Page 1 of 1

თავკვეთულა

Posted: 30 მარ 2008, 15:06
by namcecuna
მაშ ასე, მაქვს იდეა და სურვილი შემოგთავაზოთ თავკვეთულას კლდეში ნაკვეთი ტაძრის დალაშქვრა.
გეცოდინებათ, რომ ეს არის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი, მე არ ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ვიცი საოცარი რამაა.
ვარძიის მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის გადაღმა, ცოტა ქვემოთ .
ორდღიანი მარშუტი, რომელშიც შევა ზედა და ქვედა ვარძია და კიდევ არის იქ ახლო-მახლოს რაღაცეებიო, გზად -ხერთვისის ციხეც .
შეიძლება საფარაც მოესწროს (ძალიან ავოცნებდი ახლა, მაგრამ, კომპეტენტურებმა კორექტივები შეიტანეთ :oops: ).

აპრილის რომელიმე შაბათ-კვირა გვინდა ამისთვის, მხოლოდ მტკვარიც რომ დაწეული იყოს-რადგან როგორც ვიცი თავკვეთულაზე გადასვლა ისე შეუძლებელია-მხოლოდ მტკვრის ფეხით =ჯაჭვით გადაკვეთა.

ველი გამოხმაურებებს :)

თავკვეთულა

Posted: 31 მარ 2008, 01:55
by Archil
ველი გამოხმაურებებს
გეხმიანები ;)

მაგარი ადგილია, გასულ ზაფხულს ვიყავით და მაგარია.

თავკვეთურამდე მისვლა მტკვრის გადაულახავადაც შეიძლება. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს რომ გაყვეთ ნაპირ-ნაპირ, შეძლებთ ფეხის დაუსველებლად მისვლას.

თავკვეთულა

Posted: 31 მარ 2008, 11:32
by namcecuna
Archil

ძალიან კარგი, არჩილ, მე მარტო მტკვრის გავლით გზა ვიცოდი, უფრო სწორად გზა არც ასე ვიცი, უბრალოდ რამდენიმე წლის წინ დავაპირეთ ასვლა, მაგრამ ვერ შევძელით, ტრაგიკული შემთხვევის გამო :(
იმის მერე ჩემს ოცნებად იქცა ეს ადგილი... :roll: