Page 1 of 3

ჯავახეთი-ფოკა 1 ივნისს-ნინოობას.

Posted: 14 მაი 2008, 23:43
by namcecuna
31 მაისი 1 ივნისი.
შაბათ-კვირა, გაგიმართლათ ;)

1 ივნისს, ნინოობას, გთავაზობთ შეხვდეთ ფოკაში, ჯავახეთში, ფარავნის ტბის პირას არსებულ მამათა მონასტერში.
მე სხვანაირად მივდივარ და გაცილებით დიდი ხნით, მაგრამ, მინდა რომ თქვენც დაესწროთ ამ ზღაპრულ დღეებს მართლა ულამაზეს და ზღაპრულ ჯავახეთში, ადგილას, სადაც წმ. ნინომ საქართველოს მიწას პირველად დაადგა ფეხი, ნახოთ მსოფლიოში ერთადერთი ტრაპეზი-ღია ცის ქვეშ, ტბის ნაპირას-იმ ადგილას აშენებული, სადაც წმ. ნინომ დაისვენა. მოუსმინოთ ფარავნის დუდუნს და ზაფხულის პირველი დღის და დათოვლილი მთების ლამაზი შეხამებით იგრძნოთ ის, რასაც ქართული მიწის მადლი ჰქვია.

აიტაცეთ ეს თემა და კომპეტენტური პირები იქნებ ჩაუდგნენ სათავეში, მე სამწუხაროდ საშინლად დაკავებული ვარ და ვერ შევძლებ ორგანიზატორობას. სხვა მხრივ, რითაც შემიძლია, თქვენს გვერდით მიგულეთ.


აუცილებლად 2 დღიანი უნდა იყოს ლაშქრობა, რადგან, გზა საკმაოდ ცუდი და დამღლელია, ღამით აღევლინება წირვა -ლოცვა, ტაძარში, მსურველებს შეეძლებათ დაესწრონ, დილით კი-წირვა ტბის ნაპირას, ღია ტრაპეზთან. რომელსაც სავარაუდოდ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლი ნიკოლოზი ჩაატარებს(თუ საქართველოში იქნება ). უახლოეს მომავალში გავიგებ ყველაფერს დაწვრილებით და თუ დაინტერესდებით-გაგიზიარებთ.

ჯავახეთი-ფოკა 1 ივნისს-ნინოობას.

Posted: 14 მაი 2008, 23:51
by namcecuna
რამდენიმე ფოტოს დავდებ, მათთვის, ვისაც ჯერ არ უნახავს ეს მხარე...

ფოტოები ეკუთვნის ლევან ქობალიას

Image

Image



Image

ჯავახეთი-ფოკა 1 ივნისს-ნინოობას.

Posted: 14 მაი 2008, 23:52
by Mta Mkvarebia
namcecuna
ნამცეცუნა, გოგას უკვე დეტალებში აქვს ეს მარშრუტი გათვლილი, რამდენიმე ვარიანტში, ორდღიანი ან სამდღიანი (პარასკევ საღამოს გასვლით, ამ შემთხვევაში ვარძია და თმოგვის ციხეც დაემატება) სწორედ დღეს გვეუბნებოდა, უბრალოდ თემის გახსნა დაასწარი :wink: ახლა ქალაქიდან გავიდა, ხვალ კი ჩამოვა მაგრამ იმავე დღეს ისევ გავა და 18-ში რომ დაბრუნდება, მოგვახსენებს ალბათ :)

ჯავახეთი-ფოკა 1 ივნისს-ნინოობას.

Posted: 14 მაი 2008, 23:55
by namcecuna
Mta Mkvarebia

აგაშენათ ღმერთმა :)

ძალიან კარგი, მაშინ, გოგა მიხედავს ამ თემას და ყველაფერი კარგად იქნება, საიმედო ხელში მეგულება ;)

შევხვდებით ფოკაში :D

ჯავახეთი-ფოკა 1 ივნისს-ნინოობას.

Posted: 15 მაი 2008, 10:14
by ZVIOSULI
namcecuna
ძილები და ნებები კარვებშI და... მანშ შეშა არის ტბის პირას?

ჯავახეთი-ფოკა 1 ივნისს-ნინოობას.

Posted: 15 მაი 2008, 11:45
by ira
ხომ არავინ იცით, ფოკაში როგორ მოვხვდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იქნებ დამიწეროთ რააა :)

წინასწარ მადლობა :)

ჯავახეთი-ფოკა 1 ივნისს-ნინოობას.

Posted: 15 მაი 2008, 12:20
by lama
ira wrote:ხომ არავინ იცით, ფოკაში როგორ მოვხვდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იქნებ დამიწეროთ რააა :)

წინასწარ მადლობა :)
ვერ მოხვდები
:(

ჯავახეთი-ფოკა 1 ივნისს-ნინოობას.

Posted: 15 მაი 2008, 12:47
by ira
ლამა, რა მკაცრი და შეუბრალებელი ხარ? :P
პაპუტკებით მაინც მოვხვდები!!! :twisted: :twisted:

ჯავახეთი-ფოკა 1 ივნისს-ნინოობას.

Posted: 16 მაი 2008, 23:20
by namcecuna
ZVIOSULI wrote:namcecuna
ძილები და ნებები კარვებშI და... მანშ შეშა არის ტბის პირას?
ტბის პირას კი არა, მთელ ჯავახეთში შეშა პრობლემაა ;)

კარვების გაშლა შეიძლება, მონასტრის ტერიტორიაზე არა მგონია, მაგრამ, გალავანს გარეთ-სომხებმა თუ არ გააპროტესტეს -არა მგონია პრობლემა იყოს. ;)

ჯავახეთი-ფოკა 1 ივნისს-ნინოობას.

Posted: 16 მაი 2008, 23:23
by namcecuna
namcecuna wrote:Mta Mkvarebia


შევხვდებით ფოკაში :D

მგონი რაღაც შეიცვალა ჩემდა არასასიკეთოდ და თუ ეს ასე მოხდა-იქ კი არ შევხვდებით-აქედანვე ერთად წავალთ.... :roll: ან შეიძლება საერთოდ ვერ წამოვიდე :cry:

ჯავახეთი-ფოკა 1 ივნისს-ნინოობას.

Posted: 17 მაი 2008, 08:18
by chuna
namcecuna

აბა, ეგეთები არ იყოს!!!!!!!!!!!!
პონტი ააგდო, თემა შემოაგდო, ხალხი დარაზმო და მერე............"პაკააააააააააა"! სად გაგონილა?!
სხვა ფორუმებზე, შეიძლება მოსულა............აქ არც გაბედო ღალატი!

წარმოგიდგენია, უშენოდ იქ წასვლა?

მე ვერა....... :lol: :D :lol: :roll:

ორივე ვერსია მისაღებია:

ჩამოსულუბს იქ რომ დაგვხვდე ან

ჩვენთან ერთად რომ წამოხვიდე!

ჯავახეთი-ფოკა 1 ივნისს-ნინოობას.

Posted: 17 მაი 2008, 10:34
by namcecuna
chuna
საყვარელო, მთელი წელი ველოდები ამ დღეებს და ერთადერთ რამეს-სამსახურს შეუძლია ჩამიშალოს, მეტს არაფერს, არის საშიშროება, რომ ასე მოხდეს, მაგრამ, იმედს არ ვკარგავ...
ჩემი წამოუსვლელობა მეც ვერ წარმომიდგენია. :(

ჯავახეთი-ფოკა 1 ივნისს-ნინოობას.

Posted: 17 მაი 2008, 10:36
by ნინი_85
მაშ შევხვედრილვართ და ეგაა :D

მე 31მაისი-5ივნისი ჯავახეთში ვიქნები. მეუფე ნიკოლოზის კურთხევით უნივერსიტეტის ჯგუფი ფეხით წამოვალთ ფოკადან, გზაში ფსკვნილით ვილოცებთ, წმინდა ნინოს დაუჯდომლებს აღვავლენთ, კარვებში დავიძინებთ და კიდევ ულამაზეს ადგილებს ვნახავთ :)

ჯავახეთი-ფოკა 1 ივნისს-ნინოობას.

Posted: 17 მაი 2008, 10:38
by namcecuna
ნინი_85

გზაზე მიდიხარ ნინო?

მეც ვაპირებდი, მაგრამ, ახლა გადაწყდა რომ გზა ა რ იქნება :(
მარტო ბავშვები -რომელიღაც სკოლის მოსწავლეების გზა იქნება-თუ არ ვცდები ახალქალაქის სკოლა.
თორემ, მეც მასე მივდიოდი.

ჯავახეთი-ფოკა 1 ივნისს-ნინოობას.

Posted: 17 მაი 2008, 10:46
by ნინი_85
namcecuna


ეგ გუშინ შევიტყვეთ ჩვენც, შესაძლოა სწორედ სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვიაროთ. ამ დღეებში ზუსტად გაირკვევა ყველაფერი.
ის კი ვიცი რომ აუცილებლად წავალთ, იმიტომ რომ მეუფის კურთხევა გვაქვს :)