომრების იდეოგრამული ფიგურები (ანალოგიური
გამოსახულებები გვხდება ხევსურეთში, თუშეთში, ჩეჩნეთში, აზერბაიჯანში,
ვიკინგების ნასახლარებთან), რაც ასაევე შესწავლას საჭიროებს. დასავლეთის
კედელი სავარაუდოდ მთლიანად მოხატული უნდა იყოს. მღვიმის სიგრძე 36
მეტრია, სიმაღლე 4,5 მეტრი, სიგანე 3,5 მეტრი.

ხვამლი როგორც ანტიკურ ანტიკურ-მითოლოგიური ადგილი
• ძველი ისტორიულ ანტიკური წყაროეებიდან ხვამლი იგივე ხომლი მიიჩნევა
ბერძნული მითიური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს
მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. მთა რომელზედაც ზევსის ბძანებით
მიაჯაჭვეს პრომეთე და რომელიც შემდგომ დაიხსნა ჰერაკლემ.
• მე-19 საუკუნის 50 წლებში ხვამლს ეწვია იტალიელი მოგზაური და მკვლევარი
დანიელა პიზაგალი, რომელიც ბერძნულ ანტიკურ წყაროებზე დაყდნობით ეძებდა
არგონავტების, პრომეთეს მიჯაჭვის ადგილებს, როგორც შემდგომ მკვლევარი
თავის მოგონებებში წერს იგი ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ადგილობრივმა
მაცხოვრებლებმა კარგად იცოდნენ ეს ლეგენდა და მათ ყველაზე მეტად
უხაროდათ როცა მტაცებელ სვავს მოინადირებდენენ, რომელიც ლეგენდის
თანახმად პრომეთეს გულ-ღვიძლს უკორტნიდა.
ხომლის მთა აგრეთვე ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით აღწერილი აქვს ფრანგ
მწერალ ფანტასტ ჟიულ-ვერნს თავის სათავგადასავლო რომანში “შეუპოვარი კერაბანი”

მეფეთა საგანძურის ჰიპოტეზა
ხვამლის მთაში გარდა ზემოთ მოცემული ისტორიკოსთა და მემეტიანეთა
ცნობებისა, ჩვენს მიერ გამოკვლეული მღვიმეების შესწავლისას დადასტურდა:
• რომ აქ არის ბუნებრივი და ხელოვნური გვირაბების დიდი რაოდენობა,
რომელიც იმ დროისათვის მართლაც შეიძლებოდა გამოყენებული
ყოფილიყო როგორც განძის სამალავად.
• მთა დაშორებულია დასახლებული ადგილიდან და ამიტომ აქ
გადაადგილება ადგილობრივი მაცხოვრებლებისან შუმჩნევლად
შეიძლებოდა.
• გაოცებას იწვევს 1943 წელს ჩატარებული ექსპედიცია, იმ დროს
როდესაც გერმანელები კავკასიონთან იყვნენ მომდგარი, ბოლშევიკები
რომელთაც ნაკლებად სჯეროდათ ლეგენდების და მითების მოსკოვის
მითითებით და ზედამხედველობით აწყობენ რამოდენიმე თვიან
ექსპედიციას ხვამლის მთაზე. არსებობს ეჭვი რომ შეიძლება მათ
მოპოვებული ჰქონდათ უტყუარი მასალები, რომლებიც ამტკიცებენ
ხვამლის მთაში საგანძურის არსებობას.
2. ანტიკური სამა სამარხების არქეოლოგიური კვლევები.
რხების ჩვენს მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი სამარხი
და ანტიკური ეპოქის მასალები საფუძველს გვაძლევს, რომ ჩატარდეს ღრმა
და საფუძვლიანი არქეოლოგიური კვლევები მათ შესასწავლად და
აღმოსაჩენად. ასევე აღნიშვნის ღირსია და შესასწავლია ზემოთ სურათზე
გამოსახული უძველესი ნახატები და ნიშნები,

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სადაა ხომლი?

Post by Tamari-ch. » 25 ივლ 2008, 21:54

შაბათს საღამოს რუსთავი 2-ზე იქნება დოკუმენტური ფილმი ხოლმზე -
ანონსი აჩვენეს...

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
სადაა ხომლი?

Post by caucasica » 24 აგვ 2008, 19:43

რამდენიმე დღის უკან ზალიან საინტერესო ადამიანი გავიცანი დავით გოგუაძე დოკუმენტური ფილმის ავტორი ხოლმზე. აპირებს მე-2 სერიი გადაღებას.
მისგან მოსმენილი ი8ნფორმაციით კლხტა ასული მედეა, ისტორიული წყაროებიტ ვანიდან ყოფილა, ეს ვანი კი ქუთაისის ზემოთ არისო მოიხსენიებს ისტორიული წყარო. და ხომლის ძირში არის სოფ. ვანი სადაც ეხლაც სემორჩენილია ტერასები, სადაც სავარაუდოიდ მედეას დროს სამკურნალო მცენაარებბი მოყავდათ, და ეხლაც ამ ტერასებზე ბევრ საინტერესო მცენარეებს შეხვდებით.
ასევე საუბრობენ პრომეთეს კავშირებზე ხომლთა ნ, მაგრამ ერთი ცხადია რომ აქ ცხოვრობს პრომეტს მემინდვრია (ტაგვისებრი მღრნელია) :wink:

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
სადაა ხომლი?

Post by ნიმფა » 24 აგვ 2008, 21:16

ხვამლის მთა ლეჩხუმშია :)

მეამაყაება:)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სადაა ხომლი?

Post by Mta Mkvarebia » 25 აგვ 2008, 15:39

caucasica
რა საინტერესოა! :)
caucasica wrote:...ასევე საუბრობენ პრომეთეს კავშირებზე ხომლთა ნ, მაგრამ ერთი ცხადია რომ აქ ცხოვრობს პრომეტს მემინდვრია (ტაგვისებრი მღრნელია) :wink:
:wink:

ეს ხომ არა? ინტელამ აღმოაჩინა ხომლის დასალაშქრად რომ იყო წასული ორი კვირის წინ :wink:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=24 ... c&start=30
Int3lig3nt wrote:....
იქვე წყალთან რაღაც პატარა მკვდარი ცხოველი დავინახეთ, რომელიც ამოსვლისას ვერ შევამჩნიეთ.
თუ ვინმემ იცით, რა ცხოველია, იქნებ დაგვიწეროთ :).
ვერსია ჰქონდა, ვითომ თხუნელააო, მაგრამ ასე პატარა?
ახლა ვფიქრობ, თუ თახვები ბინადრობენ საქართველოში, ე.ი. ეგ იყო.
თუმცა თახვისთვისაც ძალიან პატარაა.
ალბათ უფრო სინდიოფალა.
მანგუსტი?

Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]