ბულაჩაური-ხეობა-სიონი - მთებით და უღრანი ტყეებით... :)
Posted: 28 მარ 2008, 15:32
ტკბილ-ტკბილი ამბებით კოხტად დაგეგმილი შაბათ-კვირა ჩამიშალა იძულებითმა შინაპატიმრობამ...
ველო გამიფუჭდა და გაკეთების ამბები რამდენიმე დღით იწელება..
ხოდა რაღაც ისე მოხდა, შევრჩი მონიტორს....
რუკების თვალიერებისას და კბილების ლესვისას ერთმა აზრმა გაიფხაკუნა...

ეს არის ტყიანი გზებით (ალბათ ზოგან უგზოდაც) ბულაჩაურიდან
სიონის წყალსაცავზე გადასვლა.
ბულათაური სამხედრო გზასთან ძალიან ახლოსაა (წითელსოფელთან),
იქიდან ჯერ ძალიან კოხტა სოფელ ხეობაში ავალთ.
ეს დაახლოებით 15 კოლომეტრია თუ არ მეშლება..
ჯერ მარტო ამ გზით უამრავ ულამაზეს ადგილს გავივლით.

ხეობაში ერთხელ ვარ ნამყოფი ველოსიპედით.
იმის იქით რა ხდება აღარ ვიცი.
ვიცი მხოლოდ მიმართულება და ტყიანი ქედი რომ უნდა გადავიაროთ
ბილიკ-ბილიკ, და სიონის წყალსაცავთან ჩავალთ..
სოფელ ხეობიდან წყალსაცავის დამბამდე (ანუ სიონამდე)
დაახლოებით 20 კილომეტრია..
იქიდან კი თბილისისკენ ჩვეულებრივად დადის ტრანსპორტი..
მალე რუკასაც დავდებ და მანძილებს, სირთულეს და
საჭირო დროის რაოდენობას დავაზუსტებ..
ხართ ვინმე ნამყოფი ამ გზით?
ჯერ სია და ა.შ. ჯერ არ გვინდა.
მაგრამ ვიცი რომ ნამდვილად წავალ-თ.

მანამდე კარგი იქნება თუ თქვენს აზრებსაც მეტყვით,
თუ იცნობთ უკეთ ამ "გზას" სიონამდე...
