Page 1 of 3

მანგლისის სიონის და ბურატინოს ტბის ზღაპარი :)

Posted: 13 თებ 2008, 11:39
by namcecuna
შაბათს, 16 თებერვალს .
გზა ჯერ-ჯერობით ხსნილია და სარეისო მინიბუსებიც მშვენივრად მიდი-მოდიან :)

ვნახავთ მანგლისის სიონს და იქვე შორიახლოს ერთ ნამცეც ბურატინოს ტბას, როგორც ვიცი ხელოვნურია.
სავარაუდოდ იქნება დიდი თოვლი, სიის შედგენა იწყება ;)
თუ მსურველები იქნებიან, სამომავლო გეგმებში გადავინაცვლებთ, თუმცა, სულ რაღაც 2.5 დღე დარჩა მანამდე :)

მე რამდენიმე + მეყოლება, მინიბუსს ან დავიქირავებთ, ან სარეისოს გავყვებით დილაადრიან .

შესაძლებელია ღამით დარჩენაც, მარგამ, ვფიქრობ არ დაგვჭირდება, თუ დაგვჭირდება-სახლიც არის.

რა ვიცი, იფიქრეთ ;) :roll:

მანგლისის სიონის და ბურატინოს ტბის ზღაპარი :)

Posted: 13 თებ 2008, 11:45
by nusa
მგონი სარეისო ავტობუსით წასვლა არ უნდა იყოს პრობლემა, მაგათი გაჩერება დელისის მეტროსთანაა, მოძრაობის გრაფიკი არ ვიცი სამწუხაროდ....


მე გავარკვევ თუ შევძლებ წამოსვლას და დავწერ

ისე ეგ 16 თებერვალი მყარადაა გადაწყვეტილი?

მანგლისის სიონის და ბურატინოს ტბის ზღაპარი :)

Posted: 13 თებ 2008, 11:47
by TuTa
namcecuna


შენ ზღაპარში შენთან მიგულე :)

მანგლისის სიონი ძალიან მიყვარს, ის ნამცეცუნა ტბა არ მინახავს და ძალიან მაინტერესებს, ალბათ დათოვლილი ლამაზი იქნება...

ასე რო სიას უკვე ვადგენ :wink:

1. ნამცეცუნა
2. თუთა

მანგლისის სიონის და ბურატინოს ტბის ზღაპარი :)

Posted: 13 თებ 2008, 11:51
by namcecuna
nusa
ნუს, კი, აუცილებლად მყარად, ისეთი დღეა, ვერ გადავწევ :oops:
ძალიან მინდა რომ წამოხვიდე, ძალიან!!!!

თუ გამიგებ გრაფიკს, გამახარებ, მე რკ. სადგურის ტერიტორიიდან მახსოვს, ა დრე მაქედან გადიოდნენ და ალბათ გადაიტანეს, მანამდე დავაზუსტებ რაღაცეებს კიდე :)
წამო რაა, ზღაპარში :)


TuTa
გენაცვალე შენ :)
ვიცოდი რომ ჩემთან იქნებოდი, რაღაც კარგი გველის, ვგრძნობ :)

1. ნამცეცუნა (რამდენიმე + ით)
2. თუთა
3. :?:

მანგლისის სიონის და ბურატინოს ტბის ზღაპარი :)

Posted: 13 თებ 2008, 11:52
by Ninukala
nusa
ვერ შეძლებ.... 16-ში სხვაგან მიდიხარ :) ასევე მეც ვერ სამწუხაროდ :)

მანგლისის სიონის და ბურატინოს ტბის ზღაპარი :)

Posted: 13 თებ 2008, 11:53
by namcecuna
Ninukala wrote:nusa
ვერ შეძლებ.... 16-ში სხვაგან მიდიხარ :) ასევე მეც ვერ სამწუხაროდ :)
:roll: :( :roll:

მანგლისის სიონის და ბურატინოს ტბის ზღაპარი :)

Posted: 13 თებ 2008, 11:56
by nusa
namcecuna


sorry, ეხლა ვნახე 16 თებერვალი :oops: :oops:

მეც მინდა ძალიან, ძალიან შენს ზღაპარში ;)

ხო მინიბუსები მგონი ისევ სადგურიდან გადის, აი ავტობუსები კიდევ დელისიდან :)

მანგლისის სიონის და ბურატინოს ტბის ზღაპარი :)

Posted: 13 თებ 2008, 11:57
by namcecuna
nusa

ხოდა, წამო(დით) :)

მანგლისის სიონის და ბურატინოს ტბის ზღაპარი :)

Posted: 13 თებ 2008, 12:14
by popins
ნამყოფი ვარ ბურატინოს ტბაზე.
ხელოვნურია.
მისი შამქმნელიც თავს დასტრიალებს..
მე როცა ვიყავი აზერბაიჯანლები იყვნენ ბლომად.
აზერებში პოპულარულია ეტყობა..

მანგლისის სიონის და ბურატინოს ტბის ზღაპარი :)

Posted: 13 თებ 2008, 12:17
by namcecuna
მეც ნამყოფი ვარ, პატარა ტბაა, საყვარელი.
მთავარი მანგლისის სიონია, ეს მეუფე ანანიას ეპარქიაა და თუ იქ იქნება, საღამოს მის მიერ აღვლენილ ლოცვას დავესწრებით. ძალიან კარგი იქნება . :roll:

მანგლისის სიონის და ბურატინოს ტბის ზღაპარი :)

Posted: 13 თებ 2008, 12:32
by saskva
ეჰ, ვერც მე შევძლებ სამწუხაროდ არა და მინდოდა მაგ ზღაპარში,
თან რა დღეა რა დღე :P
მაგრამ კვირას გამოცდა დამინიშნეს და არამგონია შევძლო, თუმცა შევეცდები :P

მანგლისის სიონის და ბურატინოს ტბის ზღაპარი :)

Posted: 13 თებ 2008, 12:33
by shatilis asuli
ყოჩაღ ნამცეცუნა! აი ეს მესმის. ამნგლისის სიონი არ მაქვს ნანახი. იმედია დილაადრიან არ გავალთ და სხვა დანარჩენი სჰეს გვერდით ვარ:
1. ნამცეცუნა (რამდენიმე + ით)
2. თუთა
3. შატილის ასული

მანგლისის სიონის და ბურატინოს ტბის ზღაპარი :)

Posted: 13 თებ 2008, 12:38
by namcecuna
saskva
აჰმ სასკუნია, სასკუნია :P
კვირას გამოცდა არ გამიგია მე :D
ეცადე მაინც ;)

shatilis asuli
გენაცვალე :)
ცოტას გამოგაძინებთ :D

მანგლისის სიონის და ბურატინოს ტბის ზღაპარი :)

Posted: 13 თებ 2008, 13:31
by Naia
namcecuna
ნამცეცუნა ქალის ზღაპარს როგორ გამოვაკლდები

მოვდივარ :)

1. ნამცეცუნა (რამდენიმე + ით)
2. თუთა
3. შატილის ასული
4. ნაია

მანგლისის სიონის და ბურატინოს ტბის ზღაპარი :)

Posted: 13 თებ 2008, 14:29
by TuTa
shatilis asuli
Naia

ჰი ჰი ჰი, სიხარულები :)