Page 1 of 3

ისართღელე 3486 მ

Posted: 31 მარ 2008, 17:06
by Bernar
ძალიან მაინტერესებს, კარაველებო, ისართღელეზე თუ ხართ რომელიმე ნამყოფი?
P. S. ისართღელე ხევსურეთში ყველაზე მაღალი უღელტეხილია (რუსეთში გადასასვლელ უღელტეხილებს არ ვგულისხმობ): გიორგიწმინდიდან გადადიხარ ტანიეს ტბასთან.
იმის განცდები წარმომიდგენია ვისაც ისართღელიდან გადმოუხედავს!

ისართღელე 3486 მ

Posted: 31 მარ 2008, 17:34
by meore monadire
ერთი ვიცი მხოლოდ რომ საცხენე გზა გადადის


ესე იგი რთული გასასავლელი არ უნდა იყოს

შეიძლებოდა წლეულს გვენახა...

ისართღელე 3486 მ

Posted: 31 მარ 2008, 17:37
by Bernar
მეც როგორც ვიცი განსაკუთრებული სირთულის არაა, მაგრამ ეგ კია, რომ ასე ორი-სამი კილომეტრი საკმაო აღმართზე გიწევს სიარული.

ისართღელე 3486 მ

Posted: 31 მარ 2008, 18:00
by Wanderer
Bernar
Zura N და Paata არიან ხევსურეთის სპეციალისტები, მაგრამ აქ იშვიათად იხედებიან ხოლმე...

მე არ ვყოფილვარ მანდ და მაინტერესებს მეც. :)

ისართღელე 3486 მ

Posted: 31 მარ 2008, 18:04
by Varvara
Bernar

Zura N არის მანდ ნამყოფი და ასევე, ტანიეს ხეობაშიც. სადღაც თემაც არის მაგაზე ,,უკვე შემდგარ ლაშქრობებში''.

პმ მიწერე ზურას........

ისართღელე 3486 მ

Posted: 31 მარ 2008, 18:21
by Gvalva
Bernar

წელს გვინდოდა მე და ზურა ნ.-ს გადმოსვლა, გზაში რომ შეგხვდით როშკასთან მგონი მაშინაც გითხარით. ადგილობრივებმა ძალიან არ გვირჩიეს სრულიად გაუვალი გახდა, აღარ დადიან მაგ გზითო.

ზურა ეხლა რეზერვშია, რომ ჩამოვა და ამას ნახავს ვიცი რომ თვალები აუციმცმდება :)

ისართღელე 3486 მ

Posted: 01 აპრ 2008, 02:04
by meore monadire
ზურა ნ. თან ერთად დიდი სიამოვნება იქნება ისართღელეზე გადავლა :)

თან იარაღიც თუ გვექნა და ავახმაურეთ თოფის დანატრებული მხარე...

ისართღელე 3486 მ

Posted: 01 აპრ 2008, 12:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
კგ აზრია მანდ წასვლა.
და მანდ ისრის სროლაც კგ იქნება.
რა საინტერესო ტოპინიმია.
ნამყოფი არ ვარ და წავიდოდ-ავიდოდი

ისართღელე 3486 მ

Posted: 01 აპრ 2008, 13:27
by N67
ბესოოო..

აგიშალა ხო საღერღელი გაზაფხულმა :D

ისართღელე 3486 მ

Posted: 01 აპრ 2008, 20:36
by Bernar
Gvalva, ადგილობრივებმა როგორ თქვეს, გაუვალი რომელი მხრიდან არისო: არხოტის მხრიდან თუ გიორგიწმინდის მხრიდან? რუკიდან როგორც ვატყობ არხოტის მხრიდან უნდა იყოს ცუდი სასიარულო.

Zura-N-სგან ისიც ვიცი, რომ ადგილობრივებმა გიორგიწმინდიდან გირჩიეს გადასვლა. მაგ მხრიდან რაიმე განსაკუთრებულად რთული არ უნდა იყოს.
Varvara
Zura-N ისართღელეზე მემგონი არაა ნამყოფი. აი მისი ტანიეს ტბის ლაშქრობა კი მაქვს ნანახი კარავზე ლაშქრობებში.

N67 ეგაა გაზაფხული რას გვიშვება და ზაფხული რას გვიზამს! :D
ისე ნიკუშ უნდა დაგელაპარაკო, თუშეთის ლაშქრობის ალტერნატივა გამოგვიჩნდა. ზუსტად, რომ გნახავ მერე აგიხსნი.

ისართღელე 3486 მ

Posted: 01 აპრ 2008, 20:36
by Bernar
ხო და კიდევ ერთი: სურათები თუ გაქვთ რომელიმეს კარგი იქნება თუ დადებთ. :)

ისართღელე 3486 მ

Posted: 01 აპრ 2008, 22:42
by guruli
Bernar
თუშეთის ლაშქრობის ალტერნატივა გამოგვიჩნდა.
ოფტოპიკისთვის ბოდიში, მაგრამ თუშეთი კარავზეც იგეგმება. მე ისეც ვაპირებ წასვლას.

ისართღელე 3486 მ

Posted: 11 მაი 2008, 14:05
by zura N.
სალამი ყველას! როგორ ხართ? :)
ცოტა დავიკარგე და ეხლა ვნახე ეს თემა.

ისართღელეზე ნამყოფი არა ვარ, მარა ტანიეს ხეობაში და ტბაზე ერთად ვიყავით მე და wanderer-ი. :wink: კარგა ხანია მეც ისართღელეს გარს ვუვლი და ერთი სული მაქ ეგ უღელტეხილი გადავიარო. :D
ზურა ნ. თან ერთად დიდი სიამოვნება იქნება ისართღელეზე გადავლა
ჩემთვისაც დიდი სიამოვნებაა შენთნ ერთად სიარული, გაიხარე ბექა..! :)
Bernar wrote:Gvalva, ადგილობრივებმა როგორ თქვეს, გაუვალი რომელი მხრიდან არისო: არხოტის მხრიდან თუ გიორგიწმინდის მხრიდან? რუკიდან როგორც ვატყობ არხოტის მხრიდან უნდა იყოს ცუდი სასიარულო.
მართალი ხარ. არხოტის მხრიდან უფრო ძნელია სასიარულო, როგორც მითხრეს. გზა გაუვალი არისო იშვიათად დადიან მაქეთ მხარესო და გაბალახებულია ძაანო. გარდა მაგისა კიდევ ერთმა კარაველმა ფირუზამ( ფირუზა ერთადერთი კარაველია რომელსაც ისართღელე გადაუვლია ოღონდ ადრე ძაან) მითხრა, რომ არხოტის მხრიდან ნაშალები არის და უღელტეხილზე გადავლა ძნელიაო. აი გიორგიწმინდის მხრიდან იოლიაო კაი ბილიკი მიდისო და მიყვები ნელ-ნელაო.და როცა არხოტის მხარეს გადმოხვალ ნაშალზე კარგად ჩამოცურდებითო :) :wink: .

ისართღელე 3486 მ

Posted: 11 მაი 2008, 15:25
by teo-
sainteresoaaa :shock:

ისართღელე 3486 მ

Posted: 12 მაი 2008, 12:31
by Bernar
დიდი მადლობა Zura N, სასიამოვნო ინფორმაციებისათვის! :D