Page 1 of 4
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი
Posted: 04 აპრ 2008, 11:33
by vazano
იგეგმება 2 დღიანი გასვლები ტაო კლარჯეთში. შეძლებისდაგვარად მოხერხდება ყველა ქართული სასულიერო მონასტრების, ძირძველი ქართული ციხესიმაგრეებისა და იმ კერების მონახულება სადაც შეიქმნა ქართული ისტორია, ქართული კულტურა და თავად საქართველო.
სავარაუდო თვეებია ივლისი-აგვისტო. (აღნიშნულ პერიოდში განხორციელდება რამოდენიმე გასვლა). გასვლის სავარაუდო მაქსიმალური ხანრგრძლივობა 2 დღე.
დეტალები იქნება უახლოეს მომავალში.
აუცილებელია საქართველოს ეროვნული პასპორტის ქონა.
ფინასნური ხარჯთაღრიცხვა განხორციელდება კონკრეტული გეგმის შედგენის შემდგომ.
სავარაუდოდ ტრანსპორთის საწვავს თუ ჩემი მანქანით წამოვედი, ხომ მე ვიღებ ჩემს თავზე. ეს იმ შემთხვევისათვის თუ ავტომანქანებით წავედით. თან ვეცდები, რომ სხვასაც დავეხმარო.
თუ არა საკუთარი ავტოებით, მაშინ ერთ მინის საწვავს ჩემს თავზე ავიღებ, რომ ხარჯები ცოტათი დაიწიოს.
გაგრძელება იქნება....
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი
Posted: 04 აპრ 2008, 12:25
by guruli
vazano - მე მონაწილეობის დიდი სურვილი მექნება და ერთხელ მაინც აუცილებლად წამოვალ, მაგრამ კარგი იქნება, ქართულ სოფლებში და კომპაქტურ ქართულ დასახლებებშიც თუ შევალთ. ტაძრები გადასარევია, მაგრამ იქაურ ქართველებთან ურთიერთობა - არანაკლები სიამოვნება.
ერთი იდეაც დამებადა, რომელიც მაგ გასვლებზე ცოტა ძნელად განსახორციელებელია, მაგრამ სულ ცოტათი - ბურსა-ინეგოლისკენ ხომ არ წავსულიყავით მასე 2-დღიანში და სოფელ ჰაირიეში დიდი ქართველის - ახმედ მელაშვილის საფლავიც ხომ არ მოგვენახულებინა? თურქეთის ქართველებმა თუ ქართველობა შეინარჩუნეს და მეტიც - საერთოდ გაიგეს თავიანთი წარმომავლობა, ეგ სწორედ ახმედ მელაშვილის დამსახურებაა. მანამ მათ ტვინს ურევდნენ, რომ თითქოს ბერძნული წარმოშობისანი იყვნენ; რომ თითქოს არა ქართველები, არამედ აღმაშენებლის მიერ ჩამოსახლებულ ყივჩაღთა შთამომავლები იყვნენ და ამგვარები, მაგრამ მელაშვილმა გამოსცა წიგნი - "ვინ არიან თურქეთის ქართველები", რამაც ძირფესვიანად შეცვალა მათი ცნობიერება. სწორედ ამიტომ უწოდეს მას "თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძე" და სწორედ ამიტომ მოკლეს 1981-ში "ბოზქურთის" - "რუხი მგლების" დამქაშებმა. თუმცა ის რადიკალ-ნაციონალ "მგლებს" თავისი მკვეთრად ხაზგასმული პროქართული ორიენტაციით ყოველთვის აღიზიანებდა. წარმოიდგინეთ - სადღაც ნახევარი საუკუნის წინანდელ თურქეთში შვილებს სახელებად იბერია და თამარი დაარქვა. ეს დიდი გამოწვევა იყო "ბოზქურთისთვის", იმ წიგნის გამოცემა კი მათი მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი იყო...
იქით თუ წავალთ, სანახავი მხოლოდ ჰაირიე და ახმედ მელაშვილის საფლავი არ იქნება. ინეგოლის გარშემო 18 ქართული სოფელია (ჰაირიე ერთი მათგანია) და ინეგოლს იქაურები სიყვარულით პატარა საქართველოს ეძახიან.
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი
Posted: 04 აპრ 2008, 12:43
by likakoo
mec didi siamovnebit shemogiertdebit....
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი
Posted: 04 აპრ 2008, 13:58
by vazano
guruli
კარგი იდეაა, მაგრამ ფიქრობ ეგ ცალკე გასვლად უნდა მოეწყოს. ლაზური სოფლების ნახვა. ვფიქრბ, ჩვენი ქართველობა ბოლომდე რომ გავიშიგთავსოთ. ეკლესია მონასტეებით და ციხეკოშკებით უნდა დავიწყოთ. თან რა თქმა უნდა პარალერულად იქვე მიმდებარე ლაზურ სოფლებსაც ყოველტვისსევუვლით ხოლმე.
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი
Posted: 04 აპრ 2008, 14:18
by shatilis asuli
vazano
რატომ მარტო 2 დღე? შეზღუდულები ვართ რამით?
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი
Posted: 04 აპრ 2008, 14:23
by TuTa
vazano
ძალიან კარგი იდეაა

მაგრამ ორი დღე მართლაც ძალიან ცოტაა.
მე რომ ვიყავი ორი დღით მხოლოდ ოშკი და ხახული მოვასწარი, ხო და კიდევ ჯომარდობა ჭოროხზე
ამიტომ უფრო საფუძვლიანად მინდა მოვიარო
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი
Posted: 04 აპრ 2008, 14:29
by vazano
TuTa
ამისათვის ეს გასვა არ იქნება ერთჯერადი, არამედ მრავალჯერადი

2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი
Posted: 04 აპრ 2008, 14:36
by TuTa
და ცოტა რომ გავზარდოთ დღეების რაოდენობა და კარგად დავგეგმოთ მარსრუტი, რომ ყველაფერი მოვასწროთ, არ ჯობია?

2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი
Posted: 04 აპრ 2008, 14:43
by vazano
TuTa
შეიძლება სჯობია მათთვის ვისაც შეუძლია. მე უბრალოდ ტავად ვერ შეძლებ. მაგრამ თუ ვინმეს ექნება ამის სურვილი. შეგიძლიათ განახორციელოთ. ესჯერ იდეაა. რომელიც განხორციელდება. ეხლა მთავარია დეტალური ინფორმაციები. მარშუტს ციტა ხანში დავადგენ. დღეების ამბავზე კი შეგვიძლია ჯგუფებად გავიყოთ.
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი
Posted: 04 აპრ 2008, 14:46
by namcecuna
ჩემი აზრით რამდენჯერმე ორ-ორი დღით წასვლას ჯობია ერთხელ და ვთქვატ ერთი კვირით ან მეტით წავიდეთ, უფრო მოსახერხებელიც იქნება დროის მხრივაც და ალბათ ფინანსურადაც . თან ზაფხული პერიოდში ხალხი შვებულებაშია და 2 დღით ჩAმოთბილისება, მერე ისევ წასვლა ძნელია. რომ ეცოდინებათ ერთკვირიანია, შვებულებასაც მოარგებენ ამ პერიოდს.
ეს ჩემი აზრებია, მოვისმინოთ დანარჩენების

ისე, მე ძალიან მინდა მაგრამ, შევძლებ თუ არა ჯერ არ ვიცი.
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი
Posted: 04 აპრ 2008, 14:51
by vazano
პატარა ცვლილება შევიტანე გეგმაში
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი
Posted: 04 აპრ 2008, 15:35
by guruli
namcecuna - მეც ეგ დავწერე, ოღონდ იქ, წლევანდელი გასვლების დიდ თემაში. მართ;აც ჯპბოს, წავიდეთ ერთხელ და ყველაფერი მოვიაროთ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ vazano-ს რამდენიმე დღით წამოსვლა არ შეუძლია. ამიტომ შევჩერდით 2-იანებზე, მაგრამ თუ ვინმეს მარშუტკიანი ნაცნობი გყავთ და წავიყვანთ, კარგი იქნება. თუ არადა, აქედანვე ტრანსპორტის დაქირავებას აჯობებს, ტურისტულ ფირმებს გაჰყვე - მაგაზე ძვირი არ დაგიჯდება და თან გიდის, სასტუმროს თუ ორგანიზაციული საკითხების პრობლემა მოგაკლდება.
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი
Posted: 04 აპრ 2008, 16:07
by vazano
მე მიმაჩნია რომ ტურისტულის გარესე აჯობებს, თან სულ სხვაა როცა შენ ადგენ გრფიკსა და გზას, და სულ სხვაა სხვის დაკრულზე რომ ცეკვავ

)
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი
Posted: 04 აპრ 2008, 17:48
by namcecuna
guruli
ჰო, სამწუხაროა რომ არ სცალია vazano-ს, ზაფხულამდე ოპტიმალურ ვარიანტამდე მივიდეთ იქნებ...
ტურისტულებთან დაკავშირებით კი ვეთანხმები სრულიად მას.
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი
Posted: 04 აპრ 2008, 18:25
by vazano
namcecuna მადლობა მხარდაჭერისტვის. უბრალოდ მე ვფიქრობ თუ საწვავის პრობლემას გადავჭრი, რამოდენიმე 2 დღიანი გასვლა არ დაგვიჯდება ძვირი. ეხლა რარაც დეტალებს და რუკის ამბავს ვრკვევ დაწვრილებითი ინფორმაცია იმედია ნელნელე შემიგროვდება. და ორივე ვარიანტს ვცდი. 2 დღიანებსაც და მრავალდღიანსაც. რომ ჩემმა არ წამოსვლამ სხვებსხელი არ შეუშალოს