Page 1 of 33

ჩამოვასხათ ღვინო სახელად ,,კარავი"

Posted: 15 აპრ 2008, 20:17
by Makena
იდეა შემდეგში მდგომარეობს:
შემოდგომაზე კახეთში მოვაწყოთ რთველი, წამოვიღოთ მოკრეფილი ყურძენი, იმდენი მაინც რომ 100 ბოთლი ღვინო დადგეს და დავწუროთ ქვევრის მარანში (ქვევრი თანახმაა), ღვინის ტექნოლოგიურ მხარეზე და ჩამოსასხმელ დანადგარზე ქვევრი და მე ვიზრუნებთ.
რისი ყიდვაც დაგვჭირდება ეს გახლავთ ბოთლი, საცობი და ასევე ეტიკეტის დამზადება და დაბეჭდვა.
ღვინოები ჩამოისხმება, დაიხუფება და ყველა მონაწილეს გადაეცემა, გარკვეული მარაგი შეინახება სადმე გრილ და ტენიან სარდაფში.
სიმბოლურად შეიძლება 2-3 ბოთლი და თუ საჭიროა მეტიც :wink: გავხსნათ კარველთა მნიშვმელოვან შეხვედრებსა თუ ლაშქრობებზე, ხოლო გარკვეული რაოდენობა დავაძველოთ და გავხსნათ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ მაგ: კარავის იუბილეზე. :)

ჩამოვასხათ ღვინო სახელად ,,კარავი"

Posted: 15 აპრ 2008, 20:48
by popins
8) 8) 8)
ვახ ვახ

ჩამოვასხათ ღვინო სახელად ,,კარავი"

Posted: 15 აპრ 2008, 21:24
by qvevri
იდეას მივესალმები და გთავაოზბთ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
1)ადგილზე(ჩემი მარანი) მიტანილი ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო ინვენტარისა და ჭურჭლის უზრუნველყოფა.
2) დაწურული ყურძნის ალკოჰოლური დუღილის შიგადაშიგ გაკონტროლება.
3)დადუღებული ღვინის გადაღებ-გადმოღება.
4)ღვინის შენახვა.
5)ღვინის ჩამოსხმისათვის საჭირო დანადგარების ორგანიზება.
6)ღვინის ჩამოსხმისათვის საჭირო დამხმარე მასალების(ბოთლი, საცობი და. ა. შ.) შოვნისათვის ინფორმაციის მოძიება.
7)ღვინის ჩამოსხმა ბოთლებში.
8)ჩამოსხმული ღვინის გარკვეული მარაგის ჩემსავე მარანში შენახვა გარკვეულივე დროით და უსაფრთხოების მიზნით მისი პერიოდული დეგუსტაცია.(დეგუსტაციის დროს: დამკრეფს, დამწურავს, დამლევს და ა. შ. :lol: )
9)ღვინის ბოთლის ეტიკეტის დიზაინის შემუშავებაში მონაწილეობა მაინც თუ დამზადება არა.
აღნიშნული ღვინის გამოყენება შეგვეძლება სხვადასხვა მონასტრებში და ეკლესიებში მისვლის დროს საბარძიმედ შესაწირად, ასევე შესაძლო იქნება ამ ღვინის პრიზად დაწესებაც სხვადასხვა კარვულ შეჯიმრებებში გამარჯვებულთათვის. და ბოლოს ღვინის გარკვეული მარაგი საფუძვლიანად შეინახება ჩებს მარანში რათა დიდი ხნის შემდეგ გავხსნათ და დავაჭაშნიკოთ ხოლმე ჩვენი დაყენებული ღვინო კაი-კაი კარვული მოგონებებითურთ :D

ჩამოვასხათ ღვინო სახელად ,,კარავი"

Posted: 15 აპრ 2008, 21:28
by lama
Makena

qvevri

შენ გენაცვალე!!! მაგარი იდეააა ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას

მიმიღეთ, როგორც მკრეფავი, ქვევრის გამრეცხი, დამწურავი და სადღეგრძელოს მთქმელი :);)


კაი წამოწყებაა

მეამაყებით!!!!!!!!!!!

ჩამოვასხათ ღვინო სახელად ,,კარავი"

Posted: 15 აპრ 2008, 21:29
by Mta Mkvarebia
Makena
qvevri

ოქრო ბიჭები! :D

საწნახელში ქალს არ ჩააყენებთ, ვიცი :wink: და მაგრამ რამე მოვალეობას აუცილებლად ვიტვირთავ. გადასარევი იდეაა! :D

ჩამოვასხათ ღვინო სახელად ,,კარავი"

Posted: 15 აპრ 2008, 21:30
by lomikata
რა ერქმევა "კარვის" ღვინოს?
ვინ იზრუნებს ეტიკეტის დიზაინერზე?
როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს ბოთლს, ჩვეულებრივი, თუ კარვული? :wink:

ჩამოვასხათ ღვინო სახელად ,,კარავი"

Posted: 15 აპრ 2008, 21:33
by lama
Mta Mkvarebia wrote:Makena
qvevri

ოქრო ბიჭები! :D

საწნახელში ქალს არ ჩააყენებთ, ვიცი :wink: და მაგრამ რამე მოვალეობას აუცილებლად ვიტვირთავ. გადასარევი იდეაა! :D
მოგიძებნით ფუნქციას შენ არ იდარდო ::);):):):):):))

მოკლედ მთავარია სუნამო არ დაისხას არც ქალმა დფა არც კაცმა და თუყ დაისხა არ მოვიდნენ საწნახელთან :)

მწეველებმა (ჩემს თავსაც ვგულისხმობ) უნდა გავითვალისწინოთ და არ უნდა მოვსწიოთ თორე სუნს მალე აიღებს ბადაგი :)

და ისა მართლა 47 ზომის რეზინის ჩექმები უნდა ვიშოვო ;)

ჩამოვასხათ ღვინო სახელად ,,კარავი"

Posted: 15 აპრ 2008, 22:24
by ნინი_85
მშვენიერი იდეაა :)

ჩამოვასხათ ღვინო სახელად ,,კარავი"

Posted: 16 აპრ 2008, 01:09
by namcecuna
ბრავო!!!

და ყოჩაღ!!!

მოკელდ, ველი შემოდგომას-რამე ფუნქციას მეც შემითავსებთ იმედია :)

ჩამოვასხათ ღვინო სახელად ,,კარავი"

Posted: 16 აპრ 2008, 01:36
by Gvalva
ჰმმმ... :roll: არადა რა მადისაღმძვრელად ჟღერს!!

ჩამოვასხათ ღვინო სახელად ,,კარავი"

Posted: 16 აპრ 2008, 02:50
by kotetbeli
კარგი იდეაა! :wink:

ჩამოვასხათ ღვინო სახელად ,,კარავი"

Posted: 16 აპრ 2008, 03:02
by kotetbeli
მართლა, ბოთლს რაოდენობის მაჩვენებელი შკალა დავუტანოთ შემდეგი თანმიმდევრული დანაყოფებით:


____ ასფალტზე მოარული




____ ბილიკზე მობარბაცე




____ მაწანწალას ნავიგაცია



____ ,,დამსეტყვე ცაო" :wink:

ჩამოვასხათ ღვინო სახელად ,,კარავი"

Posted: 16 აპრ 2008, 08:31
by qvevri
ვისაც ღვინო სწყენს იმისათვის ყურძენს შევინახავ "ჩამიჩად". მართAლია ჩამიჩს რამოდენიმე წლის დაძველება ნაკლებად ექნება , მაგრამ რას ვიზავთ. :D

ჩამოვასხათ ღვინო სახელად ,,კარავი"

Posted: 16 აპრ 2008, 09:29
by legenda
მდა.....



:roll:

ჩამოვასხათ ღვინო სახელად ,,კარავი"

Posted: 16 აპრ 2008, 09:55
by Naia
ძალიან მაგარი იდეაა!!!

თქვენთან მიგულეთ :)