ბულაჩაური-ხეობა-სიონი - მთებით და უღრანი ტყეებით... :)

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ბულაჩაური-ხეობა-სიონი - მთებით და უღრანი ტყეებით... :)

Post by N67 » 28 მარ 2008, 15:32



ტკბილ-ტკბილი ამბებით კოხტად დაგეგმილი შაბათ-კვირა ჩამიშალა იძულებითმა შინაპატიმრობამ...

ველო გამიფუჭდა და გაკეთების ამბები რამდენიმე დღით იწელება..

ხოდა რაღაც ისე მოხდა, შევრჩი მონიტორს....
რუკების თვალიერებისას და კბილების ლესვისას ერთმა აზრმა გაიფხაკუნა... :D

ეს არის ტყიანი გზებით (ალბათ ზოგან უგზოდაც) ბულაჩაურიდან
სიონის წყალსაცავზე გადასვლა.

ბულათაური სამხედრო გზასთან ძალიან ახლოსაა (წითელსოფელთან),
იქიდან ჯერ ძალიან კოხტა სოფელ ხეობაში ავალთ.
ეს დაახლოებით 15 კოლომეტრია თუ არ მეშლება..

ჯერ მარტო ამ გზით უამრავ ულამაზეს ადგილს გავივლით. :roll:

ხეობაში ერთხელ ვარ ნამყოფი ველოსიპედით.
იმის იქით რა ხდება აღარ ვიცი.
ვიცი მხოლოდ მიმართულება და ტყიანი ქედი რომ უნდა გადავიაროთ
ბილიკ-ბილიკ, და სიონის წყალსაცავთან ჩავალთ..


სოფელ ხეობიდან წყალსაცავის დამბამდე (ანუ სიონამდე)
დაახლოებით 20 კილომეტრია..

იქიდან კი თბილისისკენ ჩვეულებრივად დადის ტრანსპორტი..


მალე რუკასაც დავდებ და მანძილებს, სირთულეს და
საჭირო დროის რაოდენობას დავაზუსტებ..

ხართ ვინმე ნამყოფი ამ გზით?

ჯერ სია და ა.შ. ჯერ არ გვინდა.
მაგრამ ვიცი რომ ნამდვილად წავალ-თ. :)

მანამდე კარგი იქნება თუ თქვენს აზრებსაც მეტყვით,
თუ იცნობთ უკეთ ამ "გზას" სიონამდე...

:)

Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბულაჩაური-ხეობა-სიონი - მთებით და უღრანი ტყეებით... :)

Post by Gvalva » 28 მარ 2008, 23:32

გზა არ ვიცი, მაგრამ სწორედ შენს ასაკში ყველაზე ძალიან მიყვარდა "აქეთ წავიდეთ" ტიპის მოგზაურობები :), ეს ნიშნავს რომ დგახარ და ხელს გაიშვერ ერთი მიმართულებით, (სასურველია ამ მიმართულების მართობულად გზა იყოს, მაინც ყოველი შემთხვევისთვის) და მიდიხარ ტყეში ყოველგვარი ბილიკის და კვალის გარეშე, ნამდვილ ტყეში!! თუნდაც 300 მეტრი გაიარო ასე, უკვე სხვა რამეს გრძნობ. თუ რამდენიმე მთას გადახვალ, მით უკეთესი რადგან ამას ყოველთვის ახლავს ფიქრი, ნეტავ სწორედ მივდივართ? და ის მართობულა გამავალი გზაც იმისთვისაა საჭირო რომ ცოტა რომც შეგეშალოს, დიდად არ დაზარალდე :)

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ბულაჩაური-ხეობა-სიონი - მთებით და უღრანი ტყეებით... :)

Post by Wanderer » 29 მარ 2008, 00:55

მაგ ადგილებს არ ვიცნობ, მაგრამ აბსოლუტურად ვეთანხმები გვალვას: ძაან მაგარია ტყეში ბოდიალი. :D ყველაფერში დაგეგმილობა და გარანტირებულობა მოსაბეზრებელია. :) შევეცდები წამოვიდე.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
s.rodeo
ბილიკზე მოარული
Posts: 91
Joined: 12 მარ 2008, 13:17
Location: Nature...
ბულაჩაური-ხეობა-სიონი - მთებით და უღრანი ტყეებით... :)

Post by s.rodeo » 29 მარ 2008, 01:59

მშვენიერი იდეეაა :) 99%-ით გიერთდებით. 1%-ს კი ყაველთვის ვინახავ
ეშმაკისთვის...

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბულაჩაური-ხეობა-სიონი - მთებით და უღრანი ტყეებით... :)

Post by namcecuna » 29 მარ 2008, 12:13

ბრავო, ცოტა სიმწვანე რომ გაძლიერდება ტყეში ბოდიალს არაფერი ჯობია :)
10 დღით ადრე მაინც რომ დადოთ თარიღი-ძალიან გამახარებთ და ჩავხტები ნავში :)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ბულაჩაური-ხეობა-სიონი - მთებით და უღრანი ტყეებით... :)

Post by N67 » 31 მარ 2008, 00:36

ესეც ამბები...

რუკას ჯერ ვერ ავტვირთავ იმოტომ რომ
ისეთ ინტერნეტთენ ვარ , სანამ აიტვირთება
შვილი ცოლის მოყვანას დააპირებს და
ქორწილში ვეღარ ჩავასწრებ........

მარშრუტი სამ დღიანია! ანუ ორი ღამით უნდა წავიდეთ.

სავარაუდო გეგმა ასეთია - გავალთ რომელიმე პარასკევის შუადღეს, იმ საღამოს ხეობაში ავალთ,
შაბათი დღე უკვე უგზოო ბოდიალში წავა, სანამ ნაშუადღევს (ჰეჰ... იმედია : P) წყალსაცავთან არ ჩავალთ.
კვირას დავისვენებთ, ვისეირნებთ, და საღამოსკენ თბილისისკენ გამოვწევთ.
ესეც კალენდარი და თავად განსაჯეთ - ან ამის შემდგეგ შაბ-კვირას წავალთ, ან უკვე მაისში...
Image

ხოდა მე მაისში (ანუ ერთი თვით) გადადება არ მომწონს..

ძალიან მინდა ეს ლაშქრობა მალე, და, რაც მთავარია, გაზაფხულის ყვავილობის დროს მოხერხდეს.

რეზერვის ამბებს საბოლოოდ დავაზუსტებ და სამომავლო გეგმებში გავხსნი თემას..

P.S.
სანდრო, მაგ 1%-ის (და მეტისაც) მოპარვის ტექნოლოგია ჩამოყალიბებული და დამხეცებული მაქვს 100%-იანი გარანტიით :D მააშ :)
Image

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ბულაჩაური-ხეობა-სიონი - მთებით და უღრანი ტყეებით... :)

Post by N67 » 31 მარ 2008, 11:54

ესე იგი...
დაახლოებით 35 კილომეტრია გასავლელი ფეხით.
აქედან დაახლოებით ნახევარი უგზოდ იქნება, როცა
ქედზე უნდა გადავიდეთ ტყეტყე.

რუკას ხვალ დავდებ.
გზაზე 5 ლარი დაგვჭირდება დაახლოებით.
Image


User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ბულაჩაური-ხეობა-სიონი - მთებით და უღრანი ტყეებით... :)

Post by N67 » 01 აპრ 2008, 14:43

თემა უკვე სამომავლოებში წავიდა.. :)
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]