Page 1 of 3

გუდარეხი როცა დათბება

Posted: 07 აპრ 2008, 21:25
by tatunia
ქვემო ქართლის რთულად მისადგომ ხეობაში, მე13 საუკუნეში ეუსუდან დედოფალს გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი დაუარსებია. კომპლექსში შემავალი ერთნავიანი ეკლესია და სამრეკლო ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორისძეს აუგია. გუდარეხის უნიკალურობაზე 1278 წელს, დემეტრე თავდადებულის პერიოდში აგებული ორსართულიანი სამრეკლო მიუთითებს. ამ ტიპის სამრეკლო საქართველოში ყველაზე ადრინდელი პერიოდით თარიღდება. გასული საუკუნის 30-იან წლებში გუდარეხის კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, რის შედეგადაც : სასახლის, სენაკების, მარანის, საჯინიბოს და ჩუქურთმიანი შენობის ნაშთები აღმოჩნდა. ნაპოვნი იქნა კერამიკული ნივთები, რის შედეგადაც დამტკიცდა, რომ გუდარეხს საკუთარი კერამიკის წარმოება გააჩნდა. ასევე 18 ქართული( გიორგი მესამეს, ტამარის, რუსუდანის და ლაშა-გიორგის მონეტები და ერთი მონღოლური მონეტა.

გუდარეხის კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები ზაფხულში იწყება. აღდგენის შემდეგ იქ მღვდელთმსახურება აღდგება. ფოტო არ მაქვს, მაგრამ იქაურობა ულამაზესია.

იდეა მაქვს, როგორც კი დათბება ხომ არ წავსულიყავით?:)

გუდარეხი როცა დათბება

Posted: 07 აპრ 2008, 21:35
by tatunia
მიხვდით ალბათ, რომ ნავსები ამერია:))

გუდარეხის ნაცვლად ჩემი ნიკი ჩავწერე. დაცინვა არ გაბედოთ! :)))

კეთილო ადამიანებო გამოასწორებთ ალბათ ამ შეცდომას:) თქვენი იმედი მაქვს:)

გუდარეხი როცა დათბება

Posted: 07 აპრ 2008, 21:37
by qvevri
რათ უნდა მაგას დათბობა? ბარემ მალევე წავიდეთ.
მარანიცაა ნაპოვნი :?: :roll: ხოდა მით უმეტეს აღარ გადავდოთ.

გუდარეხი როცა დათბება

Posted: 07 აპრ 2008, 21:42
by tatunia
qvevri

იდეა შემოგთავაზეთ, როგორც შევხედე ორმაგად დაიპოსტა:))

ისღა დაგვრჩენია კარველების გამოხმაურებას დაველოდოთ და ერთობლივად გადავწყვიტოთ:)

გუდარეხი როცა დათბება

Posted: 07 აპრ 2008, 21:51
by ნინი_85
tatunia

მშვენიერი იდეაა, დიდი სიაოვნებით შემოგიერთდებით, :D

გუდარეხი როცა დათბება

Posted: 07 აპრ 2008, 23:05
by Toma
ამ ლინკს გაყევით
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=15

გუდარეხი როცა დათბება

Posted: 07 აპრ 2008, 23:46
by Katy
ra lamazi adgilebia!

ertdgianshi tu chavetevit 100% tqventan var!

გუდარეხი როცა დათბება

Posted: 08 აპრ 2008, 00:06
by lama
თათუნია

და გუდარეხი მართლაც ლამაზია
და
მინდა გითხრა რომ დათარიღებულ სამრეკლოთაგან მანდ უძველესია შემორჩენილი

გუდარეხი როცა დათბება

Posted: 08 აპრ 2008, 01:57
by asusena
ფანტასტიური იდეა არის.და რამდენ დღიანი არის გამგზაავრება ეგებ გაგვაგებინოთ.

გუდარეხი როცა დათბება

Posted: 08 აპრ 2008, 02:00
by asusena
ხალხნო ეგებ ამიხსნათ ვინმემ,ასფალტზე მოარული საიდან დამერქვა? (((

გუდარეხი როცა დათბება

Posted: 08 აპრ 2008, 10:08
by Mariam
asusena wrote:ხალხნო ეგებ ამიხსნათ ვინმემ,ასფალტზე მოარული საიდან დამერქვა? (((
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=24
:)

ძალიან მინდა წამოსვლა, იქნებ მოვახერხო, თუ ერთდღიანი იქნება... :roll:

გუდარეხი როცა დათბება

Posted: 08 აპრ 2008, 10:12
by vazano
ისა და ამ შაბათ კვირას რა ხდება? ხომ არ მიგვეგეგმა?

გუდარეხი როცა დათბება

Posted: 08 აპრ 2008, 12:13
by tatunia
მე ერთღიანიც მაწყობს. უმჯობესი იქნება ალბათ შაბატ-კვირას იყოს, უმეტესობა არ მუშაობს. კარაველების უმეტესობა როგორც გადაწყვეტს ისე მოვიქცეთ. ან ერთდღიანზე ან ორ ოდღიანზე შევჯერდეთ.

გუდარეხი როცა დათბება

Posted: 08 აპრ 2008, 12:15
by Kakha
tatunia
სათაური შევცვალე და ორი დანარჩენი თემა იგივე შინაარსით წავშალე.

ერთი თხოვნა მაქვს - მიაქციე ყურადღება რომელ განყოფილებაში ხსნი თემას - ამ განყოფილებაში "სამომავლო გეგმები" იხსნება თემა როცა გარკვეულია თუ ზუსტად როდის არის გასვლა. თუ გასვლა იდეის დონეზეა - როგორც შენაა, როდესაც შეთავაზებას აკეთებ, რომ როცა დათბება კარგი იქნება თუ გუდარეხში წასვლა - ასეთი თემები იხსნება იდეების კიდობანში და მხოლოდ როცა დაზუსტება როდისაა გასვლა იხნება ახალი თემი სამომავლო გეგმებიში.

ამ თემას ცოტა ხანი დავტობებ აქ, მაგრამ მერე გადავიტან "იდეების კიდობანში"

გუდარეხი როცა დათბება

Posted: 08 აპრ 2008, 12:17
by tatunia
ერთ დღეშიც მოსწრეებადია ასვლა , დათვალიერება და ჩამოსვლა. :)